როგორ "შენდებოდა" სასამართლო _ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო

მთავარი თემა

როგორ "შენდებოდა" სასამართლო _ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო

2013 ივლ 3 22:21:29

... კი შეესაბამებოდა, მაგრამ რეალობა ზუსტად ისე არ იყო, როგორც აქტში ჰქონდათ ასახული ანუ თითქოს 2 მილიონი თუ 3 მილიონი ლარი იყო მითვისებული და ამ დროს ის საქონელი თუ ქონება, რომელზეც ეწერა, სხვადასხვა სასამართლოში იყო გადანაწილებული.  აქ იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ ვიღაცამ სახლში წაიღო, უბრალოდ, ბუღალტერმა არ აღრიცხა სწორად. ეს ადამიანი ზუსტად ამის გამო სახლში გაუშვეს". _ ამ კომენტარს ლაშა თორდია "გურია ნიუსთან" აკეთებს.

საქმე საერთო სასამართლოების შემოწმების იმ აქტს ეხება, რომელიც კონტროლის პალატას ორი წლის განმავლობაში თაროზე ჰქონდა შემოდებული და მხოლოდ მას შემდეგ გაიხსენეს, რაც მასზე აჟიოტაჟი მედიაში ატყდა. ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე "გურია ნიუსმა" ჩაატარა. ვწერდით ჯერ კიდევ 2011 წლიდან, თუმცა უშედეგოდ და უკომენტარებოდ. პასუხები მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც კონტროლის პალატაში პარლამენტის დროებითი კომისია შევიდა.

რა დარღვევები იყო და სად მიდიოდა რეალურად საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ფული,  იყო თუ არა ყველაფერი ერთი ბუღალტრის დანაშაული და რატომ ინახავდნენ უჯრაში აუდიტის დასრულებულ აქტს? _ ამ კითხვებს პასუხს პროკურატურა გასცემს. მთავარმა პროკურატურამ კონტროლის პალატიდან აუდიტის აქტი უკვე გაითხოვა და გამოძიება დაიწყო. ამ აქტის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ სასამართლოების მშენებლობისთვის განკუთვნილი ხარჯებია

"აუდიტის ანგარიშის გაცნობით ირკვევა, რომ ანგარიშის დამტკიცება ხდება მისი დამთავრებიდან დიდი ხნის შემდეგ! აღნიშნული დასტურდება შემდეგით: აუდიტის ანგარიშის მიხედვით შემოწმების ჩატარების საფუძველია კონტროლის პალატის თავმჯდომარის  2010  წლის 7 ივნისის #61/43, 2010 წლის 12 ივლისის #76/43 და 2010 წლის 16 აგვისტოს #84/43 ბრძანებები. თუ შემოწმება დამთავრდებოდა 2010 წლის აგვისტოში (რაზეც მიუთითებს კიდეც აუდიტის ანგარიშში არსებული ჩანაწერი აუდიტის ვადის თაობაზე, რომელშიც მითითებულია „07/06/2010 30/08/2010“), ე.ი. აუდიტის ანგარიშის დამტკიცება ხდება 2 წლის შემდეგ (!!). (მიზეზი გაურკვეველია!)." _ ვკითხულობთ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.

საქალაქო სასამართლოს ფასადები და ხელმოუწერელი აუდიტის ანგარიში

აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისას გაწეული ხარჯების რეალობის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში დანიშნული იქნა ექსპერტიზა შერჩევითი აზომვების ჩასატარებლად, რაც დაევალათ კონტროლის პალატის ექსპერტიზის სამსახურის მთავარ სპეციალისტებს:  ბაკურ ბატიაშვილს, მამუკა გონაშვილს და ზურაბ ბალიაშვილს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პირის (როგორც აუდიტორები, ისე ექსპერტები), ხელმოწერა აღნიშნულ აუდიტის ანგარიშზე არ არის! ე.ი. მომხდარია ხელმოუწერელი აუდიტის ანგარიშის დამტკიცება! საინტერესოა, ხსენებულმა ექსპერტებმა რამე ცალკე აქტი ხომ არ შეადგინეს? აუდიტის ანგარიშში მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგებზე არაფერია ნათქვამი. ამასთან, გაურკვეველია თუ რა სახის ანგარიში მტკიცდება – ის რაც აუდიტორებმა თავის დროზე შეადგინეს თუ  განსხვავებული შინაარსის?

პროკურატურას ამ კითხვებზეც მოუხდება პასუხის გაცემა.

"მიუხედავად იმისა, რომ ხელმოუწერელი აუდიტის ანგარიში დამტკიცებულია ორი წლის შემდეგ, მოცემული აუდიტის  ანგარიშის, თუნდაც არსებული  ვარიანტის შინაარსის გაცნობით   შეიძლება იმის თქმა, რომ აღნიშნული შემოწმების (აუდიტის) მასალები  აუცილებლად მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული რიგ დარღვევა–ნაკლოვანებათა ფაქტები" _ ვკითხულობთ საპარლამენტო კომისიის ანგარიშში.

ბალანსი, კაპიტალიზაცია და შესაბამისი ღირებულება _ დეტალები აუდიტის აქტიდან

როგორც აქტის მიხედვით დგინდება, აუდიტის პერიოდში სარეკონსტრუქციო სამუშაოების გათვალისწინებით არ ხორციელდებოდა სასამართლოს შენობების კაპიტალიზაცია და მათ ბალანსზე ასახვა შესაბამისი ღირებულებით, რის შედეგადაც ბალანსზე რიცხული ქონება შემცირებულია 12 623,1 ათასი ლარით. …

2010 წლის 9 აგვისტოს №1373 წერილით დეპარტამენტის მიერ კონტროლის პალატაში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ინვენტარიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც საწყობში არსებული ნაშთი 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 1,307,729 ლარს, ხოლო საბუღალტრო მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ საბალანსო ანგარიშების მიხედვით. აქედან გამომდინარე, წინა წლებში ბუღალტრულად აღურიცხავი ფასეულობების ასახვა (გასწორება) ბუღალტრულ ჩანაწერებში ფაქტობრივად განხორციელდა აუდიტის მიმდინარეობისას, რის გამოც აღნიშნული ინფორმაცია აუდიტის ჯგუფის მიერ არ იქნა მიღებული მტკიცებულებად.

"კაპიტალში (მინდა ღირებულება - 30 248,3 ათასი ლარი) არ არის გათვალისწინებული, კაპიტალიზაციას დაქვემდებარებული ზემოაღნიშნული  12 623,1 ათასი ლარი, ასევე სსიპ "იუსტიციის უმაღლესი სკოლის" როგორც წმინდა ღირებულება, ასევე საკუთარი კაპიტალი. ამდენად, ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები წლების მიხედვით არარეალურია და მოითხოვს კორექტირებას..." _ წერდნენ აუდიტორები.

აუდიტის პერიოდში განხორციელებულია 65 სასამართლოს შენობის 21 206,6 ათასი ლარის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსება (2006 წელს - 5 674,2 ათასი; 2007  წელს - 6 629,6 ათასი; 2008 წელს - 5 099,4 ათასი ლარი.)

დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2005 წლის 19 დეკემბრის №1-1/1225 ბრძანება "აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განთავსების შესახებ".  2005 წლის 22 დეკემბერს გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის ვალდებულებით ჩაბარების თაობაზე. აღნიშნული შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც აწარმოებდა სს "ჰიდროსპეცგვირაბმშენი", დაწყებული იყო 2006 წელს, თუმცა სამუშაოებისათვის დემონტაჟი ჩატარებულია შესაბამისი ორგანოს ნებართვის გარეშე, მაშინ როცა მოქმედი წესების შესაბამისად ჩამოწერის აქტების დამტკიცებამდე დემონტაჟი შესაბამისი ორგანოს ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

აქტის თანახმად, ვერ იქნა წარმოდგენილი ბალანსზე რიცხული სხვა შენობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვები, გარდა ხარაგაულის და ხულოს სასამართლოს შენობებისა.

"ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის განთავსების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2005 წლის 22 დეკემბერს, დემონტაჟი და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარებულია 2006 წელს, ხოლო შენობა ბალანსზე აყვანილია 2007 წლის იანვარს 235,4 ათასი ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ 2006 და 2007 წლებში გაწეულია 7211,2 ათასი ლარის სარეკონსტრუქციუო სამუშაოები, რომელიც გატარებულია მიმდინარე ხარჯებში (№200 ანგ-ზე) და 2007 წლის ბალანსში არ არის ასახული როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა (ან დასრულებული სამუშაოების მიხედვით შენობის კაპიტალიზაცია). 2009 წლის 31  დეკემბრისათვის კი აღიარებულია მხოლოდ 943,2 ათასი ლარის ღირებულება, როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა.

აღნიშნულ შენობაზე 2006 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ფორმა №2-ის მიხედვით შეადგენს - 2 023,8 ათას ლარს, 2007 წელს - 5 187,4 ათას ლარს, ხოლო 2008 წელს - 824,9 ათას ლარს. სულ აუდიტის პერიოდში შესრულებულია 8 036,1 ათასი ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საექსპერტო დასკვნები წარმოდგენილია 3 008,8 ათას ლარზე, ხოლო 5 027,3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე ექსპერტიზა აუდიტის მიმდინარეობისას არ იყო დასრულებული. თუმცა შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული. შესაბამისად, მომწოდებლისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დადგენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნებისათვის ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმი."

სად გაქრა პირველადი და აუცილებელი დოკუმენტაცია

სად გაქრა ეს ინფორმაცია, ამასაც სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ, მაგრამ აქტის თანახმად, დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა პირველადი და აუცილებელი დოკუმენტაცია აღნიშნული სასამართლოს შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე (დეფექტური აქტები, პირველადი აზომვითი ნახაზები, დამტკიცებული და შეთანხმებული პროექტი, მშენებლობის ნებართვა, 2006 წლის №59-ე შესყიდვების ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა 3029,5 ათას ლარზე).

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში სხვადასხვა მიმწოდებლების ხარჯთაღრიცხვებსა და წარმოდგენილ ფორმა №2-ებში დამატებით ჩართული იყო სოციალური გადასახადი (2008 წელს), მაშინ როდესაც სოციალური გადასახადი 2008 წლის 1 იანვრიდან გაუქმებული იყო. აღნიშნულის გამო დეპარტამენტის მიერ ზედმეტად იქნა ანაზღაურებული 19 690 ლარი (შპს "ტექნოტერმი" – 4 652,79 ლარი, შპს "კოლიზიუმი"  - 15037,13 ლარი) ...

სს "ჰიდროსპეცგვირაბმშენის" მიერ წარმოდგენილია შესრულებული სარემონტო სამუშაოების შესახებ ფორმა №2, თანხით 4 837,6 ათასი ლარი, სადაც ნაჩვენებია გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება თანხით 123,2 ათასი ლარი, რომელიც გაშიფრული არ არის (გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულებები წარმოდგენილია შერჩევითი აზომვების ჩატარებისას). სს „ჰიდროსპეცგვირაბმშენისთვის“ თანხები ანაზღაურებულია სრულად.

"2009 წლის 13 აგვისტოს, შპს "მთაწმინდა-2007"-თან (ტენდერის საშუალებით) გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №538, თანხით 317 242 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხულოს რაიონული სასამართლოს შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 15 დეკემბერი.

წარმოდგენილი შესრულებული სარემონტო სამუშაოების შესახებ 2009 წლის 3 დეკემბრის ფორმა №2-ით, ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების ნაცვლად შესრულებულია იგივე თანხის (3175  ლარი) სხვა სახის სამუშაოები. თუმცა, ურთიერთშეთანხმება №759 შედგენილია დაგვიანებით 2009 წლის 25 დეკემბერს (სამუშაოების დასრულების შემდეგ) ..."

2009 წლის 27 თებერვლის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სასამართლო შენობებში სამეურნეო მომსახურების შესყიდვაზე (I და V ლოტში) გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა შპს „სუფთა სამყარო“. შპს „სუფთა სამყაროსთან“ 2009 წლის 27 თებერვალს დადებული ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 231 110 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის 3% საბანკო გარანტია წარმოდგენილია 6 000 ლარზე, ნაცვლად 6 933 ლარისა, თუმცა სატენდერო კომისიის უფლება ჰქონდა მოეხდინა ტენდერში გამარჯვებულის დისკვალიფიკაცია.“

გია ტუხაშვილი: " დამიბარეს და მითხრეს, განცხადება უნდა დაწერო და წახვიდეო... ასე შემომითვალა ბეჟაშვილმა..

საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის მასალები, 2013 წლის მარტში, ანუ კომისიის მუშაობის პერიოდში, გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, ოღონდ არა კონტროლის პალატის ინიციატივით, არამედ  პროკურატურის მოთხოვნით.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლ.თორდიას სახელზე გამოგზავნილი საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 4 მარტის №13/25088 წერილით (განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის გ.მოსაშვილის ხელმოწერით), საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვებოდა აღნიშნული აუდიტის ანგარიშის გადაგზავნა, რომლის პასუხადაც აუდიტის სამსახურის 2013 წლის 11 მარტის №41/26 წერილით (ადმინისტრაციის უფროსის ა.ალავიძის ხელმოწერით) გადაგზავნილ იქნა მითითებული აუდიტის ანგარიშის ასლი...

გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია "გურია ნიუსთან" აღნიშნულ აქტს "სკანდალურად" მოიხსენიებს და აცხადებს: "ეს აქტი მართლაც იქ იდო, ამოვიღე და დავინტერესდი, რა ხდებოდა ამ აქტში ისეთი, ასეთი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია. ამის შემდეგ გავეცი დავალება, რომ დაუყოვნებლივ, მალე დაესრულებინათ ეს პროცედურა და ვეძებდი ხალხს, ვინც უშუალოდ ამ აქტის შემსრულებლები იყვნენ. ნამდვილად დასასრულებელი იყო. ხელმოწერა არც აქვს ყველა აუდიტორს გაკეთებული... "

აუდიტორები, რომლებზეც ლაშა თორდია საუბრობს, სწორედ ამ აქტზე მუშაობის პროცესში, სხვადასხვა მიზეზით გამოუშვეს კონტროლის პალატიდან, მათ შორის იყო აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი  გია ტუხაშვილი, რომელიც ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

"შემოწმებისას, ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ, მაგრამ ძირითადი ის იყო, რომ დაახლოებით 3 მილიონის დოკუმენტები გაქრა, დაფიქსირდა დანაკლისი. საწყობში ჰყავდათ ადამიანი, რომელიც სასაქონლო ზედნადებს წერდა ერთ ზემპლარად. საქონლის შეძენა ფიქსირდებოდა, მაგრამ გაცემა - აღარ. რომელ სასამართლოში რა ინვენტარი დადეს, არსად ფიქსირდებოდა, არც ინვენტარიზაცია ჩაუტარებიათ.

ამ სამი მილიონის ჩამოწერა მოინდომეს ერთ დღეს; მერე რა ქნეს, ეს აღარ ვიცი, გამომიშვეს სამსახურიდან. მე არ დამისრულებია ამ აუდიტზე მუშაობა. ერთ მშვენიერ დღეს, დამიბარეს და მითხრეს, განცხადება უნდა დაწერო და წახვიდეო. ასე შემომითვალა ბეჟაშვილმა თავისი მოადგილის, თარხნიშვილის პირით..."

პროკურატურა, გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობენ, რომ ამ საქმის ირგვლივ რამდენიმე ადამიანი უკვე დაიკითხა...




 ახალი ამბები
  • მაკო გომური: „ეგ რა მაფიაა არ ვიცი, ტეხავს“გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე დაშავებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.  დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ მაკო გომური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სტატუსის მინიჭება მისთვის და არა გიორგი სულაშვილისთვის, რომელსაც მასზე მეტად ჰქონდა სახე ტრავმირებული „ტეხავს“.„ლამის 5 თვე გავიდა. უი მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ,მგონი მართლა დაზარალებულიაო,მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო,ვეღარ ხედავსო,ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან. თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორდღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი,მართალი ვყოფილვარ. რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს. ჰოდა, მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული)არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა არ ვიცი. ტეხავს.მადლობა ყველას, აი, ყველააააას, განსაკუთრებით საიას გმირებს. ამდენ ხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე.5 თვის შემდეგ მარა მაინც. ეს ყველაზე მინიმალური იყო რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ამით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით იწყება.კი, დავიღალე, გამოვიფიტე. ხომ არსებობს სამყაროში გამოლევადი,მაგრამ აღდგენადი რესურსები. ჰოდა, აღვიდგენ ისევ ძალებსაც. მარტო ჩემთვის არა, იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტივად ნებდება. ნუ ფიქრობთ რა, ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა მაინც არავის ადარდებსო და ფეხებზე ნუ იკიდებთ ყველაფერს, არაა ასე. გამოდი და ამოიღე ხმა, რომ გაწუხებს, გტკივა, ვერ ეგუები. ძალიან გავწელე. მიყვარხართ. სიყვარულით მაკაკა“, _ წერს ... ...
  • ვანო ზარდიაშვილს დღეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს, პლენარულ სხდომაზე შეუჩერებენ. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა, თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა. პროფესიით სიციოლოგი თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ქართული ოცნების წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ "პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა. შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია ... ...
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?