რომელ ძვირადღირებულ ოპერაციებს აფინანსებს სახელმწიფო _ ჯანდაცვის მინისტრის განმარტებები

მთავარი თემა

რომელ ძვირადღირებულ ოპერაციებს აფინანსებს სახელმწიფო _ ჯანდაცვის მინისტრის განმარტებები

2013 ივლ 7 23:43:11

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი, კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციების ჩათვლით, წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული პერიოდის გამოკვლევებით. წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარია, დაფინანსება 70%-ით, ხოლო 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის გეგმიური ოპერაციების ხარჯებს ონკოლოგიაში სრულად დაფარავს სახელმწიფო;

ონკოლოგიური პაციენტების გამოკვლევა და თერაპია (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, აგრეთვე ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები) დაფინანსდება 80%-ით. წლიური ლიმიტი შეადგენს 12 ათას ლარს. ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და გამოკვლევები 18 წლამდე დაფინანსდება სრულად.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოცულობა, მშობიარობა კი უფასო გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიეწოდება, კითხვები მაინც ბევრი აქვთ. მათ აინტერესებთ ყველა  დეტალი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებს.

დეტალების გარკვევა ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტურ პირთან, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან გადავწყვიტეთ.

_ ბატონო დავით, საყოველთაო ჯანდაცვის პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა 1, 350, 000 ბენეფიციარამდე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება გაეწია 40 000-მდე პაციენტს, ხოლო სტაციონარული მომსახურება 15 000- მეტ პაციენტს. ამ მონაცემების მიხედვით აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე სახის სტატისტიკა, რა სახის დაავადებები გვხდება ყველაზე ხშირად საქართველოში?

_ რა თქმა უნდა, გარკვეული სახის სტატისტიკა გვაქვს, ჩვენ გავაანალიზეთ სურათი და  როგორც აღმოჩნდა, ის თანხვედრაშია საერთაშორისო სტატისტიკასთან. პირველ რიგში მოთხოვნა არის გულსისძარღვთა სისტემის და ზოგადად სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაზე. პირველ ადგილზეა ინფარქტი, ინსულტი, ტრამვა და ჭრილობები. ამით არაფრით განვსხვავდებით საერთაშორისო სტატისტიკისგან, მაგრამ ეს მონაცემები ვერ მოგვცემს სრულ სურათს. ავადობის სტრუქტურის სრული სურათი შეგვექმნება პირველი ივლისიდან კვლევით. ეს იყო ურგენტული შემთხვევები.

_ გულსისძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ყველაზე მეტი კითხვა აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ სოციალური ქსელით გვეკითხებიან საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ. გულსისძარღვთა დაავადებების გართულებული ფორმაც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და ისეთ ძვირადღირებულ ოპერაციას, როგორიც არის შუნტირება. ითვალისწინებს თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი, ამ ოპერაციის დაფინანსებას?

_ ამაზე შემიძლია მოკლედ გიპასუხოთ, _ დიახ, ითვალისწინებს 1 ივლისიდან, თუმცა ამაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ვეხმარებოდით პირველ ივლისამდეც. 60 წლის ზევით ეს ოპერაცია, გულის ქირურგია  იფარებოდა სადაზღვევო პოლისით, ხოლო ჩვენ ვეხმარებოდით ე. წ რეფერალური პროგრამით იმ ადამიანებს, რომლებიც 60 წლამდე იყვნენ და ჭირდებოდათ ოპერაცია. ვეხმარებოდით გამონაკლისის სახით. ახლა ეს უკვე შევიდა ახალი ჯანდაცვითი პროგრამის შემადგენლობაში და პაციენტებს  უფინანსდებათ.

_ რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ამ პაციენტებს დააფინანსებს 80%-ით და წლიური ლიმიტი შეადგენს 12 000 ლარს. რას ნიშნავს ეს 12 000 ლარი და როგორ შეუძლიათ მისი მოხმარება ონკოლოგიურად დაავადებულებს? ამ თანხაში შედის გამოკვლევებიც და ქირურგიული ოპერაციებიც?

_  მოდით, ამ საკითხს ცოტა ვრცლად შევეხები. ზოგადად, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა შედგება სამი მიმართულებისგან: ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. ქირურგიული ოპერაციები, ის რაც ონკოლოგიას ჭირდება შედის გეგმიური ოპერაციების შემადგენლობაში და ფინანსდება იგივე წესით, როგორც გეგმიური ოპერაციები _ 70%-ს იხდის სახელმწიფო და  30 %-ს _ პაციენტი. ბავშვებში 100 %-ით ფარავს სახელმწიფო ხარჯებს.

ახლა, რაც შეეხება დანარჩენ ორს _ ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას, დაავადების ჯგუფის გარკვეული სპეციფიკიდან და ტექნოლოგიების სიძვირიდან გამომდინარე,  ჩვენ ეს მთლიან პაკეტში კი არ გავაერთიანდეთ, არამედ ცალკე გამოვიტანეთ, ისევე როგორც სოციალურად დაუცველებსა და პედაგოგებში. ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას დავაფინანსებთ ცალკე ლიმიტით, 12 000 მარტო ამაზე იქნება გამოყოფილი. 18 წლამდე იქნება სრული დაფინანსება, ხოლო 18 წლის ზემოთ სახელმწიფო გადაიხდის 80 %-ს. ეს არის ჩვენი მოდელი. ანუ თუ პაციენტს დაჭირდება ქირურგიული ოპერაცია, ის ცალკე ანგარიშიდან დაიფარება, 15 000 იანი გეგმიურიდან.

_ ჯანდაცვის სამინისტრო დარგის ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ექიმებთან ერთად მუშაობს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაწილეობით შემუშავდება. რა პროექტზეა საუბარი და რა შედეგს მოიტანს ის ონკოლოგიურად დაავადებულთათვის?

_  მოდით, ასე ვთქვათ, რომ საქართველოში, სიკვდილიანობის მიზეზებში ონკოლოგიას არც თუ ისე დიდი ადგილი უჭირავს. აბსოლუტური უმრავლესობა სიკვდილიანობისა მოდის ინსულტებსა და ინფარქტებზე. სხვათაშორის, მესამე ადგილზეა ღვიძლის ცეროზი და მეოთხე ადგილზეა ონკოლოგია. მასშტაბებზე რომ შეგექმნათ წარმოდგენა, სიკვდილიანობის თვალსაზრისით, გულსისძარღვთა დაავადებებს საქართველოში უჭირავს 60%. მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიურ დაავადებებზე სულ 5% მოდის, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არის ფატალურობის და უმწეობის შეგრძნება, რომელიც არა მარტო პაციენტს ანადგურებს, არამედ  მთელ მის საახლობლოს, ამიტომ აქ არის გამოყენებული განსაკუთრებული მიდგომა.

ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ონკოლოგიის ეროვნული სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, კარგია, ცუდია, რაც ხდება, უბრალოდ რ ვიცით... აქამდე ეს ყველაფერი მინდობილი იყო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებზე. საავადმყოფო იყო მოდული და ფიქრობდნენ, რომ მთავარია პაციენტი მივიდეს იქამდე და ყველაფერი მოგვარდება. სინამდვილეში, ასე არ არის. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ჩამოვაყალიბოთ მთლიანი სტრატეგია ონკოლოგიის სფეროში, რომელიც იწყება პროფილაქტიკიდან, დაავადების ადრეული გამოვლენიდან და დაავადების სწორი მკურნალობიდან.

_ როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება?

_ ამ სტრატეგიის შემუშავებაში, რა თქმა უნდა, აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი სპეციალისტები, თუმცა ასეთი სტრატეგიული ხედვების და დაგეგმარებისთვის მხოლოდ ადგილობრივი რესურსი არ არის საკმარისი.

ჩვენ პირველ რიგში, დავიწყეთ ზრუნვა ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაზე და ამ მიმართულებით ვახორციელებთ  პროექტს, რომლის სრულ დაგეგმარებასა და სისტემის აწყობაში დაგვეხმარებიან ამ საქმეში ყველაზე დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე დაწესებულებები და ორგანიზაციები. აი, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მოვიცვათ მთელი მწკრივი დაწყებული პროფილაქტიკიდან, დამთავრებული დაავადების სწორი მართვით. ეს სწორი მართვა არ გულისხმობს მხოლოდ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, მოიცავს ხარჯეფექტურ მკურნალობას, პერსონალის გადამზადებას, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას და ასეთი სტრუქტურების ეფექტურ მენეჯმენტს.  ასეთ ფართო ფრონტის გეგმა გვაქვს  განსახორციელებელი და პირველ შეთანხმებებს მივაღწიეთ კიდეც. ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაში გადავა სექტემბრის მეორე ნახევრიდან.




 ახალი ამბები
  • რამდენ აბონენტს ეხება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათიდღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს. საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე. ამასთან, აღსანიშნავია,  რომ შეღავათი ეხება დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. წყარო:პირველი ... ...
  • მარნეულში სასურსათო მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარესკარანტინის ზონად გამოცხადებულ მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდეს - წაღებულია თანხა, ნისიების რვეული და პროდუქტი. შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღაზიის მეპატრონის თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს და ისე შევიდნენ. როგორც მაღაზიის მეპატრონე „მთავარ არხთან“  ამბობს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით ... ...
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...