"დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, სტუდენტების დიპლომები ყალბდებოდა"

მთავარი თემა

"დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით, სტუდენტების დიპლომები ყალბდებოდა"

2013 ივლ 12 14:03:31

თუმცა, ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავა, თავისი შინაარსით, ცდება სამართლებრივ მსჯელობას და საზოგადოებისთვის ცნობილს ხდის განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პერიოდში სტუდენტებისთვის ყალბი დიპლომების გაცემის ფაქტს. ამის შესახებ, "ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

საქმე ეხება დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, შაშკინის ხელმოწერით, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებისთვის გაცემულ სწავლის დასრულების დამამტკიცებელ დიპლომებს. თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი 2008-2009 წლებში, კურსდამთავრებულებისთვის ყალბ დიპლომებს, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გასცემდა, მაშინ, როდესაც აღნიშნულ პერიოდში, სასწავლებელს არც სახელობო-საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია გააჩნდა და არც უფლებამოსილება – დიპლომები გაეცა. ამ მიმართულებით, სასწავლებლის საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კონტროლის ვალდებულება, უშუალოდ მინისტრ დიმიტრი შაშკინს უნდა მოეხდინა, თუმცა დიპლომები იბეჭდებოდა სწორედ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით და სამინისტროს კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირება, ნებსით თუ უნებლიეთ, არ მოუხდენია.

ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როდესაც სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ნინო ქუმსიაშვილს დამსაქმებელთან დიპლომის ნამდვილობის საკითხის გარკვევის დროს, პრობლემები შეექმნა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ნინო ქუმსიაშვილმა თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი 2010 წელს დაამთავრა და სწავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი განათლების მაშინდელი მისნიტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით მიიღო. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელთან გაურკვევლობა წარმოიშვა, მოსარჩელემ 2013 წლის აპრილში მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და მოითხოვა სერთიფიკატის ნამდვილობის დადასტურება. მოსარჩელეს ნამდვილობის დადასტურებაზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ 2008-2009 წლებში, სასწავლებელს არ გააჩნდა სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. სამინისტრო არაოფიციალურად აღიარებს დაშვებულ შეცდომას, თუმცა დღემდე ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა, რამდენად კანონიერი გახლდათ მინისტრ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გაცემული დიპლომები იმ სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის, რომელსაც, საქმიანობის ლიცენზია თავად სამინისტროს მხრიდან ჰქონდა შეჩერებული. ამასთან, სამინისტრომ მოსარჩელესთან კომუნიკაციის დროს, არ გაითვალისწინა ნინო ქუმსიაშვილის კანონიერი უფლებები და ინტერესები, კეთილსინდისიერება სასწავლებელთან ურთიერთობის დროს და დიპლომის აღიარებაზე უარი განაცხადა.

"ახალგაზრდა ადვოკატებს" სასამართლო წესით, ორი მოითხოვნა გააჩნიათ: გაუქმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ 2013 წლის 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება დიპლომის აღიარების შესახებ და ცენტრს დაეკისროს ახალი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტის გამოცემა ნინო ქუმსიაშვილის სახელზე გაცემული სახელობო განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურების შესახებ. ორგანიზაცია, ასევე, ცალკე შეტყობინებით მიმართავს სამინისტროს შიდა კონტროლის სამსახურებს, რათა დაიწყოს საქმეზე ეფექტური მოკვლევა და გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ პრობლემის თავიდან არიდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეს მოსამართლე ნინო ონიანი განიხილავს, ხოლო მოსარჩელის მხარის ინტერესებს, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ადვოკატი მარიკა არევაძე წარმოადგენს. სასამართლოში სხდომის ჩანიშვნისთვის ყველა პროცესუალური ეტაპი უკვე ამოწურულია.




 ახალი ამბები
  • საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. 20 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით  (AirBnB, booking.com და სხვა ) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროსათვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელის განსაზღვრას. გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და  მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.  პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს. მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.  სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის  სექტორის წარმომადგენლები და ... ...
  • „ქართულ ოცნებას მოუწევს მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა“_ სოსო ცინცაძე„არ ვიცი, რით დამთავრდება ეს სკანდალი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სახის შენარჩუნების მიზნით ზოგიერთი მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც, ქუცნაშვილის მისამართით“,_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სადაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია იმართებოდა, რუსეთის დელეგაციის  ერთ-ერთი წევრმა, გავრილოვმა, კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, მსგავსი ღონისძიების პარლამენტის შენობაში გამართვა მსოფლიო პრაქტიკაში დაუშვებელია. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც რელიგია და პოლიტიკა ტყუპისცალებივით გამოდიან კონფერენციაზე. შემთხვევვითი არ არის ის, რომ სტუმრების უმრავლესობა პოლიტიკოსებია. გარდა  ამისა,  მსოფლიო პრაქტიკაში აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ხასიათის ღონისძიებებისათვის პარლამენტის დარბაზის დათმობა, არ ვიცი ვის მოუვიდა ტავში ასეთი აზრი, მაგრამ ვინც თანხმობა გასცა პასუხი უნდა აგოს“,_ამბობს ცინცაძე. პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატების გამოჩენას და მათ მიერ სხდომის გახსნას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. თუმცა, უმრავლესობის მხრიდან ღონისძიების ჩატარებამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. ცინცაძის თქმით, ის რომ დეპუტატებმა არაფერი იცოდნენ დაუჯერებელია. „ისე ხომ არ მოხდა, რომ გავრილოვი თავისი ნებით უცბად წამოხტა, ავარდა ტრიბუნაზე და ჩაჯდა თავმჯდომარის სავარძელში? ეს ხომ დაიგეგმა. დღეს, რომ იძახიან უმრავლესობის წარმომადგენლები რომ არ იცოდნენ, ძნელად დასაჯერებელია. ქუცნაშვილს თუ დავუჯერებთ, ამ ღონისძიებას ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაედგა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის. თუ ასეთი დიდი ღონისძიებაა, როგორ მიუშვეს თვითდინებაზე და როგორ გახდა შესაძლებელი პროტოკოლში დაუშვებელი შეცდომა“,_ ამბობს ცინცაძე. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია შეწყვეტილია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სხდომის დაუყონებლივ შეწყვეტა მისი რეკომენდაციით მოხდა და პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები პროტოკოლური შეცდომაა. „ეს თუ პროტოკოლური შეცდომა იყო, ამ პროტოკოლის უკან დგანან კონკრეტული პიროვნებები. მიმღები მხარე საერთაშორისო ნორმების ე.ი. საქართველო, ამ დროს  დღის წესრიგის შედგენაში ასრულებს გადამწყვეტ როლს. რა თქმა უნდა პროტოკოლის მიმღები ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, მოხდა პროტოკოლური შეცდომა და ბოდიშს ვიხდით, ასე არ უნდა იყოს, რადგან სერიოზული მოვლენაა“,_ამბობს ... ...
  • "მანდატები დაყარონ, დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ" - ალეკო ელისაშვილიამ წუთებში სასტუმრო "რედისონის" ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, დაიჩოქონ და პ[ატყიება ითხოვონ. ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა.  „დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ," - განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში კობახიძის გადადგომას მოითხოვენეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო ქათამაძემ გაავრცელა. “ნაცმოძრაობის" წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ. პლაკატები კი საქართველოს პარლამენტის წევრის არჩილ თალაკვაძის ოზურგეთის ბიუროს ოფისთან გააკრეს.   ... ...
  • "უმძიმესი სანახავია!" _ პრემიერი განცხადებას ავრცელებს"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!" - მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა. პრემიერი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.  "ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!" - აღნიშნავს ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...