ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა 26 მაისს

მთავარი თემა

ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა 26 მაისს

2013 ივნ 6 12:07:15
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძის თქმით, შეწყალებული პატიმრების დიდი ნაწილი სასჯელს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. გათავისუფლებული 1810 პატიმრიდან განმეორებით დანაშაული 72-მა ჩაიდინა.

ბოლო შეწყალებას პრეზიდენტმა 26 მაისს მოაწერა ხელი. "გურია ნიუსმა" შეწყალებულ პატიმართა სია მოიპოვა, რომელთა უმრავლესობა ყაჩაღობის, მკვლელობის მცდელობის და ნარკორელიზატორობისათვის იხდიდა სასჯელს.

გარკვეული მოსაზრებებით, შეწყალებულ პატიმართა ვინაობა ჩვენ კონფიდენციალურად დავტოვეთ.

1. ც. ფრიდონის ასული ა. _ დაბადებული 1973 წელს, მსჯავრდებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდეს; მოკლე ფაბულა: თურქეთიდან შემოიტანა 3 ნაწილად დაფასოებული 4,75 გრ. ჰეროინი , საიდანაც 3,05 გრ. გადასცა ე. ც.-ს ხოლო დანარჩენი დაიტოვა თვითონ. სასჯელის დასაწყისი: 22.01.08 წ. სასჯელის დასასრული: 23.01.16

2. მ.ა. _ დაბადებული 1971 წელს, მსჯავრდებული გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: 27.11.08 წ. დანით დააყაჩაღა ვ.გ. სასჯელის დასაწყისი: 27.11.08 წ. სასჯელის დასასრული: 12.07.14

3. დ. ა. _ დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: დანით დააყაჩაღა დ.მ. სასჯელის დასაწყისი: 25.12.10წ. სასჯელის დასასრული: 25.11.13 წ.

4. ტ. გ. _ დაბადებული 1978 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: 38,63 გრ. მარიხუანა გაასაღა ი.ც-ზე და ლ.ჯ.-ზე. სასჯელის დასაწყისი: 04.11.11 წ. სასჯელის დასასრული: 04.11.14 წ.

5. ნ. გ. _ დაბადებული 1992 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: დანით დააყაჩაღა ა.მ. სასჯელის დასაწყისი: 14.05.12 წ. სასჯელის დასასრული: 14.08.14 წ.

6. დ. გ. _ დაბადებული 1982 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით; მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდეს; მოკლე ფაბულა: დანით დააყაჩაღა მ.ყ. სასჯელის დასაწყისი: 14.02.11 წ. სასჯელის დასასრული: 18.02.14 წ.

7. ი. გ. _ დაბადებული 1966 წელს, მსჯავრდებული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: დანით ის.გ.-ის მკვლელობის მცდელობა. სასჯელის დასაწყისი: 07.09.11 წ. სასჯელის დასასრული: 07.03.14 წ.

8. ი. დ. _ დაბადებული 1954 წელს, მსჯავრდებული გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით; მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდეს 1 წლით; მოკლე ფაბულა: თოფით მოკლა ნ.მ. სასჯელის დასაწყისი: 04.06.06 წ. სასჯელის დასასრული: 04.12.16 წ.

9. პ. კ. _ დაბადებული 1986 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ", "გ" ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: ნ. და პ. თ.-ების დაყაჩაღება, სასჯელის დასაწყისი: 25.11.10 წ. სასჯელის დასასრული: 25.02.19 წ.

10. ლ. ს. _ დაბადებული 1989 წელს, მსჯავრდებული თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: ე.ს.-ის მკვლელობის მცდელობა. სასჯელის დასაწყისი: 01.03.12 წ. სასჯელის დასასრული: 01.03.14 წ.

11. ა. ფ. _ დაბადებული 1987 წელს, მსჯავრდებული ვანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ", "გ" ქვეპუნქტებით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: ტაქსისი მძღოლის- მ.ჭ-ის დაყაჩაღება. სასჯელის დასაწყისი: 06.09.09 წ. სასჯელის დასასრული: 6.03.14 წ.

12. ლ. ღ. _ დაბადებული 1977 წელს, მსჯავრდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით; მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდეს; მოკლე ფაბულა: იარაღის მუქარით თავისუფლება აღუკვეთა არასრულწლოვან გ.ც.-ს და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. სასჯელის დასაწყისი: 14.01.12 წ. სასჯელის დასასრული: 14.04.17 წ.

13. პ. ჩ. _ დაბადებული 1971 წელს, მსჯავრდებული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: ზ.მ.-ის მკვლელობის მცდელობა. სასჯელის დასაწყისი: 13.05.10 წ. სასჯელის დასასრული: 13.08.15 წ.

14. ზ. ხ. _ დაბადებული 1975 წელს, მსჯავრდებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით; გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; მოკლე ფაბულა: ვ.გ.-ის მკვლელობის მცდელობა. სასჯელის დასაწყისი: 31.08.10 წ. სასჯელის დასასრული: 3108.14 წ.

15. გ. ხ. _ დაბადებული 1983 წელს, მსჯავრდებული მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით; მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდეს; მოკლე ფაბულა: ტაქსისი მძღოლის- ბ.კ.-ს დაყაჩაღება. სასჯელის დასაწყისი: 13.10.10 წ. სასჯელის დასასრული: 13.01.15 წ.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...