შუა სურებში, ლომისკარელის ეკლესიის ეზოში მალაქია ბერიშვილი გველოდება!

მკითხველი

შუა სურებში, ლომისკარელის ეკლესიის ეზოში მალაქია ბერიშვილი გველოდება!

7 მაი. 2019, 14:35:33

დიდად პატივცემულო, ბატონო ნოე!

თუ ძალიან არ შეწუხდებით, გთხოვთ, მომწეროთ თქვენი უფროსი ძმის (მალაქიას) შესახებ! როდის დაიბადა, რა განათლება მიიღო, სად მუშაობდა, როდის დაიწყო ბრძოლა და სხვა.

განსაკუთრებით მაინტერესებს კოჯრის ფრონტის ბრძოლა (1921 წლის თებერვალში), რომელ დღეს დაიღუპა და როგორ (თუ გაგიგონიათ) დაკრძალვის ცერემონია, სად დაკრძალეს, ჰყავდა ოჯახი თუ არა (თუ ჰყავდა ამიწერეთ), რაც შეიძლება ვრცლად მომწერეთ, როგორც გახსოვთ.

პატივისცემით, იური სიხარულიძე

პ.ს. იქნებ, სხვაც ვინმე მონაწილეობდა დემოკრატიული საქართველოს ბრძოლებში თქვენი ახლობლებიდან და ნაცნობებიდან. თუ მათზეც მომწერთ, დიდად დამავალებთ.

23.09.89, თბილისი

ამ წერილის ავტორს წარდგინება არ სჭირდება, ძვირფასო მკითხველო! ბატონი იური სიხარულიძე წარსულის თავდადებული მაძებარი და გადამრჩენია. აბა, ვიფიქროთ, რა შერჩებოდა ხელში ჩოხატაურს თავისი ისტორიიდან, უფალს რომ მისთვის იური სიხარულიძე არ მოევლინა? წერილის ადრესატი კი ერთი მრავალტანჯული სურებელი გლეხის ნესტორ მარკოზის ძე ბერიშვილისა და მისი მეუღლის, მართა ბესარიონის ასული რამიშვილის თორმეტშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი ვაჟი ნოე ბერიშვილია, რომელსაც ეს სახელი ბიძის (დედის ძმის) _ ნოე რამიშვილის პატივსაცემად დაარქვეს. ვწუხვარ, რომ ამ ოჯახზე ერთი პატარა წიგნის გამოცემა ვერ მოვახერხე, მით უფრო, ახლა, როცა ხელთ მაქვს, მრავალწლიანი, მართლაც სიმწრით მოპოვებული დოკუმენტური და ფოტომასალა თითოეულ მათგანზე. კოშმარულ გულისტკივილს ამძაფრებს ისიც, რომ სუფსის ხეობაში დაიკეტა გამორჩეულად შეუდარებელი ტრაგიკული ისტორიის მქონე ოჯახის კარი და "კერიიდან ფუტის ამომშობი"  ბოლო ნაშიერი, ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში წავიდა!

გავიცნოთ ეს ოჯახი:

სურების საზოგადოების სოფელ დიდი ვანის მცხოვრები მართა ბესარიონის ასული რამიშვილი დაქორწინდა შუასურებელ შეძლებულ გლეხზე ნესტორ ბერიშვილზე.1893 წელია. პატარძლის ექვს ძმათა შორის არის 12 წლის კოჟორე (ნოე რამიშვილი). ქორწილი მთის წესების დაცვით, მართლა სამაგალითოდ და დიდხანს სალაპარაკოდ ჩატარდა.

1894 წელს დაიბადა პირველი ვაჟი _ მალაქია. 1895 წელს ოჯახს ქალიშვილი, ოლია შეემატა. ოლია ამთავრებს სამედიცინო ინსტიტუტს და გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში იწყებს ექიმად მუშაობას. მეუღლე ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე ცოლისძმებთან ერთად შედის დიდ პოლიტიკაში. იგი აქტიურად მონაწილეობს ჭიათურის მოვლენებში. სურებში, მთაში დაყვება არალეგალურად გადმოსულ ცოლისძმებს, რის გამოც დაიჭირეს, მაგრამ არ ისურვა ჯალათის ხელით სიკვდილი და ციხეში თავი მოიწამლა.

ოლია ყაზახეთში გადაასახლეს 10 წლით. სასჯელი სრულად მოიხადა. დაბრუნებულმა არ ისურვა ძველ ადგილზე მუშაობა. სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მეცხრე პოლიკლინიკის ექიმი იყო.

შალვა ბერიშვილი _ ოჯახის მეორე ვაჟი, 1899 წელს დაიბადა. ის იყო 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, ბიძის _ ნოე რამიშვილის ყველაზე სანდო, უცვლელი და უცდომელი ემისარი. ის ერთადერთია ნათესავთაგან, ვინც პარიზის ქუჩაში ტყვიადახლილი ბიძის ცხედართან სამძიმარს იღებდა. ერთი დიდი წიგნი ვერ დაიტევს შალვა ბერიშვილის მართლა საოცარ ისტორიას. მას 25 წელი ჰქონდა მისჯილი. მრავალი ციხის პატიმარი, ბოლოს სამშობლოს ცის ქვეშ მიიცვალა 1989 წელს 90 წლის ასაკში.

ტიტე ბერიშვილი _ უნიჭიერესი მათემატიკოსი ჭიათურაში მასწავლებლად მუშაობდა, ემიგრაციის გზამ ვარშავაში ჩაიყვანა, სადაც 1939 წელს დახვრიტეს გერმანელებმა. ისიც, როგორც სხვა მრავალი, ქართველის დასმენით და ღალატით დაიღუპა. ეს ამბავი დღესაც საიდუმლო თემაა!

ბიკენტი ბერიშვილი _  ტყვეობაში დაიღუპა 1943 წელს, რუმინეთში. მასზე ყველაზე მცირე ცნობარი მოგვეპოვება. გარდა იმისა, რაც მამაჩემის სადღეგრძელოებიდან მომისმენია ოჯახურ, მცირე წრეში. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ მეორე ოთახში მეძინა.

ნინო ბერიშვილი _ ოჯახის ყველაზე მწარე ტკივილი იყო და დარჩა ბოლომდე, სანამ მათ შორის ვინმე ცოცხალი გადარჩა! ნინოს შესახებ ამ გაზეთში იყო ჩემი წერილი _ "ის იქცეოდა ძალიან ცუდად..." ახლა აღარაფერს გავიმეორებ. ნინო თავად რუხაძემ დაახრჩო საკუთარი ხელით. წამებისას შემოაკვდა! ვერ გატეხეს მთის შვილი. მან არ გასცა ძმები!!!

ნოე ბერიშვილი _ იგი სოფელში უვლიდა ოჯახს და ცდილობდა, არ ჩარეულიყო პოლიტიკაში. ასეთი იყო და-ძმების სურვილიც, რომ ვიღაცა ერთი მაინც გადარჩენილიყო. ნოემ, სრულიად უდანაშაულომ, სამარყანდში გაატარა 10 წელი, დაბრუნებულმა ააღორძინა დაქცეული ოჯახი. სწორედ მისი სახლის კარი დაიკეტა ახლახან, რაზედაც ზემოთ მოგახსენებდით.

გერონტი ბერიშვილი _ აგრონომი იყო, სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა და პოლიტიკაში არ ერეოდა, მაგრამ ვინ აპატიებდა ნოე რამიშვილის დისშვილობას?! მას 20 წელი ჰქონდა მისჯილი. მის მეუღლეს, გორელ გოგონას, ეთერ შუღლიაშვილს, თბილისის ბინიდან გამოგდებულს, გორშიც დაურბიეს სახლ-კარი, მამა და ძმა კი გადაუსახლეს. სურებს მოადგა ჩვილი ბავშვებით (ზურაბ და ნინო ბერიშვილები),  იქაც ავიწროებდნენ. ვერ შეძლო ფიზიკური შრომა სუსტმა გოგონამ და მენინგიტით გარდაიცვალა. დაკრძალეს სურებში, ეზოში. ბავშვები "პრიუტში" იზრდებოდნენ. ნინო 9-10 კლასებში ჩემი თანაკლასელი იყო. ერთად დავამთავრეთ შუა სურების საშუალო სკოლა.

მამია ბერიშვილი _ ოჯახის მეთორმეტე შვილი. მასზე ბევრი რამ არის ცნობილი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მის უმძიმეს ბიოგრაფიას ასრულებს ქართველთა ასოციაციის თავმჯდომარეობა ლევილში, სადაც იგი გარდაიცვალა და არ შეუსრულდა ნატვრა, ქართულ მიწაში დამარხულიყო!

ამ ოჯახის სამი შვილი ადრევე გარდაიცვალა. ერთი ვაჟი (სავარაუდოდ, ვასილი რქმევია), 10-12 წლისა ტყეში დამარცხებულა, ორი გოგონა კი ადრეულ ასაკში ბატონებს მიურთმევია.

ახლა კი ოჯახის პირველ შვილს, მალაქიას მივუბრუნდეთ. მალაქია ძალიან ნიჭიერი ყოფილა და ახალგაზრდა ბიძას, ნოე რამიშვილს გაუწალდავს მისი გზა განათლების მისაღებად. მალე ჩვენ, ალბათ, შევძლებთ არქივიდან მოვიპოვოთ მასზე ცნობები, რის იმედსაც მაძლევს ბატონ იური სიხარულიძესთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები. დასაწყისში გაგაცანით მისი თხოვნა ნოე ბერიშვილისადმი. ბატონი იური ადასტურებს, რომ მიიღო ვრცელი პასუხი ამ თხოვნაზე, რომელიც დიდხანს ინახებოდა მის ოჯახში. ამ ბოლო ჟამს, მან სახელმწიფო არქივს ჩააბარა ეს ყველაფერი და ახლა საჭიროა მისი მოძებნა, რის საშუალებაც არსებობს.

ისევე, ბატონ იურის უნდა ვუმადლოდეთ ამ პიროვნების სახელის გაჟღერებას პირველად (და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად დღემდე), როცა გამოსცა წიგნი "ნოე რამიშვილი" (2009 წ. გვ. 74).

მალაქია და მისი ძმა შალვა ბერიშვილი იყვნენ თბილისის უნივერსიტეტის პირველი მიღების სტუდენტები სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1921-ის თებერვალში, ივანე ჯავახიშვილის მოწოდებას (და არა დავალებას),  მიშველებოდნენ საქართველოს, ძმები უყოყმანოდ გაყვნენ და, ბუნებრივია, ბიძის, ნოე რამიშვილის გვერდით დადგნენ. შალვა რჩება ბიძასთან, მალაქია კი კოჯორთან უერთდება სტუდენტობას, სადაც დაიჭრა და ბათუმში გადმოიყვანეს. ბათუმში მომჯობინებული მალაქია აგრძელებს ბრძოლას, მაგრამ ტიფი დაემართა და გარდაიცვალა. რეპრესიები ჯერ კიდევ ვერ მძლავრობდა და ამ მიზეზით სურებლებმა შეძლეს მისი ოჯახში ასვენება. დაკრძალეს ზახტოურზე, ლომისკარელის ეკლესიის ეზოში, მამამისის დარგული ხის ძირში. შემდგომი მოვლენები ცნობილია. ბოლშევიკური რეპრესიები მძლავრად მოედო სურებს. დედა ღამით იპარებოდა სასაფლაოზე და უხმოდ დასტიროდა შვილს.

განადგურებული ოჯახიდან აღარავინ დარჩა მის საფლავზე მიმსვლელი. მისი ხსოვნა უხმოდ შეინახა სოფელმა. მოვიდა დრო და ოჯახის უმცროს შვილს, მამია ბერიშვილს, მიეცა უფლება სამშობლოში დაბრუნებისა. პირველად მან ძმის საფლავი მოინახულა და დაადასტურა, რომ მათი მამის მიერ დარგული ხის ქვეშ განისვენებს სამშობლოს თავისუფლებას შეწირული ვაჟკაცი, რომელიც 99 წელია გველოდება ჩვენ, ადამიანებს, დამოუკიდებელი ქვეყნის მცხოვრებთ.

გასულ ზაფხულს მისი სამუდამო საყუდარი მოინახულეს "გურია ნიუსის" რედაქტორმა გიორგი სიხარულიძემ, ჟურნალისტებმა. საქმის კურსში არიან ქალბატონი ია მამალაძე, ბატონი იური სიხარულიძე, შსს-ს არქივისა და რაიონის ხელმძღვანელობა და ვფიქრობ, გაკეთდება უპირველესად გასაკეთებელი საქმე და მალაქია ბერიშვილი მიიღებს იმ კუთვნილ პატივს, რომელსაც სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები იმსახურებენ.

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...