მოქმედი სასაფლაოების გაყიდვაც დაიწყეს?

მთავარი თემა

მოქმედი სასაფლაოების გაყიდვაც დაიწყეს?

9 მაი. 2011, 23:54:02
და აინტერესებთ, რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია. მათი თქმით, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ვარაუდობენ იმასაც, რომ სასაფლაოზე მიცვალებულის დასაკრძალად, უკვე ახალი მეპატრონისგან მიწის ყიდვა მოუწევთ.

_ გვაქვს ინფორმაცია, რომ სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია იყიდება _ აუქციონზე გასატანად აქვთ მზად. ადრე გვითხრეს, ორი წლის წინ გაიყიდაო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, _ ამბობენ სუფსის მცხოვრებნი.

_ სასაფლაოსაც ჰყიდიან. აწი სად დავიმარხებით, არ ვიცით. რომ მოკვდება ადამიანი, პატრონს, ალბათ, მიწას მიჰყიდიან. გაყიდეს ყველაფერი და დასამარხი მიწაც არ უნდათ, დაგვიტოვონ! არ ვიცით, რა აქვთ ჩაფიქრებული... ლამის ტურებმა წაგვიღოს და სჯობს, ამას მიხედონ; ამ გორებზე ადრე ჩაი იყო გაშენებული, ახლა კი სულ ტყედ არის ქცეული. საქონელიც ვერ შედის შიგ. ერთ დღეს შვიდი დედალი წაგვართვა ტურამ, _ ამბობს სოფელ სუფსის მკვიდრი ჯემალ კვაჭანტირაძე.

ზაირა კვერენჩხილაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ვისკენაც ხელს იშვერს ხელისუფლება და ამბობს, რომ თითქოს ორი წლის წინ შეისყიდა ეს მიწა, ის ამ ინფორმაციას არ ადასტურებს: "სიმართლე ვერ გავარკვიეთ, ტყუილები და დაპირებები კი კარგად ეხერხებათ".

_ სოფლის რწმუნებულს ჯერ ჩვენთვის, აქ მცხოვრებლებისთვის უნდა ეთქვა, თუ მოხდებოდა სახელმწიფოსგან ვინმეზე ამ მიწის იჯარით გადაცემა ან გაყიდვა; ჩვენ ვიყიდდით, მაგრამ ყველაფერს ჩუმად აკეთებენ. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის რეგიონულმა დირექტორმა შალვა კაპანაძემ მითხრა, ეს ტერიტორია გაყიდული ჯერ არ არის, აუქციონზე გასატანად არის მზად და ყიდვით დაინტერესებული პირი კახა მელუააო. ჩვენ გაფრთხილებული გვყავდა სოფლის რწმუნებული ამის შესახებ. ახლა იძახის, ტიკარაძისააო, ხან ამბობს, სტურუასიაო, ადრე მჟავიამ იყიდაო... ჩვენი ინფორმაციით, კახა მელუასია.

_ ამ ამბავთან დაკავშირებით, ბევრი ვიარე ლანჩხუთში. მატყუებდნენ, ორი წლის წინ გაიყიდაო. დავინტერესდით იმიტომ, რომ ძროხას ვერ ვუშვებთ საბალახოზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს საძოვრად. გამგეობაშიც ვიყავი გოგუაძესთან და დავტოვე განცხადება. მერე მოვიკითხე პასუხი და გოგუაძეს არ ჰქონდა პასუხი გაცემული. იქვე მითხრეს, რომ ეკონომიკის მინისტრის ქობალიას სახელზე უნდა დაწეროთ წერილი, იქედან წავა მერე აუქციონზე და აუქციონზე შეისყიდეთო; ისიცაა, რომ თუ ეს მიწა აუქციონზე გავა, ჩვენ ეგენი ყოველთვის გვაჯობებენ; გლეხობას სად გვაქვს იმდენი ფული, რომ მაგათზე მეტი ფასი გადავიხადოთ?! მაფიოზები დაგვჩაგრავენ ყოველთვის... მერე შევხვდი გოგუაძესაც, რომელმაც მითხრა, რომ დატოვე განცხადება, განვიხილავთ და გეტყვით პასუხსო. გაყიდული არ არის და იტყუებიან. დადგება დრო, ამ საცოდავ ხალხს მიცვალებულის დასამარხი მიწა ექნება საყიდელი. ისედაც ნახევრადგაუვალ ჩაიში იმარხებიან საცოდავები და აგიც საყიდელი რომ იქნება! კახა მელუამ გვითხრა მაშინ, ალეკო სტურუამ იყიდაო. ჩვენი აზრით, სტურუა დაგვიპირისპირა იმიტომ, რომ სკოლის დირექტორია სუფსაში და ვითომ, მოსახლეობა არაფერს იტყვისო. მაგრამ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა, _ ამბობენ სუფსის მცხოვრებლები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის უფროსი ეთერ ჭყონია "გურია ნიუსთან" საუბარში, ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია გაყიდულია ან უნდა გაიყიდოს, არ ადასტურებს, პირიქით, კატეგორიულად უარყოფს:

_ სასაფლაოს ტერიტორია არ იყიდება, წინ მდებარე ტერიტორიის ნაწილი გაყიდულია 2008 წელს. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი ივნისში გამოაცხადა და ის ტერიტორია იყიდა ნოდარ მჟავიამ, ოღონდ ეს არის სასაფლაოს წინ მდებარე ტერიტორია. მან მიყიდა ალეკო სტურუას, ანუ, დღეს, ოფიციალური მფლობელი ამ ტერიტორიისა არის ალეკო სტურუა.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის რეგიონული დირექტორი შალვა კაპანაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ სასაფლაო არის სახელმწიფო ტერიტორია და მისი გაყიდვა არ შეიძლება:

_ არ შეიძლება სასაფლაო გაიყიდოს; ეს არის სახელმწიფო მიწა, სოფლის საკუთრება და მისი გაყიდვა ყოვლად დაუშვებელია. პირიქით, სახელმწიფომ სასაფლაოს ტერიტორია უნდა გააფართოვოს. მსგავსი ფაქტი ჯერ არ მომხდარა და მაინცადამაინც გურიაში უნდა მოხდეს?!

_ ბატონო შალვა, ჩვენთან საუბარში ქალბატონმა ზაირამ ბრძანა, რომ თქვენ დაინტერესებულ პირად კახა მელუა დაასახელეთ. ამის შესახებ რას გვეტყვით?

_ კი, ვიცი ეს ქალბატონი, მე მქონდა მასთან საუბარი ამის თაობაზე, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ამ ქალბატონს, უბრალოდ, დავეხმარე. მან უნდა მომმართოს ოფიციალური განცხადებით, რის საფუძველზეც გავაკეთებ ოფიციალურ კომენტარს.

სოფელ სუფსაში მცხოვრები კახა მელუა "გურია ნიუსთან" საუბარში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ტერიტორია უკვე იყიდა ან აწი სურს ყიდვა, კატეგორიულად უარყოფს.

როგორც "გურია ნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის მცხოვრებლებმა აცნობეს, მათ უკვე ელექტრონული ფოსტით ეკონომიკის სამინისტროში სადავო მიწის ფართობის ნახაზი და წერილი გაგზავნეს და იმედოვნებენ, რომ სამართლიან და ადეკვატურ პასუხს მიიღებენ.

ჩვენი გაზეთი ამ თემას კვლავ მიუბრუნდება.




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...