ელგუჯა ჩხაიძე: "მე რომ იარაღი ჩამიდეს, ის პოლიციელები დღესაც თანამდებობებზე არიან"

მთავარი თემა

ელგუჯა ჩხაიძე: "მე რომ იარაღი ჩამიდეს, ის პოლიციელები დღესაც თანამდებობებზე არიან"

2013 ივლ 1 22:19:56
_ ამბობს "დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე, რომელიც სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს: "დიდი ხანია ვითმენ _ მეგონა ჩემი ჩარევის გარეშე მოიკვლევდნენ ნაძირალა პოლიციელების იმ საქმიანობას, რასაც ჩადიოდნენ წლების განმავლობაში. ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას სამართალდამცავ სტრუქტურებში. ვასახელებ იმ პოლიციელების სახელს და გვარებს, რომლებიც გვიდებდნენ ნარკოტიკებს და იარაღს:

ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილე ლაშა ჩხაიძე, რომელიც ცნობილი ნარკოტიკების ჩამდებია, ამჟამად მუშაობს ქობულეთის პოლიციაში.

ლაშა ქირია, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ჩემთვის ავტომატი "კალაშნიკოვის" ჩადებას საქონლის ფერმაში, შემდეგ ავტომატის მჭიდებს ჩადებას ქათმის ბუდეში. ამჟამად მუშაობს ქობულეთის პოლიციაში.

შმაგი ურატაძე _ ცრუ მოწმე და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ინფორმაციის შემგროვებელი, რომელიც ამჟამად მუშაობს ლანჩხუთის პოლიციაში.

დავით იმნაძე _ დეტექტივების უფროსი, მოძალადე, რომელიც დაშინებით და ზეწოლით აიძულებდა მოქალაქეებს, მათ შორის, მეც, აღიარებით ჩვენების მიცემას.

გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბირთველიშვილი, რომელიც ახლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რუსთავის რომელიღაც კოლონიის უფროსია. მან პირადად ზურგს უკან ხელებზე მოჭერით დამადო ბორკილები, მოადგილესთან ლაშა ჩიკვილაძესთან (რომელიც ახლა არ ვიცი სად მუშაობს) ერთად, წამაქციეს და ავტომატის მჭიდზე დამადებინეს ანაბეჭდები.

თუ ეს ავაზაკები კიდევ გააგრძელებენ მუშაობას, მე ვერ ვირწმუნებ რომ სამართლიანობა აღდგება.

ოთხი წელია, ამ უნამუსოების გამო ჩემი ოჯახი ციხეში და სასამართლოში დადის," _ ამბობს ელგუჯა ჩხაიძე.

ჩვენ შევხვდით ელგუჯა ჩხაიძეს, რომელიც გვიამბო, როგორ მოხდა მისთვის იარაღის ჩადება, მისი შვილის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის დაპატიმრება, როგორ განაგრძობენ სისტემაში მუშაობას დღემდე პოლიციელები, რომლებმაც უკანონო საქციელი ჩაიდინეს და დღემდე პასუხი არ უგიათ:

"2012 წლის 13 იანვარს, სახლში, ხუთ სტუმართან ერთად ვქეიფობდი, როცა პოლიციის უფროსის მოადგილემ, დავით იმნაძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა, რაღაც ძველი საქმეაო. მე მაგიდასთან მეუღლეს სკამიც კი მოვატანინე, სტუმარი მოვა,-მეთქი. მანქანა რომ გაჩერდა, პოლიციელები არც კი გადმოსულან. მითხრეს, რომ ტყეში, ფერმაზე უნდა წამოგვყვეო. სახლში შემოვედი, „ბოტები" ჩავიცვი და წავყევი. ორი მანქანა უკან მოგვყვებოდა, ორი იქ შემოგვიერთდა. ახლა ამბობენ, ჩხაიძე ტყეში დაგვხვდაო. არადა, სახლში ხუთი ადამიანი იყო ჩემი ოჯახის წევრების გარდა, გზაზეც ხალხი გვხვდებოდა და ასე უსინდისოდ იტყუებიან დღეს. მივედით იქ. დავით იმნაძე კამერით იღებდა. მოწმეები ხომ არ გინდაო? არა,-მეთქი, ვუთხარი. კარავში შევიდნენ და პირდაპირ იმ ადგილას მივიდნენ, საიდანაც შემდეგ ავტომატი ამოიღეს _ ჭერიდან ჩამოიღეს თეთრ ტომარაში ჩადებული ავტომატი. გარეთ გამოვედი. მოიცაო, დამიძახეს. რა მოვიცადო, ხომ ვიცი, რომ თქვენი ჩადებულია,-მეთქი. ეგებ ძველი დადებულია და აღარ გახსოვსო. ძველი დადებული კი არა, ტომარაზე 2011 წელი ეწერა. ის ტომარა დაწვეს მერე. პოლიციაში მიმიყვანეს. მოვიდნენ პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით ცირეკიძე, უფროსის მოადგილე ბირთველიშვილი და ლაშა ჩიკვილაძე. ცირეკიძე მეუბნებოდა, აღიარე, რომ შენი იარაღია და ჯარიმას _ ხუთას ლარს გადაიხდიო. არ იყო ჩემი და რატომ ვაღიარებდი?! ცირეკიძე მეკითხებოდა, ახლა შენ ვითომ არჩევნების მოგებას აპირებო? მე ვუთხარი, რომ აქტიურად მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში. გავიგე, რომ სახლში ჩემი არყოფნის დროსაც იყვნენ მისულები სახლში. პოლიციის მაშინდელ უფროსს გიგიაძეს მოუთხოვია, საპირფარეშოში მინდა შესვლაო. საპირფარეშოს პატარა სარკმელი აქვს, რომლის ქვემოთ ქათმის ბუდეა. ეს არ იცოდა გიგიაძემ და როგორც ჩანს, სარკმლიდან გადააგდო იარაღის მჭიდი, რომელიც მერე ქათმის ბუდეზე იპოვეს. მჭიდი რომ აიღეს, კვერცხი ახალი განატეხი იყო. ამის მერე ბირთველიშვილმა უკან გადაჯვარედინებულ ხელებზე ხელბორკილები დამადო. მერე წამაქციეს და ასე წაქცეულს და უკან ბორკილდადებულს მჭიდი დამაჭერინეს ხელები და თითის ანაბეჭდები ასე აიღეს. სამი საათის მანძილზე ადვოკატს ვითხოვდი და არ შემოუშვიათ. მერე გავიგე, რომ გარეთ ირაკლი ალასანია იცდიდა, თურმე. 17 თვეა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ცრუ მოწმეები ჰყავს პოლიციას, შმაგი ურატაძის და ემზარ ჩხაიძის სახით. ისინი ამბობენ, თითქოს მეთქვას, ჩემთან მჭიდს ნახავთ,-მეთქი. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მოთხოვა ერთ-ერთს, გაიხსენეთ, რას ამბობდა ელგუჯა ჩხაიძეო და ვერ გაიხსენა. თვითონ პროკურორმა გაახსენა, ხომ ამბობდით, თითქოს ჩხაიძეს ეთქვას, ჩემთან უმჭიდო ავტომატს ნახავთო. მერე მერე „გაახსენდათ" თავიანთი ნათქვამი.

საშინელება ისაა, რომ დღეს ყველა ეს ადამიანი ისევ თანამდებობაზეა და სამართალდამცველები ჰქვიათ. მე ვამბობ, რომ ესენი არიან ავაზაკები და დღეს სამართალს იცავენ და სამართლის სახელით საუბრობენ ავაზაკები. ნაფტალინწაყრილი პროკურორები დააბრუნეს უკან. სადაა სამართლიანობა აღდგენილი? 17 თვეა სასამართლო პროცესი მიდის და ძვრა არაა."

ელგუჯა ჩხაიძე იხსენებს, რომ ამ ამბებიდან რამდენიმე ხნით ადრე მისი ვაჟი დაიჭირეს ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ჩხაიძე ამბობს, რომ მას ნარკოტიკი შარვლის უკანა ჯიბეში პოლიციელმა ლაშა ჩხაიძემ ჩაუდო.

ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ "ამ საქმეს სასამართლო იძიებს და შესაბამისად დადგინდება, თუ რა მოხდა სინამდვილეში. რაც შეეხება დასახელებულ პირებს, სამი ადამიანი პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში დღესაც მუშაობენ."




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?