ერთხელ მატარებელში...

მკითხველი

ერთხელ მატარებელში...

2019 ივნ 9 17:34:16

1972 წელს ქართველი მწერლები სიმპოზიუმზე მიემგზავრებოდნენ საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში.

ოტია იოსელიანის კუპეში, თანმხლებ ორ ცნობილ მწერალთან ერთად, ერთი უცხო ქალი აღმოჩნდა.

ქალი შუა ხანს არ იყო მიღწეული, მაგრამ, საკმაოდ სანდომიანი გახლდათ.

ჩვენმა მწერლებმა ქალბატონს ქვემო „კოიკა“ დაუთმეს და, სანამ დაწვებოდა, ტამბურში გავიდნენ.

რომ შემობრუნდნენ, ქალი გემრიელად გახლდათ მოწყობილი ლოგინში. ეს სამეული კი ერთმანეთის გვერდით მოკალათდა „მსხდომიარე“ მდგომარეობაში.

როგორც აღმოჩნდა, ქალი მოსკოველი გახლდათ, ანუ, ჩვენი რძალი – ჩვენი, ერთ-ერთი თანამემამულის მეუღლე. გარდა ამისა, ის საკმაოდ ენაწყლიანი და თამამი გამოდგა. ჩვენი სასიქადულო მწერლებიდან ვერც ერთი ვერ იცნო, თუმცა მათი სახელები, პირდაპირ თუ ირიბად, აუცილებლად ექნებოდა განაგონი.

ჩვენმა სამეულმა ჯენტლმენობის ურყევი კანონი დაიცვა და სათითაოდ გაეცნენ ქალს – მწერლები ვართ და თქვენს დედაქალაქში მიწვევით მივემგზავრებითო.

ქალს ლაპარაკის საღერღელი აეშალა:

– აი, თქვენ მწერლები ბრძანებულხართ. მართალია, ჩვენს (რუს) მწერლებთან რას მოხვალთ, მაგრამ, თქვენც არა გიშავთო. მე თავის დროზე პედაგოგი გახლდით, სანამ თქვენი რძალი გავხდებოდი, კი არ გეწყინოთ, მაგრამ, ჩემი  მოსაზრებები მაქვს ცხოვრებისეულ საკითხებზე და ახლა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, აბა, ჩვენი მოსაზრებები თუ დაემთხვევა ერთმანეთსო.

მუდამ ტრადიციების მიმდევარ ოტიას არ ესიამოვნა ქალის ასეთი გულახდილობა, მაგრამ, ოტია ოტია იყო, ტრადიცია – ტრადიცია და რუსი ქალი – რუსი ქალი, მაგრამ, ჩვენი რძალი და, – გისმენთ, ქალბატონოო, – გაუღიმა.

ქალმა ავბედითი კითხვა დასვა:

– რამდენი სიყვარული არსებობს ცხოვრებაში?

მწერლებმა უხერხულად გადახედეს ერთმანეთს – რომელი უპასუხებსო.

– სიყვარული ერთია და სამუდამო, – თქვა ერთმა, მაგრამ, ქალი ამ პასუხმა ოდნავაც ვერ დააკმაყოფილა.

– „ა პაჩემუ ნე დვა“?

– „მოჟნო ი დვა“... –  „დანებდა“ მეორე მწერალი. ოტიამ ფანჯარაში გაიხედა და ხმა არ ამოუღია.

– „ა მოჟეტ ი ტრი“? – არ ისვენებს ქალი, გულღიად იღიმება და პასუხს ელის.

– „რაზ ტრი, ზნაჩიტ ი ჩეტირე ვაზმოჟნა“, – თქვა ქალმა.

მწერლებს რაღაც ენიშნათ, მაგრამ, არ იმჩნევენ და აქაც დაეთანხმნენ.

– აი, ჩემი ქმარი, – მოულოდნელად, სუფთად არა, მაგრამ, ბორძიკ-ბორძიკა ქართულით ამეტყველდა ქალი, – ჩემი მეხუთე სიყვარულია. მანამდე ოთხი სიყვარული გამოვცადე...

ტრადიციების დამცველი და მიმდევარი ოტია ოდნავ შეტოკდა, თუმცა, კომენტარი არ გაუკეთებია.

ქალს ეწყინა – ეს სვანურქუდიანი კაცი რატომ არ მეთანხმებაო და საყვედურით შეხედა ქართული მწერლობის კორიფეს.

– თქვენ რატომ მიემგზავრებით, ქალბატონო, მოსკოვში, თუ არ გეწყინებათ, გვითხარით, – შეეკითხა ქალს ოტია.

– „ვოტ, ვეტომ ი იესტ პრაბლემა“... – თქვა რუსულად ქალმა, – სწორედ მეექვსე სიყვარულმა დამიძახა მოსკოვში, – დააყოლა ქართულად.

წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ოტიას ჯერი რომ იყო, აშკარად იგრძნო ორმა მწერალმა. ოტიამ ღრმად ამოსუნთქა და:

– არა, ხუთი სიყვარული შეიძლება, ქალბატონო, მაგრამ მეექვსე... მეექვსე ნაღდად ბოზობაში გადადის!!!

შეურაცხყოფილი ქალი წამსვე გადაბრუნდა კედლისკენ და მხოლოდ მოსკოვის მისადგომებთან იკადრა გადმობრუნება.

– „მოჟნო, ვსიო მოჟნო“!! – რომ ჩადიოდა, მაშინ ისროლა...




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?