11 წელი აგვისტოს ომიდან და გმირები გურიიდან

მთავარი თემა

11 წელი აგვისტოს ომიდან და გმირები გურიიდან

8 აგვ. 2019, 11:30:52

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან დღეს 10 წელი შესრულდა.

ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად.

მომდევნო დღეს _ 8 აგვისტოს, რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

 რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო.

რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში.

9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა, ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო, 9 ვაჟკაცი, რომელთა სახელები საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

აპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე ოზურგეთიდან

2008 წელს მხედრული მამაცობისთვის მედალი მიიღო. იმავე წელს, გარდაცვალების შემდეგ კი მედალი _ "ქაქუცა ჩოლოყაშვილი".

იგი ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფოთის პორტის დაბომბვისას, კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ომში რომ წავიდა, 29 წლის იყო.

მაკა დარბაიძე, მეუღლე: "1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა.

უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი... სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე გოგონა შეგვეძინა, რომელსაც თემურის დედის სახელი _ ნადია დავარქვით.

ერთად წელიწადი და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ, ბავშვი 10 თვის იყო, ომში რომ წავიდა".

 კაპრალი თამაზ ნიკიტინი ოზურგეთიდან

2008 წელი, მედალი მხედრული მამაცობისთვის.

დედა ომში წასულ შვილს შეეხმიანა. შვილი მალავდა, რომ ცხინვალში იბრძოდა, დედას მოესმა აფეთქების ხმა და "ვაიმე, დედა!" კავშირი გაწყდა _ 26 წლის ვაჟკაცი გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.

მოუთმენლად ელოდა შვილს _ საბა მისი გარდაცვალების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, შობა ღამით.

თამაზ ნიკიტინი 1982 წელს დაიბადა ქუთაისში. მშობლებისთვის მეორე ვაჟი იყო.

ნელი მჭედლიძე, დედა: "თავისებური ბავშვი იყო _ სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ რაღაცის მოსწრებაზე იყო, ხშირად მითქვამს, დამშვიდდი, გააანალიზე და ისე მოიქეცი,-მეთქი, მაგრამ წამებში რეაგირებდა ყველაფერზე".

ძმებმა ერთად მოიარეს ბაღი, სკოლა, სამხედრო ლიცეუმი, ჯარი... სასაზღვრო ძალებში მსახურობდნენ. ჯარისკაცური შემართება გენებში ჰქონდათ _ ბიჭების ბაბუა თეთრგვარდიელი იყო, წითლებმა დახვრიტეს…

დედა: "იმდენად კარგი მონაცემები ჰქონდათ, რომ შემოგვთავაზეს, აკადემიაში გაეგრძელებინათ სწავლა. მაშინ დიდი თანხები იყო საჭირო, საშუალება არ გვქონდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ჩხეიძე იყო _ მან გვითხრა, თუ ნახევარს გადავიხდიდით, სწავლის საფასურის ნახევარს დეპარტამენტი დაფარავდა, მაგრამ ამის საშუალებაც არ გვქონდა. ობლები იყვნენ, მამა ადრე გარდაეცვალათ. შემდეგ უკრაინაში გაგზავნა შემომთავაზეს, მაგრამ 4 წელი უნდა ესწავლათ, შემდეგ კიდევ 4 წელი უკრაინაში ემსახურათ _ ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იქნებოდა".

 

კაპიტანი მერაბ ახობაძე ჩოხატაურიდან

2008 წელი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი,

4 წლის იყო მომავალი მეუღლე რომ გაიცნო _ კარის მეზობლებს გოგონა შეეძინათ. მთელი ბავშვობა ერთად გამოიარეს. 17 წლის იყო სიყვარულში რომ გამოუტყდა თამარ რამიშვილს. 2004 წელს დაქორწინდნენ. მაშინ მერაბი 24 წლის იყო და, უკვე მეშვიდე წელი, ჯარში მსახურობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სამხედრო აკადემიაში განაგრძო.

აკადემიის დამთავრების შემდეგ, კრწანისში იყო განაწილებული, შტაბის უფროსად მუშაობდა, შემდეგ მეოთხე ბრიგადაში გადავიდა და სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

თამარ რამიშვილი, მეუღლე: "ძალიან უნდოდა, რომ გოგო გვყოლოდა და ნატვრა აგვიხდა. ლიკა 3 წლის იყო, მერაბი რომ დაიღუპა. ძალიან ჰგავს მამას, რომელიც კარგად ახსოვს. ყველაფერი იცის, არაფერი დაგვიმალავს...

2004 წელს რომ შეტაკება იყო ცხინვალში, მაშინაც იქ იყო. 2008 წელსაც მისი დისლოკაციის ადგილი ზუსტად იმ ადგილას იყო, სადაც 2004 წელს...

მერაბის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, სწავლებების დროსაც ვაკითხავდი ბავშვთან ერთად პოლიგონზე, ახლა ნამდვილად მიკვირს, როგორ ვარ მის გარეშე, თურმე, შემძლებია...

ჩვენი გამომშვიდობების სცენა მუდამ ერთნაირი იყო _ ტირილი ლიფტთან.

კითხვა ყოველთვის ერთი და იგივე: "ამ საღამოს ხომ მოხვალ?"

პასუხიც ერთი და იგივე: "არ ვიცი"... ასე იყო 6 აგვისტოსაც. ტირილით გამოვემშვიდობე... იმ საღამოს აღარ მოსულა. 7 აგვისტოს სამ საათზე თვითონ დამირეკა, ცხინვალში მივდივარო. ავტეხე ტირილი... მითხრა, ტელეფონი მიჯდება, ხშირად არ დამირეკო, უნდა გავთიშო და როდესაც ჩავრთავ, მე თვითონ დაგირეკავ. ხომ იცი, რა მაგარი ქმარი გყავს, არაფერი მომივაო...

8 აგვისტოსაც ველაპარაკე, 9 აგვისტოს დილით მითხრა, ისეთი რამ, რაც არასოდეს უთქვამს _ ლიკას მიხედე, მე არაფერი მიჭირს, არაფერი მომივა და არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი...

ვლოცულობდი, რომ ცოცხალი მენახა, თუნდაც, დაჭრილი, თუნდაც უფეხოდ, უხელოდ, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო... ყველა საავადმყოფო შემოვიარე თბილისში. ვერაფერი გავიგე, ვერსად მივაგენი.

10 აგვისტოს ჩოხატაურში წავედი, ბავშვი მყავდა იქ დატოვებული. გორი მაშინ გავიარე, როცა იბომბებოდა. ჩოხატაურში ჩავედი და გავიგე, რომ შტაბის უფროსი დაიღუპა. მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო... ვრეკავდი მერაბთან, არ მპასუხობდა. თან მქონდა მერაბის თანამშრომლების სია, ვურეკავდი ყველას, ვერაფერს ვიგებდი... 11 აგვისტო თენდებოდა, მერაბის ერთ-ერთ თანამშრომელთან რომ დავრეკე. მითხრა დაჭრილი ყოფილაო. როდის დაიჭრა,-მეთქი, ვკითხე. სამი დღის წინო. ანუ მკვდარია,-მეთქი? კიო და გამითიშა ტელეფონი... ვერ ვიჯერებდი, იმიტომ, რომ მიცვალებული არ მინახავს.

საბოლოოდ, დნმ-ით გაირკვა, რომ დაღუპული იყო...

დაგეგმარების უფროსი იყო და წესით, არ უნდა ებრძოლა, ბრძოლა უნდა ემართა, მაგრამ იბრძოდა. სამი ძმაკაცი სიკვდილის ბოლო წუთებამდე ერთად იყვნენ. სამივე შტაბის თანამშრომელი იყო, არც ერთს არ ეკუთვნოდა ბრძოლა, მაგრამ წინ წავიდნენ, რომ ჯარისთვის მაგალითი მიეცათ და სამივე ბრძოლის ველზე დაიღუპა.

ლიკა მამამისის ფოტოებს ყოველთვის უყვება მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთა. თუ ვტუქსავ, მიდის და მამის სურათს ეუბნება... ყველას უყვება, რომ მამამისი გმირია. სტუმრად ვიყავით და ბავშვებისთვის უთქვამს, რომ თქვენ კი გყავთ მამები, მაგრამ მამაჩემი უფრო მაგარია _ გმირიაო."

 კაპრალი მურთაზ ირემაძე ჩოხატაურიდან

2008 წელი, მედალი მხედრული მამაცობისთვის.

მოწინავე პოზიციაზე იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან. 9 აგვისტოს სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე.

სიკვდილზე არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, ერთმანეთის იმედით და ვაჟკაცური რწმენით ვიბრძოდითო, _ იხსენებენ თანამებრძოლები, რომლებიც გმირი მეგობრის ხსოვნას უკვდავყოფენ და კვლავ სამშობლოს სამსახურში რჩებიან, მურთაზის გმირობის გასაგრძელებლად.

გურამ ირემაძე, მამა: "ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. მეხმარებოდა შრომაში, მეც, რაც შემეძლო გვერდით ვედექი. ცოლის მოყვანაზე არ ფიქრობდა, მე ახლა ომში წასასვლელად ვემზადებიო, ერაყში მიდიოდა.

ასმეთაური დოლიძე რომ დაიჭრა, უფროსად ჩემი შვილი დანიშნა. ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ, უფრო ახლოს გავეცანი სამხედროების ცხოვრებას. ვიცი, რა უჭირთ, რა უხარიათ, რა აწუხებთ. ხშირად გვაქვს შეხვედრები მეოთხე ბრიგადაში, იქ, სადაც ჩემი შვილი მსახურობდა. ხშირად მივდივარ ვაზიანში".

 კაპრალი ზაურ თენიეშვილი ოზურგეთიდან

2008 წელი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი.

ზაურ თენიეშვილი ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, მანამდე კი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები გადაარჩინა.

სულ რაღაც 21 წლის იყო, თუმცა, ცხოვრებაში იმაზე ბევრად მეტის გაკეთება მოასწრო, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა _ სწავლა, სამსახური, ოჯახის რჩენა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის სამაგალითო თავდადება.

კაპრალ ზაურ თენიეშვილს, როგორც დედისერთას, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ეხებოდა, თუმცა, კომისარიატში საბუთების შესავსებად მისული ახალგაზრდა, მოულოდნელად სამხედრო სამსახურით დაინტერესდა.

დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეუცვლია, კონტრაქტი გააფორმა და შეიარაღებულ ძალებში რიგითი ჯარისკაცის სტატუსით ჩაეწერა. ზაურს მამა დაბადებამდე გარდაეცვალა, პირველი ჯგუფის შშმ დედის და მოხუცი ბებიის რჩენა 12 წლიდან საკუთარ თავზე აიღო. მის მშობლიურ ოზურგეთში, დღესაც კარგად ახსოვთ, როგორ აგროვებდა პატარა ბიჭი ჯართს და ცდილობდა, ოჯახისთვის ყოფა შეემსუბუქებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში მოეწყო, სტომატოლოგიის განხრით, კაბინეტის გახსნაზეც ფიქრობდა.

ხელფასი საკუთარ თავზე მეტად ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ემეტებოდა.

ნანი თენიეშვილი, ზაურის დედა: "წინააღმდეგი ვიყავი, ჯარში რომ წასულიყო, მაგრამ არ დაიშალა. ვაზიანში გაანაწილეს, სულ 8 თვე იმსახურა. პირველად სამი თვის ხელფასი ერთად მისცეს. იმ დროს გამზრდელი ბებია დაეღუპა და მის დაკრძალვას მოახმარა პირველი ხელფასი.

ვაზიანში სამხედრო სამსახურის შემდეგ რუსთავში დეიდაშვილთან რჩებოდა. პირველად სწორედ მას გაუმხილა შეყვარებულის შესახებ. ერაყშიც უნდოდა წასვლა, მაგრამ სწორედ შეყვარებულის გამო გადაიფიქრა, მალე ცოლადაც აპირებდა მოყვანას".

 სერჟანტი ფილიპე მგალობლიშვილი ჩოხატაურიდან

2008 წელი, მედალი მხედრული მამაცობისთვის.

7 აგვისტოს ერგნეთთან ავტომანქანების კოლონა მიდიოდა. ზაზა ერთ-ერთ მანქანას მართავდა… ფეხი ახალი ნაოპერაციევი ჰქონდა, მაგრამ ომში მაინც წავიდა. გამოგადგებითო, უთქვამს მეგობრებისთვის. საჰაერო დაბომბვის დროს დაიღუპა, ქორწინების მეცხრე წლისთავზე.

თამარ ჩხიკვიშვილი, მეუღლე: "ბოლოს 6 აგვისტოს მელაპარაკა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, მაგრამ მაშინ, რომ ველაპარაკე ტელეფონით, ისეთი ცივი და გაყინული ხმა ჰქონდა, ვერ მივხვდი, რატომ იყო ასეთი. ვუთხარი, დაწყნარდი, კიდევ დაგირეკავ,-მეთქი. იმის მერე ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო.

სად იყო და როგორ იყო, არ მეუბნებოდა. 7 აგვისტოს ბავშვებთან ერთად ურეკში ვიყავით. ჩვენი მეგობარი გოგოა, მეოთხე ბრიგადაში მუშაობს, იმან დამირეკა და მითხრა, ვაზიანი დაბომბესო...

ნათესავები მამშვიდებდნენ, ნუ გეშინია, ფილიპე არც დაჭრილების სიაშია და არც გარდაცვლილებშიო. 10 აგვისტოს, იმ ტყვიების ზუზუნში, ბიძაშვილმა და მეზობელმა ღამე ჩამოასვენეს გურიაში. ყველას სცოდნია, მაგრამ არ გვეუბნებოდნენ. მეორე დღეს გავიგეთ.

15 აგვისტოს, სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრის ეზოში დავკრძალეთ…

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არა. ყოველდღე უფრო მიმძაფრდება ეს ტკივილი…

ბოლო პერიოდში უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდა. მისმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბოლო პერიოდში სამსახურში ძალიან ხშირად გახსენებდაო.

იმ ღამეს, როცა ომი დაიწყო, სახლში მარტო არ გაჩერებულა, მეგობრისთვის დაურეკავს და ჩემთან ამოდიო უთქვამს. კომპიუტერთან დამჯდარა და სიმღერებს იწერდნენ, ყოველ მეორე სიმღერაზე ამბობდა, თურმე, ეს თამუნას უყვარსო."

 კაპრალი ემზარ წილოსანი ლანჩხუთიდან

2008 წელი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი.

კაპრალი ემზარ წილოსანი ცხინვალთან ახლოს სოფელ შინდისში, ტრაგიკულად დაიღუპა. იგი 29 წლის იყო, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის გმირულად დაეცა.

თეონა წილოსანი, მეუღლე: "1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს… სკოლაში კარგად სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს.

ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით. თავიდან მობილურით ვკონტაქტობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით. ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს _ მესამე და ბოლოს დავქორწინდით…

ორი წელი და ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად. პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე _ გოგო… მეორე ბავშვი ომამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა.

შვებულება ჰქონდა აღებული და ერთი თვე ჩვენთან გაატარა. ძალიან ბედნიერი იყო, სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა.

მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება და კიდევ აპირებდა კონტრაქტის გაგრძელებას."

 კაპრალი რუსლან წულაძე  ლანჩხუთიდან

2008 წელი, მედალი მხედრული მამაცობისთვის.

რუსლან წულაძე გააფთრებული ებრძოდა, შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს. იმ დღეს დედამ არ იცოდა, რომ შვილი უკვე აღარ ჰყავდა... დილით, შინიდან გამოვიდა _ ეკლესიაში მიდიოდა.

დედა: "მეზობლები სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, თურმე, ყველამ იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი."

დედა ავტობუსში ავიდა, მის უკან ზურგით მეზობლის გოგონა იჯდა და თანასოფლელს უყვებოდა, სამი ძმანი რომ არიან, იმათგან ერთი მოუკლავთო.

დედა: "შევცბი. იმ გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ,-მეთქი, გაოგნებული მიყურებდა. მერე მითხრა, თქვენ არ იცნობთ, ოზურგეთში ცხოვრობსო. თურმე, ჩემი შვილის სიკვდილის ამბავს ყვებოდა."

დედა ტაძარში შევიდა. ყველა მას უყურებდა და ტიროდნენ.

დედა: "გამიკვირდა. ვიფიქრე, ქვეყანაში ომია და ყველა დაძაბულია,-მეთქი. მეც ავტირდი... თურმე, ჩემს შვილს დასტიროდა ხალხი ტაძარში!"

ტაძრიდან გამოსულმა დედამ მეუღლეს მიაკითხა სამსახურში. მეუღლე სამსახურში არ დახვდა…

დედა: "გამიკვირდა, ცუდად ვიგრძენი თავი. იქვე მეზობლის ბიჭი ვნახე და ვთხოვე ქვიანში, ჩვენს სოფელში ავეყვანე."

დედა შინ დაბრუნდა და მიხვდა, რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს.

რუსლან წულაძე 1983 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ლანჩხუთში. ლიდია ინშუნა და ვალერი წულაძე სამ ვაჟკაცს ზრდიდნენ.

დედა: "რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან. საოცრად მოსიყვარულე იყო, მშვიდი და გაწონასწორებული. უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა.

უსაქმოდ არასდროს იჯდა, ყოველთვის რაღაცით იყო დაკავებული. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა, საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო. სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ  მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა. წავიდა და სთხოვა, სიმინდში გაგვიცვალეო. სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა. იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე. რომ გაიხდიდა, დაკეცავდა და კოხტად დადებდა. რომ ჰკითხავდნენ, ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და კიო, პასუხობდა… კითხულობდა წიგნებს იარაღზე, სამხედრო ტექნიკაზე, უნდოდა, ყველაფერი ცოდნოდა."

სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. შემდეგ კვლავ სოფელში დაბრუნდა. სამი თვის შემდეგ კი პოლკოვნიკი გია ჭელიძე ნახა შემთხვევით.

დედა: "მითხრა, გადავწყვიტე, კონტრაქტი დავდო და ჯარში დავბრუნდეო. მეორე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა, ძალიან კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით, ერთხელ მითხრა, ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარულის გამო ვაკეთებო. რუსლანს უსაზღვროდ უყვარდა საქართველო…

როცა ვკითხავდი, სიბერემდე ჯარში დარჩენას ხომ არ აპირებ,-მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, სანამ საჭირო იქნება იქ დავრჩებიო. ცოლის მოყვანა უნდოდა. შეყვარებული ჰყავდა, მაკა ერქვა. ხშირად ამბობდა ბევრი შვილი მინდა მყავდესო. მაკა დღესაც მეხმიანება, მასაც ჩემს შვილად მივიჩნევ. 21 ნოემბერს აპირებდა ქორწილის გადახდას, არ დასცალდა."

დედა გაიხსენებს რომ 20 ივნისს, შინ ათდღიანი შვებულებით ჩასული შვილი, გაუთავებლად ქორწილზე და ომზე ლაპარაკობდა.

დედა: "გავბრაზდი, სულ ომს რატომ ახსენებ,-მეთქი. გაეცინა, პასუხი არ მოუცია. მოგვიანებით კი მითხრა, დე, ომი რომ დაიწყოს, შენ ისეთი ხარ, იქ ჩამომაკითხავ და ძებნას დამიწყებ, იქაურობას აიკლებ, "რუსლანჩიკ, შვილო, სად ხარო". ძმები იცინოდნენ, მე ხმა არ ამომიღია, არ მომეწონა ეს ხუმრობა.

სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა, ეს შენ ატარეო. ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა, დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი. იმ დღეს მისი საქციელით ნაწყენი ვიყავი და უგულოდ გადავსახე პირჯვარი.

გამომხედა ნაღვლიანი თვალებით. არასოდეს დამავიწყდება ის თვალები. 5 აგვისტოს დამირეკა, პოლიგონზე მივყავართ სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა, ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო. ომი რომ დაიწყო, შიშმა ამიტანა.

9 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო, მკაცრი ხმით მითხრა. უცებ აფეთქების ხმა გავიგე, ისევ მომატყუა, წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო. მას შემდეგ სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი".

რუსლან წულაძის გამოსვენება 17 აგვისტოს მოხერხდა უწმინდესის ძალისხმევით. დედამ არ ისურვა შვილის ცხედრის ნახვა _ უნდოდა ისეთი ხსომებოდა, როგორიც იყო _ სიცოცხლით სავსე…

დედა: "შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი, ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა. ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე _ როცა მოვკვდები მინდა, გულზე დამაყარონ.

მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ ბიბინებდა, იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ, ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა…

სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ, იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო!

ადრე სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა პირიქით, მინდა ვიცოცხლო დიდხანს და ბევრი რამე გავაკეთო მისთვის. ჩვენი სოფლის ცენტრში, მემორიალი დაუდგეს ჩემს შვილს.

მინდა პატარა სამლოცველო ავაშენო რუსლანის სახელზე, სადაც ყველა დაღუპული გმირის მოგონებას შეძლებს ხალხი. ყველა დაღუპულ ჯარისკაცს მინდა მოვეფერო.

ისინი ღმერთთან არიან. მინდა ყველა შვილმკვდარ დედას ვუთხრა, რომ გამაგრდნენ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში!"

 ვასილ სმირნოვი ლანჩხუთიდან

დაიბადა 1990 წელს. 1999 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. 2004 წელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის სამაჩაბლოში იბრძოდა, სადაც დაიჭრა კიდეც. 2007 წელს ერაყში მისიით იმყოფებოდა და სამშობლოში 2008 წლის თებერვალში დაბრუნდა.

ქუთაისის 32-ე ბატალიონის წევრი იყო, რომელიც ცხინვალში 7 აგვისტოს გადასხეს. ცხინვალში 5 დღე იბრძოდა, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით ჯარისკაცებს ტერიტორიის დატოვება მოუხდა. გორში ჩამოსული ვასილი მიკროავტობუსით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც რუსებმა საჰაერო იერიში განახორციელეს და მიკროავტობუსი ააფეთქეს. ვასილი ადგილზევე დაიღუპა.

მის ცხედარს ახლობლებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს.

დედა: "ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა ვასილთან. იმ ავადსახსენებელ დღესაც დამირეკა. მშიერი, დასვრილი მოვდივარ და თბილი წყალი დამახვედრეო. რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, რუსის გვარი აქვს და იქნებ, ტყვედ ჩავარდა,-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი აღარ იყო!" 

სტატიაში გამოყენებულია მასალები წიგნიდან _ "გმირები




 ახალი ამბები
  • მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას" სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი აქვს„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული შედეგებია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი და სწორი მონაცემები. ბოლომდე ამ მონაცემებს ვერ ვიზიარებთ, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, რომ რეალურად ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, „ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში"- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „რუსთავი2¬"-ის ეთერში ბრიტანული კომპანიის დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, შესაძლებელია, კომპანიამ  გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის, ალოკაციის მეთოდთან დაკავშირებით და ამიტომ მიიღო ეს შედეგი.„სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის  რეალობა, თუმცა ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. „ქართული ოცნებისთვის" ეს არის მინიმუმზე მინიმუმი , რაც კი შეიძლება თეორიულად შეიძლება დღეს  იყოს ცდომილების ფარგლებში" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, რეიტინგი გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა რეალობა, რა გააკეთა სახელმწიფომ მათთვის, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში. „დღეს ოპოზიციის რეიტინგები არის გაცილებით დაბალი, ვიდრე 2016 წელს იყო და 2016 წელს არჩევნებამდე, ზუსტად ამ პერიოდში,  ორთვენახევრით ადრე უფრო დაბალი რეიტინგი გვქონდა. ოპოზიციის დიდი ნაწილი დადგა კოვიდ ვირუსის მხარეს და ეს სიშიშვლე დაინახა ხალხმა, ამომრჩეველმა  ამოიცნო მათი სახე, კიდევ უფრო კარგად  დაინახა, რა გააკეთა მათთვის სახელმწიფომ და თურმე როგორ ჰქონია სისტემები დალაგებული ქვეყანას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად, თორემ  კოვიდის გამო მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა და როგორ შეიძლებოდა, რომ განწყობა გაუმჯობესებოდათ?! კოვიდმა ის გააკეთა, რომ დაანახა თეთრი და შავი ქართველ ხალხს"- განაცხადა მამუკა ... ...
  • ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთშიამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 2 ახალგაზრდა იჯდა, მოხრეშილ გზაზე მოცურდა, იქვე მცხოვრების ეზოში შევარდა და ხეებს შორის გაიჭედა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარები ბრიგადა, რომელმაც ახალგაზრდები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდებასაქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები. თუმცა უკვე ათვისებული დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ესპანური,  მაღალმოსავლიანი  8,600 ნერგი დარგო.  შპს ნათს ჯორჯია 1 ჰა-დან  საშუალოდ 1,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას გეგმავს. კომპანია არ გამორიცხავს სამომავლოდ ნუშის რძის წარმოება და ექსპორტზე გატანა დაიწყოს. ნუშის ბაღის სრულად გაშენების შემდგომ კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199 000 ლარი. „საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მის პარტნიორ შპს ნათს ჯორჯიასთან ერთად კოდაში ნუში ბაღის გაშენებისთვის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. კომპანია უკვე  7,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას ელოდება. პროექტის დასრულების შემდეგ შპს ნათს ჯორჯია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • “პატრიოტთა ალიანსის” 2 ტყუილი მანდატურების ისტორიასა და განათლების შესახებ კანონზე26 ივლისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა მანდატურების ინსტიტუტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მანდატურები ევროპაში პირველად ნაცისტური პარტიის მმართველობის დროს გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოში მათი გამოჩენა “მომავალი თაობის „გამოლენჩებას” ემსახურება. ოთარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ განათლების კანონით მასწავლებელს მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემა ეკრძალება. ოთარაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, გერმანიის სკოლებში მანდატურის სამსახური არ არსებობს. ინფორმაცია ასევე არ იძებნება ნაცისტური მმართველობის პერიოდში მანდატურების შემოყვანაზე. ევროპის კონტინენტზე მანდატურის თანამდებობა კი ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში ბიზანტიის სამეფო კარზე არსებობდა, საქართველოს ისტორიულ წყაროებში კი მეცხრე საუკუნიდან იხსენიება. რაც შეეხება განათლების შესახებ კანონს, ის კრძალავს არა შენიშვნის მიცემას, არამედ მოსწავლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.   წყარო : .mythdetector ... ...
  • 20 სასამართლო პროცესი, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთებაადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საერთო სასამართლოებში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას. ამ დროისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომელთაგან ნაწილის განხილვა სასამართლოში დასრულებულია.  1.  გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმე). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი უგულავა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის ამ განაჩენით, გიორგი უგულავას 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი საპატიმროდან 2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა.  2.  გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმე. ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. ბრალდებულებს პროკურატურა სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება). ამასთან, უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება.    3.  გიორგი უგულავას საქმე (ე.წ აეროპორტის საქმე). პროკურატურის 2019 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით, გიორგი უგულავას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების ვერსიით, გიორგი უგულავამ ბ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბ.გ. პირიქით - პროვოკაციულად თავს დაესხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს - გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს. საქმე მოსამართლეს არსებითად განსახილველად აქვს გადაცემული, მაგრამ განხილვა ჯერ არ დაწყებულა.   მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.  4.  ნიკანორ მელიას  საქმე. პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციას უკავშირდება.  ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი. 5.  ნიკანორ მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმე. ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნიკანორ მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლოში ნიკანორ მელია გამართლდა სსკ-ის 2051-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით. 6.  ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა  2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე, სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოქრუაშვილმა, ისევე როგორც გიორგი უგულავამ, პენიტენციური დაწესებულება 15 მაისს დატოვა. შეწყალების მიუხედავად, ოქრუაშვილმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა 2020 წლის სექტემბერში დაიწყება. 7.  ირაკლი ოქრუაშვილის საქმე (ე.წ ბუტა რობაქიძის საქმე). ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი  წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საქმე ეხება 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, დიდუბის პანთეონთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის პატრულმა-ინსპექტორებმა გააჩერეს BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდების დადგენილებით, ამ ფაქტზე ინფორმაცია იმავე ღამით მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შსს-ს მაღალჩინოსნებს, „გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი“ და ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. 8.  კობა კოშაძის საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით  მიმართა, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.  ადამიანის უფლებათა ცენტრმა კობა კოშაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. 9.  გიორგი რურუას საქმე. ტვ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, 2019 წლის 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს და მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება); მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის   მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას სასჯელის სახედ 4 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო ორივე წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულის შეწყალებაზე უარს აცხადებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე - სამართლებრივი ანალიზი. 10.            მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე - თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს (ამჟამად - პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები) ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ). სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. 11.            ნიკა გვარამიას საქმე - „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.  12.            მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე. საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის „ბ“ ბუნქტით, რაც გულისხმობს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით (8 837 461 ლარი) ჯგუფურად გაფლანგვას. სისხლის სამართლის საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი. 13.            მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას საქმე. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე განიხილება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 2007 წ. 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბრალი წარდგენილი აქვთ იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს: ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე ნინო ელეიშვილი. 14.            ლაშა ჩხარტიშვილის საქმე. 2020 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე და მას ჯარიმის სახით დააკისრა 3500 ლარის გადახდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილება 3 სასამართლო სხდომაში მიიღო. ჩხარტიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 15.            ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე. ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილსა და ცოტნე სოსელიას ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. მოცემულ საქმეზე პროკურატურასა და ბრალდებულებს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. 2020 წლის 23 მარტს ბესიკ თამლიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ბესიკ თამლიანის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება.  16.            ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაკრესის“ თანამშრომელს, ბეჟან ლორთქიფანიძეს  ბრალი წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდება უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 2019 წლის 20 ივნისს დააკავეს და მას შეფარდებული ჰქონდა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა. ამ დროისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო აქვს შეფარდებული. სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.  17-18-19. ყოფილი სპეცრაზმელების საქმეები. ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილს და მინდია ამბარდნიშვილს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს - „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“. ყოფილი სპეცრაზმელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცალ-ცალკე სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს. 20.            ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები ასევე აკვირდებოდნენ გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეს. გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მოცემული საქმე განიხილებოდა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან ერთად, მაგრამ ჯავახიშვილისა და დათაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ისინი მალევე გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.  მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები გააანალიზა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. ადამიანის უფლებათა ცენტრი  სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. პროექტი საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც ითვალისწინებს. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). პრესრელიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...