აჩვენებენ თუ არა ზუგდიდში წამების ამსახველ კადრებს

მთავარი თემა

აჩვენებენ თუ არა ზუგდიდში წამების ამსახველ კადრებს

2013 ივნ 27 11:02:33
რასაც მოქალაქეების თქმით, შეიძლება, საზოგადოებაში დაპირისპირება მოჰყვეს და დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს, უფრო მეტიც, რეგიონის მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ამ კადრების გასაჯაროებამ შეიძლება ზოგიერთების ლინჩის წესით გასამართლებამდე მიგვიყვანოს.

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აღნიშნავს, რომ რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედი წყაროს მეშვეობით, მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზუგდიდში, ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების ოფისში და რამდენიმე სხვა ოფისში, სადაც განთავსებულია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ორგანიზაციები, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არჩევენ მათთვის მისაღებ პირებს, რომლებსაც დახურულ რეჟიმში უჩვენებენ კადრებს, სადაც ადამიანთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და სექსუალური ძალადობაა აღბეჭდილი.

ამასთან, წყაროს ცნობით, საუბარია არა იმ კადრებზე, რომლებიც უკვე აღმოაჩინა და დიპლომატებსა და მედიას წარუდგინა შსს-მ, არამედ ახალ, ჯერაც გაუხმაურებელ კადრებზე, რომლებიც, უცნობია საიდან, მაგრამ აღმოჩნდა ჩვენების ინიციატორთა ხელში.

ინფორმაციის მიმწოდებელი პირები იმასაც ამბობენ, რომ ძალადობის ამსახველ ვიდეოებში ნანახი მოძალადეებიც და მსხვერპლიც უკვე ამოიცნო რამდენიმე პირმა და ამის შესახებ ზეპირი ინფორმაცია ზუგდიდის მოსახლეობაში უკვე გავრცელებულია.

ჩვენ ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ანი წითლიძეს დავუკავშირდით.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში წამების ამსახველი ფირების ჩვენება ხდება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის.

_ დიახ, გიდასტურებთ, რომ მსგავს ჩვენებებს მართლაც აწყობენ ზუგდიდში. არ ვიცი, ფირები საიდან აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ აჩვენებენ. ერთ-ერთმა ჩემს მეგობარს ჩემი თანდასწრებით უთხრა, თუ გინდა, ხვალ წამომყევი და გაჩვენებ კადრებს, რას ჰყვებიან და როგორ მოგიხსენიებენ შენ ისინი, ვისაც იცავო. მე სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ ამ ადამიანების უსაფრთხოების გამო. ეს კადრები მანამდე ჰქონდა მთავრობას და ახლა გამოიტანეს სააშკარაოზე, რადგან ამ კადრებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ორი აზრი არ არსებობს, რომ მწამებლებიც და შემკვეთებიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ არც ესენი სჯობიან დიდად ნაცებს, რადგან ამ კადრებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და მსხვერპლი ფეხებზე ჰკიდიათ. მინდა ყველამ კარგად გაიგოს _ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ ფირების ჩვენება საჯაროდ არ შეიძლება. ესეც დიდი დანაშაულია. ამ კადრების გამავრცელებლებიც და ის სადისტებიც არიან ერთნაირად სადისტები.

ფირების ჩვენების შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსთან" საუბარში დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამაც:

_ ვადასტურებ, რომ ფირების ჩვენება ხდებოდა. უშიშროების სამსახური, ე. წ. "სუსი" უზრუნველყოფდა, რომ კადრების რაღაც ნაწილი ენახა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. მე ვერ გეტყვით დეტალებს, იმიტომ, რომ მაშინ ის ადამიანები უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც იტყვიან, რომ ნახეს კადრები, ისე კი პირად საუბრებში არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ თავის მეგობრებში, რომ ნახეს კადრები.

სამეგრელოს რეგიონში აღმოჩენილი ვიდეოფირების საიდუმლო ჩვენებას გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია. მან აღნიშნა, რომ ეს არის აბსურდი და ყველა ჭორი მიზანმიმართულადაა გავრცელებული. სართანიას განცხადებით ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

გიზო სართანია: "ავრცელებენ ჭორებს. თუ ვინმეს ვაჩვენე, მოიყვანონ და დამიყენონ. ამგვარი კადრების არსებობის შემთხვევაში, მე მას შესაბამის სამსახურებს გადავცემდი. კადრების ამოღების შემდეგ "ნაციონალებს" შემთხვევით შევხვდი, ვკითხე, რომ კიდევ აპირებენ თუ არა დარჩენას "ნაცმოძრაობის" რიგებში და ვთხოვე ჩემს ნაცნობებს, რომ საერთოდ გამიჯნოდნენ პარტიას და მოენანიებინათ. ჩემი აზრია, რომ ამ პარტიას საერთოდ არ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება. ეს ვუთხარი და ალბათ, ამიტომ იგონებენ ამ ჭორებს."




 ახალი ამბები
  • ვიდეო, რომელმაც გული არაერთ ადამიანს გაუთბომეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე იცეკვა. ვიდეო ამერიკის შეერთებულ შტატებში, უისკონსინში არის გადაღებული. 97 წლის ჩაკი საკუთარი სახლის წინ ცეკვავს. ვიდეომ, სოციალური დისტანციის პირობებში,  მსოფლიოში არაერთი ადამიანის გული გაათბო, მათ შორის ტიმბერლეიკისაც. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩაკის ცეკვამ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. 2018 წელს ფრენკ სინატრას "Let it snow"-ზე,  ხოლო 2017 წელს "Jingle Bells"-ზე ... ...
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას (R)მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ და ხანდაზმული ასაკის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა თანადგომას. უწყებამ, ამჯერად, აღნიშნული კატეგორიის 2200 ვეტერანისათვისმოამზადა სასურსათო კალათები, რომლებიცორშაბათიდან, მთელი საქართველოს მასშტაბითდარიგდება.  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძელებსვეტერანთა მხარდაჭერას მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში იგეგმებაბენეფიციართათვის 1000 ასეთივე სასურსათო კალათის მომზადება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! #StopCov#Covid19 #დარჩისახლში ... ...
  • კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა. როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 8 აპრილიდან დღემდე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ უარი დაახლოებით 3000-მდე კომუნალური სერვისის დაფინანსებაზე თქვა, რაც მოიცავს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მოსაკრებელს. „სურვილის შემთხვევაში უარის თქმა მოქალაქეებს სემეკის ვებგვერდზე მარტივი ფორმის შევსებით შეუძლიათ. მარტის თვის მოხმარების სუბსიდირებაზე უარის თქმის შესაძლებლობა ხვალ, დღის ბოლომდეა. ეს დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს“, - აღნიშნავს ნარმანია. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. დეტალური ინფორმაცია სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ იხილეთ ... ...
  • ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - მამა დიმიტრი ვეკუაეს ჩვენი გადასაწყვეტია _ გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის, დიმიტრი ვეკუას განცხადებით, COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივ ტესტირებაში სასულიერო პირთა ჯგუფის მოხვედრაზე ინფორმაცია მისთვის სიახლეა. ამის შესახებ, მამა დიმიტრი ვეკუამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. "ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია - გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,"- განაცხადა სასულიერო პირმა.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ... ...
  • ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები _ გამყრელიძეჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში. მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ. "ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ. ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...