ვინ არის "სამეგრელოს სამალავის" მონაწილე მაღალჩინოსანი ინიციალებით _ "ლ.ქ."

მთავარი თემა

ვინ არის "სამეგრელოს სამალავის" მონაწილე მაღალჩინოსანი ინიციალებით _ "ლ.ქ."

2013 ივნ 20 09:17:04

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ექვსი პირის მიმართ, მათ შორის არიან: თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ., სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი .. და ., ასევე ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი .. და ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ..

შსს დაკავებული პირების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს. "გურია ნიუსის" არქივში  მოიპოვება მასალა, სადაც  ფიგურირებს ზუგდიდის  პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ზუსტათ ასეთივე ინიციალების მატარებელი _ ლ.ქ.

ჩვენს შემთხვევაში, ლ. ქ  ლევან ქირიაა, რომელიც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო. მას ზუგდიდის მუნუციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მცხოვრები 71 წლის ცინარა აბულაძე არაადამიანურ მოპყრობასა და ცემაში სდებდა ბრალს.

2012 წლის 15 აგვისტოს "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "პრეზიდენტო, თქვენი ყველა ვიზიტის დროს, 70 წლის ქალბატონს უმოწყალოდ სცემენ!"

71 წლის ქალბატონი დეტალურად აღწერს, მეზობლების თანდასწრებით როგორ ცემა პოლიციის მაღალჩინოსანმა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აბულაძე 2012 წლის 29 მაისს დაკითხეს, შემდეგ კი წიხლები ურტყეს, რასაც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან ქირია უყურებდა.

ცინარა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს, გაუჩინარებულ შვილს  42 წლის გოგიტა აბულაძეს ეძებდა, რომელიც  სასტუმრო "ანაკლიის" ინჟინერ-ტექნიკოსი იყო. იგი დილით სახლიდან სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დედამ, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, შვილთან დაკავშირება მობილური ტელეფონით სცადა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა... მას შემდეგ დაკარგულ შვილს ეძებს, მაგრამ ამაოდ...

აბულაძე სოფელ ანაკლიაში ვიზიტის დროს ცდილობდა პრეზიდენტისთვის წერილი გადაეცა, სადაც იგი დაკარგული შვილის ძებნაში დხმარებას ითხოვდა, რის გამოც, მისი განცხადებით, ზუგდიდის პოლიციის უფროსმა ლევან ქირიამ უმოწყალოდ ცემა.

ცინარა აბულაძე: "პირველად, 15 აპრილს ვცადე პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს იყო აღდგომის დღე. აქეთკენ, ზღვისპირას, სადაც პრეზიდენტის ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილია, იქ ნათესავი მყავს. ვიფიქრე, როგორც კი გამოჩნდება პრეზიდენტი, მივუახლოვდები და... როცა იქ მივდიოდი, დამინახა მეზობელმა დავით გულუამ, რომელიც პოლიციაში მუშაობს. მითხრა, _ შენ რა გინდა, პრეზიდენტს გინდა რამე გადასცეო?! მე ვუთხარი, თუ შევძლებ, მინდა წერილი გადავცე,-მეთქი. იმ წუთას ვიღაცას დაურეკა. ვუთხარი, ნურავის ურეკავ, მე თვითონ ჩემი ხელით უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი,-მეთქი. მაშინვე მოვიდა 2 მანქანა. ერთი იყო შავი ჯიპი ნომრებით _ 713, მეორე ვერცხლისფერი მერსედესი ნომრით _ 293. მანქანიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და მკითხეს, რა გინდათ, რას აკეთებთო. მე ვუთხარი, წერილი უნდა გადავცე პრეზიდენტს ჩემი ხელით,-მეთქი. მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: მე თბილისიდან ვარ ჩამოსული ზუსტად ასეთ საქმეებზე, ვის რა უჭირს და მე მომეცი ეს წერილი, მე გადავცემო. ვუთხარი, თუ შევძლებ, მირჩევნია, ჩემი ხელით გადავცე წერილი,-მეთქი.

შემოვედი ნათესავის სახლში, სადაც ის ბიჭიც შემოვიდა და მითხრა, _ მომეცი წერილი და მე თვითონ გადავცემო. ნათესავებმაც მითხრეს, _ მიეცი და ეს მისცემსო. ჯიბეში რამდენიმე წერილი მქონდა და ვიფიქრე, _ მივცემ ერთ წერილს, თუ მისცა, ამით არაფერი დაშავდება,-მეთქი. ჩემი მეუღლეც მოდიოდა მანქანით ნათესავთან და დაინახა, ჩემს მიერ მიცემული წერილი როგორ მიიტანა იმ ბიჭმა ვერცხლისფერ მერსედესთან და როგორ კითხულობდნენ. შემდეგ, ისევ შემოვიდა და მითხრა _ მეორე წერილიც მომეციო. რად გინდა,-მეთქი? ასე მითხრა, ვიღაცას უნდა, იმასაც უნდა მივუტანოო. დიდი ხანი მეხვეწებოდა და მივეცი. ცოტა ხანში, მოვიდა პრეზიდენტის დაცვის ვერტმფრენი. 5 წუთში პრეზიდენტის ვერტმფრენიც დაჯდა. როგორც კი დავინახე პრეზიდენტი, ჩემი ნათესავის გოგოც მომეხმარა და მივედით. იმდენი დაცვა დააყენეს, შეუძლებელი იყო იქ მისვლა. მე ღობეზე ავედი და იქედან დავიძახე: ბატონო პრეზიდენტო! ამის დაძახება იყო და მომვარდა სამი ადამიანი. ხელი გადამიგრიხეს და პირზე ხელი ამაფარეს.

პირზე ვინც ხელი ამაფარა, ეს ადამიანი გადმოვიდა იმ შავი № 713 ჯიპიდან და პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი, ლევან ქირია. კინაღამ დამახრჩვეს. ლევან ქირია ყურში მეუბნებოდა, დღეის მერე შენ არ გინდა ცხოვრება? ხომ გაგაფრთხილეთ, ხომ გითხარით, არ მიხვიდე, ჩვენ მივცემთ წერილსო" შემაგდეს მანქანაში. ცენტრში გადმოვედი მანქანიდან, მაგრამ ისევ შემაგდეს. ჩემს მეუღლეს პირადად ლევან ქირიამ უთხრა, თუ კიდევ გაბედავ მანქანა გამოიყვანო ასეთ რამეზე, დაგიხევ მართვის მოწმობას და თავზე დაგაყრიო. მე და ჩემი მეუღლე სახლში რომ წამოვედით, ის ორი მანქანა _ შავი ჯიპი და ვერცხლისფერი მერსედესი სახლის კარებამდე მიგვყვა. გვიყურებდნენ, როგორ შემოვედით ჭიშკარში.

მე არ ვიცნობდი ლევან ქირიას, მაგრამ მანქანის ნომერი ხომ დავიმახსოვრე? განყოფილებაში რომ მივედი, იქ ვნახე ეს მანქანა და ვიკითხე, ვისი იყო. მითხრეს, განყოფილების უფროსის ლევან ქირიასი არისო. პირზე ხელი რომ ამაფარა, მაშინ წინა კბილები ჩადგმული მქონდა და იქ დავკარგე, იმ ორი ბიჭის სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ, რომ ვნახო, ვიცნობ..."

"ვეძებ დაკარგულ შვილს, გოგიტა აბულაძეს. მთავრობა დამუნჯდა, დაყრუვდა, დაბრმავდა, პოლიცია არ მუშაობს. ვეძებ სამართალს," _ აბულაძეების სახლთან დღესაც არის გაკრული ეს ტრაფარეტი. პრეზიდენტთან შეხვედრაც სწორედ დაკარგული შვილის გამო სურდათ აბულაძეებს...  გოგიტა აბულაძის გაუჩინარების საქმე ჯერ გამომძიებელ ირაკლი ჭითანავას ჰქონდა, შემდეგ კი გიგა დარასელიას გადასცეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში მალხაზ პაჭკორიას დაკითხვის მოთხოვნით მისულ ცინარა აბულაძეს მუხლში ფეხები ურტყეს და 15-დღიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ.

71 წლის ცინარა აბულაძემ თხოვნით მიმართა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მიერ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და ცემის ფაქტზე საქმე დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში თაროზე დევს.




 ახალი ამბები
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...