საპარლამენტო კომისიის დასკვნა _ კონტროლის პალატა სრულად ექვემდებარებოდა "ნაცმოძრაობის" კონტროლს

მთავარი თემა

საპარლამენტო კომისიის დასკვნა _ კონტროლის პალატა სრულად ექვემდებარებოდა "ნაცმოძრაობის" კონტროლს

2013 მაი 28 09:56:46

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის №69-Iს დადგენილების შესაბამისად შეიქმნა "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია". კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნოდარ ებანოიძე.

კომისიამ შეისწავლა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და უკანონო ხარჯვის შემთხვევები;  ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილი ამოსაღები და ამოღებული თანხების რაოდენობა; სამართალდამცავ სტრუქტურებზე მასალების გადაცემის რაოდენობა და შესაბამისი რეაგირებები;  ჩატარებული აუდიტების ხარისხი და ეფექტიანობა; ე) პრევენციულ-სარეკომენდაციო ხასიათის მითითებათა გაცემა და სხვა.

მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა პრემიების არამიზნობრივად გაცემას, აუდიტორების შერჩევითობას პიროვნული დამოკიდებულების მიხედვით, საწვავის ლიმიტის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხარჯვას და კიდევ სხვა უამრავ დარღვევას.

გამომდინარე აქედან,  საპარლამენტო კომისია მიიჩნევს, რომ  საქართველოს კონტროლის პალატის (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის) 2012 წელს განხორციელებული საქმიანობის არათუ დადებითად, არამედ დამაკმაყოფილებლად  შესაფასებლადაც კი.

"კომისია მაქსიმალურად შეეცადა განრიდებოდა დასკვნის სხვადასხვა თავებში პოლიტიკური დატვირთვის მქონე შეფასებებსა და განცხადებებს, მიუხედავად ამისა, ობიექტური რეალობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 2007 წლის მაისიდან პალატა სრულად იქნა დაქვემდებარებული ყოფილი მმართველი პარტიის კონტროლს, 2007 წლიდან პროფესიონალ და გამოცდილ მოსამსახურეებს მასობრივად აიძულებდნენ განცხადებების დაწერას, დაითხოვეს წლების მანძილზე დიდი შრომით ჩამოყალიბებულ კვალიფიციურ ხელმძღვანელთა და აუდიტორთა კადრები. ამ ყოვლად გაუაზრებელმა ღონისძიებამ კონტროლის პალატის სრული პარალიზება გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება, რადგან არ იყო მომზადებული შესაბამისი საკადრო რეზერვი, გააზრებული და გათვლილი განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და საკადრო ცვლილებების შესაძლო შედეგები" _ნათქვამია საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

2012 წლის მაჩვენებლების მიხედვით, სრულად იქნა უგულვებელყოფილი პალატის უმთავრესი კონსტიტუციური და სპეციალური კანონით დადგენილი ფუნქცია - საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის, სახელმწიფო ქონების გამოყენების მართლზომიერება და კონტროლი;

გარდა ამისა, სახელმწიფომ და კერძოდ, პარლამენტმა დაკარგა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ობიექტური და მიუკერძოებელი შემფასებელი, პალატა, რომელიც თავისი ფუნქციით მაგალითი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრების მომჭირნედ და ეკონომიურად ხარჯვის თვალსაზრისით, ნიმუში გახდა უყაირათობის და ფლანგვის;

ანგარიშში, რომელსაც ხელს კომისიის თავმჯდომარე, ნოდარ ებანოიძე აწერს, ვკითხულობთ: "წლების მანძილზე, მათ შორის 2012 წელს,  კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტისგან ითხოვდა და იღებდა პრაქტიკულად 2-ჯერ გაზრდილ საშტატო რიცხოვნობას და მის შესატყვის დაფინანსებას, რითაც საბიუჯეტო კლასიფიკაციის  შესაბამის მუხლებში ხელოვნურად ქმნიდა საბიუჯეტო თანხების ეკონომიას, რასაც ასევე მრავლობითი კანონდარღვევით, ყოველგვარი დასაბუთებისა და ობიექტური საფუძვლების გარეშე, რეალურად 350-400 შტატზე გათვლილ დაფინანსებას ფაქტობრივად ხარჯავდა  საშუალოდ 200-220 პირით დაკომპლექტებულ სამსახურზე".

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სრულად იყო იგნორირებული როგორც აუდიტორული საქმიანობის პროცესი, ისე აუდიტორთა პრაქტიკულად სრული შემადგენლობა, არაფერი კეთდებოდა რეალურად როგორც მათი მომზადების დონის შენარჩუნების, ისე გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური სტიმულირებისა და წახალისების თვალსაზრისით;

ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ  დანაშაულებრივი კანონდარღვევების შედეგად იქნა მიღებული ის რეალობა, რომ სულ რაღაც ექვს წელში, 2006 წლიდან 2012 წლამდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2012 წელს სულ მომზადდა 45 აუდიტის ანგარიში, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2006 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით - 883 აქტი; სამართალდამცავებს გადაეგზავნა მხოლოდ სამი დანაშაულის ნიშნების შემცველი კანონდარღვევის ფაქტი, რაც 69-ჯერ ნაკლებია 2006 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით - 208 მასალა, აღარ გავიმეორებთ  ბოლო წლებში და მათ შორის 2012 წლის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ მოხსენებებსა და ანგარიშებში დაფიქსირებულ აშკარა მიწერებსა და რეალობასთან არანაირი კავშირის არ მქონე ციფრობრივ მონაცემებს, და ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს მხრიდან  პალატის არსებობის მანძილზე უპრეცედენტო მხარდაჭერის პირობებში, კერძოდ:

უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამართული მუშაობისა და მისი თანამშრომლებისათვის სასურველი სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, ქვეყნის ბიუჯეტმა დახარჯა 64,2 მლნ ლარი. მათ შორის:

ხელფასებზე - 22,7 მლნ ლარი, პრემიებზე - 6,9 მლნ ლარი, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე - 2,6 მლნ ლარი, მივლინებებზე - 1,1 მლნ ლარი, პირადი მომსახურების ტრანსპორტის მოვლა-შენახვაზე - 1,8 მლნ ლარი, წარმომადგენლობით ხარჯებზე -  870 ათასი ლარი, შენობების რემონტზე, ავეჯისა და ტრანსპორტის შეძენაზე - 18.2 მლნ ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია თვლის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობა, დასკვნაში ასახული აუდიტის სამსახურის საქმიანობის ყველა მიმართულების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს უარყოფითად.

კომისიის დასკვნა და შესაბამისი დანართები, დასკვნაში ასახული კანონდარღვევების სამართლებრივი შეფასების მიზნით, უფლებამოსილების მიხედვით განხილვისა და რეაგირებისთვის, წარედგინოს საქართველოს მთავარ პროკურატურას.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...