შვეიცარული კომპანიის "საიდუმლო კოდი" გაშიფრულია, სახელმწიფოს არგუმენტი _ ანულირებული!

მთავარი თემა

შვეიცარული კომპანიის "საიდუმლო კოდი" გაშიფრულია, სახელმწიფოს არგუმენტი _ ანულირებული!

2013 მაი 29 20:52:59

კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობას, რომელიც შვეიცარულ-ოფშორულ პრესტიჟულობაზე დებს თავს, არ გააჩნია ოფიციალური ვებგვერდი და საკონტაქტო მეილიც კი. ერთადერთი ნიშანი, რაც მის არსებობაზე მიგვანიშნებს, მისამართი და ქალაქის ტელეფონის ნომერია, რომელზე დარეკვის ერთკვირიანი განუწყვეტელი მცდელობის მიუხედავად, არავინ გვპასუხობს.

კომპანიის თბილისის მისამართზე, სადაც დღეს ვიმყოფებოდით, არ არის არანაირი აბრა, რაც რაიმეზე შეიძლება მიგვითითებდეს. ამ კომპანიის დიდი რკინის ალაყაფის ზღურბლს მიღმა ნაბიჯის გადადგმა სასტიკად აკრძალულია!

ამ კომპანიის ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველოს  შემოსავლების სამსახურთან აქვს გაფორმებული, ორგზის და ხაზგასმით წერია, რომ შორიახლოსაც არ უნდა გაეკაროს და  გაიკაროს მედია!

რაც ყველაზე მთავარია, ამ იდუმალი კომპანიის ოფშორულ-შვეიცარულ ანგარიშზე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული გადასახადებიდან მილიონები უნდა ჩაირიცხოს! სახელმწიფო ბიუჯეტი ერთ თეთრსაც ვერ მიიღებს და საფასური მხოლოდ შვეიცარული კომპანიისთვის იქნება გადახდილი.

მისი სახელია "სიქპა სექურითი სოლუშენს ჯორჯია!"

საკონკურსო პირობების თანახმად,  2012 წლის 03 თებერვალს, 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შვეიცარული კომპანია "სიქპა სიქურითი სოლუშენსი".  თუმცა, ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების, დასრულების და გამარჯვებული კომპანიის შესახებ კონკურენციისა  სახელმწიფო შესყიდების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება (როგორც ჩანს, სავალდებულო თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების თავიდან არიდების მიზნით. ავტ.)

2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი, რომლის თანახმად, ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე.

კომპანია "სიქპა სიქურითი სოლუშენს სოლუშენს ჯორჯია" 2008 წლის 4 აპრილსაა დაფუძნებული, კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის კი დაწესებული იყო ხუთწლიანი გამოცდილების მოთხოვნა. თუმცა, ამ პირობას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ „სიქპას“ მოეგო ტენდერი, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მარკირების მომსახურებას განახორციელებდა "შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი."

სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, "სიქპას" პარტნიორები და ნდობით აღჭურვილი პირები საქართველოში "ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯიას" წარმომადგენლები და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა გოგიბერიძე გახლავთ.

კომპანიის დამფუძნებლებს შორისაა ასევე ზაზა ბიბილაშვილი, გამოცდილ პარტნიორებს შორის კი _ თამარ თევდორაძე, ეკატერინე ალექსიძე და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი გიორგი ყავლაშვილი.

"გურია ნიუსი" "ბი-ჯი-აი-ს" წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, მაგრამ კომპანიაში "სიქპას" წარმომადგენლის კოორდინატორებიც კი ვერ მოგვაწოდეს. ჩვენი კითხვა, ვის უკავშირდებიან ისინი საკითხების შესათანხმებლად, უპასუხოდ დარჩა.

ეპიზოდი II _  ექსპერიმენტი და გაშიფრული "უნიკალური კოდი"

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაზეც წინა ხელისუფლება აპელირებდა ამ ცვლილების მიღებისას და რომელიც ახალი ხელისუფლების რიტორიკაშიც სულ უფრო ხშირად ისმის, პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვაა, თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ   ეს  გამოუსადეგარი არგუმენტია, რადგან  გამყალბებლები ფალსიფიცირებული წყლის, მინერალური ან გამაგრილებელი სასმელის ჩამოსხმისას, მწარმოებლის ტარას ან თავსახურს იყენებენ. შესაბამისად, ეს პროდუქცია უკვე მარკირებულია და ფალსიფიკატორის გამოვლენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ სისტემის დახმარებით.

სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ გავიგეთ ისიც, რომ მსგავსი ტიპის მარკირების გაშიფვრა არც ისე რთული საქმეა.

"გურია ნიუსმა" ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ჩვენ ავიღეთ "სიქპას" მიერ მარკირებული პროდუქციის _ ქილის ლუდი და პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული ერთ-ერთი ლუდის სახურავი და გადავუგზავნეთ ადამიანს, რომელიც მარკირების თემაში საკმაოდ კარგად ერკვევა. ძალიან მალევე მისგან მივიღეთ გაშიფრული კოდები ორივე პროდუქციაზე. გაიშიფრა ასევე ჩამოსხმის დღე, რიცხვი და საათიც კი. მარკირებით დატანებული კოდის გაშიფვრვა კი იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ პროდუქციის ფალსიფიკაციის მიზნით, ამის დადგენა კი მხოლოდ ფალსიფიცირებული და ნამდვილი პროდუქციის ერთმანეთთან შედარებით შეიძლება, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, დღეს "სიქპა სექურითი სელუშენს ჯორჯიას" ოფისში, თემქაზე მივედით. გვინდოდა, წარმომადენლობასთან გაგვერკვია ჩვენი ექსპერიმენტის უტყუარობა და მათი კომენტარიც მოგვესმინა, მაგრამ ჩვენთან შეხვედრა არავინ ისურვა.

არ მოგვცეს გენერალური დირექტორის არც კოორდინატები და არც საკონტაქტო მეილი.

"თუ საჭიროდ ჩათვლიან, თავად დაგიკავშირდებიან," _ ასეთი პასუხი მივიღეთ დაცვის სამსახურისგან. აქამდე ველოდებით, მაგრამ საჭიროდ არ ჩათვალეს...

"გურია ნიუსი" კომენტარისთვის არაალკოჰოლური სასმელების ასოციაციის კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს დაუკავშირდა.

_ ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ერთ-ერთი ლუდის მარკირებული თავსახური გადავუგზავნეთ სპეციალისტ, რომელიც ერკვევა ამ საკითხებში. მან გადმოგვიგზავნა გაშიფრული კოდი, ასევე ზუსტი რიცხვი და დრო, როდის იქნა მარკირება გაკეთებული. რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის ასეთი ედეგი?

_  ნამდვილად მოულოდნელი იყო. სამწუხაროა, რომ დაშიფრული უნიკალური კოდის შესახებ ინფორმაცია მითი აღმოჩნდა.

_ ანუ, გამოდის, რომ ამ კოდის დატანება სხვა პროდუქციაზეც ავისუფლად შეილება, რაც პირიქით, ფალსიფიკაციის რისკს ზრდის?

_ ფალსიფიკაციის გაზრდის რისკზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მოტივით მარკირების შემოღების ახსნა, რთული გახდება არააქციზური საქონლის ელექტრონული მარკირების მომხრეებისთვის.

"გურია ნიუსმა" "სიქპას" ოფიციალურ ბლანკზე ამობეჭდილი კითხვები და საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვა. ასევე მის წარმომადგენელს ვთხოვეთ, რომ ვინაიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ვუკავშირდებოდით, დღეს, 18:00 საათამდე დაველოდებოდით მათ პასუხს.  თუ კომენტარის მოცემაზე  თანხმობას გაგვიცხადებდნენ, მასალის გამოქვეყნებას გადავდებდით. კომპანიიდან  ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია. კომპანიის ერთდერთ სატელეფონო ნომერზე კი კვლავ არავინ გვპასუხობს...

ეპიზოდი III _ შვეიცარული კომპანიის  ქართველი დირექტორის "დახურული" ავტობიოგრაფია...

ერთი წლის განმავლობაში კომპანია "სიქპა სექურითი სოლუშენს ჯორჯიამ"  სამი გენერალური დირექტორი შეიცვალა: ჟანი ნიგრო, შვეიცარია; რაფი მარტინ სალიბიანი, შვეიცარია და ბოლო ცვლილება 2013 წლის 18 მარტს განხორციელდა. ამჯერად გენერალური დირექტორის პოსტზე ქართველი გიორგი ჯიქია დანიშნეს.

ინტერნეტსივრცეში,  ბიზნესმენ გიორგი ჯიქიაზე მხოლოდ ერთი ინფორმაციის მოპოვება შევძელით, რომელიც 2010 წლის 11 თებერვლით თარიღდება. სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ტელეკომპანია "იმედზე" დაყრდნობით ასეთ ინფორმაციას ავრცელებდა:

"ქართული პასპორტების ბეჭდვის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, ქართველი ბიზნესმენები ლევან იოსელიანი და გიორგი ჯიქია არიან დაკავებული.
ამის შესახებ "ტელეიმედს" მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ განუცხადა. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზაცია და თაღლითობა ედებათ ბრალად, რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბიზნესმენები თანხას პასპორტების ბეჭდვით ითვისებდნენ. საუბარია 2 მილიონზე მეტი ევროს მითვისებაზე.

კორუფციულ სქემაში ბიზნესმენების გარდა, საქართველოს შსს- მაღალჩინოსნები და საფრანგეთის ეროვნული სტამბის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულები. ბიზნესმენებმა ლევან იოსელიანმა და გიორგი ჯიქიამ შორულ ზონაში კომპანია დაარეგისტრირეს და შსს-სთან ხელშეკრულება გააფორმეს.
საუბარია 2002-2003 წლებზე, როდესაც შსს- საფრანგეთის სტამბას პასპორტების დამზადებაზე დაკვეთა მისცა. საქმეს პარიზის პროკურატურა იძიებს".

რა კავშირი აქვს "სიქპას" გენერალურ დირექტორს ამ გიორგი ჯიქიასთან, არის თუ არა ეს ერთი და იგივე პიროვნება, ამის პასუხი ჩვენ ჯერ არ გვაქვს... ამიტომაც, კიდევ უფრო დიდი ინტერესით ველოდებით პასუხებს "სიქპას" ქართველი გენერალური დირექტორისგან...




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფერისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...
  • პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნოსაქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 34-მა წევრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...