ხეობის მეხსიერებას შემორჩენილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

მკითხველი

ხეობის მეხსიერებას შემორჩენილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

1970 იან 1 04:00:00
ირინე ეზიეშვილზე რამდენიმე სახის წყარო მოგვეპოვება: სამოქალაქო აქტის წიგნში აღნიშნულია ირინეს დაბადების და დაღუპვის თარიღები; შემონახულია მისი საქმროს, კავალერიის ოფიცრის სიმონ სილიბისტროს ძე ლომთათიძის (1885_1916) ფრონტული წერილები და სხვა. ირინე ეზიეშვილზე დიდი ემოციებით საუბრობენ კესარია დარსალია, ვერა სანიკიძე, ფატი ლომთათიძე... ირინე ეზიეშვილის ტრაგიკულ აღსასრულს პირველად ყურადღება მიაქცია პროფესორმა იური სიხარულიძემ.

წყაროებში, რომლებიც, ჯერჯერობით გვაქვს მოძიებული, მხოლოდ ირინეს მამას ვიცნობთ _ მას სამსონი რქმევია. სამსონის შვილებს შორის _ სოლომონი, ზოსიმე, ნიკოლოზი, არტემი და ირინე, ირინე ერთადერთი ასული იყო და ამიტომაც, განსაკუთრებით უყვარდათ ძმებს. ირინე იყო წარმოსადეგი, თხელი ტანით, წაბლისფერი თვალებით, მომღერალი, მოცეკვავე, ჩონგურის კარგი დამკვრელი... მიღებული ჰქონდა ათკლასიანი განათლება, საოცრად ქარგავდა, კერვაც მალე შეისწავლა.

ირინე ეზიეშვილი გამორჩეული ქალიშვილი იყო ზემოსურებში და მასზე თვალი მთელ ახალგაზრდობას რჩებოდა, მაგრამ მან ახალგაზრდა ოფიცერს _ სიმონ ლომთათიძეს გაუხსნა გული. სიმონი შესანიშნავი აღნაგობის ვაჟკაცი იყო. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და 1914 წლის აგვისტოს, ახალგაზრდა ოფიცერი ომში გაიწვიეს. სიმონ ლომთათიძე იყო უნარიანი მეთაური, მარჯვე ცხენოსანი, ის იბრძოდა და ხელმძღვანელობდა კავკასიის ფრონტის გენერალურ შტაბს. ერთი წელი იბრძოდა საქართველოს საუკუნოვანი მტრების წინააღმდეგ. 1915 წლის ზაფხულში მსუბუქად დაიჭრა და კავალერიის ოფიცერს ერთი თვით შვებულება მისცეს. სიმონი კარგ მეომართან ერთად, კარგი პოლიტიკოსი იყო. მან თათბირი ჩაატარა ჩოხატაურში და ნადიმიც გადაუხადეს ეზიეშვილების გორზე, სადაც დიდი ემოციებით ელოდნენ სიმონის მოსვლას. მამა ზემოსურების წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის გუნდში მგალობელი იყო. გაიმართა დიდი წვეულება, რომელიც დილამდე გაგრძელდა. სიმონი სამი დღე იყო ზემოსურებში _ გამოეთხოვა ახლობლებს და დანიშნულსაც. ირინე ცრემლის ღვრით ემშვიდობებოდა, სიმონმა კი დაამშვიდა და მშვიდობით დაბრუნების პირობაც მისცა. სამწუხაროდ, სიმონი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა, სახელოვანი ოფიცერი დაიღუპა. მთელი სოფელი დამწუხრდა, სიმონის დაღუპვამ ირინე სულ გაანადგურა _ ამ დროს 18 წლის თუ იქნებოდა, მაგრამ სიცოცხლის აზრი დაკარგა...

ირინეს მცველებად დაუდგნენ, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა და თითქმის თვის თავზე, ადრე დილით, წყაროში დაიხრჩო თავი. დაკრძალვას დიდძალი ხალხი მოაწყდა, ბევრი ამაღლებული სიტყვა წარმოითქვა. მათგან გამოირჩეოდა ჩოხატაურელი მოსწავლის, სიმონ ლომთათიძის დისწულის, 14 წლის მოსე სიხარულიძის სიტყვა. სიმონი ხშირად წერდა დისწულს წერილებს ფრონტიდან... იმავე დღეს შედგა სიმონის სიმბოლური დაკრძალვაც _ ირინეს ჩაუწყვეს კუბოში სიმონის ნივთები და ისე დაკრძალეს ზემოსურების წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. ირინეს ტრაგიკული სიკვდილი დღემდე არ არის დავიწყებული სურების ხეობაში. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ირინე ეზიეშვილს _ მან უერთგულა სიყვარულს, კაცობრიობის ამ უნიკალურ ფენომენს.

 




 ახალი ამბები
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...