ყველას, ყველას, ყველას _ გეპატიჟებით "გუბეების ზეიმზე"!

მკითხველი

ყველას, ყველას, ყველას _ გეპატიჟებით "გუბეების ზეიმზე"!

25 ოქტ. 2011, 08:18:39
სათაურმა გაგაკვირვათ? რატომ? დღეს რისი ზეიმი, ვისნაირი და რანაირი შოუ არ იმართება ჩვენს ქვეყანაში, თანაც ისეთი სახელებით, რომლის გასაგებად თანამედროვე უცხოური ლექსიკონია საჭირო.

გუბე კი... ჩვენეულია, თუმცა, მაინც მოვუსმინოთ სულხან-საბას: "გუბე _ ფოსო, გინა წყლის ტბორე".

ფოსოს ახსნაც აუცილებელია? კი, ბატონო, მცირედ დაღრმავებულიო! _ საბამ.

მცირედის რა მოგახსენოთ! ადგილი, სადაც გეპატიჟებით, საკმაოდაა დაღრმავებული, თანაც ერთ ან ორ ადგილას კი არა, რამდენიმე ალაგს.

მერე რა გვეზეიმება? ქართული ხასიათი ხომ იცით? ჩვენშიც იმძლავრა ორიგინალობის სურვილმა, თანაც ისეთი შემოტევით, რომ მოსაწვევ ბარათს არ დავჯერდით, ასე ღიად, საჯაროდ, გაზეთის საშუალებით გეპატიჟებით ყველას _ შინაურს და გარეულს, დიდს და პატარას, პოზიციას და ოპოზიციას, მინისტრს და ნამინისტრალს, ნაცნობს და უცნობს...

ზეიმი ცოტა უცნაურ სტილში დაიწყება და გაგრძელდება: შეგიძლიათ, მობრძანდეთ მაშინ, როგორც კი მოპატიჟების ამ ტექსტს წაიკითხავთ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ შემდეგაც, განმეორებით, გასამმაგებით...

ასეთ საინტერესოს რას ნახავთ და გეტყვით?

ეს სიურპრიზია!

დროის მონაკვეთი თქვენ შეარჩიეთ! ჩვენ, გრიბოედობის ქუჩის #29 ბინის მცხოვრებლები ყოველთვის მზად ვიქნებით თქვენ დასახვედრად, თანაც ისეთ სტილში, როგორითაც არსად, არავინ არ შეგხვედრიათ!

სტუმარი ქართველისთვის მუდამ საპატიო და გასაფრთხილებელია. ამიტომ რჩევასაც მოგცემთ: თუ დარში ინებებთ მობრძანებას, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ ჩაიცვათ, ხოლო თუ წვიმიან ამინდს არჩევთ (მრავალფეროვნებისთვის ეს ჯობია), მაშინ "ჩექმებ-ვალინკების" გამოყენებას გირჩევთ!

არ იფიქროთ, ჩვენი ზეიმი კონკურსის და სპორტული შეჯიბრებების გარეშე ჩატარდეს: სადღეგრძელოებიც გუბეების შესაფერისი იქნება და პრიზებიც!

გუბერნიის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები თუ გვეყოლებიან? ჩვენ სულით და გულით ვეპატიჟებით: ვალერის, თამაზს, ლელას, ალეკოს, პაატას (ავთანდილ მექვაბიშვილი აქვე მეზობლად ცხოვრობს და შინაურთა რიგებში იქნება, ალბათ).

რომ არ მოვიდნენ? არ მგონია, ასე საჯარო მოპატიჟებაზე, რომელიმეს მაინც არ გაუჩნდეს სურვილი, თანაც, მათ ხომ ხალხი, საკუთარი ამომრჩევლები ეპატიჟებიან?! ეპატიჟებიან შრომაში ჩაბმულნიც და უსაქმურებიც, პენსიონერებიც და პენსიის მომლოდინენიც; რაც მთავარია, ეპატიჟებიან მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები, უფრო პატარებიც _ ეზოში, უფრო სწორად, გუბეებში მოფართქალე ბავშვებიც.

დაწყების და გაგრძელების დრო გითხარით! ზეიმის დასასრული? ეს ჟიურიზე იქნება დამოკიდებული _ უფრო სწორად, გუბერნიის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებზე.

ჰო, ამ წერილის წერისას ერთი აღმოჩენაც გავაკეთე: წაიკითხეთ სიტყვა _ გუბერნიის? ხომ ხედავთ, ჩვენი ზეიმის აღმნიშვნელი სიტყვა "გუბე" როგორი თანამდებობის დასაწყისი ყოფილა?!

მოპატიჟების წერილს ვამთავრებთ!

გეპატიჟებით ყველას, ყველას, ყველას!

ხომ მობრძანდებით, "გუბე-რნიის ზეიმის" საპატიო სტუმართა რიცხვს ხომ შეგვავსებინებთ და შეემატებით?

"გუბეების ზეიმის" დიასახლისი: ეთერ ქადეიშვილი, ოზურგეთი




 ახალი ამბები
  • "წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? ლანჩხუთში სოფელ  ჩიბათში ბოლო პერიოდში გაკეთებული სანიაღვრე არხების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მომხმარებელი მარიამ კოიძე ავრცელებს. "აქ წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? "- კითხვას სვამს ის. როგორც მისი კომენტარიდან  ირკვევა აღნიშნული სანიაღვრეები ე.წ. რკინიგზის უბანში გაკეთდა და მოსახლეობაც უკმაყოფილოა განხორციელებული სამუშაოებით. "უკმაყოფილო ვართ, მე და ჩემ მხარეს მცხოვრები ყველა მეზობელი. ასევე უკანა მხარეს მცხოვრებნიც. იმიტომ, რომ სანიაღვრეები გააკეთეს არა იმ მხარეს, სადაც დახრა იყო, არამედ საპირისპირო მხარეს, სადაც მიწა მაღალია. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ღელე ადიდდება, ჩემ ეზოში შემოვა და წაიღებს ყველაფერს. ასევე წაიღებს ჩემს უკან მცხოვრები ადამიანების ეზოებს, რომელსაც სანიაღვრე არხები არ გაუკეთეს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა)" - წერს მარიამი. ... ...
  • აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 32 870 მლნ ლარით გაიზარდაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რომელიც,  წინა თვესთან შედარებით 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის სტატისკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში კომერციული  ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 32,843 მლნ ლარი შეადგინა. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,858 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, წინა თვეში კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურეობებიდან 30,976 მლნ ლარის შემოსავლი მიიღეს. ასევე ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში სულ ბანკების შემოსავლები  399,955 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 330,845 ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა კი, 293,344 მლნ ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ."კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...