"გადაგიხდი, რამიშვილო!!!"

მკითხველი

"გადაგიხდი, რამიშვილო!!!"

2014 დეკ 10 18:13:15

ჩოხატაურის სოფელ დიდი ვანის დაწყებითი სკოლა, ოზურგეთის სასულიერო სემინარია, დორპატის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან გარიცხვა;

1902 წელი _ გურიის "სოციალ-დემოკრატიული" პარტიის შექმნა;

1904 წელი _ ჭიათურაში სტალინთან გამართული დისკუსიის მოგება;

1908 წელი _ ჟენევაში რსდმპ ცკ-ს სხდომაზე დისკუსიებში სტალინის მწარედ დამარცხება.

...და დაითესა უზარმაზარი ბოლშევიკური შიში დიდ ბელადში _ ერთადერთი კაცი, ვისიც სტალინს ეშინოდა, ნოე რამიშვილი იყო.

რკინის კაცი, მისი ჯიში, მთელი გურია სძულდა სტალინს. რამიშვილების და სურებლების განადგურება ჩაიდო გულში და ნაწილობრივ, შეასრულა კიდეც.

პირველკაცობაში მოცილეობის შიშმა კინაღამ იმსხვერპლა ემიგრაციაში მიმავალი ნოე რამიშვილი. ეს შიში ედგა კვალში 1930 წლის 7 დეკემბრამდე, ვიდრე პარიზის ქუჩაში მიმავალი, მოსყიდული ქართველის ხელით არ დაეცა, ქართველების სამარცხვინოდ და საუბედუროდ.

ქართველს ისევ ქართველი თუ მოერევა, მაგრამ, რომ ვერ მოერია, დაგვანახა ამ ტრაგედიის შემდგომმა დრომ და თანამედროვეობამაც.

ნოე რამიშვილი სტალინისა და ბერიას პირადი დაპირისპირების მსხვერპლი გახდა.

2002 წლის აგვისტოში ნოე რამიშვილის დისშვილი, მამია ბერიშვილი, საქართველოში უკანასკნელად იმყოფებოდა. იგი იგონებს: "ბიძაჩემმა ნოემ და სტალინმა გაარტყეს ერთმანეთს. რამიშვილი ხმელი იყო, მარა მაგას ცალი ხელი სტკიოდა. რო გაარტყა, ქე წეიქცა და... რამიშვილო, გადაგიხდი მაგასო, მიაძახა და ქეც გადოუხადა"" (გელა სულაძე, ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები, გვ.232, 2012 წ)...

სტალინი რომ დღემდე ამოუცნობი ფენომენი და დაუსრულებელი მსჯელობის საგანია, ამის დასტურად ისიც კმარა, მისი ძეგლის მოგზაურობა რომ აღარ მთავრდება მოძულეთაგან, მაგრამ გადაცემაში "გაიცინე და მოიგე" რა სიყვარულით წაგვიკითხა გორელმა კაცმა ლექსი სტალინზე? ესეც ხომ საპირისპიროს აჩვენებს?!

გვაკვირვებს სტალინზე დატაკებული ერთი სურებელი ბიჭის სიმაღლე და სიდიადე. სტალინს თუ ფოლადს ადარებდნენ, ნოე რამიშვილს რკინის კაცი შეარქვეს.

უმკაცრესი ორთაბრძოლა 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზის ქუჩებში დასრულდა. ემიგრანტთა შეკრებაზე მიმავალ ნოეს ჭანუყვაძემ ესროლა და მოკლა. უცხო მიწაზე სრულიად უმწეო მდგომარეობაში დარჩა ნოეს ცოლ-შვილი. ნოეს უფროსი ვაჟი, აკაკი 1999 წელს გარდაიცვალა. მან შვილს, მიშელს ანდერძად დაუტოვა, ენახა ბაბუას ნაფეხური მიწა.

უკვე სამი წელია, ყოველ ზაფხულს, მიშელ რამიშვილი 3 ათას კილომეტრს გამოივლის და ჩოხატაურში ჩამოდის. მასთან შეხვედრა არაა მარტო სისხლის ყივილი _ ეს ჯიშის, გვარის, მიწის და გადარჩენილი სიცოცხლის ზეიმია. ეს სურებისეულ ღობეში გაკვეხებული, სუფსიდან მონაბერი ცრემლიანი ნიავის სლუკუნია, ნაბუხრალზე ამოსული ველური, უცნაური სილამაზის და სურნელის ყვავილთა წყნარი ცეკვაა.

გასულ ზაფხულს, ეს ყვავილები პარიზს წაიღო მიშელ რამიშვილმა ბაბუას საფლავზე დასადებად. მერე რა, თუ დამჭკნარს ჩაიტანს, სურების მიწის სუნს მაინც გაიყოლებს.

ნაეზოვარის გაეზოვებაზე ოცნებობს მიშელ რამიშვილი; ნასახლარზე სახლის აგებაზე და მუზეუმად ქცევაზე ფიქრობს.

მას, ალბათ, ვერც წარმოუდგენია, როგორ უჭირს მისი ბაბუას სამშობლოს, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა, ავუსრულოთ ეს ოცნება. ძნელია, შიშველი ხელით და გაფხეკილი ჯიბით შეება დიდ საქმეს.

ახლახან, რამიშვილები დიდი ვანიდან, რაიონის ხელმძღვანელობას ეწვივნენ დახმარების სათხოვნელად. გაჩნდა იმედი! დავინახეთ, რომ გული გულობს და ეს, თითქმის, ყველაფერია.

გასულ ზაფხულს მიშელ რამიშვილს წიგნის გამოცემასაც დავპირდით. ახლა ვნანობთ, ენამ გაგვისწრო _ მეტად ძნელი საქმეა ეს. მაგრამ, იქნებ, ვინმემ ისურვოს დახმარება!

ძვირფასო მკითხველო! ეს თემა მუდმივად დაუსრულებელი და საძიებელია. წითელმა რეჟიმმა ხომ ყველაფერი მოსპო და გაანადგურა, რაც მენშევიკებთან იყო დაკავშირებული. მხეცადქცეულმა ბელადმა თავად რუხაძის ხელით აღასრულა გაუგონარი განაჩენი _ ნოეს 87 წლის და, მართა ბერიშვილი გადაასახლა და მის 12 შვილს დედის საფლავი დაუკარგა.

ამიტომ, გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე სახის მასალა გაგაჩნიათ მათ შესახებ, მოგვაწოდეთ. თუმცა, ყველაზე დიდ საძებნელს ეძებენ რამიშვილები _ ნოეს მამა, ბესარიონ მახაბელის ძე რამიშვილი "უსტა კაცი" იყო. იგი უნიკალური ჩუქურთმის აივნებით ამთავრებდა სახლების მშენებლობას. ასეთივე, ყურძნის მტევან-ბაბილოთი იყო მოქარგული მისი ექვსი შვილის გამზრდელი "დაკარსალებული" წაბლის ოდასახლი, რომელიც დაშალეს, ჩოხატაურში ჩამოიტანეს და როგორც ერთნი ამბობენ, შიგ მილიცია განათავსეს. არის ვერსია, რომ ან შენობაში ფოსტა იყო და იდგა ძველი რაიკავშირის ადგილას (რომელიც დაიწვა). ეს შენობა გაყიდულა და ვინმე მეგრელიშვილს შეუძენია სოფელ ფარცხმაში.

დიდია ამ შენობის შეძენის და უკან, თავის ადგილზე დაბრუნების სურვილი _ თუ ვიპოვით და შევთანხმდებით.

გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ. თქვენ შეუფასებელ სამსახურს გაუწევთ საქართველოს, გურიის და სურების ისტორიას.

ნოე რამიშვილი და მასთან დაკავშირებული, თითქმის, დაკარგული წარსული ხომ საამაყოა ყოველი ჩვენგანისთვის.

ახლა, შვიდ დეკემბერს, 85 წელი სრულდება ნოე რამიშვილის მკვლელობიდან. ამ თარიღის აღნიშვნა უნდა გადავწიოთ ზაფხულამდე _ მაშინ მიშელ რამიშვილი შეძლებს ჩამოსვლას მოზრდილი ამალით, როგორც თვითონ დაგვპირდა.

გამოგიტყდებით, ძვირფასო მკითხველო _ ყველა გზა ჩვენი მცდელობისა, ერთი მიზნისკენ მიდის _ გადავარჩინოთ "სულდაღაფული" სურების ხეობა სრული გავერანებისაგან. ეს შესაძლებელია!

სტალინმა მუქარა შეუსრულა ნოე რამიშვილს. კაცის მკვლელს კაცი მოკლავსო, _ ასე ამბობს ქართული სიბრძნე. არსთა გამრიგემ უცნაური სიკვდილი არგუნა სტალინს _ იგი ბერიამ ვირთხის საწამლავით მოწამლა. ასე უხდიდნენ ვალებს ერთმანეთს ბოლშევიკები.

ჩვენც გვაქვს ვალი და ის უნდა გადავუხადოთ ნოე რამიშვილს. მამულიშვილს, რომელსაც შეეძლო სამშობლოსთვის შვილები გაეწირა. ეს ვალი მისი ხსოვნის და სურების ხეობის გადარჩენით გადაიხდება!




 ახალი ამბები
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...
  • რა უჯდება ოზურგეთს საახალწლო მორთულობების დადგმაოზურგეთში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის დეკორაციას აწყობენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათება 27 ან 28 დეკემბერს მოხდება. ასევე ჩვენ დავინტერესდით რა ჯდება ნაძვის ხის და საახალწლოდ მორთულობების დადგმა. მერიის  პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 15 000 ათასი ლარია ... ...
  • სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოკლედ მიმოიხილა წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. შეეხო იმ ძირითად მოვლენებს, რომლებიც საზოგადოების ინტერესის საგანი იყო მთელი წლის მანძილზე. სახალხო დამცველმა ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესზე, შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს განხორციელებულ შეწყალებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმწვავეს პრობლემებზე, დევნილთა ავარიული შენობებიდან (ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან) გამოყვანის აუცილებლობაზე. დისკრიმინაციის შესახებ კანონმდებლობის დახვეწასა და გამოვლენილ შემთხვევებზე. ყურადღება გაამახვილა უსაფრთხო შრომის პირობებზე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებაზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.  ცნობისთვის, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას. დეკლარაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ 10 დეკემბერს აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დღეს. საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს დეკლარაციის მთავარ მისწრაფებას შეიქმნას ისეთი მსოფლიო, „რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე“. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს