ვანო ჩხარტიშვილს მიწის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ

მთავარი თემა

ვანო ჩხარტიშვილს მიწის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ

2013 ივლ 2 17:59:06

როგორც მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აცხადებს,  ტყე-პარკის  უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით,  გამოძიება დაწყებულია,  თუმცა,  პასუხი დღემდე არ ჩანს.  აღნიშნული საქმე ჯერ აჭარის პროკურატურას გადაეცა, აჭარამ  ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას  გადასცა, პროკურატურამ  ოზურგეთის რაიონულ პოლიციას, ოზურგეთის რაიონულმა პოლიციამ კი აღნიშნული საქმის გამოძიება ურეკის ქვეგანყოფილებას დაავალა.

 

_წარმოგიდგენიათ,  ამხელა საქმე ურეკის ქვეგანყოფილებამ უნდა გამოიძიოს! როდის უნდა აღდგეს სამართლიანობა? როდის გვეღირსება კონკრეტული პასუხი ამ საქმეზე? კანონით დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა, შემოღობვა კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით.  დღეს ე.წ. "რუსთავის აზოტის კოტეჯების" ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ გვაქვს, არც მოსახლეობას და არც დამსვენებელს.  მეტიც,  ფასიანი გახდა. ამის უფლeბა ვის აქვს, ეს რა ხდება, გაგვაგებინეთ! _ აცხადებენ დაბა ურეკში მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" .

_ ვართ ურეკის უძველესი მცხოვრებლები.  ჩვენი დასახლება განლაგებულია შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო დასახლების წინ, ზღვის ნაპირას მდებარეობს დასასვენებელი ტყე-პარკი, თავისი სპორტული მოედნებითა და სხვა გასართობი ადგილებით. იმ თავიდან ვარსებობთ ტურიზმით, რადგან ურეკში სხვა შემოსავალი არ არსებობს.  ტურიზმი კი აქ,  სულ ორ თვეს მოიცავს.

_ 2004 წელს, მაისის დასაწყისში, მოსახლეობისგან  მოულოდნელად  დაიწყეს ტყე-პარკის ნგრევა, მრავალწლიანი ხეებისა და ნარგავების გაჩეხვა და ტყე-პარკის  სინკარებით შეღობვა. წინააღმდეგობა გავუწიეთ ტექნიკურ სამუშაოებს, იმ წუთიდან ათასი განცხადებით მივმართავდით იმდროინდელ მთავრობას,  პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ვერა ქობალიას,  რომ მომხდარიყო ამ ვანდალური აქტის შეჩერება, მაგრამ ამაოდ,  მოსახლეობა გავნადგურდით.

აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტყე-პარკი 2003 წლის დასაწყისში აუქციონის წესით შეუსყიდია ვინმე ბერიძეს, რომლის შესახებაც არავის არაფერი გაუგია. შესყიდვა მოხდა საბაზრო ღირებულების ასჯერ ნაკლებ ფასად, 1 კვადრატული მიწა 4 ლარად. როგორც დავადგინეთ, ბერიძე ვანო  ჩხარტიშვილის ახლობელი და მეზობელია. ჩხარტიშვილი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი იყო იმჟამად და და ქონება ბადრი პატარკაციშვილს მისცა,   რომელმაც ურეკში დასახლების დღიდან მოსახლეობას ყველანაირი უფლებები შეუზღუდა.ზღვის ნაპირიც გადაღობა და არც ცურვის და არც სრულფასოვნად გავლის უფლება არ გვქონდა, უფრო მეტიც, ბადრი პატარკაციშვილმა თავის საკუთარ ეზოში,  რომელსაც იმედის პარკი დაარქვა, ჩაატარა პრეზენტაცია ურეკის განაშენიანების გეგმა _ მაკეტისა, სადაც მარტო მისი სახლი იყო განლაგებული და სხვა ბიზნეს პროექტები, ხოლო დირექტორმა გელა დიღმელაშვილმა განგვიცხადა:  რა გიკვირთ, სულ 5 წელიწადში დაიცლება თქვენგან ეს დასახლება და ეს პროექტი განვითარდებაო.

პარკს ანგრევდნენ შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იყვნენ პატარკაციშვილის დაცვის წევრები, ჩვენ უძლურნი შევიქენით, რადგან მთავრობამ ზურგი გვაქცია.   ეს მოხდა 2004 წლის 26 მაისს.

მოვიდა ვანო ჩხატიშვილი და ასევე პატარკაციშვილიც თავისი მხლებლებით.  ჩხარტიშვილის მუქარის ტონი ასეთი იყო: _ რა გინდათ? რა გაწუხებთ?

ასევე ბადრი პატარკაციშვილმა გვკითხა:_ რა გინდათ!  ამ საქმეში მილიონები მაქვს ჩადებული და თუ გინდათ, მოგყიდითო!"_ მაშინდელმა გამგებელმა კი გვითხრა: გაანებეთ თავი ამ საქმეს, ამ კაცით ვირჩენთ თავს და ნუ დაგვაკარგვინებთო.  ამ აღვირახსნილი შეიარაღებული ხალხის წინაშე ჩვენ _ მოსახლეობა უძლურნი გავხდით.  სწორედ იმის გამო, რომ ტყე-პარკი განადგურდა, ტურისტები აღარ შემოედინება დასახელებულ პუნქტში, სადაც ბუნებრივი მაგნიტური ველია და ადამიანები დასვენებასთან  ერთად მკურნალობენ.  ვეღარ ვიხდით ბანკის გადასახადებს და უმსხვილესი სესხების გამო, ქონება დაგვიყადაღეს,  გაუსაძლისი გაგვიხდა არსებობა,  ვართ სიმწრით მოპოვებული სახლ-კარის დაკარგვის ლოდინში  და გვემუქრება სრული უსახსრობა.  ყველაფერთან ერთად,  შიმშილით სიკვდილიც გვემუქრება.

უმორჩილესად გთხოვთ,  გევედრებით,  დროულად ჩაატაროთ სამართლიანი გამოძიება, რათა დაბის საერთო სარგებლობის საკუთრების ტყე-პარკი აღდგეს პირვანდელი სახით და დაგვიბრუნდეს მოსახლეობას!  ზემოთ მოხსენიებულ სინამდვილეს  წარმოგიდგენთ დოკუმენტებითა და ფაქტებით გამოძიების მსვლელობის დროს, ამასთანავე გთხოვთ,  არ მოხდეს ვანო ჩხარტიშვილის ზემოქმედება გამოძიების დროს, რადგან ოზურგეთი ჯერ კიდევ მის გავლენას ემორჩილება",_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ურეკის  მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აწერს.

_ მე პირადად დავურეკე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს კოტე შარაშენიძეს,  რომელიც უშუალოდ ადიკო ივანიშვილმა დანიშნა გამგებლად. ასე მითხრა შარაშენიძემ,  ეს  არის ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება და ვერც პლიაჟს გაგიწმინდავთო და  ეგ არ არის ჩემი საქმეო.  ფასიანია უკვე შემოსვლა. ჩვენ მივმართეთ საჩივრით გენერალურ პროკურატურას, მათ  გადმოაგზავნეს ეს საქმე აჭარის პროკურატურაში,  აჭარამ მოიხსნა პასუხისმგებლობა და გადმოუგზავნა ოზურგეთის პროკურატურას, ამათ  პოლიციას და ამდენი თვის მანძილზე ასეა.  ეჭვი გვაქვს,  რომ ამ საქმეზე ზეგავლენას უკვე ახდენს ჩხარტიშვილი. შევეხმიანე პოლიციის თანამშრომელს ვალერი დოლიძეს და ასე მითხრა,  ყველაფერი მოკვლეული მაქვს და ერთი საბუთი მაკლიაო. იმის მერე ორი თვე გავიდა და დღემდე ერთი საბუთი ვერ ნახა? ოზურგეთში,  რომ ხდება, ისეთი არსად არაა, ჩხარტიშვილს უკვე მფარველობს შარაშენიძე.  ურეკის რწმუნებულმა გაგვაფრთხილა,  ეს სხვისი საკუთრებაა და აქ საერთოდ ვერ შემოხვალთო, ვისი საკუთრებაა პლიაჟი?  ყველას საკუთრებაა, ნებისმიერი ჩვენგანის, თაღლითურად მიითვისეს და დაიკანონეს,  ვის ჰქონდა ამის უფლება? _ განაცხადა "გურია ნიუსთან" ტყე-პარკთან შეკრებილმა მოსახლეობამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის რწმუნებული  ბიძინა იმნაიშვილი "გურია ნიუსთან"ნაცხადებს, რომ პლაჟის შემოღობვის  და ე.წ. “რუსთავის აზოტის კოტეჯების“ მიმდებარე  ტერიტორიის ჩაკეტვის  უფლება არავის აქვს.

_ ამის ჩაკეტვა როგორ შეიძლება? -არ შეიძლება ნამდვილად,  გეთანხმებით.

_ბატონო ბიძინა, ეს ადგილი ვინმეს საკუთრებაა?

_ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, გაყოფილია შუაზე, ერთი მხარე  ეკუთვნის  ვანო ჩხარტიშვილს და მეორე _ ბადრი პატრკაციშვილს, თუმცა ეზოში შესასვლელი  ღია უნდა იყოს ზღვაზე  მისასვლელად.  ამის ჩაკეტვა როგორ შეიძლება? თუმცა, მე ამის შესახებ არ ვიცოდი, მით უმეტეს,  თუ ფასიანი გახადეს აქ შესვლა.  ახლავე გავარკვევ ამ სიტუციას.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოზურგეთის რაიონული პროკურორი კახა კოჩივარი "გურია ნიუსთან" კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით ამ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა.

_ ჩვენთან მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ქალბატონ მაყვალა ფოცხვერიას მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე, რომელიც შეეხება შავიზღვისპირა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ტყე-პარკის გასხვისებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩატარდება წინასაგამოძიებო მოქმედება. იმ შემთხვევაში,  თუკი გამოვლინდება დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება, თუ არ გამოვლინდება დანაშულის ნიშნები, მაშინ ამის შესახებ განმცხადებელს ეცნობება წერილობითი ფორმით.

ჩვენ დავუკავშირდით ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს კოტე შარაშენიძეს, რომელმაც  განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია სხვისი საკუთრებაა.

_ ეს ტერიტორია, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის სხვისი საკუთრება, _ გვითხრა შარაშენიძემ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ვცადეთ დავკავშირებოდით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

თუ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩხარტიშვილის წარმომადგენლები თავად მოისურვებენ მასალის გამოქვეყნების შემდეგ კომენტარის გაკეთებას, ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...