ლანჩხუთში "აჯანყებული გურულის" ძეგლს იღებენ?!

მთავარი თემა

ლანჩხუთში "აჯანყებული გურულის" ძეგლს იღებენ?!

16 მაი. 2011, 08:10:52
ამის მიზეზი, იქვე, გვერდით პოლიციის შენობის მშენებლობაა. როგორც ამბობენ, "გამჭვირვალე" ოფისის ხედს ძეგლი დაფარავს და დაჩრდილავს.

არადა, ამ ძეგლის გადატანა პოსტშევარდნაძისეულ ეპოქაში რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. ჩვენ ჯერ კიდევ თვეების წინ ვწერდით, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ყოფილ სასტუმრო "გურიაში" განთავსებულ ორგანიზაციებს (ავტოსადგური, ქალაქის რამდენიმე სამსახური, ორიოდე კერძო ობიექტი და უმოქმედო კაფე, სასტუმრო) სპეციალური ფორმის შევსება მოთხოვეს, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართი უკავიათ და როდიდან არიან აღნიშნულ შენობაში. ოთხსართულიან შენობას სარდაფიც აქვს, სადაც ერთ დროს სახელგანთქმული რესტორანი "ქვესკნელი" იყო განთავსებული და ბოლო დრომდე გამვლელთათვის ტუალეტად იყო ქცეული. ტუალეტის თემა ამ შენობისთვის მეტად ყბადაღებულია. ქალაქის საკრებულოს ექს-თავმჯდომარე დავით წულაძე წამდაუწუმ აყენებდა შენობაში ტუალეტის მოწყობის საკითხს ან აქ მომუშავეებს პამპერსები დაგვირიგეთო. სასტუმრო 80-იანი წლების მეორე ნახევარში კეთილმოეწყო და როგორც ლანჩხუთში არსებული ყოველგვარი "ცივილიზაცია", ისიც "გურიის" წარმატებებს უკავშირდებოდა _ უმაღლესი ლიგის გუნდს უმაღლესი (!) კლასის სასტუმრო სჭირდებოდა. ათ წელზე მეტია, შენობამ თავისი ფუნქცია დაკარგა. ამჟამად იგი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და კარგა ხანია საუბრობენ, რომ გასაყიდადაა გამზადებული.

ბოლო ორი წელია სერიოზულად მიდის საუბრები მისი გაყიდვის სურვილზე _ ქალაქის ცენტრში, ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე არსებულ ფართს, რა თქმა უნდა, ბევრი მსურველი ჰყავს. არაერთ ლანჩხუთელ ჩინოსანზე, ბიზნესმენსა და ცნობილ სპორტსმენზე იყო საუბარი, ყველაზე დიდი ხმაური კი "ცენტრ პოინტს" უკავშირდებოდა. "ცენტრ პოინტის" ლანჩხუთში შემოსვლა ქალაქისთვის (რომელიც ბოლო დრომდე თავს გადამწვარი მთავარი შენობის ხედით "იწონებდა") ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იქნებოდა, მაგრამ აქვე პირველად მაშინ ითქვა ისიც, რომ ლანჩხუთის სიმბოლოდ ქცეული აჯანყებული გურულის ძეგლი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან უნდა გაეტანათ, ასეთი იყო სავარაუდო მყიდველთა მოთხოვნაო. ძეგლი დღევანდელი პარლამენტარის, ხათუნა ოჩიაურის მამის, გიორგი ოჩიაურის ნამუშევარია და 30 წლისაა. სხვათა შორის, ქალბატონმა ხათუნამ, წინასაარჩევნოდ ლანჩხუთში სტუმრობისას აღნიშნა _ რა ვიცი, გურულებს თუ არ მოგწონთ, გადაიტანეთ და მამაჩემს სხვა გავაკეთებინოთო. ვერ გეტყვით, რატომ თქვა ასე მაშინ ჯერ კიდევ მომავალმა პარლამენტარმა. ყოველ შემთხვევაში, გურულები ძეგლით ამაყობენ და ქალაქის სიმბოლოდ თვლიან, იქაა პოლიტიკური თუ სხვა საპროტესტო გამოსვლის ეპიცენტრი. 2002 წელს სწორედ აჯანყებულ, სხვა ვერსიით _ "გადარეულ გურულთან" სურათის გადაღება მიხეილ სააკაშვილს თხოვეს, თუმცა, ხუმრობით იუარა _ შევარდნაძეს არ ვათქმევინებ, სურათი ორ გადარეულს ერთად გადაუღიაო. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ძეგლზე სააკაშვილის სურათები გააკრეს, რაზეც აქაურები ხუმრობენ _ გურულს ეტყობა ჩეეძინა და აი სურათები მაშინ გუუკრესო.

"მე ნამდვილად არ ვარ ინფორმირებული. პრესსამსახურს დაურეკეთ, ძალიან დიდი ბოდიში, თუ დამავალებთ _ იქ უკეთ გეტყვიან. ლანჩხუთისადმი მე დიდი პატივისცემის მიუხედავად, არა მგონია, ეს რეალური იყოს, რომ ამ ეტაპზე ლანჩხუთში სასტუმრო გავაკეთოთ," _ აცხადებდა მაშინ ჩვენთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი, როცა მას ძეგლის აღებისა და ყოფილი სასტუმროს შენობის ყიდვის შესახებ ფაქტის კომენტირება ვთხოვეთ.

რაც შეეხება ყოფილ სასტუმროს, არაერთგზის მცდელობისა, "გურია ნიუსმა" ვერ შეძლო გაერკვია, თუ ვის ბალანსზეა ეს შენობა და ვისთან შეიძლება ფართის დროებით დაკავების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმება. რამდენიმე თვის წინ კი, იქ განთავსებულ ორგანიზაციებს სპეციალური ფორმის შევსება მოთხოვეს. "ჩვენ ამ ფორმის შევსება ქონების მართვის სამსახურმა გვთხოვა, რადგან ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ამ შენობაში ქალაქის თვითმმართველობის ორგანოც არის და ჩვენც ვავსებთ ფორმას. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ამ შენობაზე _ ითხოვენ, რაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა ყველა შენობის მონაცემს. ვერაფერს გეტყვით, ყოველივე რა მიზნით ხდება _ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის და მისი პრეროგატივაა, რა ფორმა შეგვავსებინოს. არა მგონია, შენობის დაცლაზე იყოს საუბარი, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, ხელშეკრულებები გაფორმდეს," _ ეს იყო მაშინდელი ოფიციალური კომენტარი, თუმცა დღეს აშკარაა, რომ სასტუმროს შენობას "ვიღაცას" უთავისუფლებენ _ იქ არსებული სახელმწიფო საწარმოები მას შემდეგ, რაც პოლიციას ახალი შენობა ექნება, პოლიციის ყოფილ შენობაში გადავლენ.

სულ მალე გამოჩნდება ისიც, რას ემსახურება "მონაცემების შეგროვება" და "მზადება;" როგორც ჩანს, "აჯანყებულ გურულსაც" აადგმევინებენ ფეხს და პოპულარულ, ლანჩხუთის სავიზიტო ბარათად ქცეულ ძეგლს პოლიციის შუშის შენობას და ყოფილი სასტუმროს ახალ მეპატრონეს "ამ გადარეულს არ დააჩაგვრინებენ"!

გავრცელებული ინფორმაციით, ძეგლი გამგეობა-საკრებულოს შენობის წინ მდებარე სკვერის ბოლოში "გადავა", სადაც კომუნისტების დროს ლენინის ძეგლი იდგა. წინასწარ რომ ხალხს არავინ არაფერს დაეკითხება, ცხადია; გაუგებარია ისიც, რა საჭიროა ამდენი ხარჯის გაწევა ძეგლების "სატარებლად", თუმცა, ამ კითხვებზე პასუხისთვის თავს, სავარაუდოდ, არავინ შეიწუხებს!

დასასრულ, გთავაზობთ, თუ რას წერენ "ფეისბუქზე" სპეციალურად ამ თემაზე გახსნილ ფორუმზე:

_ მართლა იღებენ???

_ კი, გადააქვთო.

_ და რას დგამენ თუ იცი აჯანყებული გურულის მაგივრად? დაჩმორებული გურულის ძეგლს? ისე, ხედს აფუჭებსო ვერ იტყვიან, უკან რომ კორპუსი დგას, ის ხო ხატავს ქალაქს:)

_ აუ, ეს რა არტეფაქტები ყოფილა ჩვენ ქვეყანაში კიდევ:)

_ წინ პოლიციის გამჭვირვალე შენობას აშენებენო და ფონად აჯანყებული არ უხდებაო:)

_ პოლიციელის ფორმა რომ ჩააცვან აჯანყებულ გურულს? დახატავს!!!!

_ ხო, ვარდის სურნელმა ნახეთ რა გვიან ჩამოაღწია გურიაში:)

_ ბიჭო, სტადიონს მიხედეთ თუ შეგიძლიათ:) რას ჰგავს მართლა, სირცხვილია:) რას დასდევთ ამ თავგზააბნეულის "ძეგლს"

_ ეგ რა არის, რაჭაში, ჩემ სოფელში ბევრს არ სცოდნია, შევარდნაძე რომ აღარ არის ბოსი.

_ სტადიონს და გუნდს მიხედოს უმშვენიერესმა ვერონიკამ, (რომელსაც დიდი კბილები აქვს), მაგის ბალანსზეა ორივე:) არ ხსნის ბალანსიდან ცოცხალი თავით!

_ დიდი კბილები აქვსო რა პონტში თქვა? ტვ-ებს აღარ ვუყურებ, "დაჟე" "მაესტროს" ღამის გამოშვებასაც შევეშვი:(

_ "თავიდანვე ვაფრთხილებდი ყველას, არ მოტყუებულიყვნენ ვერა ქობალიას სანდომიანი გარეგნობით, რადგან კბილები მას იმაზე დიდი აქვს, ვიდრე, დელფინს, რომელსაც ხახაში ჩავუყავი თავი" _ ავტორი სესნას შეუდარებელი პილოტი და არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილია...

_ ვაიმე, ფრაზა უფრო მაგარი ყოფილა, ვიდრე ველოდი:)

_ წავიღე სიგნიჩად ფორუმზე:) აუ, ტანკეს რა მამალ ფრაზებს ველევი ამის გულისთვის...

_ "აჯანყებული გურულის" ძეგლი გახსნილა ლანჩხუთში 1981 წელს, მოქანდაკე _ ირაკლი ოჩიაური (პარლამენტარ ხათუნა ოჩიაურის მამა).




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...