ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ 1937-დან 1947-მდე და 1948-დან 1956-მდე! რატომ?

მკითხველი

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ 1937-დან 1947-მდე და 1948-დან 1956-მდე! რატომ?

14 ნოე. 2018, 21:23:16

ლალი კობიძე: "ექვსი წლის წინ ფეისბუქით ქალბატონი დამეკონტაქტა, რომელიც საქართველოში ნათესავებს ეძებდა. იცოდა, რომ მის მამას რაფიელი ერქვა და ცხოვრობდა გურიაში, სოფელ ერკეთში."

ძვირფასო მკითხველო! სისხლიანი წარსულის კიდევ ერთი მსხვერპლის ძალიან გრძელ და ძალიან ძნელად სავალ გზას უნდა შევუდგე ახლა და თუ გნებავთ, გამომყევით!

რაფიელ კობიძე, ერკეთელი კონსტანტინე ლაზარეს ძე კობიძის და ფოტინე ჩიჩუას შვილი მენშევიკი იყო. სასოფლო საბჭოში მუშაობდა.

37 წელი შავი ფეხით შეიჭრა რაფიელის ბედნიერ ოჯახში _ დღემდე გაურკვეველი, უფრო სწორად, არარსებული მიზეზით დაიჭირეს და ყაზახეთში გადაასახლეს. ოთხი პატარა, სრულიად ახალგაზრდა დედის, შურა კეშელავას ამარა დარჩა. ყანაში სამუშაოდ წასულმა შურამ ცოცხალს ვეღარ მოუსწრო ცეცხლმოკიდებულ უფროს შვილს, თამარს _ იგი დაიღუპა. უმცროსები _ ამირანი, მადლენა და ლამარა მამის გარეშე იზრდებოდნენ.

მტანჯველი 10 წელი გავიდა. რაფიელი დაბრუნდა. დახვდა მგლოვიარე ოჯახი და სულდანგრეული ხალხი, რომელთაგან ზოგიერთს "დანოსობაზე" გაწაფულს, არაფრად უღირდა კაცის გაწირვა.

მეზობლის ეზოში თხა გადასულიყო და ისლი (სახლის სახურავი ბალახი) შეეჭამა. წაიჩხუბეს მეზობლებმა. ეტყობა, არ გეყო ათი წელი და კიდო წაგიმატებენო, _ დაემუქრა რაფიელს კაცი, რომლის სიძე ჩოხატაურის შინსახკომში მუშაობდა.

ახლობლები იგონებენ: მეორე დილას საბჭოს თავმჯდომარე ესტუმრა რაფიელს "ამბის საკითხავად". შურამ ქათამი შეწვა. თითო ბოთლი "ადესაც" დააყოლეს ვარიას. სტუმარმა უთხრა რაფიელს, გამომყევი, საქმე მაქვსო. შეშინებული შურა დაამშვიდა, საღამოს მოვაო.

რვა წელიწადში რამდენმა საღამომ ჩაიარა, მაგრამ რაფიელი არ ჩანდა. იგი კომის ასსრ-ში გადაასახლეს 8 წლით!

ბოლოს დადგა ასეთი საღამოც...

შვილიშვილები ავთანდილი და ტარიელ ამირანის ძე კობიძეები:  შეგვატყობინეს, ბაბუა მოდისო (ავთანდილი).

ტარიელი: _ მთელი კუთხე, ბავშვებიანად დავხვდით გზაში. ჩაგვიხუტა და კანფეტები მოგვცა. ვჭამდით კანფეტებს და რასაც ვერ მოვერიეთ, გზა-გზა ვყრიდით. ასე გამოვხატეთ სიხარული.

მერე უკვე, მოზრდილ შვილიშვილებს ბაბუა უყვებოდა საშინელ ამბებს. ისინი კი დღეს ჩვენ გვიყვებიან მართლა გაუგონარ ისტორიებს:

ავთანდილი: _ მეორე სასჯელი ბევრად მძიმე გამოდგა პირველთან შედარებით. კომის ასსრ-ში გაგზავნა უკვე ნიშნავდა უკან არდაბრუნებას. არც მიფიქრია სიცოცხლის გადარჩენაზე. საჭმელი არ იყო, ყუთებით გაყინული სისხლი მოჰქონდათ, მაგრამ ბევრი ვერ ჭამდა და შიმშილისგან იღუპებოდა. ერთი პოლონელი ქალი გავიცანი, ვეტერინარი იყო. მირჩია, ჭამო უნდა ეს სისხლიო. დავიწყე ჭამა, მოვმჯობინდი, ფეხზე დავდექი. ხანდახან ჩუმად რძესაც მაძლევდა.

ტარიელი: _ გახსოვს, ბაბუამ ჩიტებზე რა მოყვა?

ავთანდილი: _ ჰო, მახსოვს. ზამთარს გადარჩენილები გაზაფხულზე ხეებზე ავდიოდით და ჩიტების ბუდეებიდან კვერცხებს ვიღებდითო. ზოგში ბარტყებიც იყო, მაგრამ არ ვიწუნებდით, სიამოვნებით ვჭამდითო.

ტარიელი: _ ყინვა რომ გალღვებოდა, სოკო ამოდიოდა ძალიან ბევრი. ვხარშავდით, მაგრამ ქვაბის თავზე უამრავი მატლი იყრიდა თავს. მოვაცილებდით მატლებს და ვჭამდითო!!!

ავთანდილი: _ სამუშაოდ ბანაკიდან ძალიან შორს მივყავდით ნავით. ტყეს ვჭრიდით. საღამოს არავინ მოგვაკითხავდა. ჩვენ თვითონ უნდა შეგვეკრა ექვსმეტრიანი ტივი და გადმოგვეცურა ჭაობები. თუ იზარმაცებდი და მოკლე ტივს შეკრავდი, გზაში ჩაიკარგებოდი ჭაობში, არავინ კითხულობდა, საღამოს რამდენი ვბრუნდებოდით. ბევრი ჩარჩა იქ.

ზურაბ შოთას ძე ბერაძე, შვილიშვილი: _ ბაბუა, მაღალი, ლამაზი, ზედმიწევნით მართალი და ვაჟკაცური ბუნების კაცი იყო. კარგი სიტყვა-პასუხი ჰქონდა. დიდი მადლიერებით იხსენებდა პოლონელ ქალბატონს, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა. ამ ქალს პირველი ქმრისგან ორი ვაჟი ჰყავდა. რაფიელთან კი გოგონა შეეძინა, რომელსაც მისი პირველი დაღუპული შვილის, თამარის სახელი დაარქვა.

რაფიელს მეორე პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ, ის ქალბატონი მალე გარდაიცვალა. მის შვილებს საქართველოსთან კავშირი ჰქონდათ. რაფიელს სურდა ობოლი გოგონას ჩამოყვანა, რაც ვერ მოხერხდა. თამარ კობიძე "პრიუტში" გაიზარდა, რომ მოიზარდა, ერთი ძმა გარდაეცვალა. სიკვდილის წინ ავადმყოფმა ძმამ თამარს გადასცა სურათი, რომელზეც რაფიელი ორი წლის თამარით ხელშია გადაღებული. სურათს უკან ეწერა, რომ ის ქართველია და მონახოს და-ძმები საქართველოში. იყო სხვა ქაღალდებიც, რომელიც სამშობლოსკენ მიმავალ გზას ასწავლიდა თამარს. მანამდე თამარს ეგონა, რომ ებრაელი იყო.

ავთანდილი: _ დადგა ეს საოცარი დღე _ ლალი კობიძის დახმარებით, ვიპოვეთ თამარი.

ტარიელ კობიძე: _ ორი თვე იყო ჩვენთან, ჰყავს ორი გოგონა, გათხოვილები. ჰყავს შვილიშვილები. ცხოვრობს სიმფეროპოლში. აქვს ყველაფერი და ჰყავს ყველა, მაგრამ ჰყავდა სისხლის მოზიარე ახლობლები. ჰქონდა მამის საფლავი. მოვატარეთ საქართველო, გავაცანით უამრავი ხალხი. გაოცებული იყო ყველაფრით, მაგრამ ყველაზე მეტად უკვირდა, ასეთი კარგი ხალხი, რატომ იყო მაშინ ასეთი ცუდი?!

თამარ კობიძემ წასვლის წინ კიდევ ერთი ამბავი გაიგო: რაფიელის დამბეზღებელი და დამღუპველი, მეზობლის ერთადერთი შთამომავალი ცოლის მკვლელობის გამო ციხეში მოხვდა. იგი ციხეში გარდაიცვალა, მაგრამ გადაშენებული ოჯახიდან, ცხედრის მომკითხავი არავინ იყო. რაფიელის შვილმა, ამირანმა, შეჰყარა მეზობლები, ღამით მოასვენეს ყუთით გარდაცვლილი და სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს საწესო რიტუალების გარეშე, თუმცა, ჭიქა მაინც წაუქციეს და შენდობა უთხრეს.

ალბათ, ამ გენეტიკური დიდბუნოვნების საფასურად, განგებამ რაფიელ კობიძის ოჯახი  გაამრავლა და გაახალისა. მისი თვრამეტწლიანი უსამართლო ჩაგვრა მშვიდმა სიბერემ შეცვალა და ძალიან ბევრი ბედის მოზიარეთაგან განსხვავებით, მშობლიურ მიწაში მშვიდად ჩაიძინა.

რაფიელ კობიძის ნაფეხურებზე მიმავალ ნაგრამს ბევრგან შეხვდებით (ერთ შვილთაშვილს რაფიელი ჰქვია). მას შეეძლო და მის შთამომავლობასაც შეუძლია, სათქმელად საძნელო შეცდომაც კი აპატიოს ავის მოსურნეს და არასოდეს ეცადოს სამაგიეროს მიზღვას. თვით რაფიელის შვილი, ამირანიც ხომ ასე მოიქცა, როცა მისი ბავშვობის გამამწარებელს, უპატრონო მიცვალებულს ეპატრონა!

დიდნათელი გედგეთ, დიდო ხალხო!

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...
  • ჩოხატაურში შვილის ცემისთვის მამაკაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე - 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ... ...
  • გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა (R)N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს.  საქმე ეხება მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ნოდარ ქინქლაძე პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლე და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრნენ. ამასთან, 25 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველის კომენტარი. მოცემულ თემაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან N8 პენიტენციური დაწესებულების „პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე, საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ, თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები“. სწორედ ამიტომ, დაკითხვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს არა მხოლოდ ნოდარ ქინქლაძე, არამედ მისი მოადგილე როინ დეკანოიძეც.  აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კობაიძემ 25 სექტემბერს უარი განაცხადა, გამოცხადებულიყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში და უწყებისთვის მიეწოდებინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამაგიეროდ N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია და მთლიანად სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყებებთან, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნოდარ ქინქლაძის და როინ დეკანოიძის მერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვაც, ვინაიდან ყველაზე მეტად სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls