მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

მკითხველი

მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

2019 სექ 19 15:22:40

"უხადადან ოდერამდე" და "ჟამი მიტევებისა"_ ეს მწერალ იოსებ სიბოშვილის წიგნებია, რომლის პრეზენტაციაც 18 სექტემბერს მწერალთა სახლში შედგა. 

"უხადადან ოდერამდე" მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ საბჭოთა ხალხის ბრძოლას აღწერს და ცნობილი მზვერავის, ილია ჩადუნელის ხსოვნას ეძღვნება.

ერთი ქართველი ჯარისკაცის მიერ განვლილი გზის აღწერით იოსებ სიბოშვილი მკითხველს სამამულო ომის შესახებ უამბობს.
ბოლო დროს ხშირად ისმის აზრი, რომ მეორე მსოფლიო ომში ქართველ ჯარისკაცთა გმირობა საქართველოს დაცვას კი არ ემსახურებოდა, არამედ დიდი საბჭოთა კავშირისას, რომ ის სხვისი ომი იყო და ა.შ. თუმცა, ფაქტი, რომ ფაშისტთა ძალები კავკასიონამდე იყო მოსული და მათ საქართველოში შემოსვლას რა შედეგი მოყვებოდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის.

წიგნის მთავარი გმირი მრავალ განსაცდელს გაუძლებს, სიკვდილს მრავალჯერ გადარჩება და საქართველოში დაბრუნებული მშობლიურ მიწას ემთხვევა.
ავტორის თქმით, რომანში ასახული მოვლენები რეალურ ფაქტებს ეყრდნობა.
წიგნის რედაქტორმა, მანანა გორგიშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "უხადადან ოდერამდე" პასუხობს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, სიცოცხლეშივე უნდათ დაფასება.

"უხადადან ოდერამდე" არის წიგნი, რომელიც გვაცნობს იმ ადამიანთა ღვაწლს, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. წიგნით არის გადმოცეული, ის რომ სიცოცხლეშივე მოვეფეროთ ჩვენს გვერდით მყოფ მოყვასს. "გიყვარდეს მოყვასი შენი" _ ეს შეგონებაა, რომელიც მუდმივად უნდა იყოს ჩვენში და მუდმივად უნდა ვახორციელებდეთ“,_აღნიშნა გორგიშვილმა.

როგორც "გურია ნიუსთან საუბრისას, სიბოშვილი აღნიშნავს, რომანი მზვერავ ჩადუნელის შესახებ იმიტომ დაწერა, რომ არ სურს დაიკარგოს გმირობა, რომელიც ქართველებმა ფაშისტების წინააღმდეგ ომში ჩაიდინეს.
"წიგნი "უხადადან ოდერამდე" არის ერთ-ერთ მზვერავზე, რომლის არქივის დამუშავების ბედნიერებაც მეღირსა. რადგან მსოფლიო ომის თემა დავიწყებას მიეცა, არ მინდოდა რომ დაკარგულიყო გმირობა, რაც მათ ჩაიდინეს ფაშისტების წინააღმდეგ და გადავწყვიტე, რომ ამომეწია მზვერავ ილია ჩადუნელის სახელი. რომანი წარმოადგენს დოკუმენტურ პროზას, ამიტომ თავისი სახელ-გვარით არ არის მოხსენიებული ილია ჩადუნელი, მაგრამ წინა სიტყვაობაში ეს ასახულია",_ამბობს სიბოშვილი.

რაც შეეხება რომანს "ჟამი მიტევებისა" მოქმედება მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოს ვითარდება. ავტორს მოთხრობილი აქვს იმ დროინდელი საერო და სასულიერო ცხოვრება. მთავარი გმირების, ნიკა და ლიკას მიღმა კი 2-2 ნამდვილი ადამიანი დგას, ვის ვინაობასაც ავტორი შეგნებულად არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ ისინი და ადამიანები, რომლებიც მათ იცნობენ, შეძლებენ რომანისეული პერსონაჟების მიღმა მათ ამოცნობას.

მწერალი მიიჩნევს, რომ ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა, მიხვდებოდა, თუ რა დიდი მოფრთხილება სჭირდებას მას. ღმერთი შეყვარებულ ადამიანებზე სხვადასხვა განსაცდელს უშვებს და ვინც გაუძლებს და გაითავისებს მას, ის სამუდამოდ მკვიდრდება უფალში- სიყვარულიდან გადადის ერთგულებაში და ერთგულებიდან მარადისობაში.
როგორც წიგნის რედაქტორი, მანანა გორგიშვილი ამბობს, "ჟამი მიტევებისა" არის რომანი, რომლის წაკითხვის შემდეგაც, ადამიანი სხვა თვალით შეხედავს და აღიქვამს თუ რატომ უნდა იყოს მეტად მორწმუნე.

"მაგალითად, მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ათეიზმის ეპოქაში დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი განვლო. აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ ბევრი ეკლესიაა, ის რომ ძალიან დიდი მრევლია ყველგან. სამწუხაროდ, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მცირედმორწმუნეობა არის გამეფებული, სამწუხაროდ. ვგულისხმობ, რომ ბოლომდე არ ვართ ისეთი ეკლესიურები, როგორიც უნდა ვიყოთ. ალბათ იმის ბრალია, რომ აკვნიდან როცა იზრდება "მამაო ჩვენოთი" ბავშვი, ის სხვანაირად აღიქვამს, ჩვენმა თაობამ კი სამწუხაროდ, ეს ვერ გაიარა. მინდა ეს წიგნი ყველამ წაიკითხოს, იმიტომ რომ აქ არის ახსნილი რატომ უნდა ვიყოთ მეტად მორწმუნენი, რატომ უნდა ვეზიაროთ ამ ყველაფერს, ეს არის განმარტებული ძალიან კარგად. დარწმუნებული ვარ "ჟამ მიტევებისას" ვინც წაიკითხავს ის უკვე სულ სხვა თვალით შეხედავს ამ ყველაფერს. ვაღიარებ, რომ მე მართლა ასე დამემართა",_ამბობს გორგიშვილი.

წიგნის ავტორის, იოსებ სიბოშვილის თქმით, რომანში სწორი მართლმადიდებლობის განსაზღვრებებია იმ წმინდა მამების გამოცდილებიდან, რომლებიც დღესაც მოღვაწეობენ საქართველოში.

"როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორ უნდა იცხოვროს, რა არის მისი მრწამსი, წინაღობა რომ დახვდება როგორ უნდა გადალახოს, ეს ყველაფერი არის აქ ასახული, ამ წიგნში და კი დავამთავრე, მაგრამ დამებადა იდეა, რომ მეორე ნაწილიც დავწერო, ისიც რეალურ ფაქტებზე იქნება. მოქმედება 1970-იან წლებში ხდება, ახალ ნაწილში კი 21-ე საუკუნეში გაგრძელდება მოქმედება",_ ამბობს სიბოშვილი.

წიგნების ავტორს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა აკაკი წერეთლის პრემია გადასცა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მიხვდებიან სად არის თავწყარო სიწმინდისა და წესიერებისა.

"დღესდღეობით ქართველი მწერლების უმეტესობას ჰგონია, რომ თუკი ყველაფერი იკადრა ნაწარმოებში, თუკი რომანში რაც შეიძლება მეტი უზრდელური სიტყვა იხმარა, ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ევროპელი მწერალია. რატომღაც ევროპელობა დღეს ზოგიერთს ასე ესმის. მიხარია, რომ ბატონა იოსებმა კარგად იცის რა არის სამყარო, ისიც კარგად იცის, რომ ყველა გზა უნდა გაიხსნას რომლიდანაც შუქი შემოდის, მაგრამ ისე რომ არ დაკარგოს ქართველმა კაცმა უმთავრესი, თავისი სულიერი კონსტიტუცია. ის, რაც აქამდე მოდიოდა და ის, რაც გადაარჩენს ქვეყანას, თორემ სამყარო ისეთია, ჩვენი დიდი წინაპარი ბრძანებდა:_ „ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია.“ დღეს ბაძით წახდომის ეპოქა არის. ძალიან მინდა, ეს ნაწარმოებები წაიკითხონ ახალგაზრდებმა და მიხვდნენ, სად არის თავწყარო წესიერებისა და სიწმინდის",_ თქვა გონაშვილმა.

რაც შეეხება წიგნებს „უხადადან ოდერამდე“ და „ჟამი მიტევებისა“, იოსებ სიბოშვილის თქმით, წიგნები არ გაიყიდება, ისინი ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცემათ, ხოლო მკითხველთა ფართო აუდიტორიას ნაწარმოებების გაცნობა ელექტრონულ ბიბლიოთეკაში შეეძლება.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...