"ხალხი შედეგს ერთადერთ კაცს _ ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვს"

მთავარი თემა

"ხალხი შედეგს ერთადერთ კაცს _ ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვს"

23 მაი. 2013, 17:10:50

თუმცა, "გურია ნიუსთან" დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი დასათვლელი არაფერი იქნება, ამის მთავარი მიზეზი კი კრიზისულ სიტუაციაში სამინისტროებს შორის საერთო მიზნის არ არსებობაა. _ ობიექტურები რომ ვიყოთ, წლის შედეგი უნდა დავთვალოთ. რა იყო მიღწეული, რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული იმისთვის, რომ მომავალში უკეთესი შედეგი იყოს. 7 თვე არ არის საკმარისი. წლის ბოლოს ნოემბერ-დეკემბერში ყველა სამინისტრო ყველაფერს დაითვლის. მაგრამ, შემიძლია გითხრათ, ბევრი დასათვლელი არაფერი იქნება."

_ რამდენად ძლიერია პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური გუნდი?

_ თუ პრემიერი შედეგზეა ორიენტირებული, ვფიქრობ, გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. არ ვამბობ, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში მხოლოდ ეკონომიკური გუნდია გადამწყვეტი. მაგრამ, პრობლემაა ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში არ არსებობს ერთი მიზანი. მთავარი _ მთლიანი სტრატეგია, ახლა იქმნება. მთავრობა, პარალელურად რამდენიმე მიზნისკენ უნდა მიდიოდეს, ერთმანეთთან შეთანხმებულ სტრატეგიას უნდა მისდევდეს. ერთიანი სტრატეგიის არ არსებობის გამო, ცალკეული სამინისტროს ემოციური ქმედებები და გადაწყვეტილებები, მთავარ ხაზს აცდენილია. თითოეული სამინისტრო თუ სახელმწიფო უწყება ერთ კაცს არის მიჩერებული. პირად ინიციატივას არ იღებენ. ამიტომ, ყველა ტვირთი პრემიერ-მინისტრს აწვება. შედეგების დათვლის დროს არავინ გაიხსენებს, ვინ იყო ცუდი მინისტრი _ ხალხი შედეგს ერთადერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვს.

_ საპარლამენტო უმცირესობა, ანუ "ნაციონალურ მოძრაობა" საუბრობს, რომ წელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გველოდება.

_ საქართველოში თუ რამე პრობლემაა, მათ შორის ეკონომიკაშიც, ეს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. ჩემი კრიტიკა პრინციპულად განსხვავდება დღევანდელი ოპოზიციის კრიტიკისგან და მიდგომებისგან. მაგრამ, არ ვისაუბროთ ნაკლზე, რომელიც დღეს არსებობს, დიდი დანაშაული იქნება. 2013 წელი არაფრით არ იქნება უარესი 2012 წელთან შედარებით. მაგრამ, ეს ძალიან ცოტაა. არჩევნებამდე ვამბობდი, რომ ახალი მთავრობა ფუნდამენტალური პრობლემების წინაშე დადგება. იმისთვის, რომ გაუშვათ ეკონომიკის მექანიზმი, 2013 წელს აუცილებლად უნდა მომზადდეს ყველა საკანონმდებლო და სამთავრობო გადაწყვეტილება. მე ვერ ვხედავ ეკონომიკურ კანონმდებლობებში ინიცირებას, ინსტიტუციონალურ ცვლილებებს. საქართველოში ახალი, დამოუკიდებელი ეკონომიკური და ფინანსური ჯგუფების გაჩენის არანაირი წინა პირობა არ არსებობს; გარემო ისევ მონოპოლიზირებულია. ძველი საბანკო სისტემა, უბრალოდ, მახინჯია, რაც სერიოზული მუხრუჭია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

_ თქვენი აზრით, ახალმა მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი? მით უმეტეს, რომ ქვეყანაში 2013 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია.

_ თუ კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატს პრობლემა არ ექნება, ეს მთლიანად ხალხის ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულების შედეგი იქნება. თუმცა, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია და კანდიდატი უალტერნატივოა. გააჩნია, ოპონენტები რას გააკეთებენ. სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობა" _ მათ კანდიდატს, უბრალოდ, შანსი არ აქვს. საქართველო არ არის მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა." საქართველო გაცილებით მდიდარი ქვეყანაა და მთავარია, კრიტიკულ სიტუაციაში, პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზიის მქონე ადამიანებს ეყოთ გონიერება, გადადგან სწორი ნაბიჯი.




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...