ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ დავიწყება დაუნდობლობამაც ვერ შეძლო!

მკითხველი

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ დავიწყება დაუნდობლობამაც ვერ შეძლო!

2018 აგვ 26 09:44:45

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეპრესიების თემა, ყოველდღიურად ახალ, მეტად მძიმე, მაგრამ მეტად საინტერესო ამბებს გვაწვდის.

არადა, რა თავდადებით ცდილობდა წითელი რეჟიმი სისხლიანი ნაკვალევის წაშლას. მაგრამ, თურმე, განწირულ მსხვერპლთა ბედისწერაც ახერხებდა, მიუდგომელ ადგილებში გადაემალა და ვიღაცის ხსოვნაში მაინც შეენახა, თუნდაც ძალიან პატარა, დღეისთვის ძალიან დიდი და ღირებული ამბები ჩვენი ავბედობისა.

ამქვეყნიური ცხოვრება ყველა ადამიანს რაღაც განსაკუთრებულს უსახსოვრებს _ ავს ან კარგს. ახლაღა ვხვდები, რომ შეუფასებელი საჩუქარი მიბოძა არსთაგამრიგემ მაშინ, როცა სურებში, იმ ადგილას მშვა და გამზარდა, სადაც დიდი მამულიშვილის, ნოე რამიშვილის და _ მართა ცხოვრობდა მეუღლესთან _ ნესტორ ბერიშვილთან და თორმეტ შვილთან ერთად.

ამას წინათ, მძიმე წარსულზე საუბრისას, ჟურნალისტმა მკითხა, როგორი აზრის იყო ხალხი მაშინდელ სისასტიკეზე? ვერ მოვუყარე მაშინ თავი სათქმელს. ვერაფერი ამოვარჩიე უბედურების ოკეანედან. ახლაც, მრავალთაგან ერთ ეპიზოდს მოგიყვებით სურების ხეობის გაუგონარი ტრაგედიიდან.

ჩემს გონებაში (და სამწუხაროდ, არა ქაღალდზე) დაწერილ წიგნებში, ასეთ ამბებს "წითელი შიში" დავარქვი, რომლის უკან მდგარ ყველა ოდასახლსა თუ ისლით დახურულ მიწურებში, აუცილებლად ეკიდა სტალინის სურათი.

ჩემს თაობას წითლებმა ღმერთი დაბადებამდე წაართვეს, მაგრამ თუ ვინმე ამ სიტყვას მაინც ახსენებდა, ჩვენ ღმერთი სტალინი გვეგონა! სკოლის სიმღერის გუნდი, გამოსვლას თუ რიგით მეცადინეობას, ბელადზე სიმღერით იწყებდა. საღამოს კი, კოლექტივის გუნდის რეპერტუარიც ასეთი იყო.

მღეროდნენ თავდადებით სწორედ ბელადისგან ცივი ჭადის ნატეხს დანატრებული ადამიანები. ერთ დღეს, დირექტორმა გაქვავებული სახით ჩამოიარა საკლასო ოთახები და ბავშვები ეზოში გამოგვიყვანა, დაირეკა სკოლის ზარი და აღარ დამთავრდა რეკვა. უკლებლივ მთელი სოფელი ფეხზე იდგა სკოლის ეზოში.

დუქნიდან შავი სატინა მოიტანეს, დროშებს სასწრაფოდ გადააკრეს შავი არშიები. სიტყვის დამთავრება ვერც საბჭოს თავმჯდომარემ შეძლო და ვერც დირექტორმა. ნოქარი პელო ყოჩაღი გამოდგა, შენ არ ხარ მკვდარი, შენს გზას არ გადავალთო... და გული წაუვიდა. მერე სცენაზე ანგი მასწავლებელი ავიდა და დაიწყეს _ "სტალინ, სტალინ, ხალხთა მამა..." და ატირდა მასწავლებელი, ბავშვები ასლუკუნდნენ.

ასე იყო _ ტიროდა, ბღაოდა, მოთქვამდა ხალხი. ხალხი, რომელთა ოჯახებიდანაც მარჩენალი ისე წაიყვანეს, საცვლის ჩაცმაც არ აცალეს. ტიროდა გულამოგლეჯით ის, ვინც ვერასოდეს გაიგებდა, როგორი ბაბუა, მამა, ბიძა ჰყავდა ან სად იყო მათი საფლავები.

მოსაღამოვდა. ხალხი არ იშლებოდა. გამოჩნდა "ნაუცფათევად" დაწერილი ლექსები, რომელთა მიხედვით, აი, ახლა თვლიდნენ თავს დაობლებულად!

არც ამდენ ხალხში და ალბათ, მთელ პლანეტაზე, მაშინ არავინ იცოდა, რომ საბოლოო რექვიემს უმღეროდნენ კაცს, რომელიც ქალი არ იყო, მაგრამ შეეძლო ეშვა შიში, წითელი ფერისა, ამხელა ქვეყნის და ამდენი ხალხის დამმონებელ-დამაჩლუნგებელი!

ასეთი იყო მაშინ ხალხის განწყობა, რომელსაც შიშისგან ნაშობი "სიყვარული" მართავდა. დაზაფრულ ხალხს ეგონა, რომ მართლა უყვარდა ბელადი. ასეთი გაორება ადამიანისა მხოლოდ შიშს შეეძლო და ასეთი შიშის დამკვიდრება მხოლოდ სტალინმა შეძლო!

2009 წელს ქ. გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის გადატანას მე არ დავეთანხმე (გაზეთი "გურია ნიუსი", 13.08.2009), რადგან მიმაჩნია, რომ ეს პიროვნება, ჯერ კიდევ შეუსწავლელი-შეუფასებელი ფენომენია. მე ვამართლებ მის მოძულეებსაც და მოყვარულებსაც. ჩვენ, სურებელები, მისგან დღეს ვითხოვთ პასუხს კითხვაზე _ რატომ ამოძირკვა რამიშვილები და ბერიშვილები? მე ასე ვფიქრობ _ ორი უდიდესი ძალა შეასკდა ერთმანეთს. ავი მამინაცვლის გაზრდილი, კაცთმოძულე სოსო და დიდი განმანათლებლის, ისიდორე რამიშვილის მოსწავლე, გენეტიკურად უდიდესი ფიზიკური და გონებრივი სიძლიერის მქონე რამიშვილი. არ შეარჩინა სოსომ ნოეს სახეში ხელის გარტყმა და წაქცევა. გადაგიხდიო, _ დაემუქრა და მთელ სურებს გადაუხადა!

... და რას აკეთებს დღეს ისტორია? სიპ ქვაზე დარგულ სიმართლეს ახარებს. თუმცა, ძვირად ფასობს სიმართლის გამარჯვება! ზოგჯერ უკადრებელი ამბავიც შეგეფეთება. სამი კვირის წინ, თითქმის დაფერფლილი წარსულის ნაკვალევზე მიმავალ ჟურნალისტებს, კითხვაზე _ რა იცით ამ ოჯახების შესახებო, გზად შემხვედრმა ადამიანებმა ცივად უპასუხეს: არაფერი!

მჯერა, რომ თქვენ მართლა არაფერი იცით ამ ხალხზე და საერთოდაც! არაფერი გასწავლათ დედამ, მამამ, მეზობლებმა, მაგრამ არც მასწავლებელი გყავთ?! არც წიგნს კითხულობთ, არც ტელვიზორს უყურებთ?

... და ვიდრე თქვენგან ამ კითხვის პასუხს მივიღებდე, სიხარულით გაცნობებთ, რომ ახლა მე ხელთ მაქვს უნიკალური დოკუმენტური მასალა და ფოტოები იმ ხალხისა, ვინც საქართველოსთვის ისე გაიღო ყველაფერი, რომ ერთი სკამი, ერთი ძირი ხე და ერთი ფოტოსურათიც არ დარჩენიათ.

მალე დაწვრილებით, გაგაცნობთ ამ ხალხს. ისინი დავიწყების დაუნდობლობამაც ვერ სძლია და დარჩნენ მთის არწივებად, ამიტომ ღირსი არიან მარადიული პატივდებული ხსოვნისა.

ქართველი ერის დაცემის პროცესი კაი ხნის წინ დაიწყო. ერთადერთი საშველი ჩვენი გადარჩენისა, წარსულის მოვლაა. წარსული გადაგვარჩენს!

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები _ გამყრელიძეჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში.  მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ. "ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ. ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა ... ...
  • დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს. ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც. ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...