რეპორტაჟი ამბულატორიებიდან _ დავით სერგეენკოს "360 გრადუსიანი დიდი სისტემა"

მთავარი თემა

რეპორტაჟი ამბულატორიებიდან _ დავით სერგეენკოს "360 გრადუსიანი დიდი სისტემა"

2013 ივნ 2 11:18:33

ნინო კეჭაყმაძე: კარდიოგრამა, კონსულტაციები, აცრა, სისხლი და შაქრის ანალიზი. ეს მცირე ჩამონათვალია, რომლითაც უფასო დახმარებას ვუწევთ პაციენტებს.  პირველადი დახმარების პრეპარატებს ჩვენი ხელფასიდან ვყიდულობთ, ეს აუცილებელია, პაციენტს ისე ხომ არ გაუშვებ, ის შენგან დახმარებას ითხოვს. პენსიონერების მეთვალყურეობა, 6 წლამდე ბავშვების მთლიანი მეთვალყურეობა და მოსახლეობის კონსულტაციები უფასოა. ასევე, ბინაზე გამოძახება თუ არის, აუცილებლად უნდა მივიდეთ.

_ ანაზღაურება როგორი არის?

_ ხელზე ვიღებ 400 ლარს, ექთნები კი 280 ლარს იღებენ.

ნინო კეჭაყმაძემ  სხვა პრობლემების შესახებაც გვიამბო:

_ მე რაც მიჭირს ის არის, რომ ჩვენი ხელფასი ნამდვილად არ შეესაბამება იმ უდიდეს შრომას, რომელიც აქ არის გასაწევი. ახლა, მოგეხსენებათ, რომ ამუშავდა საყოველთაო დაზღვევა. პრობლემა ასევე ის არის, რომ ბავშვები, რომლებიც მყავს აქ აცრებზე, ცხოვრობენ ლიხაურში, მაგრამ პოლისი ყველამ დედის მისამართზე მიიღო იქ, სადაც გათხოვებამდე ცხოვრობდა ეს დედა. ამის გამო, ჩვენ ძალიან გვიჭირს მუშაობა. მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ სოფელში ბოლქვაძე ცხოვრობს, მაგრამ მარნეულშია რეგისტრირებული და ის საჭიროებს კონსულტაციებს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ნინო კეჭაყმაძემ.

ბაბო ინწკირველი - სოფელ მაკვანეთის ამბულატორიის გამგე და ექიმია. ის ერთ ექთანთან ერთად უწევს დახმარებას სოფლის მოსახლეობას.   იმედი აქვს, რომ  პრობლემები, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არის, აუცილებლად დროულად მოგვარდება.

ბაბო ინწკირველი: - ალექსანდრე კვიტაიშვილის მინისტრობის დროს მოვითქვით სული სოფლის ექიმებმა და ამბულატორიებმა. თანხაც გამოგვიყვეს, მოვაწესრიგეთ ამბულატორია, იატაკის პრობლემა იყო. მაშინ მოხდა ხელფასების მომატება და სადაზღვევო კომპანიები შემოვიდა ბაზარზე, ეს იყო, დაახლოებით, 4-5 წლის წინათ, ცოტა მოვითქვით სული. ჩვენ ახლა წინსვლას ველოდებით, ახალი მთავრობაა, პასუხისმგებლობა გაიზარდა ჩვენი, რადგან საყოველთაო დაზღვევაა. ახლა 60 წლის  ადამიანი რომ გავსინჯეთ და კონსულტაცია გავუწიეთ, 20 წელი არაფერი არ გაუკეთებია, ანალიზებს ვგულისხმობ, მარტო შვიდი მიმართვა დავწერეთ.  აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ახლა ხდება ეს. მე თუ მკითხავთ, ხერხემალი ჯანდაცვისა არის პირველადი ჯანდაცვა.

_ რამდენ ადამიანს იღებთ დღეში?

_  ზამთარში 20-27 ადამიანიც მიმიღია დღეში, ახლა მინიმუმ 9-10 ადამიანი მოდის, ნაკლებია დაავადებები.

_ ხელფასით კმაყოფილი ხართ?

_ ჩვენ ფიზიკური პირები ვართ და ამის გამო, 500 ლარიდან ხელზე 400 ლარს ვიღებთ, რაც, ვფიქრობ, რომ ცუდია. 2009 წლიდან ვართ ფიზიკური პირები.  როგორც ინდმეწარმე, ისე გავდივართ. ამ ყველაფერში, ალბათ, მთავრობას ჰქონდა რაღაც გათვლა. მე როგორც ვიცი, ფასიანი უნდა გამხდარიყო მომსახურეობა იმიტომ, რომ ჩვენ გვამზადებენ მაგისთვის. ეკონომიურ საკითხებზე, საგადასახადოსთან ურთიერთობებზე ლექციები ჩაგვიტარდა, რომელიც აუცილებელი იყო და ახლა პოლიტიკა შეიცვლა და იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით გამოსწორდება რამე.

_ როგორც გვითხრეს, ხელფასიდან ყიდულობთ პირველადი დახმარების პრეპარატებს?

_ დიახ, ასე არის. ყველაფერი შედის ამ ხელფასში, რაც საჭიროა და აუცილებელია. ხელშეკრულებაში მიწერია, რომ მე თუ პირველადი დახმარების პრეპარატები არ მექნება, ერთი თვის ხელფასით ვჯარიმდებით.

_ ერთჯერადი დახმარების პრეპარატები რა გიჯდებათ?

_ ჩამონათვალი რაც არის, 40 ლარი მიჯდება, მაგალითად, ერთი თვის წინ 18 ლარის მიმართვის დაბეჭდვა მოგვიხდა, ფორმა 100.  150 ლარის შეშა ვიყიდეთ და კიდევ, ბიულეტენი არ არის ფასიანი იმიტომ, რომ ფიზიკური პირები ვართ. არც შვებულებაში ვყოფილვარ, წლებია. ეს მინისტრის დონემდე წყდება, მე თუ გავედი შვებულებაში, ჩემი შემცვლელი უნდა მოვიყვანო და მე ხელფასს იმ დროს ვერ ავიღებ.

ბაბო ინწკირველის თქმით, მინისტრმა მათ განუცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ძალიან მალე დაიდება ინტერნეტში და ყოველდღიურად ადევნებენ თვალს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "გურია ნიუსთან" ინტერვიუს დროს სოფლის ექიმების საკითხსაც შეეხო. მინისტრის განცხადებით, სოფლის ექიმების და ექთნების გაძლიერება დაწყებულია და წიწილების დათვლა შემოდგომის მაგივრად, ზაფხულში არის დაგეგმილი.

_ ბატონო დავით, კონკრეტულად როგორ იგეგმება სოფლებში ამბულატორიების და სოფლის ექიმის გაძლიერება?

_  ერთი- ერთი სუსტი წერტილი, რაც აქვს ქართულ ჯანდაცვას, არის ეს საკითხი.  ერთი შეხედვით ჩანს, რომ აი, გადავუხადეთ მეტი ფული სოფლის ექიმებს, ავუშენეთ ამბულატორიები და ყველაფერი მოგვარდება. სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკმარისი არ არის იმიტომ, რომ თვითონ სოფლის ექიმების გადამზადება და სტატუსი საკმაოდ ჩამორჩა თანამედროვე მიდგომებს. ვერ იღებენ ამ სერვისს საქართველოში როგორც საჭიროა, ამიტომ ჩვენ ეს პროგრამა დაწყებული გვაქვს და გურიაშიც მქონდა ამაზე საუბარი სოფლის ექიმებთან.  ეს მოიცავს რამდენიმე ელემენტს, დაფინანსების გაზრდას, ქსელური მართვის უზრუნველყოფას, სად რა სერვისები მიიღონ, ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და ექიმების და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს არის 360 გრადუსიანი დიდი სისტემა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა და ეს სისტემური მიდგომა დაწყებული გვაქვს, შედეგებს კი მალე დავინახავთ, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტატიები მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...