ნათია მოგელაძის საიდუმლო თანამშრომლების ვინაობა და მათი პრემიების ოდენობა ცნობილია!

მთავარი თემა

ნათია მოგელაძის საიდუმლო თანამშრომლების ვინაობა და მათი პრემიების ოდენობა ცნობილია!

27 მაი. 2013, 22:55:32

"კონტროლის პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გადმოგცეთ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ, მათი თანამდებობრივი სარგოების მითითებით, ვინაიდან ხსენებული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს!" _ ასეთი იყო მაშინ მათი პასუხი.

2012 წლის 25 მაისს, საჩივრის განხილვა შედგა კონტროლის პალატაში, სხდომა გამართა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, ივანე პეტრიაშვილმა. მაგრამ, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მათ მიერ განხილული ადმინისტრაციული საჩივრის პასუხი გაასაიდუმლოვა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის არ ჩაგვბარებია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები იტყუებოდნენ, რომ დოკუმენტი მზად იყო და გადმოგზავნილი ფოსტით. მაგრამ. რომელი ფოსტით გამოგზავნეს, არავინ იცის, რადგან, მსგავს დოკუმენტს ჩვენამდე არ მოუღწევია.

2012 წლის 24 აგვისტოს "გურია ნიუსმა" აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

როგორც დღეს ირკვევა, მოგელაძე და მისი უწყება თურმე იმ 100%-ან პრემიებს ასაიდუმლოებდა, რომელიც მაისის თვეში უკლებლივ მთელმა გუნდმა აიღო, როგორც ჩანს "ქართული ოცნების" შემომწირველთა მასობრივი დაჯარიმებისთვის.

ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის №69-Iს დადგენილების შესაბამისად შეიქმნა "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია", რომელმაც აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობა შეისწავლა. კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნოდარ ებანოიძე.

კომისიის მიერ შესწავლილი მასალებით ირკვევა, რომ მაისში, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის ყველა თანამშრომელმა პრემია მიიღო ხელფასის 100%-ის ოდენობით, სულ 25025 ლარი.

ნათია მოგელაძემ, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა - 2500 ლარი; გიორგი ამირანაშვილმა, სამსახურის უფროსის მოადგილემ - 2200  ლარი; ლევან მერაბიშვილმა, კონსულტანტმა - 700 ლარი; მინდია ჯორთმენაძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; მამუკა ფიფიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; ანნა ქორიძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; თენგიზ გეწაძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; თეიმურაზ ნაჭყებიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი,  პაატა ბურდულმა, ექსპერტ -ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; გაგა ჩარქსელიანმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; მამუკა ხორგუანმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; კახა საჯაიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; ლაშა კვირკვაიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; პაატა კუბლაშვილმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; ემზარ ღარიბაშვილმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა - 1500 ლარი; ვენერა ქოიავამ, მთავარმა კონსულტანტმა -  925  ლარი; ირინა ლომსაძემ, სპეციალისტმა - 700 ლარი.

საერთო ჯამში, ეს არის 14850 ლარით, ანუ 146%-ით მეტი კონტროლის პალატის ყველა, 88 აუდიტორიდან 11-ის მიერ ერთად აღებულ პრემიასთან შედარებით.




 ახალი ამბები
  • თბილისის მეტრო მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურებათბილისის მეტრო, 21 სექტემბრიდან, მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ  მეტროში დასრულებულია ენერგოუსაფრთხოებისა  და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარეობდა სარებილიტაციო სამუშაობი, რის გამოც, მეტრო 06:00 საათიდან 11:00 საათამდე მუშაობდა. ჩვეულ რეჟიმში გადასვლა ივნისში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სამუშაოები  გადაიდო და სექტემბრამდე მათი დასრულება ვერ მოხერხდა. როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში მეტროპოლიტენის გახსნიდან 54 წლის მანძილზე პირველად, სრულად განახლდა მეტროპოლიტენის საკაბელო და სავენტილაციო ინფრასტრუქტურა; კერძოდ - შეიცვალა 191,000 მეტრი დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137,000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) ახალი კაბელი და დამონტაჟდა 32 ერთეული ახალი სავენტილაციო დანადგარი; პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროპოლიტენში, მნიშვნელოვნად გაიზრდება უსაფრთხოების პარამეტრები და შემცირდება ტექნიკური შეფერხებების რაოდენობა; ახალი კაბელები მეტროპოლიტენს წელიწადში 670, 000 კილოვატ-საათის, ხოლო ახალი სავენტილაციო დანადგარები - 305, 000 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას ... ...
  • გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი ... ...
  • უცხოელ ბიზნესმენებს ფიზიკურად გაუსწორდნენ- ფაქტზე 4 პირია დაკავებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას" და" სუფთა სახლის" ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე. აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის. თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727 გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან. თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: INTEL EXPRESS, RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ... ...
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...