პროკურატურა მკვლელობის შემაძრწუნებელ დეტალებს ასაჯაროებს

მკითხველი

პროკურატურა მკვლელობის შემაძრწუნებელ დეტალებს ასაჯაროებს

2016 თებ 19 17:49:49

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურა მოწმეთა ჩვენებებსა და საქმის მასალების ნაწილს ასაჯაროებს. 

"გურია ნიუსი" პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ მაგდა პაპიძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.
2015 წლის 20 დეკემბერს, მაგდა პაპიძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის გამო. ბრალდების თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩის N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი - 2010 წელს დაბადებული თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც  შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას. 

შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების მიერ ქ.თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს წინ ნანახი იქნა ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის გვამები. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებს  ტანთ ეცვათ ზამთრის სეზონისთვის შეუფერებლად. კერძოდ:  ომარ ქაფიაშვილს ეცვა მხოლოდ სპორტული შარვალი,  მაისური და წინდები, ხოლო თორნიკე ქაფიაშვილს მოკლესახელოებიანი მაისური, რეიტუზი და სპორტული შარვალი. ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი.  მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელ ოთახში, ანუ მკვლელობის უშუალო ადგილას, სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილი იყო იატაკი და ავეჯი. სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი.  (იხ. ფოტოები:  ფოტო1ფოტო2ფოტო 3ფოტო4ფოტო5ფოტო6)(ლურჯი ფერის ნათება არის მოწმენდილი სისხლის კვალი. იგი დამუშავებულია სპეციალური საშუალებებით, რომლის ზემოქმედების შედეგადაც სისხლი იღებს აღნიშნულ ფერს). სისხლის კვალი ასევე აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე, (იხ. ფოტოები: ფოტო1ფოტო2)რაც მოწმობს იმას, რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე ომარ ქაფიაშვილის სხეული გადაადგილებულია ოთახიდან და არა დერეფნიდან, როგორც ამას მაგდა პაპიძე უთითებს. ომარ ქაფიაშვილის სისხლი ასევე აღმოჩნდა მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავზე და წინა მარჯვენა კარის კარნიზზე, რაც თავის მხრივ მოწმობს, რომ ბრალდებული ეცადა გვამის ავტომანქანაში ჩადებას, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო დაიწყო მაგდა პაპიძემ ყვირილი და თითქოსდა "საშველად" მოუხმო მეზობლებსა და დედამთილს. 

გამოძიების მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი - დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო. (იხ. ფოტოები: ფოტო1ფოტო2) დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა - დნმ, (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) რაც ადასტურებს, რომ ურო სწორედ მაგდა პაპიძემ ჩაარტყა თავში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, რაზეც ასევე მიუთითებს ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში. (იხ.ფოტო) ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი, სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის მკვლელობის დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე ურნაში  ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გადაყარა. (იხ. ფოტო) 

გამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი - ურო მაგდა პაპიძემ მაღაზიაში  სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან - 5 წლის თორნიკესთან ერთად. (იხ. ვიდეოჩანაწერი) 

მეუღლისა და შვილის მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მაგდა პაპიძე შეეცადა კვალის წაშლას, კერძოდ, გაწმინდა იატაკი, ავეჯი, ნაგვის ურნაში გადაყარა სისხლიანი ნივთები და გვერდით მცხოვრები დედამთილის საცხოვრებელ ოთახში არსებულ სარეცხის მანქანაში გარეცხა სისხლით დასვრილი იმ დივანის გადასაფარებელი, რომელზეც  თავში უროს ჩარტყმით მოკლა მწოლიარე მეუღლე. აღნიშნული გარემოება დადგენილია დედამთილის დარეჯან(ლილი) მინდიკაურის  ჩვენებებით (იხ. ჩვენება1ჩვენება2) და მასთან სტუმრად მყოფი მოწმეების - ირინა მარქაროვის (ჩვენება1ჩვენება2) და ალა მარქაროვის ჩვენებებით, (იხ. ჩვენება1ჩვენება2) რომლებიც ადასტურებენ, რომ პაპიძემ დედამთილის ოთახიდან რამდენჯერმე გაიტანა "ტოლჩით" წყალი, ხოლო შემდეგ სარეცხის მანქანაში ორჯერ გარეცხა სარეცხი, მათ შორის დივანის გადასაფარებელი, რა დროსაც წყალმა ფერი იცვალა და გახდა მოვარდისფრო-მოწითალო ფერის.  

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს  გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, (იხ. ჩანაწერი) რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში  მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი: 

"ურო (ნაჭრით გახვეული), 
პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული 
პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად. 
წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი
ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.
ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი
დიდი პარკები"

ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ "ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები". (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია "ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით", ანუ გაგუდვით. (იხ. ესპერტიზის დასკვნა) მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში. 

ის ფაქტი, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე მათსავე საცხოვრებელ ოთახში მოკლა, ასევე დადასტურებულია ომარ ქაფიაშვილის დედის დარეჯან (ლილი) მინდიკაურის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, საღამოს, როდესაც შევიდა შვილის ოთახში, ომარ ქაფიაშვილს ეღვიძა და იწვა დივანზე. აღნიშნული ოთახის დათვალიერებისას, მითითებული დივანის ქვედა სათავსოდან და მისი ზედაპირიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ომარ ქაფიაშვილის  სისხლის ლაქები. 
უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, როდესაც დედამთილმა დარეჯან(ლილი) მინდიკაურმა მობილური ტელეფონის საშუალებით მაგდა პაპიძესთან მოიკითხა შვილი და შვილიშვილი, ბრალდებულმა მას განუცხადა, რომ ისინი უკვე მოდიოდნენ სახლში, არ ენერვიულა და დაეძინა. სატელეფონო კავშირის დროისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მამა-შვილის სიკვდილის დროის შედარებისას აშკარაა, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლე და შვილი ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა.

მაგდა პაპიძის დის - ლანა პაპიძის ჩვენებით დადგენილია, რომ  მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის - ომარ ქაფიაშვილის მიმართ. (იხ. ლანა პაპიძის ჩვენება1). მისივე ჩვენებით, მკვლელობამდე რამოდენიმე დღით ადრე მაგდამ სთხოვა ჩაქუჩი. (იხ. ლანა პაპიძის ჩვენება2). მაგდა პაპიძის დედის - ლიანა შამუგიას ჩვენებით, მათი სიძე - ომარ ქაფიაშვილი იყო მოსიყვარულე მამა და მეუღლე, მოკრძალებული, მშვიდი, გაწონასწორებული და რელიგიური ადამიანი, ხოლო თავად მაგდა ბოლო პერიოდში ნეგატიურად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ. (იხ. ლიანა შამუგიას ჩვენება) 

ამდენად, შემთხვევის ადგილის - მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი ოთახის დათვალიერებით, სადაც აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დიდი რაოდენობით სისხლის კვალი; ამოღებული ნივთმტკიცებებით: ურო, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩენილია მხოლოდ მაგდა პაპიძის დნმ-ის კვალი; გარდაცვლილის სისხლით დასვრილი  სხვადასხვა  საოჯახო ნივთები, ზეწრები, სისხლიანი ნაჭრები და ბალიში; სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და ხელში უჭირავს ურო; სამეურნეო მაღაზიის თანამშრომლის დაკითხვისა და ამოცნობის ოქმებით, რა დროსაც მაგდა პაპიძე ამოიცნო როგორც პირი, რომელმაც ურო შეიძინა; მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერით, საიდანაც დასტურდება მეუღლისა და შვილის მკვლელობის განზრახვა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის სიკვდილის დრო და მიზეზი; მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცის ჩვენებით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პაპიძის განწყობებთან დაკავშირებით, ომარ ქაფიაშვილის დედის - დარეჯან(ლილი) მინდიკაურის, მისი მეზობლების ირინა და ალა მარქაროვების ჩვენებებით, მობილური სატელეფონო კავშირის შესახებ ამოღებული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროვდება მტკიცებულებათა ნაწილი), დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დგინდება, რომ  მაგდა პაპიძემ ჩაიდინა  დამამძიმებელ გარემოებებში  მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით  ეცნობება  საზოგადოებას", _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...
  • საბერძნეთში ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯესსალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჯამით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Protothema წერს.  სასამართლომ საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის ცხრა შეთხვევაში ცნო დამნაშავედ, რომლებიც 2016-2017 წლებში ხორციელდებოდა. კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის მეთაური საქართველოს მოქალაქე იყო, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ავარიაში დაიღუპა ირანის მოქალაქე, რომლის საშუალებითაც პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა მოახერხა.  საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ... ...
  • "ინტერის" მაისური კახა კალაძისთვის და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე -"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნების პირველ ტურში წაგების გამო, კახა კალაძე ბაგა-ბაღების დირექტორებს ავიწროებს. ოპოზიციის წარომადგენელმა სხდომაზე მილანის საფეხბურთო ნაკრების „ინტერის“ ფორმა მიიტანა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერს არ ესმის თბილისელების, ამიტომ მას მისივე ენით უნდა დაელაპარაკოს. „თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს და არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა, დაველაპარაკო. ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი" და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ის უმრავლესობის დეპუტატებისკენგაემართა და სცადა მათთვის მაისური გადაეცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი შეეცადა, ლევან ხაბეიშვილისთვის მისივე მოტანილი მაისური ჩაეცვა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

„შერიგებული“ ვარსკვლავები

ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის...

როგორ ავიცილოთ თავი რთული სიტუაციებიდან

თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ...

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?