ოზურგეთი... დიმიტრი გელოვანის მოლოდინში

მთავარი თემა

ოზურგეთი... დიმიტრი გელოვანის მოლოდინში

2013 ივნ 17 18:30:47
სწორედ ამ დღეს უნდა მოხდეს ახალი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ მექვაბიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრის დროს გვიმხელს, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს.

ავთანდილ მექვაბიშვილი: _ მე მივიღე გადაწყვეტილება, საკრებულოს სხდომა მოვიწვიო მომავალ ორშაბათს. სავარაუდოდ, საკრებულოს ბიუროს სხდომას ხვალ მოვიწვევ. შევეცდებით იმასაც, საკრებულოს სხდომაზე გადავწყვიტოთ პერსონალური საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ.

საკრებულოს მომავალი თავმჯდომარის შესახებ მეც მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ თავს შევიკავებ და არ განვაცხადებ საჯაროდ. მე ვიცი, როგორი უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე.

_ მაშინ ეს გაგვიმხილეთ, როგორი უნდა იყოს საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?

_ მე ვფიქრობ, რომ უამრავი კარგი თვისება უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს აუცილებლად პატიოსანი, გონიერი, განათლებული, კომუნიკაბელური, გამოცდილი, კარგად უნდა იყოს თვითმმართველობის საკითხებში გაცნობიერებული და სხვა კიდევ უამრავი პიროვნული თვისება უნდა გააჩნდეს, რომელიც დასჭირდება მას. კარგი შემადგენლობა ჰყავს საკრებულოს და მას თუ კარგ მიმართულებას მისცემ, კარგად დატვირთავ საქმეებით, გეგმაზომიერად და კანონის შესაბამისად, უამრავ კარგ საქმეებს გააკეთებენ, _ გვითხრა ავთანდილ მექვაბიშვილმა.

ჩვენთან საუბრის დროს, ავთანდილ მექვაბიშვილმა თავი შეიკავა, გაემხილა თუ ვინ იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. "გურია ნიუსისთვის" ამ ეტაპზე შვიდი კანდიდატის ვინაობაა. აქედან ექვსი მამაკაცი და ერთი ქალია _ ირინა საჯაია, ლევან ნინიძე, დიმიტრი კვერღელიძე, თემურ მოქია, შალვა თავდიშვილი, მერაბ მჟავია, ავთანდილ სურგულაძე.

"გურია ნიუსი" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ლევან ნინიძე ამბობს, რომ ის მხარს დიმიტრი კვერღელიძეს უჭერს:

_ ჩემს თავს აცილებას ვაძლევ. მე მხარს ვუჭერ დიმიტრი კვერღელიძის კანდიდატურას. ეს არის გამოცდილი, სერიოზული ადამიანი. ვფიქრობ, რომ გაართმევს ამ დაუდევრობას თავს და დალაგდება სიტუაცია.

_ თქვენ 2010 წელს, ალეკო მამეშვილის კანდიდატურასაც დაუჭირეთ მხარი. ის არ იყო გამოცდილი კადრი?

_ კი, კი ასე იყო, როგორ არ იყო, ძალიან განათლებულია. მოვიდა სულ სხვა ვითარება და შეიცვალა ყველაფერი.

_ რომელ სხვა ვითარებაზე საუბრობთ?

_ "ქართული ოცნება" შემოდის აქტიურად.

_ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს "ქართული ოცნება" არ იყო...

_ მაშინ არ იყო "ქართული ოცნება". ფაქტობრივად, იმ დროს ერთპარტიული საკრებულო მივიღეთ _ სამი-ოთხი კაცის ოპოზიციონერობა არაფერს ნიშნავს. დღეს ვფიქრობ, რომ მეტად საინტერესო გახდება საკრებულოს მუშაობა, იქნება საქმიანი დაპირისპირება და გატარდება ცხოვრებაში "ოცნების" ამოცანები და მიზნები.

საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გოგოტიშვილი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს და მედიასთან მეტად სიტყვაძუნწია. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში გავიგებთ იმ კანდიდატის სახელს და გვარს, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარადგენს.

_ ბატონო მიხეილ, ჩვენი ინფორმაციით, თქვენი პარტია ირინა საჯაიას კანდიდატურას წარადგენს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას?

_ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველაფერი.

_ ასევე საუბარია თემურ მოქიაზე, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა სკარებულოში.

_ თემურ მოქია არ არის არც ფრაქცია "ნაცმოძრაობის" და არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, "ნაციონალური მოძრაობის" პორტირება მოხდა "ქართულ ოცნებაში". დღეს იქეთ ბრძანდებიან და ვუსურვებთ წარმატებებს, კიდევ შევხვდებით ბრძოლის ველზე _ რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.

ირინა საჯაიას თქმით, ჯერჯერობით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან არ მომხდარა პარტიაში შეკრება, სადაც ერთიანად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

თემურ მოქია ამბობს, არც ის აპირებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში სცადოს ბედი:

_ ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია. შეიძლება, სხვისი აზრი იყოს, მაგრამ მე არ ვაპირებ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ვიყარო კენჭი, _ თქვა თემურ მოქიამ.

"გურია ნიუსი" საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს, მერაბ მჟავიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ძალიან დაკავებულია და აქედან გამომდინარე, არ აპირებს დაასახელოს თავისი კანდიდატურა:

_ საკრებულოს თავმჯდომარეობა არ არის ადვილი საქმე. მე მაქვს ჩემი საქმეები, რომელსაც ვერ მივატოვებ, _ გვითხრა მერაბ მჟავიამ.

და ბოლოს, როგორც "გურია ნიუსისთვის" არის ცნობილი, ორშაბათამდე კიდევ რამდენიმე კანდიდატის სახელი და გვარი დასახელდება. თუ ვინ იქნებიან ისინი, 24 ივნისს გახდება ცნობილი.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...