"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!"


მკითხველი

"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!"

1 იან. 1970, 04:00:00
თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ _ ცოტა. თქვენ გინდათ, იმავე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას _ ვეშაპი. მაშინ თქვენ არ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სიძნელეების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა. თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს და თქვენს ენებზე გადავიდეთ... თქვენთვის უთუოდ აჯობებდა, თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ, თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვაში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ, უთუოდ მეგობრებს გვიწოდებთ!" _

კონსტანტინე გამსახურდია, "მთვარის მოტაცება", თარაშ ემხვარი _ გერმანელ ქალბატონ კაროლინას.

"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!" _ საუკუნეების ტკივილი ხმიანებს დიდი ილიას ამ სიტყვებში.

"იავნანას", "მრავალჟამიერის", "ქართველო, ხელი ხმალს იკარ" ჰანგების ფონზე მოვყვებოდით საუკუნეებს შრომით, ბრძოლით, შენებით!

ბევრჯერ აგვიჩეხეს ვენახი! ვერ ამოძირკვეს!

ბევრჯერ აკვანში ჩაგვიკლეს ჩვილი! ვერ გაგვანადგურეს!

ბევრჯერ დაგვცალეს სისხლისგან! ვერ დაგვშრიტეს!

ღმრთისმშობლის მადლით, წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით ვუძლებდით ქარტეხილებს!

დამარცხებაც გვიგემია, გამარჯვების ფასიც ვიცით!

მზერაც ბევრჯერ გაგვექცა სხვისკენ! იმედიანად ხელის გაწვდომას ღალატიც მოჰყოლია!

ვერც სულხან-საბამ გამოიტანა ვერსალის დიდებული სასახლიდან რაიმე ქვეყნისთვის სასიკეთო.

"უმცროს ძმად" გაგვიხადა რუსეთმა! ამაოდ შეეცადა _ ქართული ენა სიწმინდედ შემოვინახეთ!

ამაოდ კვნესოდა დიდი ილია: "ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს!"

თითქოს, სისხლში ფართხალებდა სურვილი...

ეროვნული მოძრაობით ჩამოვიშორეთ რუსეთის "უფროსის ძმის" ტიტული.

შევძელით შეგვეგრძნო თავისუფლება? ისევ შიდა დაპირისპირება და... აფხაზეთი _ ჩვენი მოურჩენელი ტკივილი.

მე ერთ-ერთი ვარ, რომელმაც "ძმათა ომის" საშინელება ვნახე. ვნახე დიდი სამარე, რომელშიც, ერთმანეთზე თოკით გადაბმული, ხელ-ფეხშეკრული ჩვენი მებრძოლები ეყარნენ... უარესიც, მიცვალებულებისთვის ზედ ძაღლი ჩაეკლათ!

მერე ვარდების რევოლუციით გაგვაბრუა მიხეილმა!

რა მოხდა მერე? "თითქოს მოძრავი ეკალ-ბარდები მოედო დიდგორს", ლევან გოთუა.

თითქოს? მერე დაიწყო ქუჩებში ბიჭების ჩაცხრილვა; აფრასიძეების ოჯახის განადგურება; ეკლესიის დანგრევა; ხალხის მათხოვრად გადაქცევა; უმუშევრობა; მშვიდობიანი დემონსტრანტების გამეტება; მოწამვლა; სიკვდილი; დაპატიმრება; სამაჩაბლოს დაკარგვა; დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა; ერისკაცის, გურამ შარაძის მკვლელობა; ქვეყნიდან ხალხის გაქცევა, სოფლის მეურნეობის განადგურება...

პრეზიდენტი სააკაშვილი დაფრინავდა ცაში, ცურავდა ზღვაში, დაქროდა ხმელეთზე... მდიდრდებოდა ე.წ. ელიტა, აშენებდნენ სახლებს, აგარაკებს...

რატომ დუმდა მაშინ ამერიკა, ნატო, გაერო, ევროკავშირი? მიხეილს დემოკრატიის შუქურად გვისახავდნენ, ქვეყანა ეკონომიურად წინ მიდისო, გვიმტკიცებდნენ!

ბატონობდა ქვეყანაში უსამართლო სასამართლო! ამდენ დანაშაულს რატომ ვერ ხედავდნენ ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრები? გვაიმედებდნენ უკეთესი ცხოვრებით, იღებდნენ რეზოლუციებს, დადგენილებებს და ცისფერი ეკრანიდან გვიცინოდა უმრავლესობა: ასეთი რეზოლუცია პირველად მიიღესო!

ვიყავით რწმენით, რომ "მომწიფდება, აღდგება ხალხი, მაცოცხლებელი ნიაღვარივით გადარეცხავს ქვეყნის სიამაყეს!"

და, მოხდა ასე პირველ ოქტომბერს... მაგრამ... უმცირესობაში გადაბარგებული "ნაციონალები" ისევ ნიჰილიზმით განაგრძობენ "მოღვაწეობას". ხომ დაგპირდათ ბიძინა პენსიის გაზრდას, ტარიფების შემცირებას, რატომ არ ასრულებს თავის სიტყვასო!

საოცარია, იმას, რასაც მიხეილმა და მისმა გუნდმა 9 წელში ვერ მიაღწია, ორ თვეში ითხოვენ ახალი მთავრობისგან!

არ არის ეს ცინიზმი?

პავლოვის სიბრძნეს მინდა, დავაკვირდეთ: "ადამიანს გააჩნია ორი აზროვნება: ერთი მცირე _ ეს არის ტვინი და მეორე _ გული, რომელიც არის დიდი გონება!"

ხომ იკვეთება "ნაციონალების" დღევანდელ მოქმედებაში, რომ მათ აქვთ მცირე აზროვნების ტვინი და არა _ გონიერი გული?! მათ, რომ საქართველო, ხალხი უყვარდეთ, შინაარსიანად ახსნიდნენ, რატომ არ შეიძლება ორიოდე თვეში ეკონომიკურად, გასხვისებულ-გაყიდული ქვეყნის ფეხზე დაყენება, მაგრამ ამით ხომ თავიანთ დანაშაულს თუ შეცდომებსაც გამოააშკარავებენ?!

ამ დროს როგორ იქცევიან მიხეილის საზღვარგარეთელი მეგობრები? თავიანთი გაოცებით გაგვაოცეს, თურმე, ასეთი "დიდებული" ხალხის დაკითხვაზე დაბარება, მით უფრო, დაპატიმრება, შეიძლებაო?!

"ნაციონალებს" თვალები გაღმა აქვთ მიპყრობილი _ მარტო გაღმა?! ახალი მთავრობა თავის ხალხსაც უყურებს და გაღმელებსაც!

ისევ შიდა საქმეში ჩარევა, მეგობრული ღიმილით თითის ქნევა და ჭკუის სწავლება, უფრო ზუსტად, რაც არ აკადრეს დემოკრატიის შუქურას და მის გუნდს, ივანიშვილისკენ მომართეს!

რატომ არ აშფოთებდათ ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებს, რატომ აიღო და რას მოახმარა სააკაშვილმა საგარეო ვალები, რატომ დაიწვა ლტოლვილმა ნანა ფიფიამ თავი, მემორიალის აფეთქებისას რატომ დაიღუპნენ დედა და მისი 8 წლის გოგონა, ამ ბოლოს გასულ ციხეში მომხდარ საზიზღარ კადრებს რატომ არ მიაქციეს ყურადღება, სად იყვნენ მაშინ "ვაშინგტონ პოსტის" და სხვა გაზეთების ჟურნალისტები?! რატომ ატყუებდა მიხეილი მსოფლიოს, რომ პენსია 100 დოლარი გვქონდა?!

რაღაც აშფოთებთ ჩვენზე ასე მზრუნველთ, არადა, შეშფოთების მიზეზს ახალი მთავრობა არ აძლევთ. რატომ არ უნდათ იმის გაგება, რომ უკმაყოფილება, გაფიცვები, რაც დღეს ხდება, ადრინდელი არასწორის ხელმძღვანელობის შედეგია?!

ასეთი უსამართლო განსჯა ხალხის უკმაყოფილებას იწვევს.

ხალხი? მომთმენია ჩვენი ხალხი, მაგრამ სანამდე? ადრე თუ გვიან ხომ გავიზიარებთ, რატომ ამოიკვნესა ტიციანმა: "მაგრამ მართალი კაცის გული აქ რას გახდება?!"

იცის ქართველმა ხალხმა მეგობრობაც, დაფასებაც, მაგრამ ისიც იცის, რომ არავისი საქმე არაა, ჩვენ მჭადის ფქვილს მარცხენა ხელით მოვზელთ თუ მარჯვენათი, მთავარია, რომ მჭადი გემრიელი იქნება!

"ნაციონალებს" ქართველი ერი არასდროს ეჯდათ გულში _ ხახაში ეჯდათ!

ამიტომ მინდა, განსაკუთრებით მიხეილს და მის გუნდს, ასევე, მათ გაღმელ მეგობრებს დიდი ქართველი მწერლის, ლევან გოთუას შემდეგი სიტყვებით შევეხმიანო: "ნუთუ, ჩვენი ისტორიული საქმიანობა სხვისი გასაღების ძებნაა და მეტი არაფერი?! როდის იქნება, რომ ჩვენი გასაღები ჩვენვე გვქონდეს?!"

2 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა თავისივე გასაღები საკუთარ ხელში აიღო! ნუღარ შეეცდებიან ნურც შინაურები და ნურც გარეშენი ეს გასაღები წაგვართვან, რადგან ქართველმა კარგად იცის, რომ "სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!"

ამიტომ გაიგონეთ ჩვენი გულისხმიერი ხმა: ქვეყნის შვილები დარჩეს ნაღდ შვილებად (და არა მარტო _ "ნაციონალებად"), კარგი მეზობელი და კარგი მეგობარი _ კარგ მეზობლად და კარგ მეგობრად! ამით კი, საშუალება მოგვეცემა ჩვენი სახლის კარები ჩვენივე გასაღებით ჩვენვე გავაღოთ!




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....