სააკაშვილი: ისინი არ წარმოადგენენ ტურისტულ ორგანიზაციას, რომელსაც უბრალოდ სიამოვნებს აქ მოგზაურობა

მთავარი თემა

სააკაშვილი: ისინი არ წარმოადგენენ ტურისტულ ორგანიზაციას, რომელსაც უბრალოდ სიამოვნებს აქ მოგზაურობა

2013 ივნ 27 17:40:20
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა კვლავაც დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ.

ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ქმედება მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის ქმედება ცივი ომის პოლიტიკად შეაფასა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველების მონაწილეობა ISAF-ის მისიაში და ქართველ ჯარისკაცებს გამოჩენილი მამაცობისა და უდიდესი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს და თანადგომა გამოუცხადა მთელ ქართველ ერს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილა. მან დადებითად შეაფასა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ფაქტი და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებული წვლილი. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც დემოკრატიულად და სამართლიან ვითარებაში ჩაივლის.

ანდერს ფოგ რასმუსენმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მათ შორის, გამოყო უმცირესობის უფლებების დაცვის აუცილებლობა. მისი განცხადებით, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს უმთავრესი დემოკრატიული ღირებულებები.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ლიდერმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებაც ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ ახალმა მთავრობამ რეფორმების მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს და დაწყებული რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

_ გენერალური მდივანი არაერთხელ ჩამოსულა საქართველოში და პირველად, იგი გვეწვია დანიის პრემიერ-მინისტრის რანგში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის სოლიდარობა, რომელიც მან ქართველი ხალხის მიმართ გამოხატა, მისი ძალიან მკვეთრი, ვაჟკაცური და, მათ შორის, ძალიან ადამიანური განცხადებები. შემდეგ, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, მან არა ერთხელ გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა ქართველი დემოკრატიის მიართ. მან არა ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. უნდა ითქვას, რომ მისი გენერალური მდივნობის პერიოდში, ამ მიმართულებით, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

ჩვენ გადაგვიყვანეს ასპირანტი ქვეყნების კატეგორიაში. ჯერ ლისაბონის სამიტის, ხოლო შემდეგ ჩიკაგოს სამიტის დროს, განცხადებები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე იყო სულ უფრო მზარდი და ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადაიდგა. ამ შემთხვევაში ამ რიტორიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ხშირად ამბობენ: ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ძალიან ჭიანურდებაო. ასეთ პროპაგანდას ეწევიან: „ნატო ჰორიზონტივით არის - რაც უფრო ვუახლოვდებით, მით უფრო გვშორდება“.

მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა: გენერალური მდივნის ყველა ვიზიტი საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა შეკრება ჩვენს ქვეყანაში (ჩრდილოატლანტიკური საბჭო აქ ჩამოვიდა უშუალოდ 2008 წლის ომის შემდეგ), ყველა მინისტერიალი, რომელიც იმართება ბრიუსელში - ეს არის საქართველოს მეტი ინტეგრაცია ისტორიაში ყველაზე გავლენიან, ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციასთან; ეს არის მეტი დაახლოება; შესაძლოა, არა იურიდიულად, მაგრამ პოლიტიკურად, ეს არის უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტია საქართველოსთვის.

ეს არის მეტი რწმენის გამოხატულება საქართველოს გრძელვადიანი მომავლის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარს სტუმრები, ძალიან გვიხარია ყოველთვის, როდესაც, მათ შორის გენერალური მდივნი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არ წარმოადგენენ ტურისტულ ორგანიზაციას, რომელსაც უბრალოდ სიამოვნებს აქ მოგზაურობა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დემოკრატიულ სამყაროში სიტყვებს, განცხადებებს, მხარდაჭერას აქვს კონკრეტული ღირებულება, კონკრეტული ფასი, ხოლო ყოველივე ამას - გაგრძელება. ის, ვინც ამას არ აფასებს, მოდის იმ დროიდან, როცა სიტყვები არაფერს ნიშნავდა; მოდის იმ პერიოდიდან, როდესაც ძველი ავტორიტარული სისტემა გვაცხოვრებდა სიცრუეში.

როდესაც დემოკრატიულ სამყაროსა და ამ ორგანიზაციაზე ვლაპარაკობთ, ყველა განცხადებას, ყოველ ნაბიჯს, ყველა დეკლარაციას, საქართველოსა და ამ რეგიონისთვისთვის აქვს ისტორიულად გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც მონაწილეობენ ISAF-ის ოპერაციებში ავღანეთში.

მიმაჩნია, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს საუკეთესო შვილებს, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სახეს, ქართული სულის, ჩვენი მებრძოლი სულის და თავისუფლებისმოყვარე სულის საუკეთესო გამოხატულებას. ჩვენ ქედს ვიხრით იმ ადამიანების, ჯარისკაცების, ქართველთა საუკეთესო შვილების, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების წარმომადგენლების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს მომავლისთვის. ისტორიულად, ყოველთვის ვამაყობდით იმით, რომ დიდი პროგრესული კოალიციების ნაწილს წარმოვადგენდით.

საქართველოს გადარჩენა და მომავალიც სწორედ ამაშია და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სწორად მოვიქეცით, როდესაც ჯერ ჩავერთეთ ავღანეთის ოპერაციებში და შემდეგ გავზარდეთ ჩვენი მონაწილეობა. ეს ასევე ემსახურება ძლიერი ქართული შეიარაღებული ძალების შექმნას, რომელსაც საქართველოსთვის ასევე გადამწყვეტი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

გენერალურ მდივანთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხები - თქვენ იცით, ძალიან ბევრი საეჭვო და საკამათო ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, ამ დილითაც.

განვიხილეთ ზოგადად ის საკითხები, რომლებიც შეეხება სამართლის უზენაესობას, ადამიანთა უფლებებს, ქარულ დემოკრატიას. ყველა ამ საკითხზე ღიად და გულწრფელად ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ახლა ძალიან რთული მომენტია, მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაძლევს და გადალახავს ყველა სირთულეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა; რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოვყალიბდებით სრულფასოვან დემოკრატიად, მაგრამ ახლა ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ და ჩვენ წინაშე სერიოზული, პრობლემური საკითხები დგას, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...