გარდატეხის მოლოდინი

მკითხველი

გარდატეხის მოლოდინი

1 იან. 1970, 04:00:00
საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა ხალხში ანეკდოტად გასულ ერთ შემთხვევას მაგონებს: კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობის შემდეგ, ხალხში დადიოდა ერთი პიროვნება და შემხვედრს სთხოვდა განმარტებას პიროვნების კულტის თაობაზე. ამ საკითხზე იგი ყრილობის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ერთგვაროვან პასუხებს იღებდა და მისი ცნობისმოყვარეობა ვერ დაკმაყოფილდა. თქვენ თვითონ არ გცოდნიათ და მე რას მასწავლითო, _ თქვა კაცმა და საკითხი ასე განმარტა: _ პიროვნების კულტი ეს არის ავადმყოფობა, რომელიც ამ პიროვნების გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ჩნდებაო.

ივანიშვილისა და კალაძის მიმართ ოფიციოზის დამოკიდებულება სტალინის პიროვნების კულტის ნაგვიანებ ბრალდებას და დაგმობას მაგონებს. მართალია, სტალინი ისტორიის კუთვნილებაა, ივანიშვილი და კალაძე კი ჩვენი თანამედროვეები არიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეფასებები დაგვიანებით გაკეთდა. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ნათქვამია და უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ იმის გაგებით, რომ კალაძეს "ავტოგოლები განზრახ გაუტანია"! ეს რომ "დანაშაულის" ჩადენისთანავე გახმაურებულიყო, ფეხბურთელი მაყურებელთა რისხვას ვერ გადაურჩებოდა. ასე აჩუქეს სიცოცხლე კალაძეს! ივანიშვილთან საქმე უფრო რთულადაა _ იგი ოცი წლის მანძილზე ფულს რომ რუსეთში აკეთებდა, მხოლოდ ახლა გაგვახსენდა! კარგად გვახსოვს, ვის ფულს ვხარჯავდით, ოღონდ მისი მფლობელის ვინაობაზე კრინტიც არ დაგვიძრავს და ყველა ქველმოქმედებას თუ საქვეყნო მასშტაბის მშენებლობას ჩვენი კაი ბიჭობის ნაყოფად ვთვლიდით! ეს უბედურებაც არის და სხვისი დამსახურების მითვისებაც.

"თუ შიმშილისა და სიღარიბის გამო, სხეულში მასაზრდოებელი ნივთიერება არ გვაქვს, არც თავში, გრძნობებსა და გულში გექნება მასალა ზნეობისთვის" _ ფოიერბახის ამ ფორმულას კონკრეტული დრო არ გააჩნია და ყველა ეპოქაში ერთნაირი ძალა აქვს. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, სინდის-ნამუსი ფულზე არ იყიდებაო, ყველა კარგად ხედავს, რომ ყველაფერი პირიქითაა: პოლიტიკაც, ზნეობაც და ზოგჯერ სიცოცხლეც, დიდი ხანია, ვაჭრობის საგნად გადაიქცა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კარგად იცის, რომ დღეს ომი ადამიანთა გულებისთვის უფულოდ არ მოიგება.

ვიყოთ გულახდილნი _ ხელისუფლებამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო, ზედა ფენებმა გაძარცვეს ქვეყანა და ამ გზით შექმნეს მქონებელთა ჯგუფი, რომლის ხელშიც მოექცა მთელი ეკონომიკა. ამ დანაშაულთან შეგუება კიდევ შეიძლებოდა, თუ ნაძარცვი ქონება ხალხს დაუბრუნდებოდა საწარმოებისა და სამუშაო ადგილების სახით. მაგრამ ფინანსურმა მაგნატებმა გაუგონარი ღალატი ჩაიდინეს, ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას და ერის სიმდიდრე უცხოეთის ბანკებში დააბანდეს. ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ხელისუფლებამ რომ ფინანსური ამნისტია გამოაცხადა, მაგრამ ისიც ემახსოვრებათ, ამას რომ არ მოჰყოლია რაიმე პოზიტიური შედეგი. დაგვრჩა ერთადერთი იმედი _ უცხოური კრედიტები და კერძო ინვესტიციები. ერთიც და მეორეც ძალზე ძვირი სიამოვნებაა. ვალები იზრდება და დიდი დანაკარგების გარეშე მათი გადახდის შანსი ძალზე მცირეა. ასეთ შემთხვევაში, ასპარეზზე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბიზნესმენის გამოჩენა ხალხმა და ხელისუფლებამ დადებით მოვლენად უნდა ჩათვალოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას ოპოზიციის გაძლიერება მოჰყვება. რატომ არ შეიძლება ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ურთიერთკომპრომისის გზით პოზიციები შეათანხმონ და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ?! რატომ არ შეიძლება შეიქმნას კოალიციური მთავრობა?

ხელისუფლების სიძულვილით უნდა იყო დაბრმავებული, რომ ვერ შენიშნო ფართო მშენებლობა, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხოვრების დაბალი დონის გამო გვიჩნდება სრულიად ბუნებრივი კითხვა: _ რისთვის შენდება ან ვისთვის შენდება? საავადმყოფოები კარგია, თუ იგი სიღატაკით გამწარებულ მშრომელებს მოემსახურება. ზედა ფენები ხშირად სტუმრობენ ძვირადღირებულ უცხოურ კლინიკებს, მოსახლეობას კი, უფულობის გამო, პროვინციულ საავადმყოფოებში მკურნალობის საშუალებაც არ აქვს.

საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის გზაჯვარედინზე იდგა. მის ისტორიაში ძნელად გადასაჭრელ პრობლემებს ყოველთვის მმართველი _ ზედა ფენა ქმნიდა. ძალაუფლებისთვის დაუნდობელი ბრძოლისა და განუწყვეტელი შინაომების გამო, ერის ფიზიკური და სულიერი ენერგია უმოწყალოდ იფლანგებოდა. ევროპის ქვეყნებშიც დიდხანს იყო ანალოგიური მდგომარეობა.

ცივილიზებული ქვეყნების ნაცადი "სახელოვანი" გზით, მგონი, დღეს მარტო ჩვენ მივდივართ: ჩასაფრება, დაბეზღება, სიცრუე, ყალბი კომპრომატები ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წამყვანი მეთოდებია.

შემთხვევითი არ არის, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების რეპრესიებმა ყველაზე დამანგრეველი ხასიათი საქართველოში მიიღო. ოთხმოცდაათიან წლებშიც "გამორჩეული" ვიყავით ძალაუფლებისათვის ბრძოლის ტრაგიკული შედეგებით.

ვისწავლეთ თუ არა ჭკუა მწარე გამოცდილებიდან? ამ კითხვაზე პასუხს მომავალი გაგვცემს. ვფიქრობ, რომ ვაჯობებთ საკუთარ თავსაც და იმ ავადსახსენებელ კომუნისტებსაც, რომლებმაც თავიანთი ბატონობის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად ჩაატარეს ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები და უსისხლოდ ჩააბარეს ძალაუფლება ეროვნულ ძალებს.

შეუძლებელია ქვეყნის ბედს ერთი პიროვნება ან ერთი პარტია განაგებდეს. ქვეყნის ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გონებრივად და ზნეობრივად ერის ყველაზე ჯანსაღი ძალების კოლექტიური აზროვნების ნაყოფი უნდა იყოს. ეს უბრალო სურვილი კი არა, ეპოქის კატეგორიული მოთხოვნაა!




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?