სამსონ კიკვაძის დიდი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე გამარჯვებული შთამომავლობა

მკითხველი

სამსონ კიკვაძის დიდი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე გამარჯვებული შთამომავლობა

2019 აპრ 20 11:58:37


"პატივცემულო მკითხველო, ეს სევდიანი ისტორია დავწერე დიდი გულისტკივილით. როცა წერა დავამთავრე, გადაკითხვა აღარ ვისურვე, რადგან არ მინდოდა სიკვდილის წინ, ვინ იცის, მერამდენედ, ისევ გამხსნოდა მარად პირღიად დარჩენილი ჭრილობები. გიტოვებთ ნამდვილ ამბებს ჩემი მძიმე ცხოვრებიდან შეულამაზებლად".

 კარლო ტრიფონის ძე კიკვაძე

ღია მწვანე ფერის, გახუნებული, თორმეტფურცლიანი რვეული თაობების უზარმაზარ ისტორიას იტევს და უვლის კიდეც. რამდენჯერმე წავიკითხე ეს "საინტერესო" ამბები! საბრალონი!!! თუმცა, არც ისე შესაბრალნი არიან, რადგან განგებამ მათ ნაშიერთ მისცა ძალა, გადაერჩინათ წარსული. თქვენ იმათი საცოდაობა ნახეთ, ვისმა ნაშიერმაც "გვანს მიახვეტა" სახელოვანი წინაპრების ხსოვნა და ნაგვის ურნაში უკრა თავი!!!

ნაღდი სურებლობით მუდამ ვამაყობდი და ამჯერადაც ვამაყობ, როგორც შევძლებ, ისე გადავურჩინო ჩემს მიწას განუმეორებელი, მძიმე ისტორიის ნაფლეთები.

და რადგან ვერასოდეს მოვახერხე წიგნის გამოცემა, მცირე ეპიზოდებს დავჯერდეთ, ძვირფასო მკითხველო!

ამჯერად იმ მწვანეყდიან რვეულს მოვუბრუნდეთ.

"სამსონ ივანეს ძე კიკვაძე თავსურებში ცხოვრობდა. დიდი ადგილ-მამულები ჰქონდა. ერთხელ, ნადი ყავდა ყანაში, სადილმა დაიგვიანა. მისი ბიჭი უნდა მოსულიყო. შეშინდა ივანე, სახლისკენ დაეშვა. გზად ბათლომე ბარამიძე შეხვდა. მიხვდნენ, ბავშვი გატაცებული იყო. ბათლომემ მამას გაასწრო. საზღვარს მიღწეულ ოსმალებს გაკოჭილი და პირში ჩვარჩაჩრილი ბიჭი მიწაზე დაეგდოთ, თავად კი სადილობდნენ. ბათლომემ ერთ-ერთს პირში მოარტყა ტყვია. დანარჩენები გაიქცნენ.

ბუღარა მამალაძის თანამედროვე იყო ივანე ბარამიძე, იყვნენ სხვებიც. მათ ხსოვნას დიდხანს ინახავდა ხალხური ლექსები. ახლა, სამწუხაროდ, ის ლექსებიც წარსულში ჩაიძირა სახალხო გმირებიანად.

1962 წელს, როცა ჩოხატაურის რაიონის ყველა სოფლის ისტორია დაიწერა და მუზეუმს ჩაბარდა, ზემოსურებში 49 გვარი ცხოვრობდა. უძველეს გვართა შორის კიკვაძე ერთ-ერთი დაწინაურებული იყო. მათ დიდი ადგილ-მამულები ჰქონდათ. ისედაც ცნობილი ამბავია, მაგრამ, როგორც კარლო კიკვაძე გვიყვება, მის ბაბუას, სამსონს, 300 სული პირუტყვი ჰყოლია. ზაფხულს მთაში ატარებდა, ზამთარს _ ლანჩხუთში. 1934-ში სამსონს მთაც წაართვეს და ბარიც. პირუტყვი ლესაში და ჩიბათში გადაეცა კოლექტივს. თუმცა, ამ ყველაფერს, სათავე 1924-ში ედო, რადგანაც კიკვაძეები დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხს მასპინძლობდნენ სურებში და ეხმარებოდნენ. ბევრგან არის ნახსენები და ჩემს ბავშვობაშიც მესმოდა ბებურ კიკვაძის სახელი. მის კარავში ტარდებოდა კრებები. 1924-ის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა ნესტორის ძე ბერიშვილი (ნოე რამიშვილის დისშვილი), თურქეთიდან სურების მთაში გადმოდიოდა და იქ ხვდებოდა თანამებრძოლებს. მასთან მეგობრობდა მაქსიმენ კიკვაძე. კარლო კიკვაძე გვიყვება: "მაქსიმენი მუდმივ დევნასა და ძიებაში იყო. 1925 წელს ბაბუაჩემის, სამსონის ოჯახს თავს დაესხა ჩოხატაურის იმდროინდელი მილიციის უფროსი იმნაიშვილი 12 მილიციელის თანხლებით. ოჯახში მყოფნი გარეთ გამოყარეს, თანმხლებთ კი უბრძანეს, სახლი დაერღვიათ. არავინ ისურვა 12 შვილის გამზრდელი სახლი დაშლა. მაშინ თვითონ იმნაიშვილი ასულა სახლზე და დაშლა დაუწყია, თანაც იძახდა თურმე _ სად ხარ, მაქსიმენა კიკვაძე, გამოჩნდი თუ ხარ ბიჭიო! მაქსიმენი იქვე ახლოს ყოფილა ტყეში და ის იყო, თოფის სასხლეტისთვის ხელი უნდა გამოეკრა, რომ ბიძამისმა ონოფრე კიკვაძემ შეაჩერა, _ ამას კი მოკლავ, მარა სოფელს ააოხრებენო! მაქსიმენმა თურმე მაჯაზე იკბინა! ის დაშლილი სახლი შუასურებში კოლმეურნეობის შენობაა. 1936-ში ისევ დაეცნენ შეუდრეკელი კაცის შესაპყრობად სამსონის ოჯახს. დაიჭირეს კიდეც, მაგრამ გზიდან გაექცა 12 მილიციელს. ამის მერე ქრება მაქსიმენ კიკვაძის კვალი, არავინ იცის, სად ჩაიკარგა".

ბევრი "დიდი" ხალხია ამ გვარში. ისინი მოგონებას იმსახურებენ. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ხდება ისტორიის დამახინჯება. მხოლოდ ერთ ფაქტზე შევჩერდები, _ სურების გზის მშენებლობაზე. ძველად საურმე გზა თვითონ სურებლებმა საკუთარი ძალით გააკეთეს. ბაბუას გადმოცემით, გამწევი ძალა თუ არ იყო საკმარისი, თავად ჩვენ ვებმებოდით არნაბშიო. როცა ნოე რამიშვილი მინისტრი გახდა, მას თბილისში ეწვია თავსურებელი მაკარ კიკვაძე და სთხოვა დახმარება. ნოემ ბიუჯეტის სივიწროვეზე ესაუბრა, მაგრამ ხელცარიელი არ გამოუშვა _ ასაფეთქებელი მასალა და სამუშაო იარაღები დიდი რაოდენობით გამოატანა. ეს ყველაფერი მაკარ კიკვაძემ ნოეს მითითებით დიდი ვანის ცენტრში, შემდგომში პურის საცხობი რომ იყო, იმ ადგილას შეინახა დაცულ შენობაში. გაზაფხულზე სამუშაოები უნდა დაწყებულიყო და შემდგომ ნოე შეაშველებდა ხელს. მაგრამ მოგეხსენებათ, როგორი გაზაფხული დაგვიდგა _ დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ნოე ემიგრაციაში წავიდა, ხანგრძლივი დროის შემდეგ დაიწყო გზის მშენებლობა. რა თქმა უნდა, შენახული მასალებით ისარგებლეს. დიდი შრომა გასწია მაკარ კიკვაძემ, თუმცა, 37-ში, მას არ აპატიეს რამიშვილთან ადრინდელი მეგობრობა და დაიჭირეს, ძმაც ზედ მიაყოლეს!

ახლა გადავხედოთ ოფიციალურად დაცულ ისტორიებს _ არც ნოე რამიშვილის ხსენებაა სადმე და არც კიკვაძეების, ან კი, რა სირცხვილით უნდა ახსენონ სამშობლოს შეწირული მამულიშვილები? სამაგიეროდ, იგივე ისტორია დიდის ამბით გვამცნობს, რომ სურების გზა ფილიპე მახარაძემ გაიყვანა და ამის გამო ძეგლიც კი დაუდგეს, რომელიც მისივე მოთხოვნით აიღეს! ილიას მკვლელს ძეგლი, რამიშვილს, კიკვაძეს და მისთანებს ტყვია!

და ბოლოს, შეუფასებელი საგვარეულო წარსულის წარმომჩენი თავად მოგიყვებათ საკუთარ ნაწამებ ცხოვრებაზე: "მამაჩემი ტრიფონ კიკვაძე 1888 წელს თავსურებში დაიბადა. ნიკოლოზეს ჯარიც მოიარა და მაინც არ იცოდა, რატომ იჯდა ციმბრის ციხეში 4 წელი! დედაჩემი ბულბულო რამიშვილი მეოთხე შვილზე მშობიარობას გადაჰყვა 1938 წელს. პატარა ვაჟიკო ცოცხალი დაიბადა, მაგრამ 10 წლისა დაიღუპა. მამა, როცა ეს ამბავი მოხდა დაჭერილი იყო. დავრჩით 3 ობოლი. ჩემი და და ძმა ბიძაჩემმა გაზარდა სურებში. მე მამიდამ წამიყვანა ზემოხეთში. 41-ში მამიდას ქმარი ომში წავიდა. იქაც უპატრონოდ დარჩნენ პატარები. მერე მეორე მამიდამ დიდვანში წამომიყვანა, მაგრამ აქედან მახინჯაურის უპატრონო ბავშვთა სახლში წამიყვანეს. დავამთავრე თბილისში პროფსასწავლებელი. ციმბირის 40-გრადუსიან ყინვაში მოვიხადე სამხედრო სამსახური. ვმუშაობდი დიღომში, მახარაძეში, ნატანებში. მოგვიანებით მივაკითხე სურებს. აგერ ახლახან მივიღეთ მამის რეაბილიტაციის დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ იგი სამეულმა აიყვანა და მალევე დახვრიტეს. ჩემი და-ძმა ბიცოლამ, ნადეჟდა ბარამიძემ გაზარდა; და პარმენ სოროზანიშვილზე გათხოვდა ზემოსურებში, ძმაც დაქორწინდა. მე ცოლად შევირთე ციცინო მათითაიშვილი. გვყავს 3 ვაჟი და 4 შვილიშვილი, ისინიც ვაჟები.

ძვირფასო მკითხველო, სურების ისტორია ბაჯაღლო ოქროს საბადოა. მე ვალდებული ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს მიწას. არ გვაქვს უფლება, საფლავში ჩავიტანოთ ჩიხნარის თოფის ქარხნის, ელიოტ სკოტის, თურქ-სელჩუკთა თავს დაცემის ისტორიები. რა პირით წარვდგეთ მათ წინაშე? არ ვეცადოთ მაინც, სუფსის ხეობის და ლომის კარელის ისტორიის შესახებ სიმართლე ვთქვათ?

უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრა კარლო კიკვაძის სულს. მის დას, მეათე ათეულში გადამდგარ დიდ ქალბატონს მაყვალა სოროზანიშვილს. მაყვალას შვილს ბატონ ოთარ სოროზანიშვილს, რომელიც მუდამ საიმედო დარაჯად ედგა სურებს და ასეა ახლაც.

სამსონ კიკვაძის 12 შვილიდან სამი უცოლშვილოდ დაიღუპა, ცხრამ 33 შვილი, 89 შვილიშვილი დატოვა. ისინი საქართველოს მრავალ კუთხეს ამშვენებენ, მათი წინაპრების ცხოვრება საუკეთესო მაგალითია იმის დასტურად, რომ სიკეთის და სიმართლის ნერგი იხარებს თუნდაც სიპ ქვაზე, ისე, როგორც კიკვაძეთა ნაფეხურზე მოხდა.

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?