ვინ იყო ეს სიცოცხლეწართმეული ხვთისნიერი კაცი ბერიშვილი შუასურებიდან?

მკითხველი

ვინ იყო ეს სიცოცხლეწართმეული ხვთისნიერი კაცი ბერიშვილი შუასურებიდან?

2018 აგვ 13 09:25:06

"გურია ნიუსში" გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, რომელიც ოჯახებში დაცული, საბჭოთა ოკუპაციის დროინდელი რეპრესიების, წინაპრების ტრაგიკული ისტორიების გამომზეურებას ითვალისწინებს, ერთ საინტერესო წერილს გაგაცნობთ.

1991 წლის 15 მაისით დათარიღებული ეს წერილი ბატონ ილია ცინცაძეს ეკუთვნის _ გამორჩეულ პიროვნებას გასული საუკუნის ჩოხატაურის სინამდვილეში; მდიდარი არქივის შემქმნელს, რომელიც, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ მიუხედავი, ნაწილობრივ დაკარგული და განადგურებულია.

წერილის ადრესატი კი ქალბატონი რუსუდან ბერიშვილია; სწორედ მან გადმოგვცა ეს წერილი, რომელსაც სრულად ვაქვეყნებთ.

ქალბატონო რუსუდან, გამარჯობა! თქვენმა პუბლიკაციამ _ "ჯიუტი გვარის შვილები", რომელიც დაწერილია კვალიფიციურ დონეზე, გამახსენა არა მარტო ნახული კარმიდამო, სადაც ობლად ბუხარი იდგა მარტო, დიდი შთამომავლობის ბედკრული ისტორიაც გვამცნო, რისთვისაც, როგორც მკითხველისგან, გთხოვთ, მიიღოთ დიდი მადლობა. ალბათ, ჟურნალისტთა არმიამ, თქვენი სახით დაკარგა კარგი სპეციალისტი. სამწუხაროდ.

აქვე მინდა მოგითხროთ ერთი სინამდვილე, რომელიც მე განვიცადე:

იდგა 1944 წლის მარტი თუ აპრილი. სამხედრო ეშელონს, რომლითაც სტალინგრადის ბრძოლებში დაღუპული ოფიცრების 7-8 წლის 164 შვილი მომყავდა თბილისის ადმირალ ნახიმოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, ჯარისკაცებით სავსე კიდევ 20 ვაგონი მოაბეს.

ვაგონიდან ვაგონში გადასვლა ისე გრძელდებოდა სიმრავლის გამო, რომ იატაკზე მყოფი ჯარისკაცებისთვის უნდა გადაგევლო.

უეცრად შემომესმა "კაცოს" ძახილი _ სულ ზემოდან ხელგამოწვდილი ადამიანი იღებდა ჯარისკაცებისგან გამხმარი პურის ნატეხს ან გახვეულ "მახორკის" ნარჩენს. ვუცქეროდი და ვუსმენდი ამ სურათს, გული მეწვოდა.

მივუახლოვდი, როგორც იქნა და ავძახე:

_ ქართველი ხარ?

_ კი, ბიძია, _ მიპასუხა...

_ საიდან, კაცო?

_ ჩოხატაურიდან.

_ ჩემი სოფლელი ყოფილხარ... გვარი?

_ ბერიშვილი. შენი ჭირიმე, აქანე არ დამტიო, _ შემეხვეწა.

2-3 საათის შემდეგ წავიყვანე ჩემთან, ბავშვებისგან მოშორებით, ღუმელთან გაუშალა ექიმმა ლეიბი და "ადეალები". თან პროდუქტი მოუკითხეს ბავშვებმა. დახარბებული დაეწაფა და დავტოვე... რომ მოვინახულე უძრავად იწვა, კიდეც შევშინდი ხომ არ... ფრთხილად გავაღვიძე და გავაგრძელეთ საუბარი:

_1942 წელს, მეზობლის დაბეზღებით დამაპატიმრეს და გადამასახლეს ციმბირში. ერთი თვეა, გამათავისუფლეს, მარა, ჩემი პატრონი, ისიც პატიმარი ჯიმშეთი ბერძენიშვილი (დაბიდან, ი. ც.) გარდაიცვალა და ყინულის საფლავში დავასაფლავეთ. ამიტომ შემაგვიანდა წამოსვლა, ხუთიდან 4 გარდაიცვალა, მე შევეკედლე ამ მადლიან ხალხთან ეშელონში და მოვდივარ მას შემდეგ...

რახან შენ გნახე, აწი აფერი არ მიჭირს, _ სურებელის კილოკავით დაამთავრა და ჭამა განაგრძო.

ვუცქეროდი გაოგნებული _ ამ სიგრძე კაცი, სახით ნამდვილი მთის ვაჟკაცი, ჯანგაცლილიყო ციმბირში. ჯარისკაცის ყურებიანი გაქექილი ქუდი ეხურა, თვალები მიბნედილი, მეჩხერი გაუპარსავი წვერი, დაფლეთილი შინელი წელზე თოკით შეკრული, ფეხზე ავტოშინის ძირიანი წუღა ეცვა, მხარზე ბრეზენტის ჩანთა გადაეკიდა და პურის ნატეხები ეყარა შიგ საგზლად...

ვუცქეროდი და გული მეწვოდა ცოდვისგან, ვინ დაიდო მისი ცოდვა, რომ ასე წამებული გაეხადა. ბავშვები გულუხვად უმასპინძლდებოდნენ უცხო "კაცოს" _ ჯიუტი გვარის შვილს.

თბილისის რკინიგზის სადგურში ადგილი მივუჩინე. როცა დავაბინავე ბავშვთა ასეული, უმალ მივბრუნდი, ადგილზე არ დამხვდა... ბაქანზე ტვირთის საზიდი "ტაჩკა" შემომეფეთა; დავხედე, ჩემი თანამგზავრი უსულოდ იდო ზედ და მიჰყავდათ... სახელი კი დროთა სვლამ წაიღო ჩემი მეხსიერებიდან...

იქიდან მოყოლებული დღემდე ვერ გამიგია _ ვინ იყო ეს სიცოცხლეწართმეული ხვთისნიერი კაცი ბერიშვილი შუასურებიდან?

 პატივისცემით,ილია ცინცაძე




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...