ბერნარ კუშნერი: "საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ებრძვის C ჰეპატიტის ვირუსს"

gurianews.com

მკითხველი

ბერნარ კუშნერი: "საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ებრძვის C ჰეპატიტის ვირუსს"

2015 ნოე 24 16:34:15

„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა  საერთაშორისო კონფერენციაში : „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო” მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.

"საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა  ხორციელდება. დღევანდელი დღის პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, მაგრამ მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტებს პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე იყვნენ ინფორმირებული", - ამის შესახებ ბერნარ კუშნერმა კონფერენციაზე "ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო" განაცხადა.

ბერნარ კუშნერი, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე მუშაობს და საქართველოს ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემაში რეფორმირებაში  უწევს კონსულტაციებს, კონფერენციაზე აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრაში სამაჩაბლოს მოსახლეობა პოლიტიკური ვითარების გამო არ არის ჩართული. მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ებრძვის C ჰეპატიტის ვირუსს.

"მინდა სამომავლო ტენდენციებზე ვისაუბრო - ეს არის ელექტრონული მედიცინა. ძალიან ბევრი რამე იცვლება. ამ ცვლილებას დაახლეობით 10-15 წელი დასჭირდება. მე ვსაუბრობ გლობალურ მონაცემთა ბაზაზე. ეს არ არის დღევანელი დღის მიმართულება, მაგარამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. თქვენ, კონკრეტულ პათოლოგიებთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც გაუსწარით. საქართველო პირველ ადგილზეა C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით და 5 000 ადამიანი უკვე იღებს ამ მედიკამენტებს. მე მესმის, რომ სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური ვითარების გამო ამ პროგრამის განხორციელება შეუძლებელი ხდება", - განაცხადა კუშნერმა.

"გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოსთან  პარტნიორობა. "თუმცა საბჭოთა სისტემის მქონე  ქვეყნები გარკვეულწილად მემკვიდრეობად იღებენ გარკვეულ მიდგომებს, გამოწვევებს, რის გამოც ბევრ ქვეყანაში კერძო სექტორთან არის დისბალანსი.ჩვენ როგორც ვხედავთ საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორი დაახლოებით 80%-ით არის წარმოდგენილი, მაგრამ გჭირდებათ კანონი და შესაბამისი მექანიზმები, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ფუნქიონირებას. კერძო სექტორს უნდა გააჩდეს მისაწვდომობა სახელმწიფო სექტორის ფინანსებთან. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორგანიზებული", - განაცხადა კონფერენციაზე  "გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ბერნარდ კუშნერმა საუბრისას საფრანგეთის მაგალითიც მოიყვანა და განხორციელებული რეფორმები გაიხსენა:

“საფრანგეთში 7 წლის განმავლობაში იყო ჯანდაცვის მინისტრი, რა დროსაც ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დაიწყო და საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ქვეყანა”.  მისი თქმით, იმისთვის რომ ქვეყანაში მედიცინის სფეროში განხორციელდეს რეფორმა, საჭიროა, გვქონდეს საკმარისი რესურსი.

7 წლის განმავლობაში მე ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი ჩემს ქვეყანაში, ამ პერიოდის განმავლობაში და მას შემდეგ ბევრი გამოწვევა იყო. ჩვენთანაც ტარდება რეფორმები. "გლობალური ალიანსის" ის ექსპერტები, რომლებიც თქვენ გეხმარებიან საფრანგეთშიც ატარებდნენ ჯანდაცვით რეფორმებს, მაგრამ კატასტროფული რეფორმა იქნება თუ მხოლოდ ექსპერტები განახორციელებენ, ჩვენ გვიცდია და მაინცდამაინც კარგი შედეგები არ მიგვიღია. ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკური რეფორმების პირველ ეტაპზე. ეს არ არის სამედიცინო სფეროს რეფორმა. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. რასაკვირველია, არც ჩემს ქვეყანაში იყო უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა სრულად.

ალბათ, არც საქართველოშია ეს მიღწეული. სამედიცინო სფეროში განხორციელებული რეფორმები დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან. ეს არის ეტაპობრივი პროცესი და საჭიროა, გქონდეთ საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ რეფორმები გაატაროთ მედიცინაში. ქვეყნებს არ გააჩნიათ უსაზღვრო ბიუჯეტი რეფორმების განხორციელებისას“, - განაცხადა კუშნერმა.

შეგახსენებთ, რომ  ბერნარ კუშნერი საქართველოს 19 ნოემბერს ესტუმრა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.  კუშნერის ვიზიტის  ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა.


ნახვა: 51


 ახალი ამბები
  • ქალები, რომელთა მხრებზეც სოფელი დგას _ ფოტოამბავიეს ფოტოები გაზაფხულის ცხელ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაშია გადაღებული. დაბა ხალხმრავალი გვიან შემოდგომაზე და ზამთარშია, ახლა კი მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის _ ქალები, მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდაა წასული. დაბა ნარუჯაში დარჩენილი ქალების უმეტესობა მოცვის კერძო პლანტაციაში მუშაობს. აქ ერთი თვის სამუშაოა _ ჭილოფის ქუდიანი ქალები მზის გულზე მოცვის პლანტაციას უვლიან, საღამოს კი საკუთარი კარმიდამოც მისახედი აქვთ. "არანაირი სამუშაო არაა სათაკილო! მთავარია, იყოს. ძალიან მალე მოცვის მოსავალს ავიღებთ და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს კარმიდამოს. საქმის მეტი რა გვაქვს... ვისაც შეუძლია და უფრო მეტი ენერგია აქვს, თურქეთში გადადის",  _ გვითხრეს ნარუჯაში მცხოვრებმა ქალებმა, რომლებმაც არც ფოტოების გადაღებაზე გვითხრეს უარი. ჩვენ კითხვაზე, თავისუფალი დრო თუ რჩებათ, ხუმრობით გვპასუხობენ: "თავისუფალ დროს ფაროსანებს ვხოცავთ და სიცოცხლეს ვუმწარებთ..." ნარუჯელი ქალები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უმუშევრობაა. მათი აზრით, სამუშაო და ღირსეული ანაზღაურება ყველას სოფელშივე უნდა ჰქონდეს, რომ სხვა ქვეყანაში გადახვეწა და ოჯახების, შვილების მიტოვება, რომელთაც სწავლაში, განათლების მიღებაში სჭირდებათ მშობლების დახმარება, არავის ... ...
  • დაზიანებული წყლის მილი ქალაქის ცენტრშირამდენიმე დღეა, რაც ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს გახორციელდა,  ქვაფენილს ქვემოდან წყალი ამოდის და  ქუჩაში იღვრება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქვაფენილს ქვემოთ არსებული წყლის გაყვანილობის მილების დაზიანება უნდა იყოს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან,  ლევან ჩხაიძესთან საუბრისას გაირკვა, აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა წყალკანალის პრეროგატივაა. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მერია საქმის კურსშია. იქ წყლის მილია დაზიანებული და ხარვეზი წყალკანალმა უნდა გამოასწოროს. მერიას აქვს ამ საკითხზე კომუნიკაცია წყალკანალთან და პრობლემა  დროის უახლოეს მონაკვეთში მოგვარდება“, _ გვითხრა ... ...
  • ,,ივანიშვილმა სხვადასხვა არგუმენტი მოისმინა“ _ უმრავლესობის სხდომა დასრულდაუმრავლესობის სხდომა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობდნენ, დასრულდა. როგორც ფრაქცია  „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ  “გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს და საკითხის განსახილველად მორიგი შეხვედრა დაანონსეს.  ბუკიას თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პოზიცია, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ,,უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა იმით, რომ ჩვენ ერთმანეთის პოზიციები მოვისმინეთ, ერთმანეთის გავუზიარეთ  მოსაზრებები და გადაწყდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხვედრებიც გაიმართება იმისათვის, რომ პოზიციები მაქსიმალურად შეჯერდეს. ბატონი ბიძინა უსმენდა სხვადასხვა არგუმენტებსა და მოსაზრებებს, კონკრეტულად საკუთარი პოზიცია,  ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩვენ  ,,კონსერვატორები“  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არც მკაცრი და არც ზედმეტად ლიბერალურები ვართ, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომლითაც არ გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელი და არ იქნება ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი“,_გვითხრა ... ...
  • ,,ცალ-ცალკე ადევნებენ თვალს, რომ გაიგონ, რა უნდა ივანიშვილების ოჯახს“_ ჭიაბერაშვილი,,ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს და ,,ქართულ ოცნებას“ არაქმედითუნარიანობაში ადანაშაულებს. როგორც ჭიაბერაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, როგორი სახის ნარკოპოლიტიკაზე შეთანხმდება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახზეა დამოკიდებული. ,,ჩვენი , ,,ევროპული საქართველოს“ პოზიცია ორივე ნაწილში ეთანხმება საზოგადოების იმ წუხილს, რომელიც  უკავშირდება არაეფექტურ ნარკოპოლიტიკას.  ერთი მხრივ, ნარკორელიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის სათანადოდ ეფექტური და სამწუხაროდ, ნარკოტიკები ფართოდ  ვრცელდება, მერე მხრივ, ყოველწლიურად იზრდება მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი. ამასთან, საზოგადოებას რაც აწუხებს, არის ის, რომ თავად ნარკომომხმარებლების მიმართ გაცილებით ფართოდ  უნდა ამოქმედდეს ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები, რათა  დავეხმაროთ  ადამიანებს, რომ ჩადგნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმში. იმის ნაცვლად, რომ ორივე მიმართულებით მიმდინარეობდეს მსჯელობა, როგორ  დაიხვეწოს კანონმდებლობა და როგორ გახდეს მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური ,,ქართული ოცნების“ შიგნით მიდის ამ საკითხზე კინკლაობა. ივანიშვილების ჩართვას რაც შეეხება, აქ ლაპარაკია არა ერთის ჩართვაზე, არამედ უმრავლესობამ  ცალ-ცალკე უნდა ადევნოს თვალი, რას ფიქრობს ან მამა ან შვილი, ერთმა რა რეპი გამოუშვა, მეორემ რა თქვა, რომ დაახლოებით გაიგონ, რა უნდა ივანიშვილის ოჯახს“,_ განაცხადა ... ...
  • 26 მაისის ღონისძიებები ლანჩხუთში (R)საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს ლანჩხუთში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გახსნის, სადაც დილის ათი საათიდან საღამოს ექვს საათამდე ღია კარის დღე მოეწყობა. აქ წარმოდგენილი იქნება საქართველოს I რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა ,,ლანჩხუთელი ემიგრანტები“. დღის 12 საათიდან  ქალაქის ცენტრალურ სკვერში დაიწყება სპორტული ღონისძიებები (ნარდი; მაგიდის ჩოგბურთი, ბაგირის გადაზიდვა, მკლავჭიდი, ჭადრაკი და ა.შ.). 13 საათზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  1918-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტს შემკობენ გვირგვინით. 15 საათისთვის  ლანჩხუთის ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი მესამე საჯარო სკოლასთან ერთად    საგანმანათლებლო პროექტს უმასპინძლებს. 17  საათზე   ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...