მოსახლეობის პროტესტი და გამგებლის მიმართვა _ "თუ მომისმენთ, არ დაიხრჩობით!"

მთავარი თემა

მოსახლეობის პროტესტი და გამგებლის მიმართვა _ "თუ მომისმენთ, არ დაიხრჩობით!"

2013 მაი 27 13:25:20
თუმცა, სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ, გზა მალე გათავისუფლდა.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. მათი განცხადებით, რამდენიმე წელია, სოფლის დახმარების პროგრამით, სოფელ ძიმითში წყლის მოსაგვარებლად რამდენიმე ათასი ლარი გადაირიცხა, თუმცა, ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. აქაურები სოფლის ხელმძღვანელობას ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სოფლისთვის გამოყოფილი ფული "წყალშია გადაყრილი". რამდენიმე წუთის განმავლობაში, სიტუაცია უმართავი იყო. მოქალაქეებმა ადგილზე მყოფ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ხმამაღალი სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. ასევე, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს შალვა თავდიშვილსა და ადგილობრივ მკვიდრს შორის, რის შედეგადაც თავდიშვილი სამართალდამცავებმა ადგილიდან გაიყვანეს. აქ იმყოფებოდა გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოჩა ფერსაშვილი და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი, ირაკლი შავიშვილი. სიტუაცია რამდენიმე წუთში კონტროლს დაექვემდებარა.

ადგილზე მყოფი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ხალხს დახმარებას შეჰპირდა. მისი განცხადებით, როგორც კი გადმოირიცხება თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, ეს პრობლემა პირველ რიგში მოგვარდება.

დაპირებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსახლეობა მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება: _ 21-ე საუკუნეში, შეიძლება, წყალი არ მიეწოდებოდეს სოფელს? გადაკიდებული ვართ ერთმანეთს უბანში მცხოვრებლები. საიდან არ ვეზიდებით წყალს. საკუთარი ჭა ძალიან ცოტას აქვს. ჩვენს უამრავ პრობლემას და გაჭირვებას, უწყლობაც ემატება. ამდენი წელია, პირველყოფილი ადამიანებივით ვართ. ახალმა მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება! გადავკეტავთ ცენტრალურ გზას და ფეხით ჩავალთ ქუთაისში, პარლამენტის წინ მოვაწყობთ აქციას! მიაწვდინეთ ჩვენი ხმა პარლამენტარებს! ამოგვხდა სული _ ამდენი წელია, უწყლოდ ვართ. ჟურნალისტებს ბევრი რამ შეგიძლიათ, მალე მოგვხედონ, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" მოსახლეობის წარმომადგენლები.

_ რაში ჩაიდო ეს ათასობით ლარი? არ არსებობს პროექტი, არ არსებობს ხარჯთაღრიცხვა, არ იციან, შესყიდვები ვინ განახორციელა, ტენდერი არ გამოცხადებულა. მთავრობამ გასცა ფული იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ გაეხარჯათ საკუთარი მიზნების გასახორციელებლად. ჩვენი მოთხოვნაა, მალე შეასრულონ სამუშაოები, თორემ ჩვენს თავზე პასუხს აღარ ვაგებთ, _ გამუდმებით ისმოდა უკმაყოფილო ხმები.

_ თანხა არის არამიზნობრივად დახარჯული! მოგვისმინეთ! _ მიმართა კოტე შარაშენიძეს ხალხმა, _ სად ხარ, ამდენი ხანი?! ორი თვის წინ იყავი ამოსული, გთხოვეთ და ფეხებზე დაგვიკიდეთ! დავიხრჩვით უწყლობით! როგორ ბედავს მაჟორიტარი შალვა თავდიშვილი აქ მოსვლას, როგორ დაენახვა ხალხს?! 13 500 ლარი ჩაგვბარდეს ხალხს, ის, რაც გამოყოფილი იყო ხალხისთვის და მაგათ შეჭამეს! ვითხოვთ, სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, სად წავიდა ეს თანხა. როდის დავიხრჩობით იმას ელოდებით?! არ დავტოვებთ ამ საკითხს ასე! _ ხმას აუწიეს აქციის მონაწილეებმა.

_ კი ვიცი, ასეთ დღეში რომ ხართ, მესმის თქვენი! დაწყნარდით! არ დაიხრჩობით, მე თუ მომისმენთ! წყალი გინდათ? მოვედი თქვენთან და გეუბნებით, რომ ამ პრობლემას მალე მოვაგვარებთ! გადმორიცხული თანხა მოხმარდება წყლის რეაბილიტაციას. ფული ამ წუთს ჩვენ არ გვაქვს, რომ დავიწყოთ სამუშაოს წარმოება! დაგპირდით და უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ საკითხის გადაწყვეტას, ზაფხულში წყალი გექნებათ! _ რამდენიმე წუთის მანძილზე ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას კოტე შარაშენიძე.

სოფელ ძიმითის რწმუნებულის მზია სალუქვაძის თქმით, სამი წელია, არსებობს ეს პრობლემა, სოფელს წყალი არ აქვს.

_ ქალბატონო მზია, რატომ არ მოგვარდა პრობლემა რამდენიმე წლის განმავლობაში?

_ რამდენიმე წლის წინ, ინდმეწარმე, რომელსაც უნდა შეესრულებინა ეს პროექტი, დააკავეს, მეორე წელს ისევ გამოეყო თანხა სოფელს ამ პრობლემისთვის! გაკეთდა რაღაც, შეცვალეს წყლის ძრავი, ისევ გაფუჭდა, ახლა აღარ მუშაობს.

_ თქვენი აზრით, მოსახლეობის მოთხოვნა საფუძვლიანია?

_ რა თქმა უნდა, ამ ხალხის მოთხოვნა საფუძვლიანია და მათ ეს პრობლემა მალე უნდა მოუგვარდეს.

კოტე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: _ იმ თანხების განკარგვას, რომელიც გამოყოფილია ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სოფლის მხარდამჭერი პროგრამისთვის წელს, სჭირდება გარკვეული პროცედურების ჩატარება. აქ ჩვენ ჩავატარეთ კრება, მოვამზადეთ საპროექტო სამუშაოები, ამის შემდეგ, კომპეტენტურმა ფირმამ ან ინდმეწარმემ უნდა შეასრულოს სამუშაო, მოგვარდეს იურიდიული საკითხები. ეს თანხები ჯერ არც ერთ მუნიციპალიტეტეში არ არის ჩამორიცხული, როგორც კი ჩამოირიცხება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს. ამ ხალხს აქვს განცდა იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ატყუებდა წინა ხელისუფლება და ჰგონიათ, რომ ახალი ხელისუფლება მათ პრობლემებს არ მოუგვარებს. მე მინდა ვუთხრა ოზურგეთის მოსახლეობას, რომ დრო და დრო ყველა პრობლემას გადაჭრის ახალი ხელისუფლება. მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ხალხს ამ პრობლემას პირადად მოვუგვარებ!

წერილი მომზადებულია ფონდის"ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...