"ღადარი არ გამიციო, ბაბუა..." _ როგორ ასრულებენ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის დანაბარებს

მთავარი თემა

"ღადარი არ გამიციო, ბაბუა..." _ როგორ ასრულებენ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის დანაბარებს

2013 ივნ 25 17:42:28

ნოდარ დუმბაძე იცის და ერთნაირად უყვარს დიდსა და პატარას. ქართველს და უცხოელს... თუმცა, ამ დიდებული პიროვნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს გურულებს, სიყვარული და სიამაყე _ ნოდარ დუმბაძე, რომლის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში (ხიდისთავის თემი) ცხოვრობდა.

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა ქალაქ თბილისში, თუმცა იქ დიდხანს არ უცხოვრია. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისის დაპატიმრების და დედის გადასახლების გამო საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.

ჩოხატაურში გატარებულმა წლებმა დააწერინა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“... ცნობილი რომანის გმირები მისი მეზობლები იყვნენ. სწორედ მათი ყოველდღიურობა ასახა დუმბაძემ ამ ნაწარმოებში.

მისი სახლ-მუზეუმის აივნიდან, რომელიც 1994 წელს გაიხსნა, ნოდარ დუმბაძის, ოლღა ბებიას, ილიკოს და ილარიონის საცხოვრებლის დანახვა თავისუფლად არის შესაძლებელი. თუმცა, იქ ასასვლელად, ჩაბნელებული კიბე უნდა აიაროთ...

დავიწყოთ თავიდან... მუზეუმს, რომელსაც 3 თანამშრომელი ჰყავს, წლის განმავლობაში, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს... განსაკუთრებული სტუმრიანობა ამ დღეებშია _ მაშინ, როცა სკოლა იხსნება და როცა ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე ახლოვდება...

მუზეუმამდე მისასვლელი გზა ავარიულია... იქ ასვლა ორხიდიანი მანქანებით არის შესაძლებელი... არადა, ცენტრალურ გზასთან, რომელიც ბახმაროში მიდის, შორს სულაც არ არის... მუზეუმთან ახლოს, ძველი, ჟანგმოკიდებული აბრაა, რომელიც მხოლოდ იმას გაუწყებთ, რომ იქ მუზეუმია. ჭიშკრებს ჯაჭვები ამაგრებს... დრომ თავისი გაიტანა და ხის ღობეები დალპა... შეკეთებაზე კი, რატომღაც, არავის უზრუნია.

ერთ თვეზე მეტია, ნორმალურად დამთვალიერებლებსაც ვერ იღებს _ ამის მიზეზი უშუქობაა... მეორე სართულზე, სადაც უნიკალური ხატებია გამოფენილი და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დუმბაძისა და მისი რომანის გმირების საცხოვრებლის დანახვაა შესაძლებელი, ხის კიბით უნდა ახვიდეთ... იქ კი უკუნი სიბნელეა.

როგორც მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი მარიკა მაჭარაშვილი გვიყვება, ბავშვებისთვის გზის განათებას სანთლით ცდილობს...

ახლა საიუბილეო კვირეულისთვის ემზადებიან. ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85 წელი სრულდება. ჩოხატაურის ხელისუფლება ამ თარიღის აღსანიშნავად ბევრ სტუმარს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსაც ელოდება... თუმცა, ამ ლოდინში განსაკუთრებული სამზადისი არ შეიმჩნევა. ამდენი ხანია ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარება და ავარიული ჭიშკრების შეკეთებაც ვერ მოხერხდა... ცენტრალური კიბის მოაჯირიც მორყეულია და იქ ასვლა უკვე საშიშიც კია...

მუზეუმის დირექტორის, თამაზ ჩიგოგიძის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი, შოთა ჩანტლაძე ჩააყენა.

როგორც ირკვევა, გაერთიანებას საკმარისი თანხები არ გააჩნდა, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია.

_ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ელექტრომრიცხველის დაზიანება გახდა, _ გვითხრა ჩანტლაძემ.

_ და მის შეკეთებას ერთი თვე დასჭირდა?

- არა, დაახლოებით, 15 დღეა, ასე ხდება. მე იმ წუთშივე ჩავაყენე საქმის კურში ყველა. თან ბუღალტერიც არ მყავდა და ამან გამოიწვია პრობლემები. ერთ კვირაში მოგვარდება ყველაფერი.

_ ღობე, ჭიშკარი, მოაჯირი?

_ 2000 ლარი გვქონდა მუზეუმისთვის გამოყოფილი. ბუნებრივია, ეს არ ეყოფოდა, მაგრამ ვფიქრობდით ეტაპობრივად გაკეთებას....

_ ეტაპობრივში არ შედიოდა იმის ფიქრი, რომ წელს, საიუბილეო წელი იყო? უფრო ადრე რომ დაგეწყოთ, თუნდაც ღობის შეკეთება და ბოლო დღეებისთვის არ მოგეტოვებინათ?

_ ბოლო დღეებისთვის არ მოგვიტოვებია...

_ 20 დღე ბევრია?

_ ბევრი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ სწრაფი ტემპით და მუშაობით მოესწრება, _ გვითხრა ჩანტლაძემ.

ამის იმედი, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს, ქეთინო დუმბაძესაც აქვს, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ საიუბილეო კვირეულის დაწყებამდე პრობლემები მოგვარდება:

- მპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ვნახოთ,. იმედი მაქვს, რომ მოასწრებენ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც მუზეუმს აქვს. მე გასულ წელსაც ვიყავი იქ და მაშინაც იყო პრობლემები. მას შემდეგ კი ერთი წელი გავიდა და, ბუნებრივია, რომ ახლა უფრო მეტია, _ გვითხრა დუმბაძემ.

მისივე ინფორმაციით, ნოდარ დუმბაძის კვირეული თბილისში, 14 ივლისს მთაწმინდიდან დაიწყება.

_ 14-ში მთაწმინდაზეა ღონისძიება, 15-ში ეროვნულ ბიბლიოთეკაში მამას ფოტოების გამოფენაა. 17-ში კი ჩოხატაურში, ძალიან ბევრ სტუმართან ერთად ჩამოვალთ, _ აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის თქმით, საიუბილეო კვირეულის დაწყებამდე ყველა პრობლემა მოგვარდება:

_ ფინანსთა სამინისტრომ უკვე გამოგვიყო თანხები და ყველა პრობლემა მოეხსნება მუზეუმს.

_ ბატონო თამაზ, 14 ივლისამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. მოასწრებთ?

_ მთელი ჩოხატაურიც რომ ჩაერთოს სამუშაოებში, აუცილებლად მოესწრება, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

P.S. "როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ - ჩემი, მე _ სხვისი, სხვამ _ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამქვეყანაზე"... _ იმედია, ასეც მოხდება და ხელისუფლება სიტყვას შეასრულებს... შეასრულებს მინიმუმ იმისთვის, რომ მარტო არ დარჩეს. მარტო, სადაც აუცილებლად ჰკითხავენ: შენ ოჯახაშენებულო, რომელ რაიონს ღირსებია ერთი სოფლიდან ორი შვილი მთაწმინდაზე ესვენოს... შენ გეღირსა და არ შეიღირსიე... ერთის მუზეუმს (ნოდარ დუმბაძის) ვერ მიხედე, მეორისას კი (ანა კალანადაძე), არამცთუ სახლ-მუზეუმი, აბრაც კი არ გაქვს... არც სოფელში და არც იმ სახლში, სადაც პოეზიის დედოფალი ცხოვრობდა...

ამ დროს კი სამუზეუმო გაერთიანება გაქვს, 80 000-ლარიანი ბიუჯეტიც (სულ 4 მუზეუმი _ სამი სახლ-მუზეუმი, ერთი მხარეთმცოდნეობის) და ხელფასები ადმინისტრაციისთვის. ადმინისტრაციისთვის, რომელიც ამ ყველაფერზე თურმე მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებით შემოიფარგლება. არადა, არქივში, ძველი ხელმძღვანელობის წერილები მრავლადაა... ლამის, ყელგამოწეული რომ გეხვეწებოდათ, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს მივხედოთ და ანა კალანდაძის სახელობის აბრა მაინც გავაკეთოთ, სხვა დანარჩენზე უარს თუ ამბობთო...

მასალა მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...