ფრთხილად, წინ საშიში წარსულია! _ ვალსი პეჩორაზე და სუფსას გაყოლილი ცოდვის ცრემლი

მკითხველი

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია! _ ვალსი პეჩორაზე და სუფსას გაყოლილი ცოდვის ცრემლი

2018 ოქტ 1 12:01:09

გვიანი შემოდგომის ერთ საღამოს, არავინ იცის, როგორ ჩამოაღწია ჩოხატაურამდე ახალგაზრდა, ძალიან ლამაზმა, სიფრიფანა ქალმა ორი ბავშვით დაა ძველისძველი ხის ჩემოდნით ხელში. გამვლელებმა უთხრეს, სურებლებს ბაზართან ნახავო. ივლიანე ჯინჭარაძის სახლთან შემოაღამდა უმწეო ქალს. თეკლემ (ივლიანეს მეუღლე და ცნობილი მეტყევის _ კარლო ჯინჭარაძის დედა) სახლში შეიყვანა გათოშილი ქალი და ბავშვები. ღამე გაათევინა, უმასპინძლა და დილით სურებიდან ჩამოსული ჩალანდრებიც გააცნო.

ახლა არავინ იცის, ვინ იყო ის ხალხი, რომლებმაც დაიმგზავრეს უცხო ქალი, მაგრამ გზაში, საუბარს შეყოლილებმა, რომ გაიგეს, ვინც იყო, დამუნჯდნენ! შუასურებში "ასახოვი" ხელით მიანიშნეს და გზა გააგრძელეს.

ეს ქალი, ნესტორ ბერიშვილის ერთ-ერთი ვაჟის, გერონტის მეუღლე _ ეთერი იყო. გერონტის მაშინ 25 წელი მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ აგრონომი იყო, სურების ბუნების მეცნიერულ კვლევაზე მუშაობდა და არასოდეს, არავითარი პოლიტიკური შეხება ძმებთანაც კი არ ჰქონია.

დაპატიმრებისთანავე მისი ცოლ-შვილი შუაღამისას ქუჩაში გამოყარეს. ეთერი გორში წავიდა მშობლებთან. სულ მალე დაიჭირეს ეთერის მამა და ძმა. სახლიც წაართვეს, საქონელიც და მიწაც. მეზობლებს მიადგნენ, მაგრამ ჩვენც დაგვიჭერენ, შვილოო და ეთერი სურებში წამოვიდა. ის გურიაში ნამყოფიც არ იყო (ვერ მოასწრეს). გავერანებულ ეზოში პატარა სახლი დახვდა. ქალს არაფერი გააჩნდა! ერთი დღე-ღამე მშივრები იყვნენ. მესამე დილას "დოშკანში" ჭადი და ყველი დახვდა "ტოფსიკით" ჩამოკონწიალებული. ასე ხდებოდა ყოველ დილით. მერე ღამღამობით უკანა კარებიდან იწყეს ქალებმა შემოპარვა.

მოვიდა გაზაფხული. ეთერი სოფლის პირველკაცთან მივიდა, შვილებიც მიიყვანა და მორიდებულად სთხოვა, წართმეული მიწებიდან მცირე ნაწილი მიეცათ, რომ დაემუშავებინა და ბავშვებს ჭადი ჰქონოდათ.

_ ა, რავაა საქმე? მოგშივდენ, თქვე ძაღლისშვილებო? წაი, ახლა და მოთხუე ჭადი შენს მენშევიკ ქმარს და მაზლებს! არ გვინდა ბოლშევიკებიო? გაჭამონ ახლა მენშევიკებმა!

...მე კარგად მახსოვს ეს კაცი. სოფელშიც მინახავს და ჩვენს ეზოშიც. წითელი ტყავის პალტო და გალიფე შარვალი ეცვა, "ცარსკებზე" მათრახს იტყლაშუნებდა, ტყავის პალტო წითლად პრიალებდა.

ეთერის არასოდეს გაუგია, ვინ დაუბა სახლის უკან თიკნიანი თხა! ეს ბედნიერება იყო! ერთი კვირის შემდეგ თხა დაიკარგა! მარტის თოვლჭყაპში ეძება ქალმა შუაღამემდე, დასველდა, გაცივდა, სიცხე არ იკლებდა! ზემოსურებში ზაქრო მეგრელიშვილი მუშაობდა ექიმად! გაბედა და თავს დაადგა მომაკვდავს. ვერ მოერია ტვინის ანთებას უწამლოდ. ეს ექიმისგან გმირობა იყო!!!

დასაფლავებაზე ხალხი ცოტა იყო. სახლის ზემოთ, "კოდმეზე" დაასაფლავეს ეთერი. მახსოვს ის დღე _ დედას ხელში ვეჭირე. მე მის თმაზე "გრებეშოკს" ვათამაშებდი. კუბოც მახსოვს, გაბმული მოთქმაც შეუსვენებლად, მაგრამ რა ხდებოდა, არ ვიცოდი! არც ბებიას მიკრული ნანული (ნინო) ტიროდა, არც ზურიკო! მეორე დღეს ბებიამ გორში წაიყვანა ბავშვები. ვერ შეძლო მათი შენახვა, _ ყველა ციხეში იყო! ზურიკო და ნანული ბებიამ იქ მიაბარა, სადაც ანა იზრდებოდა, _ "პრიუტში"!!! ("ვალსი პეჩორაზე")

ლანა ღოღობერიძის ამ ფილმს რომ ვუყურებ, ანას (ნანას _ ანას გარდაცვლილ დას), ზურიკოს და ნანულის ერთად ვხედავ! ისინი ერთად ცეკვავენ ვალსს! მათ სიცოცხლე უხარიათ! ისინი დედებს ელოდებიან! მამებსაც! უცებ მუსიკა წყდება! ანა ბედნიერია _ დედა მოვიდა! დედა უბედურია _ ნანა არ დახვდა! ზურიკო და ნანული? მათ დედა არ ჰყავთ და არასოდეს მოვა! ისინი არასოდეს იქნებიან ბედნიერები!

დიდხანს იწვა ეთერი სურების მიწაში, არავინ ჰყავდა მიმკითხავი! ბავშვობაში, დედასთან ერთად მის საფლავთან გავლილს, ძალიან უცნაური ფერის ულამაზესი ყვავილი მხვდებოდა თვალში. იქაურობის უდაბურებას სუფსის სიოზე მისი აქეთ-იქეთ რწევა არღვევდა მხოლოდ. ვაკვირდებოდი სხვის ეზოებს ასეთი ყვავილი არსად არ იყო! დამრგველი ვინ უნდა ყოფილიყო?! რაღა საკითხავია _ თავად ამოვიდოდა!

დიდი ხნის მერე, როცა მე და ნანული სკოლას ვამთავრებდით, იმ საფლავთან, გადაჭრილი ჭანჭურის და კორკიმელის ჯირკებზე ვსხდებოდით და ვმეცადინეობდით. ნიავი არწევდა იმ უცნაურ ყვავილს. ხანდახან ახედავდა ნანული საფლავს! არაფერს ვამბობდით!

მოუვიდა საფლავს პატრონი. გერონტის 6 წელი "აპატიეს". თვრამეტწლიანი პატიმრობა, ტანჯვა და წამება, სტალინის სიკვდილით დასრულდა! 1985 წელს გარდაიცვალა გერონტი ბერიშვილი. მისმა ძმამ, ნოემ და ძმისშვილმა ასმათმა, თბილისში ჩემოდნით წაიღეს ეთერის ნეშტის ნაწილები და ქმრის გვერდით დაკრძალეს!

დღეს ზურიკო ცოცხალი აღარაა! ნანული ამერიკაშია. ამდენ ვაებას გადარჩენილი ნაგრამიდან მხოლოდ ორი ვაჟია _ მამია ბერიშვილის შვილიშვილები, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ. დანარჩენები, ასევე, მცირე ნაწილი, გოგონებია და, ბუნებრივია, მათი შვილები ბერიშვილები არ არიან!

... და ვინც არიან, უცხოეთში აპირებენ წასვლას. ახლა ვიფიქროთ _ ეს ხალხი რა ბედისანი დარჩნენ ასეთი, რომ არც ერთ დროში არ ეღირსათ მშობელ მიწაზე ცხოვრება? რომელი წასვლა იყო საჭირო და რომელი უფრო მძიმე, მაშინდელი თუ დღევანდელი?

ადრე, 1921-ში, ამ ხალხის წინაპრები სრულ განადგურებას განერიდნენ ის წასვლა (გნებავთ, გაქცევა _ როგორც ამის წინათ, ერთმა გასკდომამდე მისულმა ჩინოსანმა უწოდა), ქართული სულის გადარჩენას ნიშნავდა. წასვლის მიზანი, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო!

ახლა წასვლა? ეს ფიზიკური არსებობის, ოჯახის გადარჩენისთვის წასვლაა. საჭმლის საშოვნელად წასვლაა და ამას საქართველოს დაცემა ჰქვია!

საქართველო უმძიმეს დღეშია! მუდმივად ჩამესმის პატრიარქის უნუგეშო სიტყვები _ "ღმერთმა მიგვატოვა!".

ამ დღისთვის გაიწირნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები? ყური დავუგდოთ პეჩორის გაყინულ ნაპირებზე დაცემული ქართველი ქალების უსასოო კვნესას. როცა ისინი ყინულის საფლავებში სამუდამოდ იძინებდნენ, აქ, სურებელი ქალები, ხმამაღალი მოთქმით ასაფლავებდნენ ახალგაზრდა ქალს და სუფსას უერთდებოდა მათი ცოდვის ცრემლი.

ისევ წასვლა? ისევ უცხო მიწაზე? უცხო ზეცა? ისევ უარესზე ფიქრი?

წინ მართლაც საშიში წარსულია!

P.S. ვიცოდი და დამავიწყდა ეთერის გვარი! დიდი ხანია ვეძებ. დავამთავრე ამ წერილის წერა და დამირეკეს, ეთერი შუღლიაშვილი იყო! კიდევ ბევრი ვინმეა მოსაძებნი და მოსაგონებელი...

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...