წარსულის ხსოვნა მომავალს აბრწყინებს! წარსულში ჩარჩენა?!

მკითხველი

წარსულის ხსოვნა მომავალს აბრწყინებს! წარსულში ჩარჩენა?!

2019 მარ 14 13:39:08

მივყვები სახელ და სახეშეცვლილი ჩემი ქალაქის, ოზურგეთის ბაზრად ქცეულ ქუჩებს... სახესევდიანი ადამიანები, ტკივილიანი მზერა...

პაატასკენ გამისხლტა ფიქრი.

ალბათ, იცის ისტორიამ, რამდენი წლის იყო მაშინ პაატა, რომელიც მამამ სამშობლოს ანაცვალა! მე არ მახსოვს მისი ასაკი. მახსოვს, როგორ იძალეს ცრემლებმა, როცა წავიკითხე, ვის დაუტოვა მამამ შვილი!

ტკივილმაც შემძრა და გიორგი სააკაძის უგულობამაც. ჩემი ბავშვური განცდა ვერაფრით ჩაწვდა იმ სიღრმეს, რომელი განცდითაც მაშინ დიდი სააკაძის ვაჟკაცობა იზომებოდა!

_ შვილი, ბავშვი მტრის ხელში როგორ დატოვა?! _ ათასჯერ გულში ჩაბუდებულ კითხვას დაჟინებით ვუმეორებდი ისტორიის მასწავლებელს, საოცრად კეთილ სოლომონ გოგუაძეს (ღმერთმა ნათელში ამყოფოს).

ცდილობდა მასწავლებელი აეხსნა, რომ...

მაშინაც და მერეც პაატას წაკვეთილ თავს ვხედავდი!

დღეს? პაატა ჩემთვის ისევ ბავშვობისდროინდელი ტკივილია, ტკივილია ჩემი, შენი, ჩვენი სამშობლოს.

გაუსაძლისი ცხოვრების ისტორიაა!

პაატას თავი ერთაწმიდაში დაკრძალული!

რას ეუბნება პაატას თავი დღევანდელ ახალგაზრდობას, რას ეტყვის ხვალინდელობას?!

ყოფილი კინოთეატრის შენობასთან შევჩერდი. იქვე რამდენიმე მოზარდი შევნიშნე... მოსწავლეები არიან? ამას ვერ მივხვდები, დემოკრატიულმა საქართველომ ხომ სასწავლო ფორმა დაასამარა! გამვლელებისგან გამოსარჩევნი არიან: ზურგჩანთებით და მობილურებით.

თითქოს, თითებმა შეგრძნება შეწყვიტეს. საოცარი სიმძიმე ვიგრძენი, ხელების გაშლას შევეცადე...

პაატას წაკვეთილ თავს დავცქერი. ზურგჩანთიანი ბავშვების თითები მობილურებს ჩასჭიდებიაა, ჩემი? საიდან გაჩნდა პაატას თავი?!

ცრემლები სხეულშივე ჩაბრუნდა, თითები გავშალე, მარჯვენა გოგონასკენ გავიწვდინე ხელი.

_ ბებიი, ჩვენ მოსწავლეები ვართ. არ გვაქვს!

_ შვილო, მოგფერებოდი მინდოდა... შეკითხვაც მაქვს: პაატა სააკაძეს იცნობთ?

_ ოზურგეთელია?

_ ხო. ოზურგეთელიც არის!

ერთმანეთს შეხედეს და მხრები აიჩეჩეს.

_ ჰარი პოტერს იცნობთ?

თვალებში სხივი ჩაუდგათ!

_ მსოფლიოში ცნობილი ჯადოქარია. როგორ შეიძლება არ ვიცნობდეთ?

ფიქრი გამეყინა. აფორიაქებულმა სულმა გუშინდელობა გამახსენა. მიხეილ სააკაშვილიც ხომ უზომოდ იყო შეყვარებული ჰარი პოტერზე _ პირველკლასელებსაც ხომ ჯადოქრის სურათიანი ხელჩანთაც აჩუქა!

დიახ, სკოლებში, იაკობის "დედა ენა" და "საღმრთო სჯული" ჰარი პოტერმა და მისმა მსგავსებმა ჩაანაცვლეს...

სანტექნიკოსი განათლების მინისტრი კახა ლომაია? ეწვია ოზურგეთელ პედაგოგებს და...

სული ახლაც გამიყინა მისმა მაშინდელმა სიტყვებმა:

_ რა საჭიროა სკოლებში "ვეფხისტყაოსნის" სწავლება?! გაიზრდებიან და თუ მოესურვებათ, წაიკითხავენ.

ამ არაადამიანურ "სიბრძნესაც" დუმილით შეხვდნენ ოზურგეთელი პედაგოგები...

მეორე საჯარო სკოლასთან შევჩერდი. ქუჩაში ბავშვების მრავლობაა. ზურგჩანთები, მობილურები. ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ გოგონას და ბიჭს _ შარვლოსანთა უმრავლესობა, დახეული ჯინსები,

ვკითხო რომელიმეს: იცნობენ პაატა სააკაძეს?

არა!

ეს ჩემი აღმზრდელი სკოლაა. რა დამავიწყებს საქართველოში ბევრისთვის ცნობილ სკოლის დირექტორს, საოცრად თბილ და მზრუნველ ელენე თავართქილაძეს. მშობლებივით მზრუნველ მასწავლებლებს: შალვა სარიშვილს, აკაკი მამულაიშვილს, ისიდორე რამიშვილს, მარგალიტა კუნჭულიას, მაგული ლომინაძეს, ლიზა ღლონტს, ლენა არობელიძეს...

და მაინც, გამოსაკვეთ მარიამ დარჩიას, რომელმაც დიდი იაკობის ქართული სული დამანახა, "დედა ენა" გადამაშლევინა... იის, ვარდის სურნელით, მერცხლის ჭიკჭიკით, მტრედის ღუღუნით, მზის სხივთა ტიალით, ვარსკვლავთა ციმციმით, ზღვის აცრემლებით, მიწის სიგრილით... შეგრძნებით ამავსეს, საქართველოს ისტორიის წიაღში დამაბუდეს"

ჩემი აღმზრდელი სკოლა! წარსულში ჩარჩენილი!

თითებში შვება ვიგრძენი! პაატას თავი?! წარსულში ჩარჩა.

წარსულში ჩარჩენა? ეს აუტანელი ტკივილია. წარსულს ხსოვნის სანთელი უნდა ავუნთოთ!

 ეთერ ქადეიშვილი




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...