რა მოჰყვა თვითმმართველობის საქმეებში მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევას

gurianews.com

მთავარი თემა

რა მოჰყვა თვითმმართველობის საქმეებში მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევას

2017 მაი 16 11:47:06

გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. პროცედურის თანახმად, საკრებულოს სხდომამდე მმართველ ფრაქციას სხდომა უნდა ჩაეტარებინა, კანდიდატი შეერჩია და, შესაბამისად, ბიუროზე  წარედგინა.

თუმცა, ფრაქციის სხდომა არ გამართულა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ზვიად მამალაძემ განმარტა, ამის მიზეზი  ის გახდა, რომ კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა.

იგივე ითქვა ბიუროს სხდომაზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

_ საკრებულოს ბოლო სხდომაზე, ბიუჯეტის ანგარიშის შესრულება მოვისმინეთ, თუმცა, მას არ ახლდა სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნა, რადგან კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა _ ჩაიშალა. ეს იმ დროს, როცა ა(ა)იპ-ებში ხელფასების შემცირება მიმდინარეობდა, სოციალური პროექტების განხილვა იყო. ახლა წარმოდგენილია პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელიც პირველ რიგში ამ კომისიის განსახილველია, მაგრამ კომისიას ისევ არ ჰყავს თავმჯდომარე და შესაბამისად, საკითხებიც ჩავარდა. სოციალური სფერო ზედამხედველობის გარეშეა დარჩენილი და ამით საქმე ფუჭდება, ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია არჩევნები. გვაქვს არგუმენტი,  რომ ფრაქცია ვერ ჩამოყალიბდა და ეს შველის საქმეს? _ თქვა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ ირაკლი ახობაძემ.

ახობაძის კომენტარს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა არ შეფერხებულა:

_ როდესაც საკრებულოში ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შემოვიდა, ფუნქციები სხვადასხვა კომისიებზე გადანაწილდა და შესაბამისად, არც ერთი სფერო არ დარჩენილა განხილვის გარეშე. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის არჩევას, გვაქვს დღეს ეს რეალობა, რომ ფრაქციამ კანდიდატი ვერ შეარჩია და მხოლოდ ამის გამო, გთხოვთ, ამ საკითხის რამდენიმე დღით გადადებას. ვატყობთ, რომ უხერხული სიტუაციაა და გამოსავალი უნდა ვნახო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პიროვნული გადაწყვეტილების მიღება მიწევს, _ განაცხადა ზაალ მამალაძემ.

ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე გოჩა ჯიქია დაინტერესდა, ვინ შექმნა ეს უხერხულობა და ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი, რაზეც განმარტებები ზვიად მამალაძემ გააკეთა:

_ არავინაა დამნაშავე ამ საქმეში და აქ დანაშაულიც არ არსებობს.  არაა ჩამოყალიბებული მმართველი ფრაქცია კანდიდატზე და აქედან გამომდინარე, წევრები და ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს ითვალისწინებენ, მხარს ვუჭერთ ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, _ აღნიშნა ზვიად მამალაძემ.

გოჩა ჯიქიამ კონკრეტულად ზვიად მამალაძე დაადანაშაულა ამ პრობლემის შექმნაში და აღნიშნა, რომ ეს არაა გუნდური პრინციპით მუშაობა:

_ დაჭამეთ ერთმანეთი  და არ არის დანაშაულიო, ამბობთ. ეს არც გუნდურობაა და არც მუშაობა. სასაცილოდ აიგდეთ ყველაფერი. "გურია ნიუსში" ამდენი ხანია იბეჭდება ის, რაც ხდება. ყველამ გაიგო, რომ 4 თვეა, ფრაქციამ კანდიდატი ვერ შეარჩია და ამის მერე კიდევ რაზე საუბრობთ? ეს არ ყოფილა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი, ამისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, _ აღნიშნა ჯიქიამ, რაზეც ზვიად მამალაძემ უპასუხა, რომ მას "ქართული ოცნების" სახელით საუბრის უფლება არ ჰქონდა.

_ მე არ მაქვს "ქართული ოცნების" სახელით საუბრის უფლება? შეგრცხვეს მაინც _ სად იყავი მაშინ შენ საერთოდ?! _ ჰკითხა ზვიად მამალაძეს ჯიქიამ, რომელიც 2012 წელს კოალიცია "ქართული ოცნების"  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

_ არ იცი, სად ვიყავი? შენ სად იყავი მაშინ? _ შეეპასუხა მამალაძე, რამაც დაპირისპირება გაამწვავა და მათი გაშველებაც გახდა საჭირო.

_ ვერ დაალაგე სიტუაცია და ერთმანეთს ჭამთ. ესაა რეალობა, რაზეც ბევრი შეკითხვაა, ერთ-ერთი კი ისაა, თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდით 4 თვის განმავლობაში. "ქართული ოცნება" ჩემი ნაწილია და მე მაქვს ამაზე საუბრის უფლება სხვებზე მეტად, _  მიმართა ჯიქიამ მამალაძეს.

დეპუტატებს შორის საკმაოდ დაძაბული სიტუაციის განმუხტვა საკრებულოს თავმჯდომარემ სცადა და აღნიშნა, რომ იმაზე საუბარი, "ვიღაც 2012-იანია, ვიღაც _ 2014-იანი, არასწორია და მოსახლეობამ ყველას ისტორია კარგად იცის":

_ ყველამ კარგად იცის, ვინ რას აკეთებდა. ისიც იციან, ვის რა სახელი ერქვა და ვინ როგორ იქცეოდა,  მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ.

საკითხის განხილვას ზვიად მამალაძეს და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს დიმიტრი კორიფაძეს შორისაც მოჰყვა დაპირისპირება:

_ ძალიან დიდ პატივს ვცემ საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ არ შემიძლია ეს არ ვთქვა _ როგორც ჩანს, დროს იმისთვის წელავთ, რომ ადამიანები გადმოიბიროთ თქვენთვის სასურველი ადამიანის მხარდასაჭერად. ამის ეჭვი ნამდვილად მაქვს, _ აღნიშნა დიმიტრი კორიფაძემ, რომელიც ზვიად მამალაძემ არასწორი დასკვნების გაკეთებაში დაადანაშაულა და ტონის დაწევისკენ მოუწოდა.

_ სასაცილოა თქვენი არგუმენტები.  მედიიდან ვიგებთ, რომ ერთ კანდიდატს ნინო წილოსანი უჭერს მხარს, მეორის შესახებ სხვა ამბავი გვესმის. რა გახდა ამხელა ფრაქციაში ერთი ადამიანის შერჩევა?! თუკი იმის შიშია, რომ "რესპუბლიკელების" კანდიდატი, დავით ტყეშელიაძე მოუგებს თქვენს კანდიდატს და ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ეგ სხვაა, _ აღნიშნა კორიფაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის ამ რეპლიკაზე გოჩა ჯიქიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ტყეშელიაძემ ფრაქცია დატოვა და შესაბამისად, ის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია.

ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება ზვიად მამალაძეს და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, მმართველი ფრაქციის წევრ დავით გუდავაძეს შორისაც მოხდა. გუდავაძეს კითხვის დასმა სურდა და კოლეგებს მოუწოდა საკითხი მშვიდ ვითარებაში და ხმადაბალ ტონზე განეხილათ:

_ გთხოვთ, თავი შეიკავეთ და დამასმევინეთ  შეკითხვა, _ ითხოვა დავით გუდავაძემ, რაზეც ზვიად მამალაძე გაღიზიანდა:

_ რაზე უნდა შევიკავო თავი?! ეს მე როგორ უნდა მითხრა?! _ თქვა მამალაძემ და გუდავაძეს მიუთითა, რომ მას ასე არ უნდა ესაუბროს.

_ ყველას ვეუბნები მე ამას და ვერ გავიგე, რა გინდა, ზვიად? აღელვებული ხარ, გეტყობა, _ მიმართა გუდავაძემ მამალაძეს, რაზეც ეს უკანასკნელი დაეთანხმა, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი გაჩერების უფლება გუდავაძეს არ ჰქონდა.

_ რამე არ შეგეშალოს შენ! _ მიმართა გუდავაძემ ზვიად მამალაძეს და ბიუროს სხდომა დატოვა, სადაც ინციდენტები ამით მაინც არ ამოწურულა.

საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა იმის გარკვევა, უნდა გადადებულიყო თუ არა საკრებულოს სხდომა:

_ როცა ბატონი დავით შარაშიძე  გარდაიცვალა, იმავე დღეს, ორ საათში მოვიდნენ ჩემთან _  კომისიის თავმჯდომარეობა გვინდაო. ის ადამიანები საკრებულოს თავმჯდომარესთანაც იყვნენ მისულები და კარგად მახსოვს, ზაალმა უსაყვედურა: ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ თბილია და ამაზე ფიქრიც კი სირცხვილიაო. ამის შემდეგ მოდის ეს გარჩევები და საქმის "ჩაწყობები". უბრალოდ, სირცხვილია ეს ყველაფერი.  4 თვეა გასული და ისევ ეს პრობლემა დგას.  გასაგებია, რომ არ არის ჩამოყალიბებული ფრაქცია კანდიდატზე, მაგრამ ასე სადამდე უნდა გაგრძელდეს?! მთელი ჩოხატაური ამაზე ლაპარაკობს და ყველა კუთხეში დაპირისპირებაა ამის გამო. ამდენი  წელია საკრებულოში ვმუშაობ და ასეთი არაფერი მინახავს, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ სიხარულიძემ, რომელსაც სიტყვა საკრებულოს საფინანსო კომისიის  თავმჯდომარემ მაია პაიჭაძემ შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ "ასეთი დრამატიზება საჭირო არაა".

_ ეს დრამატიზება კი არა, სირცხვილია, ყველას სირცხვილი. კომისიის თავმჯდომარის არჩევა გახდა პრობლემა, რაც ერთი წუთის საქმეა _ განიხილავდით ფრაქციაში ორივე  კანდიდატურას, აირჩევდით ერთს და დამთავრდებოდა. საკრებულოს წევრი ვარ, მოდის ხალხი და კითხვებს მისვამს, მე კი პასუხი არ მაქვს და უხერხულობაში ვვარდები. ელემენტარული თავმოყვარეობის ამბავია, _ აღნიშნა სიხარულიძემ, რომლის თქმით, ის თავიდანვე არ იყო მომხრე, ეს საკითხი რიგგარეშე სხდომაზე გაეტანათ.

_ მე გთავაზობთ, რომ ეს საკითხი დავაყენოთ რიგით სხდომაზე, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა მანამდე ფრაქცია ჩამოყალიბებული. ვინც იქნება კანდიდატი, იმას ვუყაროთ კენჭი, _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რაზეც ბიუროს სხდომაზე მყოფთა უმრავლესობა დაეთანხმა.

თუმცა, რეპლიკა გააკეთა მაია პაიჭაძემ, რომლის თქმით, "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ის გუნდი, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს: "უბრალოდ, სამუშაო პროცესი გახანგრძლივდა".

_ გადაწყვეტილების მიღება კი ეტყობა ამ საქმეს! თვითმმართველობის წარმომადგენლები ზევიდან მიღებულ დირექტივებს ემორჩილებით და სულ არ გადარდებთ, რომ ამით საქმე ფუჭდება. ეს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება კი არა, თვითმმართველობაში მაჟორიტარი დეპუტატის _ წილოსანის ჩარევის შედეგია, _ აღნიშნეს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ადასტურებენ პირად საუბრებში, თუმცა ღიად, ამის დაფიქსირებას ერიდებიან.

_ იმდენი მოახერხეს ზევიდან, რომ "ქართული ოცნების" წევრებს და მათ მხარდამჭერებს ერთმანეთი დააჭმევინეს. ასეთი რამ ამ საკრებულოს არ ახსოვს. მმართველმა ფრაქციამ სიტუაციის კონტროლი ვერ შეძლო, რის შედეგიც ისაა, რომ დაგვცინიან, _ გვითხრა ერთ-ერთმა დეპუტატმა მას შემდეგ, რაც "ოცნების" წევრების დაპირისპირების დროს "ნაციონალი" კორიფაძის ჟესტი დაინახა, რომელიც კოლეგების ჩხუბის პარალელურად გულზე ხელს იცემდა და "კარგია, კარგიაო", იძახდა.

 საბოლოოდ, ბიუროს წევრების უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა და საკითხი შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. საწინააღმდეგო პოზიცია მხოლოდ ირაკლი ახობაძემ და დიმიტრი კორიფაძემ დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე არ გამორიცხა კომისიის ხელმძღვანელის არჩევა ამ მოწვევის საკრებულოში საერთოდ აღარ მოხდეს და თავმჯდომარის ფუნქციები  მოვალეობის შემსრულებელს დაეკისროს, რომელიც ამჟამად კომისიის უხუცესი წევრია და კომისიის მუშაობას ამჟამადაც უსასყიდლოდ უძღვება.


ნახვა: 622


 ახალი ამბები
  • "10 აგვისტოს საქართველოს მხარემ ყველანაირი ცეცხლი შეწყვიტა" _ წულუკიანისტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.  „რუსეთი ნამდვილად ამბობს − რა შუაშია სტრასბურგის სასამართლო, აგვისტოს ომი ადამიანის უფლებების თემა არ არის, არის უფრო ჰუმანიტარული სამართლის სფერო, რასაც ჩვენ მყარი არგუმენტებით ვუპირისპირდებით. ვამბობთ, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რუსეთი ახორციელებდა ჩვენი ქვეყნის ამ ტერიტორიაზე − ცხინვალის რეგიონში, ისეთ მოქმედებებს, რომლებიც  ბევრად სცილდებოდა საომარი მოქმედებების საჭიროებებს. ჩვენ ძალიან მყარი, ახლა უკვე ახალ-ახალი, დამატებითი მტკიცებულებებით ვცდილობთ, ვაჩვენოთ ევროპულ სასამართლოს, რომ რუსეთი ბევრად ადრე ემზადებოდა ამ  საომარი მოქმედებებისთვის; რომ ის წვრთნიდა ადგილობრივ პერსონალს, მათ შორის, სამხედროს, ოსების სხვადასხვა ოფიციალურ დე ფაქტო დანაყოფებში და ემზადებოდა ამ სამხედრო დაპირისპირებისთვის.  ასევე, ჩვენ მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტებით ვაჩვენებთ სასამართლოს, რომ რეალურად 10 აგვისტოს, გამთენიისას, საქართველოს მხარემ ყველანაირი  ცეცხლი შეწყვიტა; უფრო მეტიც,  ის გამოვიდა საომარი მოქმედებების არეალიდან და 11 აგვისტოს ჩვენი შენაერთები უკვე თბილისის მისადგომებს იცავდნენ, რაც გამორიცხავს რუსეთის უსაფუძვლო  მტკიცებას იმის  თაობაზე, რომ თითქოს ჯერ კიდევ  12 აგვისტოს ჩვენ რუსეთს ვპასუხობდით საომარი მოქმედებებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.  სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ... ...
  • დღეიდან თბილისში ე.წ. ტურისტული პატრული გამოჩნდებადღეიდან თბილისში ე.წ. ტურისტული პატრული გამოჩნდება, _ ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ18 მაისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა. სამართალდამცველები თბილისის ტურისტულ ზონებში იმორიგევებენ. თავდაპირველად საპატრული პოლიციის 20 ეკიპაჟი იქნება მობილიზებული, რომელიც ეტაპობრივად 60-მდე ... ...
  • კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე: "ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა მოხერხდება"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანა ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება და საქართველოში ნარკომოხმარების შემცირებაა.  „პარლამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით ამ დოკუმენტზე მუშაობის ვადა.  ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ვფიქრობ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ... ...
  • "აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება""გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რამდენიმე მობინადრე დაუკავშირდა. როგორც ისინი ამბობენ, მათ ადგილობრივი ხელისუფლებას კორპუსის შიდა ეზოს მოასფალტების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. "უკვე წლებია, რაც პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, წინა ხელისუფლების დროსაც და მერეც, არა ერთხელ მივმართეთ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას,  მაგრამ აქამდე არანაირი შედეგი არ გვაქვს. აქ არსებულ პრობლემას მარტო მოხრეშვა  ნამდვილად არ შველის.  იყო დაპირება, რომ 2017 წელს აქ გახორციელდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასფალტს დააგებდნენ, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა _ ხრეში დაიყარა მხოლოდ. ბოლოს და ბოლოს როდის ჩაგვთვლიან ყურადღების ღირსად და ამ კორპუსის 50-ზე მე ოჯახსაც მოგვხედავენ?!" _ ამბობენ თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები. მათივე თქმით, ეზოში მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც მთავარ ქუჩაზე ღია სანიაღვრე არხი გაკეთდა: "ჩვენი ეზოს მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თბილისის ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა. საქმე ისაა, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გაკეთდა ღია ტიპის სანიაღვრე არხი, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი ეზო და, ბუნებრივია, არხი ეზოში დამდგარ წყალს ვეღარ ატარებს. ამის გამო ყოველი გაწვიმებისას კორპუსის მობინადრეებს დიდი პრობლემა გვექმნება, ისეთი წყალი დგება ყველგან, რომ ნავია საჭირო ეზოს გადასაცურად. ეზოში დამდგარი წყალი ბოლოს სახლის სარდაფში ჩადის. გამოეთხრება ერთ დღეს ძირი ამხელა კორპუსს და ამდენი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. შეიძლება ასეთი უყურადღებობა?!" _ ამბობენ ადგილობრივები და დასძენენ, რომ თანახმა არიან არსებული პრობლემა კორპუსის ამხანაგობასთან ერთად თანადაფინანსებით მოგვარდეს. მათივე თქმით, კორპუსის მობინადრეთა მდგომარეობა ზაფხულის თვეებში გაუსაძლისი ხდება: "ახლა ზაფხული მოდის და აქაურობა ბაყაყებითა და კოღოებით აივსება. შეგვჭამს, იმდენი კოღო იქნება. სხვაგან თუ იგება ასფალტი, საინტერესოა, ჩვენ რით ვერ მივიქციოთ ხელისუფლების ყურადღება, წლების განმავლობაში ასეთ გაუსაძლის ყოფაში რომ გვამყოფებენ?!" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ადასტურებს, რომ 2017 წელს მართლაც იყო საუბრები, რომ აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელებულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა. ჩხაიძე ამ ეტაპზე ვერც იმას აკონკრეტებს, თუ როდის მოხდება აღნიშნული ტერიტორიის მოასფალტება: "ამ სახლის მობინადრეთა მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. იყო საუბარი, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს გახორციელებულიყო, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. ტყუილი დაპირება რომ არ გამოვიდეს, გეტყვით, ჯერჯერობით, არც მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებშია გათვალისწინებული ამ ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება", _ ამბობს ... ...
  • ყაჩაღობა ხუდადოვზე _ შსს-მ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...

როგორი იქნება მსოფლიო ასი წლის შემდეგ

ცოტა ხნის წინ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის...

ახალი აღმოჩენა ეგვიპტეში

ჩეხმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში, ქაიროს სამხრეთით,...

უცნობი დედამიწა

პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...