"შეცდომით მოწოდებული" ოფიციალური დოკუმენტი

მთავარი თემა

"შეცდომით მოწოდებული" ოფიციალური დოკუმენტი

2013 ივნ 10 13:23:00

2010-2012 წლებში, სოფლის პროგრამის განვითარების ფარგლებში, აღნიშნულ სოფლებში რამდენიმე ძვირადღირებული პროექტია გახორციელებული.

2010 წელს სოფელ ქვენობანში საექიმო უბნის სახურავის შეცვლა 8 484 ლარი დაჯდა; შიდა გზების შეკეთებაზე 12 548 ლარი დაიხარჯა; საბავშვო ბაღში სველის წერტილის მოსაწყობად კი _ 1 985 ლარი.

შიდა გზები ქვენობანში 2012 წელსაც შეაკეთეს და 6 880 ლარი დახარჯეს, თუმცა, გზებს შეკეთების არაფერი ეტყობა.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს გზების შეკეთება რამდენიმე მანქანა ხრეშის დაყრით გამოიხატა, რომელიც პირველივე გაწვიმებაზე ჩაირეცხა.

ბაღში გაკეთებული სველი წერტილი ჭერიდან ჩამოყვანილი პლასტმასის მილია, ჭერში კი წყლის ავზია დამონტაჟებული. ბაღში მისულებს გვითხრეს, რომ წყლის მოტორიც შეიძინეს, თუმცა, გაფუჭდა და ბაღის გამგემ, მანანა გოგიბერიძემ შესაკეთებლად სახლში წაიღო.

2010 წელს ბასილეთში შიდა გზების შესაკეთებლად 10 155 ლარი დაიხარჯა, ხოლო სტადიონის სამუშაოების მეორე ეტაპისთვის (როდის გაკეთდა პირველი ეტაპი და რას ითვალისწინებდა სამუშაოები, ამის დადგენა იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ მოვიძიეთ. ავტ) _ 1 597 ლარი.

ბასილეთში, შიდა გზები, ქვენობნის მსგავსად, მოუხრეშავთ და დღეს ეს გზა ისეთივე ავარიულია, როგორიც იყო.

რაც შეეხება სტადიონს _ სახელი პირობითია, რადგან ადგილზე მისულებს ცარიელი, წლების წინ შემოღობილი მინდორი დაგვხვდა, რომელიც, როგორც გვითხრეს, წვიმის დროს იტბორება:

_ ამ სტადიონზე, რომელიც ერთ დროს საკმაოდ დიდი იყო, ოზურგეთის "მერცხალი" დავამარცხეთ, _ იხსენებს ჩვენთან საუბრისას ტარიელ ებრალიძე.

მისივე თქმით, როდესაც სტადიონის "შეკეთება" დაიწყეს, რომელიც მიწის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანით და მოედნის დაპატარავებით გამოიხატებოდა, სოფელმა წინააღმდეგობა გაწია, თუმცა, გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხერხდა და შესაბამისად, ბასილეთში, დღეს, სტადიონის ნაცვლად, ნასტადიონარი აქვთ.

2010 წელს, ბუკნარში, შინმოუსვლელთა სტენდი შეაკეთეს და 1 682 ლარი დახარჯეს. ამავე წელს საბავშვო ბაღში ფანჯრის გისოსის მოსაწყობად 1 571 ლარი დაიხარჯა.

ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოვითხოვეთ, 2011 წელს, სოფელ ქვენობანში 14 191 ლარი საყანე ფართობის შემოსაღობად დაიხარჯა, ბუკნარში კი _ 13 942 ლარი.

დოკუმენტის თანახმად, ბასილეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში მუხლუხა ტრაქტორი შეიძინეს 11 739 ლარად. თუმცა, სოფელში მოსულებმა ტრაქტორი ვერსად ვიპოვეთ. აღნიშნულის შესახებ არც სოფელში იცოდნენ რამე.

ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ კი გაირკვა, რომ გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტურქტურის სამსახურმა ინფორმაცია "შეცდომით" მოგვაწოდა:

_ შემთხვევით ძველი დოკუმენტები მოგაწოდეთ, _ გვითხრა სამსახურის უფროსმა, გია გიორგაძემ.

_ რას ნიშნავს ძველი დოკუმენტები მოგვაწოდეთ? ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურში არსებობს დოკუმენტები, რომლებიც არასწორია?

_ როგორც ვიცი, აპირებდნენ ტრაქტორის შეძენას, თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უარი თქვა და იმ თანხით სხვა რამე გაკეთდა. ძველი პროექტის დოკუმენტი მოგეცით და იმიტომ წერია ტრაქტორი. თანაც მაგ დროს მე არ ვიყავი ამ სამსახურის უფროსი.

_ იმ დროს თქვენ გამგებლის მოადგილე იყავით, ბატონო გია, და როცა გვაწვდით დოკუმენტს, რომელიც, თურმე, ძველია და რომელიც თქვენს კომპიუტერში ინახება, როგორც ახალი გახორციელებული პროექტი, ეს ბევრ კითხვას ბადებს....

_ როგორც გითხარით, ეგ ძველი დოკუმენტი იყო. რაც სოფელში გაკეთდა, იმის დოკუმენტაცია ბუღალტერიაში ინახება. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ აღნიშნული თანხით ტრაქტორი არ შეძენილა და ბასილეთში საბავშვო ბაღს რემონტი ჩაუტარდა, _ დაგვიზუსტა გიორგაძემ.

რაც შეეხება გარემონტებულ საბავშვო ბაღს _ რემონტი პირობითად, რადგან შენობა, რომელიც ავარიულია, გარედან მტერს უვსებს თვალებს, შიგნიდან კი _ მოყვარეს. სახელდახელოდ შეკეთებული ფასადის მიღმა ჩამონგრეული ჭერი და ავარიული იატაკი დაგხვდა. სველი წერტილი კი, რომელიც ბაღის უკან მდებარეობს და საბავშვო ბაღის აღმზრდელების და აღსაზრდელების უმთავრესი პრობლემაა, მოუწესრიგებელია.

როგორც გავარკვიეთ, გამოყოფილ თანხაში ავარიული იატაკის ნაწილი გამაგრდა და შენობის გვერდით სამზარეულო მოეწყო, რომლის კედლები უკვე დაბზარულია. ამასთან, სამზარეულოს გამოყენება შეუძლებელია, რადგან მოუხერხებელია. საბავშვო ბაღის გამგის, ინგა მჟავანაძის თქმით, მათი მოთხოვნა უშუალოდ შენობის რემონტი იყო:

_ უამრავი წერილი მაქვს გამგეობაში შეტანილი. როდესაც ამ სამზარეულოს აკეთებდნენ, ვთხოვეთ, რომ ცენტრალურ შენობაში გაეკეთებინათ, მაგრამ უარი გვითხრეს _ პროექტი გაკეთებულია და ვერ შევცვლითო. გააკეთეს, თუმცა, ვერ ვიყენებთ, რადგან ძალიან მოუხერხებელია, _ გვითხრა მჟავანაძემ.

2012 წელს ქვენობანში 9 173 ლარი კვლავ საყანე ფართობის შესაღობად დაიხარჯა. ბასილეთის სტადიონზე, რომლის შესახებაც ზევით ვისაუბრეთ, 1 049 ლარი დახარჯეს, თუმცა, კონკრეტულად რაში, უცნობია, რადგან, როგორც ვთქვით, სტადიონზე გაკეთებული არაფერია და იქ საფეხბურთო კარიც კი არ დგას.

ამავე წელს, ბასილეთში 12 770 ლარი გზის შესაკეთებლად დაიხარჯა. ამავე სამუშაოსთვის ბუკნარში 4 416 ლარი დახარჯეს, 12 775 ლარი კი _ კლუბის რეაბილიტაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს კლუბი ერთადერთია, რომელიც აღნიშნულ სოფლებში სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გახორციელებული პროექტებიდან ნორმალურად არის შესრულებული.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ჯერჯერობით, პროგრამის ფარგლებში სამუშაოები არც ერთ სოფელში არ დაწყებულა. პროექტის თანახმად კი, ქვენობანში 10 000 ლარი კლუბის შეკეთებაზე, 3 000 ლარი _ სასაფლაოს შემოღობვაზე, ხოლო 4 654 ლარი _ შიდა გზების შეკეთებაზე დაიხარჯება; ბასილეთში 10 715 ლარს დახარჯავენ შიდა გზების შესაკეთებლად, 1 500 ლარს _ სოფლის კლუბის ღობის შესაკეთებლად და საპირფარეშოს მოსაწყობად; 1 600 ლარს _ საქუჩო განათების მოსაწყობად. ბუკნარში კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის 12 000 ლარი დაიხარჯება, სოფლის ცენტრში გარე განათების მოსაწყობად _ 2 000 ლარი, ხოლო შიდა გზების შესაკეთებლად _ 3 377 ლარი.


ბუკნარის კლუბი


გისოსები ბუკნარის საბავშვო ბაღის ეზოში


გარემონტებული საბავშო ბაღის ჭერი ბასილეთში



სველი წერტილი ქვენობნის საბავშვო ბაღში


ბასილეთის საბავშვო ბაღის საპირფარეშო


ბასილეთის სტადიონი


ტუალეტი ქვენობნის საბავშვო ბაღში


შეკეთებული შიდა გზები

სტატიები მომზადებულია ფონდის"ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...