კიდევ ერთი "საჩუქარი" მოსახლეობას

მთავარი თემა

კიდევ ერთი "საჩუქარი" მოსახლეობას

2011 აპრ 22 22:38:49

"სოკარის" ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2011 წელს, 50 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დღეისთვის "სოკარი" საქართველოს ბაზარზე აქტიურად მუშაობს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისა და 31 გაზის მეურნეობის გაზიფიკაციის პროგრამებზე. საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი ამ დროისთვისაც გრძელდება. აღნიშნული პროგრამის მეორე წლის (რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდება) შედეგად, ახალი აბონენტების რაოდენობა 100 ათასს მიაღწევს", _ აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ საიტზე 2010 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარი", მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად მიიჩნევა. სწორედ მისი შვილობილი კომპანიაა შპს "სოკარ ჯორჯია გაზი", რომელიც 2007 წლის ივნისში დაფუძნდა. იმავე წელს, კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში _ "სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზის სადისტრიბუციო კომპანიების პრივატიზაციის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 მაისის Ж306 განკარგულება) და დაეკისრა, როგორც გაზის დისტრიბუცია (განაწილება), ისე გაზიფიკაციის მასშტაბური პროგრამის (გაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობა) რეალიზაცია 30-მდე ქალაქსა და რაიონში.

უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ქვეყნის 29 რეგიონში, მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელი "სოკარის" მმართველობაში გადმოვიდა. ამ რეგიონებს შორისაა გურიაც, სადაც "სოკარ ჯორჯია გაზს" რამდენიმე ასეული აბონენტი ჰყავს.

საქართველოს და გურიის ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაზმომარაგებას ასახელებს. თუმცა, როგორც მოვიკვლიეთ, ამ კუთხით, პრობლემები ძალიან ბევრია. ეს ის შემთხვევაა, როცა "გასაკეთებელი" მართლა "ბევრია" და ამ ლოზუნგის მხოლოდ წინასაარჩევნო პლაკატებზე გაკვრა ვერაფერი ხეირია _ დაპირებული გაზიფიკაცია ბევრ ქუჩასა და სოფელში დღემდე შორეულ პერსპექტივად ითვლება.

გურიის ვერც ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ გვპასუხობს დაზუსტებით, თუ რა რაოდენობის გაზიფიცირებული მოსახლე იქნება გურიაში მიმდინარე წლის ბოლოს. თუმცა, ამბობენ, რომ "ბევრი"(?!).

სანამ ხელისუფლება პროგნოზებს აკეთებს და ჩვეულ დაპირებებს იძლევა, მოსახლეობის თქმით, "სოკარ ჯორჯია გაზი _ გურია" აბონენტებს "ატყავებს" _ საქმე იმაშია, რომ ყოველგვარი გაფრთხილების და ინფორმაციის გავრცელების გარეშე, კომპანიამ გაზის მრიცხველები ქუჩაში გამოიტანა:

_ მოვიდნენ კომპანიიდან და მითხრეს, რომ მრიცხველი ქუჩაში უნდა გამეტანა. ცუდი არაფერი მიფიქრია. მით უმეტეს, რომ ყველაფერი საკუთარი სახსრებით გააკეთეს. ერთი კვირის შემდეგ კი მითხრეს, რომ ჩემი მრიცხველი გაფუჭებული იყო და 250-ლარიანი ახალი მრიცხველი უნდა შემეძინა. ხალხის ასე გატყავება გაგონილა?! აღარ იციან, ფული რა ხერხებით ამოიღონ ხალხიდან, _ გვითხრა "სოკარ გურია გაზის" ერთ-ერთმა აბონენტმა, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.

ჩვენი რესპონდენტის მსგავს დღეში გურიაში ბევრი ადამიანია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ათობით ოჯახს ახალი მრიცხველის შეძენა დაავალეს. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც გაზი სულ რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს, და დალუქულ, "პლომბირებულ" მრიცხველში 140 ლარი უკვე გადაიხადეს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს "ჩოხატაურ გაზის" ხელმძღვანელი ელიოტ ხაბეიშვილი და ამბობს, რომ ქუთაისში მრიცხველის წაღების წინ ყველა აბონენტს აფრთხილებენ.

_ რა თქმა უნდა, ვაფრთხილებთ. გაურთხილებლად არავის მრიცხველი არ წაგვიღია. იცვლება ის მრიცხველები რომლებსაც კორექტორი არ აქვს. კორექტორიანი მრიცხველები კი, პირდაპირ გამოაქვთ ეზოს გარეთ.

_ ამ ეტაპზე რამდენი დაზიანებული მრიცხველი აღმოაჩინეთ ჩოხატაურში?

_ ჯერჯერობით, არც ერთი. ასე რომ, "სოკარი" მრიცხველებს ხალხს საჩუქრად აძლევს.

_ რა არის საჩუქარი? რამდენიმე თვის წინ 140 ლარი რომ გადაიხადეს და ის მრიცხველი გარეთ გამოაქვთ?

_ ვისიც არ არის კორექტორიანი, ანუ ვერ ახდენს ტემპერატურის ცვალებადობის დაფიქსირებას, გამოსაცვლელია.

_ ჩვენ გვითხრეს, რომ აბონენტებს ახალი მრიცხველის შესაძენად 250 ლარი მოსთხოვეს...

_ ვინც ეს გითხრათ, ის კარგად ვერ იგებს, რა ხდება. არ იცის რამდენია 250 და რამდენი _ 160.

_ ახალი მრიცხველი 160 ლარი ღირს?

_ დიახ. 6 თვის განმავლობაში უნდა გადაიხადონ ეს თანხა, თუ მათი მრიცხველი ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება უვარგისი.

_ ახლა არ მითხარით, "სოკარი" აბონენტებს ჩუქნის მრიცხველებსო?

_ დიახ. თუ უვარგისია, იხდის, და თუ კარგია, ჩუქნის.

_ ეს პრეზიდენტის "საჩუქარზე" _ დენის და სურსათის ვაუჩერზე უფრო უცნაური საჩუქარია, ბატონო ელიოტ...

_ ასეა, და...

ხაბეიშვილის ამ განცხადების საწინააღმდეგოდ, ჩოხატაურის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ "ჩოხატაურგაზის" თანამშრომლებს მრიცხველი ქუთაისში აბონენტებთან შეუთანხმებლად მიაქვთ:

_ ვინ იცის, იქნებ, არც კი მიაქვთ და თავად ამბობენ, რომ გაფუჭებულია? არავის აძლევენ შემოწმების საშუალებას. თვითონ ხსნიან, მიაქვთ და უვარგისობის დასკვნასაც თავად წერენ. თუ ასე არ არის, რატომ არ ასწრებენ მოსახლეობას შემოწმების პროცესს? ან რატომ დაიწყეს მრიცხველების ქუჩაში გამოტანა ისე, რომ ამის შესახებ წინასწარ არ გააკეთეს განცხადება? _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები ჩვენთან საუბრისას.

ჩვენს წყაროს ინფორმაციით, მრიცხველების გარეთ გამოტანის და აბონენტების "დასჯის" მიზეზი ის არის, რომ გურიაში "სოკარს" გაზის დიდი დანაკარგი აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ დაზიანებული მილებიდან კარგა ხანია, გაზი ჟონავს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დანაკარგის ანაზღაურება "სოკარს" მოსახლეობის ხარჯზე სურს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება "სოკარ ჯორჯია გაზი _ გურიას" ხელმძღვანელი ლადი ჟღენტი. მისი თქმით, მრიცხველების ქუჩაში გამოტანა ტექნიკურმა სიახლეებმა განაპირობა:

_ მრიცხველების გარეთ გატანა კომპანიის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაა. ეს ძალიან კარგია, რადგან ინკასატორს არ უწევს ეზოებში შესვლა და ადამიანების შეწუხება. შემოდის უახლესი ტექნიკა _ ხელსაწყო, რომელიც თავად აღრიცხავს მოხმარებული გაზის საფასურს, _ აღნიშნა ჟღენტმა.

_ ბატონო ლადი, მოსახლეობა ამბობს, რომ მრიცხველები ქუჩაში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაგაქვთ და ასევე გაფრთხილების გარეშე მიგაქვთ შესამოწმებლად ქუთაისში...

_ ასე ვერ ვისაუბრებთ _ კონკრეტული აბონენტების სახელები უნდა მითხრათ. ყოველი შემოწმებისას, ადგილზე უნდა იმყოფებოდეს უბნის მიერ მინდობილობით აღჭურვილი პირი, რომელიც პირადად აკონტროლებს შემოწმების პროცესს ყოველგვარი ეჭვების გასაქარწყლებლად. თუკი არსებობს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი ფაქტი, მტკიცებულებების წარმოდგენის შემდეგ, ამის ჩამდენი პიროვნება სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლდება.

_ ეს მრიცხველები ხომ სულ ახალი დადგმულია? რამ განაპირობა ხელახალი გადამოწმება?

_ არის მრიცხველები, რომლებიც დაზიანებულია.

_ ანუ აბონენტი მეტს მოიხმარდა და ნაკლებს იხდიდა?

_ დიახ. იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა. თუმცა, ეს არავის ბრალი არ ყოფილა და აბონენტს ძალით არ გაუკეთებია _ მრიცხველი იყო გაფუჭებული.

_ და ამით კომპანია ზარალდებოდა?

_ რა თქმა უნდა.

_ როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, გურიაში კომპანიის ზარალი საკმაოდ დიდია, ოღონდ არა მოსახლეობის ე.წ. გაფუჭებული მრიცხველების, არამედ დაზიანებული ცენტრალური მილების გამო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ გურიაში ბევრ ადგილზე, მაგისტრალისთვის ძველი, დაცხავებული მილებია გამოყენებული, ბევრგან დგას გამოჟონილი გაზის სუნი და ხშირია ავარიის შემთხვევები, რომ არაფერი ვთქვათ ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენჯერმე გაჩენილ ხანძარზე. წყაროს ინფორმაციით, ახალი მრიცხველების შეძენით, კომპანია სწორედ ცენტრალური მილსადენებზე მომხდარი ავარიების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ცდილობს.

_ ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

_ ამ ეტაპისთვის ოზურგეთში რამდენი დაზიანებული მრიცხველი აღმოაჩინეთ?

_ ერთ უბანში გვქონდა შემთხვევა, როცა 35 აბონენტიდან 19(?!) აბონენტის მრიცხველი დაზიანებული აღმოჩნდა, _ გვითხრა ჟღენტმა.

რადგან ბატონი ლადი დედაქალაქში იმყოფებოდა, ეს საუბარი ტელეფონით შედგა. ამ თემაზე ვრცელ კომენტარს "სოკარ ჯორჯია გაზი _ გურიას" ხელმძღვანელი ოზურგეთში დაბრუნებისთანავე დაგვპირდა.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...