რა გახდა "ეტალონის" ჩაწერაზე აბაშელების დაპირისპირების მიზეზი?

მთავარი თემა

რა გახდა "ეტალონის" ჩაწერაზე აბაშელების დაპირისპირების მიზეზი?

2013 ივნ 11 18:51:22
_ აბაშაში კონკურსის წესით შეირჩა 10 საუკეთესო მოსწავლე და ისინი "ეტალონში" მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

მოსწავლეებს თან პედაგოგები და მშობლები გაყვნენ, ჩაწერაზე წავიდნენ გამგეობის თანამშრომლებიც.

გადაცემის ჩაწერის დამთავრების შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდა ფონდ "მომავლის გზის" თავმჯდომარე, დავით კინწურაშვილი და გვითხრა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, იგი ჩაწერაზე არ დაუშვეს გამგებლის მოადგილის, გიორგი სიმონიას ბრძანებით.

_ დამირეკა აბაშელმა ირაკლი რუხაძემ, რომლის შვილიც იღებდა მონაწილეობას გადაცემაში და მითხრა, რომ აბაშელი ბავშვები 9 ივნისს თბილისში იქნებოდნენ, თან მთხოვა რაიმე სამახსოვრო საჩუქრები მიგვეტანა ამ მოსწავლეებისთვის, თუ იქნებოდა შესაძლებელი. დამირეკა ასევე აბაშელმა მარინა ქუნთელიამ და მანაც იგივე ინფორმაცია მომაწოდა. მე გადავწყვიტე მართლაც დასამახსოვრებელი ყოფილიყო ეს დღე მონაწილეთათვის და დავაწესეთ პრიზები. გამარჯვებული ბავშვი ჩვენი ფონდისგან მიიღებდა პერსონალურ კომპიუტერს, დანარჩენ მონაწილეებს კი გადაეცემოდათ ერთწლიანი უფასო ვაუჩერი ინგლისურის, კომპიუტერის და ოფისმენეჯერის კურსებზე. გვქონდა წიგნები ყველა მონაწილისთვის. 9 ივნისს, დილით, მივედი ტელევიზიაში. იქ ყველა მიცნობს და შევედი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მაგრამ "ეტალონის" ჩაწერის სტუდიის კარი დაიხურა ჩემთვის და ჩაწერაზე ვერ მოვხვდი.

_ რატომ?

_ ჩაწერაზე დაშვება წინასწარ შედგენილი სიით ხდებოდა, თურმე. მე ირაკლი რუხაძეს ვკითხე, რა ხდებოდა და რატომ ვერ შევდიოდი მას შემდეგ, რაც თავად აბაშელები დამიკავშირდნენ და მისვლა მთხოვეს. რუხაძემ მითხრა, ჯერ კიდევ დარბაზში გამგებლის მოადგილემ გიორგი სიმონიამ მითხრა, კინწურაშვილი ჩემი მტერია და არაფრით არ დავუშვებ ჩაწერაზეო. ისევ რუხაძის სიტყვებიდან ვიცი, რომ ამ ორ პიროვნებას დარბაზში უკამათიათ კიდეც.

_ თქვენ არ დაელაპარაკეთ სიმონიას? ან რატომ მოხდა, რომ თქვენ სიაში არ იყავით შეყვანილი?

_ მაგას ვერ გეტყვით. მე მხოლოდ რუხაძის სიტყვებზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ ჩემი შესვლა დაბლოკა გიორგი სიმონიამ, მიზეზად კი დაასახელა, ჩემი და ჩვენი მტერიაო. ძალიან მიკვირს, რამდენიმე ხნის წინ აბაშაში საქველმოქმედო აქციით ვიყავი ჩასული და იქ მოვიდა სიმონია თავისი პარტიის ოთხ წევრთან ერთად და პირადად გადამიხადა მადლობა მისი და რაიონის ხელმძღვანელობის სახელით. თან ყველაფერში გვერდით დგომა აღმითქვა და მერე რა მოხდა და რატომ ჩამთვალა ამ ადამიანმა მტრად, არ ვიცი.

_ ბატონო დათო, გიორგი სიმონიამ იცოდა, რომ თქვენ მონაწილეებისთვის საჩუქრები გქონდათ გადასაცემად მიტანილი? ან რა გახდა იმის მიზეზი, რომ ჩაწერაზე ვარ შეხვედით?

_ ეს, ალბათ, იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ, ვინც მე დამირეკა _ რუხაძეს და ქუნთელიას. რადგან დამირეკეს, ალბათ, მათ უნდა მოეგვარებინათ ყველა დანარჩენი საკითხი. მე ვერც იმას გეტყვით, ვინ დაბლოკა ჩემი შესვლა, ვინ არ შემიყვანა სიაში. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რუხაძემ მითხრა, სიმონიას ბრძანებით არ დაგიშვეს ჩაწერაზეო.

კინწურაშვილთან საუბრის შემდეგ ჩვენ მარინა ქუნთელიას და ირაკლი რუხაძეს დავუკავშირდით.

მარინა ქუნთელია: _ მე ჩაწერაზე არ შევსულვარ, სიაში არ ვიყავი და ვინ შემიშვებდა? ისე ვიყავი ტელევიზიაში, ირაკლი რუხაძეს მივაკითხე. მე ადრე დავურეკე დათო კინწურაშვილს და ვუთხარი, რომ "ეტალონის" ჩაწერაზე აბაშელები იქნებოდნენ და თუ შეძლებდა, მისულიყო. ვიცი, რომ მივიდა, მაგრამ არ შეუშვიათ. ირაკლი რუხაძემ როგორც მითხრა, სიმონიას უთქვამს, ეს ჩვენი მტერიაო, რადგან "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და არ დაუშვიათ ჩაწერაზე.

_ გიორგი სიმონია პარტია "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული პარტიის თავმჯდომარეა, ეს პარტია კი კოალიციის შემადგენლობაშია და თვითონაც კოალიციის სახელით მოვიდა ხელისუფლებაში. თქვენ კი ამბობთ, კინწურაშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო და არ დაუშვიათ ჩაწერაზეო?

_ დიახ, არაფერი შემშლია. მე პირადად მათგან ეს არ მიკვირს, ან რას უნდა ელოდებოდე აბაშის ხელმძღვანელებისგან სხვას? უფრო დაწვრილებით ირაკლი რუხაძე გეტყვით ყველაფერს, მეც მისგან ვიცი რა ხდებოდა იქ, რადგან ირაკლი იმყოფებოდა ჩაწერაზე.

ირაკლი რუხაძე: _ კონკურსის შედეგად აბაშაში შეირჩა 10 საუკეთესო მოსწავლე, ერთ-ერთი ჩემი შვილი იყო. ვინც ბავშვებს მივყვებოდით, წინა დღეებში სიაში ჩაგვწერეს, პირადობის მოწმობის და სხვა საბუთების ასლები მივიტანეთ. 9-ში, დილით, შევიკრიბეთ ტელევიზიასთან და უკვე 11 საათისთვის შევედით შენობაში. იქ მოვიდა დავით კინწურაშვილიც.

_ თქვენ წინასწარ თუ გააფრთხილეთ ორგანიზატორები, რომ ფონდის წარმომადგენელი მოვიდოდა?

_ მარინა ქუნთელიამ იცოდა, რომ იქ უნდა შევხვედრილიყავით და თვითონაც აპირებდა მოსვლას.

_ მარინა ქუნთელია რა შუაშია? მე გეკითხებით ვინც აბაშაში სია შეადგინა, ის ადამიანი თუ გააფრთხილეთ, ან გადაცემის პროდიუსერი?

_ არა, რადგან დათომ ზუსტი პასუხი ვერ მითხრა _თუ შევძელი, მოვალო. მე მას ვუთხარი, რომ 10 საათზე ტელევიზიასთან ვიქნებოდით. დათო 10.30 წუთზე მოვიდა, მონაწილეები უკვე შესულები იყვნენ და დამსწრეები შედიოდნენ. სიას გიორგი სიმონია კითხულობდა. გაფრთხილებას რა უნდოდა, ვიფიქრე, მოვა კინწურაშვილი და მაშინ ვეტყვი,-მეთქი. ტელევიზიის შენობაში დათო უპრობლემოდ შემოვიდა, რადგან ყველა იცნობს, მაგრამ ჩაწერაზე ვერ შევიდა იმ მიზეზით, რომ სიაში არ იყო შეტანილი მისი გვარი. სიის ამოკითხვა რომ დასრულდა, შესასვლელთან რამდენიმე ადამიანი დარჩა. იქ იყო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი მარინა კანდელაკი, წიგნები ჰქონდა მონაწილეებისთვის მოტანილი. ნამდვილად არ ვიცი, როგორ და რატომ მოხვდა ამ სიაში. მე მივედი სიმონიასთან და ვუთხარი _ ბატონ დავითს იცნობთ,-მეთქი? მე ვარ მოწმე, რომ აბაშაში საქველმოქმედო აქციის დროს პირადად მივიდა სიმონია და კინწურაშვილს მადლობა გადაუხადა. აქ კი ისე მოიქცა, ვითომც არ იცნობდა და საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება. მე ვუთხარი, რომ ბატონი დავითი საჩუქრებით და პროგრამით იყო მოსული, მაგრამ სიმონიამ მიპასუხა, ისეთს ნუ გამაკეთებინებთ, რაც არ შეიძლებაო. არაფრით არ დაგვთანხმდა და კინწურაშვილი იძულებული გახდა წასულიყო.

_ თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს?

_ რა ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ იქ რამე სიტყვა არ ეთქვა კინწურაშვილს, არ ვიცი.

_ ბატონო ირაკლი, თქვენსა და გიორგი სიმონიას შორის კინწურაშვილის მოსვლამდე დარბაზში რაიმე დაპირისპირება იყო?

_ ვერ გავიგე, რა დაპირისპირებაზე მეკითხებით?

_ თქვენ უთხარით კინწურაშვილს, რომ სიმონიამ გითხრათ, კინწურაშვილი ჩემი და ჩვენი მტერია და მას დარბაზში არ დავუშვებო. გითხრათ თუ არა მან ეს სიტყვები?

_ არა, პირადად ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ იქ იყვნენ მასწავლებლები და მშობლები და იმათთან აქვს ნათქვამი. მე ვუთხარი დათოს, რაც გაჟღერდა იქ სხვის მიერ.

_ შეგიძლიათ იმ ადამიანებს დაგვაკავშიროთ, ვინც გააჟღერა ეს სიტყვები?

_ უხერხულ მდგომარეობაში მშობელი და პედაგოგი არ უნდა ჩააგდო, ამიტომ ვერ გეტყვით.

_ აბა ეს ყველაფერი ჭორის დონეს არ სცილდება? ასე თუ ვიმსჯელებთ, სიმონიამ კანონი არ დაარღვია და მხოლოდ სიაში მყოფი ადამიანები დაუშვა, თუმცა, ალბათ შეეძლო გამონაკლისის დაშვება, რადგან საჩუქრებს ბავშვები იღებდნენ, მხოლოდ ამ კუთხით, თორემ კანონი ყველასთვის კანონია. არ მეთანხმებით?

_ სიაში ბევრი არ იყო ჩაწერილი, მაგრამ დაუშვეს. მარტო კინწურაშვილისთვის არ დაუშვა გამონაკლისი სიმონიამ.

_ თქვენ დაურეკეთ კინწურაშვილს, უთხარით მოსულიყო ჩაწერაზე და მოეტანა საჩუქრები. ალბათ, თქვენვე გევალებოდათ ყველა ნიუანსის გათვალისწინება. მერე რატომ არ დაიტოვეთ პრიზები _ ხომ შეგეძლოთ ფონდის სახელით თქვენ გადაგეცათ ეს ყველაფერი მონაწილეებისთვის?

_ დათოს რა უნდოდა, იცით? 15-16 ივნისს იგი აბაშაში ისევ ჩამოდის საქველმოქმედო აქციით და უნდოდა იქ გაეჟღერებინა, რომ გადაუდებელ დახმარებათა ფონდი "მომავლის გზა" ახორციელებს ასეთ აქციებს, დააანონსებდა ამ ყველაფერს და გადასცემდა ბავშვებს საჩუქრებს. კიდევ ვიმეორებ, იქ ბევრი იყო სიის გარეთ შესული.

სიტუაციაში გასარკვევად ახალგაზრდული სამსახურის თანამშრომელს, მანანა ჯღარკავას დავუკავშირდით.

_ ქალბატონო მანანა, თქვენ თავიდან საქმის კურსში იყავით და "ეტალონის" ჩაწერაზე მონაწილეების წასაყვანად დიდი ხანია ემზადებოდით. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კონკრეტული კითხვა გვაქვს _ თუ იცოდით, რომ ჩაწერაზე დავით კინწურაშვილი უნდა მოსულიყო?

_ ნამდვილად ვიყავი ერთ-ერთი ოფიციალური პირი და ძალიან დიდი შრომა გავწიე ამ ბავშვებთან, საკმაოდ დავიხარჯე მათ. გია ჯღარკავა იყო ის პირი, ვინც კონტაქტობდა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" და რომელმაც მოაგვარა ყველა ნიუანსი ჩაწერის ბოლომდე. მაგრამ არც ჩემთან, არც გიასთან და მე რამდენადაც ვიცი, არც გიორგი სიმონიასთან ამ თემაზე არავის არაფერი უთქვამს და არ ჩავუყენებივართ საქმის კურსში. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთი ადამიანიც არ შესულა ჩაწერის გარეშე. იქ იყო მოსული მარინა კანდელაკი, რომელსაც მოტანილი ჰქონდა ბავშვებისთვის საჩუქრად საკმაოდ კარგი მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ თვითონ გოჩა ტყეშელაშვილმა უთხრა უარი _ ეს არის ჩვენი გადაცემა, გვყავს გადაცემის სპონსორები და გადაცემის გარეთ რაც გინდათ, ის გადაეცით ბავშვებსო. მარინა კანდელაკმაც გადაცემის გარეთ ყოველგვარი რეკლამირების გარეშე გადასცა თავისი გულწრფელი საჩუქარი მონაწილეებს. ამდენად, ეს, მე მგონი, ცოტა სპეკულაციაა. მე არ ვიცნობ დავით კინწურაშვილს, არ ვაყენებ მას შეურაცხყოფას, მაგრამ თუკი მას მართლა ჰქონდა საჩუქრები, შეეძლო მოსულიყო ჩვენამდე და ბავშვებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა.

ამ საუბრების შემდეგ ისევ დავით კინწურაშვილს დავუკავშირდით.

_ ბატონო დავით, ირაკლი რუხაძემ კატეგორიულად უარყო ის, რომ სიმონიამ მას უთხრა, კინწურაშვილი ჩემი მტერიაო, გარდა ამისა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მკითხველს გაუჩნდება აზრი, რომ თქვენ სარეკლამოდ გინდოდათ ჩაწერაზე დასწრება, ხომ არ გგონიათ, რომ ვიღაცის დაუდევრობის გამო მოხდა ეს ყველაფერი და ვინ უნდა აიღოს შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა?

_ საბედნიეროდ, ფონდს დამატებითი რეკლამა არ სჭირდება _ მისი საქმიანობით იგი ისედაც რეკლამირებულია. მე ლაპარაკის საშუალებაც არ მომეცა, ჩემთვის არავის აუხსნია, როგორი იყო წესი, თორემ მეც ისე მოვიქცეოდი. არაფრად ჩამთვალეს, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ვაგებ ჩემს სიტყვებზე პასუხს, გასაკვირია, რაღას მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, მოდიო, თუ არავისთვის არაფერი ჰქონდათ ნათქვამი? საკმაოდ გაურკვეველ სიტუაციაში ჩამაგდეს. მე დაპირებისამებრ მივედი საჩუქრებით, მაგრამ, თურმე, იქ არავინ მელოდა. არც გიორგი სიმონიას აუხსნია ჩემთვის არაფერი. იქ მაინც ხომ გაიგო, რომ ვიყავი და საჩუქრებიც მქონდა მიტანილი? სიაც ჩემს გამო წაიკითხეს, იქ მდგომი ადამიანები ყველა შევიდა და როცა მხოლოდ მე დავრჩი გარეთ. რუხაძის ნათქვამზე სიმონიამ უპასუხა, რომ არ აინტერესებდა, რატომ ვიყავი იქ. ხომ შეეძლო იქვე აეხსნა წესები და აღარ ატყდებოდა ასეთი ამბავი. მე არ ვიცი რა მოხდა, ვისი ბრალია, მაგრამ ვხედავ, რომ "ჩანგალისტი" აღმოვჩნდი შექმნილ სიტუაციაში.

ჩვენ შევეცადეთ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გიორგი სიმონიას დავკავშირებოდით, მას ტექსტური შეტყობინებაც დავუტოვეთ იმავე საღამოს, მაგრამ რადგან არ დაგვიკავშირდა და არ გვინდოდა მისი კომენტარის გარეშე მასალის გაშვება, ამიტომ მეორე დილით გადავწყვიტეთ დაკავშირება, თუმცა. უამრავი უპასუხო სატელეფონო ზარის შემდეგ, გადავწყვიტეთ მასალა გაგვეკეთებინა.

სიმონიას სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ მისი კომენტარი მოვისმინოთ და მკითხველამდე მივიტანოთ.




 ახალი ამბები
  • პირველი თოვლი ზანდოზე(ფოტოები)მართალია, სამტრედიის გარშემო ყველგან თოვს, ქალაქის ტერიტორიაზე არცერთი ფიფქი არ ჩამო ვარდნილა. ამის მიუხედავად, თოვს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში. ფოტოზე ასახულია  ერთ-ერთი მაღალი ლოკაცია, კერძოდ, ზანდოს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. აქ დილით გამთენიისას გათოვდა. ფოტო მოგვაწოდა ოპერატორმა გიორგი ... ...
  • უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთს ესტუმრა დღეს,  ოზურგეთში სტუმრად იმყოფებოდა  უკრანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს.  აქ  ელჩისსაპატივცემულოდ სახელდახელო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი  „გურია“,  ფოლკლორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“  და სხვები. მათ  შეასრულეს როგორც ქართული, ისე უკრაინული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. _ მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში დავიბადე და არასდროს მიმღერია, მაგრამ აქ, გურიაში  რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიმღერებდი თქვენთან ერთად, - თქვა უკრანის ელჩმა თავის მოკლე ემოციურ მისალმებაში, სადაც ქართველი  და უკრაინელი ხალხის  მეგობრობის და  მათი  ხელოვნების მიმართ  პატივისცემა გამოხატა.  „გურია ნიუსთან“  ამ შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა,  ალეკო მამეშვილმა: _უკრაინის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს დამეგობრებული საქართველოს და უკრაინის მუნიციპლიტეტებს შორის,  დეტალურად აქვს  ინფორმაცია.  მას უნდოდა, რომ პირადად ენახადა და  გაეგონა კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ოზურგეთს გააჩნია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ოზურგეთში. საუბარი ძირითადად გვქონდა იმ რესურსებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე ტურიზმთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით  და  თავისთავად კულტურის საკითხებზეც.  მან  გვითხრა, რომ გენიჩესკში ელოდება ოზურგეთის დელეგაციას. ჩვენი წინადადებაც ასევე  იყო , რომ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ამ რეგიონებს შორის. მე დარწმუნბული ვარ რომ ამ პროცესში მისი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ტურიზმის მიმართულებითაც , ვისაუბრეთ რომ უკრაინულ ტურისტულ კომპანიებთანაც   მოეწყოს    შეხვედრა და გვითხრა,  რომ ეს სრულებით შესაძლებელია ან საელჩოში, ან საკონსულოში, რომელიც ახლა ბათუმში გაიხსნა.  გვინდა,  რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ ოზურგეთის  და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, - გვითხრა ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ნაცემია ლევან ხაბეიშვილისპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ... ...
  • დეკემბრის ჯილდოები გურიის გუბერნიაშიგურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საჯარო მოხელეებზე და გურიის გუბერნატორის მოადგილეებზე, დეკემბერში, ჯილდოს სახით 18 850 ლარი გაიცა. „2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით, პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის ჯილდო გაიცა ერთჯერ, 18850 ლარის ოდენობით. აქვე გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულს დანამატი/ჯილდო არ აუღია. რწმუნებულის მოადგილეებმა კი მიიღეს დანამატი 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,“ - ვკითხულობთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, ანა კიშინსკის თქმით, ეს ჯილდო მას შემდეგ გაიცა, რაც საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური შეფასებები ... ...
  • პირველი თოვლი ქალაქ ოზურგეთში (ფოტორეპორტაჟი)ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ოზურგეთში გადაღებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

ჯონ კორტახარენა რედრუელო -  1985...

ქვეყანები სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა გამოაქვეყნა...

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...

პესიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...