მოუსმინეთ და ნუ გაემიჯნებით ხალხს!

მკითხველი

მოუსმინეთ და ნუ გაემიჯნებით ხალხს!

1970 იან 1 04:00:00

პირველი ოქტომბრის არჩევნებში ხალხის გამარჯვებამ გვიჩვენა, რომ დანაშაულის ჩადენის უფლება არ გვაქვს. ხაზს ვუსვამ: "ხალხის გამარჯვება". დიახაც, ამ არჩევნების გამარჯვება განაპირობა ხალხის ერთსულოვნებამ, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება ქართველი ხალხის უდიდესი მონაპოვარია. მე არ უარვყოფ ცალკეული პარტიების ლიდერების როლს ამ გამარჯვებაში, მაგრამ არც თუ შორეულ წარსულში ჩვენ ბევრი ოპოზიციური პარტიის მიწასთან გასწორების მოწმენი ვართ. რომ არა ქართველი ხალხის თავგანწირვა, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა, სააკაშვილის კრიმინალური მთავრობა ადვილი მოსაშორებელი არ იქნებოდა, ეს ჯერაც ნათლად ჩანს.

გავიდა 5 თვე ოქტომბრის არჩევნებიდან. რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში? მე არ ვარ ექსპერტი. ყველაფერი, რასაც ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია, ერთი რიგითი მოქალაქის გულის ნადებია. თუმცა, ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესთა თანხვედრაცაა. საზოგადოებას აინტერესებს ცვლილებები, რომელთა სიმრავლით ჯერ-ჯერობით ვერ დავიკვეხნით. ეს საზოგადოება 9 წლის განმავლობაში იტანდა უკიდურეს გაჭირვებას, შეურაცხყოფას, უფლების ფეხქვეშ გათელვას, ღირსების შელახვას, დარბევას, დაწიოკებას, შანტაჟს, მუქარას და კიდევ რამდენს. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ჩვენ დღეს ახალი ცხოვრება გვინდა და მომავლის დიდი იმედი გვაქვს, მომავალი კი ჯერაც ბუნდოვანია, ყოველ შემთხვევაში ჩოხატაურის რაიონში.

რას ველოდებით? გვაქვს ლოდინის დრო ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" აქტივობა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია, როდესაც უკან შემოგვიბრუნდნენ და თავიანთ ჩადენილ დანაშაულს ახლა ჩვენ გვაბრალებენ? ხუთი თვე გავიდა და ჯერაც სოფლის რწმუნებულებად და მათ თანაშემწეებად ისევ "ნაციონალური" კადრები მუშაობენ. ხუთი თვეა, ისევ იღებენ ხელფასს (ალბათ, პრემიებსაც), ხუთი თვეა, ისევ მიქნევენ ხელს ის ადამიანები, რომლებიც დღესაც ფანატიკურად არიან შეყვარებული სააკაშვილზე და მაყვედრიან, რომ "ჩემნაირმა" ადამიანებმა გადააგდეს მათი სათაყვანებელი პრეზიდენტი, არ მისცა საშუალება, დაერიგებინა ათასლარიანი ვაუჩერები და ეკეთებინა სხვა ბევრი სიკეთე! კიდევ ხუთი თვე დაემატა იმ ავადსახსენებელ 9 წელს, რომლის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახის წევრები უმუშევრები, ყოველგვარ სახსარს მოწყვეტილი ვართ. არა და, ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე სასწორზე იდო. ის დალოცვილი ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, ალბათ, საქართველოს დატოვება მოგვიწევდა.

ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: მე ბიძინა ივანიშვილს არ მოვყოლივარ _ 2005 წლიდან ვარ კონსერვატიული პარტიის წევრი და იმ დროიდან ვიბრძვი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ახლა რაღას ვუცდით? სანამ უნდა ვეფეროთ დამნაშავეებს? სანამ არ ამოიყრიან ახალ ფესვებს და ახალ დანაშაულს არ ჩაიდენენ? ირონიულად ნუ გაგვეცინება _ "ნაციონალური მოძრაობა" შემდგარი, ძლიერი პარტიაა, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს შინ და გარეთ. და ამიტომ, ჩუმად ყოფნის და ლოდინის უფლება არ გვაქვს. მათ ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ დანაშაულის მტკიცებულებები არსებობს და ვისაც ევალება პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, დამნაშავეები დროზე უნდა დასაჯოს.

სააკაშვილის მთავრობის დამარცხების ერთ-ერთი ფაქტორი მათი ხალხისგან გამიჯვნა, არ მოსმენა იყო. იგივეს ნუ გაიმეორებთ _ ხალხში უნდა გავიდეთ და მათი აზრი მოვისმინოთ. შეცდომებს არ გვაპატიებენ _ ხალხის რჩეულმა უნდა მოუაროს და დაიცვას სიმწრით მოპოვებული გამარჯვება.

რუსუდან კალანდაძე, ჩოხატაური, ერკეთი




 ახალი ამბები
  • რა შემთხვევაში გააგრძელებენ მუშაობას აგრარული ბაზრებისოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ის სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - განაცხადა ... ...
  • არმენოფობიური განცხადება ტელეკომპანია "მთავარის" ეთერშისამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მიერ 5 აპრილს, საავტორო გადაცემა "პოსტ ფაქტუმში"  გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის  შეფასება გააკეთა. სიუჟეტი შეეხებოდა ჰაპლოჯგუფებთან დაკავშირებულ მსჯელობას ინფექციის მიმართ რეზიზსტენტულობაზე და ჰიპოთეტურ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ქართული გენომის მატარებელი ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულს გიორგი გაბუნიას შემდეგი კომენტარი მოჰყვა:  "უცხოელი მეცნიერები რას ფიქრობენ გავიგეთ, მათი ქართველი კოლეგების მოსაზრებებიც ხომ გაგაცანით, ახლა მე ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ ჭირდება " აღნიშნული კომენტარი არმენოფობიურია და ადამიანების ეთნიკური ნიშნით სტერეოტიპიზაციას ახდენს. გადაცემის წამყვანის ამ განცხადებით "მთავარმა არხმა" დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი: "მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე". არა ფობიას! წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიის პროცესში, ქსენოფობიური განწობების გაღვივების ფონზე, მედიამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინის, არ გახდეს ქსენოფობიური განცხადებების წყარო და ნებით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყოს ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას“,_ ნათქვამია ... ...
  • მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინესმოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში  დარეკეს.ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ... ...
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...