ნინო ბურჯანაძე: "მსგავსი არაფერი მითქვამს! ივანიშვილთან არასწორი ინფორმაცია მიაქვთ!"

მთავარი თემა

ნინო ბურჯანაძე: "მსგავსი არაფერი მითქვამს! ივანიშვილთან არასწორი ინფორმაცია მიაქვთ!"

2013 ივლ 15 02:35:28

_ ქალბატონო ნინო, საპრეზიდენტო არჩევნებზე გარკვეულწილად, უთანასწორო ბრძოლა გელით იმ თვალსაზრისით, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს პრემიერი ლობირებს და აპიარებს. თუ გავითვალისწინებთ საპარლამენტო არჩევნებს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იმდენად მაღალი იყო, რომ მოსახლეობამ "ქართული ოცნების" ზოგიერთ ისეთ მაჟორიტარს მისცა ხმა, რომელიც თვალითაც არ ჰყავდათ მანამდე ნანახი. ივანიშვილის ფაქტორი დიდი ბერკეტია და გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. როგორ აპირებთ ამ ყველაფრის "გადაწონვას"?

_ უპირველეს ყოვლისა, მე მართლაც დაგეთანხმებით იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნები მოიგო ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, წააგო ერთმა კაცმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ".

საპარლამენტო არჩევნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ რეგიონებში ჩვენ შეგვეძლო გაცილებით წარმატებულად დაგვეყენებინა კანდიდატები და გარკვეული პროცენტი გვეჩვენებინა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ მიგვეღო მონაწილეობა და არ გაგვეხლიჩა ხმები. მაშინ, არჩევნები იყო აბსოლუტურად არა წარმომადგენლობითი. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც  დღეს პარლამენტში არიან და გველაპარაკებიან, კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ ისინი არ არიან ხალხის მანდატით არჩეულნი, ისინი არიან ერთი კაცის მანდატით მოსულები.

თუმცა, ნაცვლად იმისა, რასაც ისინი უნდა აკეთებდნენ, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამეს _ კოჰაბიტაციას დ არა სამართლიანობის აღდგენას.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენებას, რა თქმა უნდა, ფაქტორი ძალიან დიდია და ამას არავინ უარყოფს. როდესაც ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს ამა თუ იმ საპრეზიდენტო კანდიდატს, ეს ამ კანდიდატს, გარკვეულწილად ქულებს მატებს, რადგან მას მხარს უჭერს არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, არამედ ადამიანი, რომელსაც აქვს მორალური ავტორიტეტი.

თუმცა, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად დიდია გულისწყვეტა "ქართული ოცნების" მიმართ, იმდენად ბევრია შეუსრულებელი დანაპირები და გულისწყრომა კოჰაბიტაციასთან მიმართებაში, რომ  როგორც მინიმუმ, იქნება მეორე ტური.  დღეს არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც 8 თვის წინ იყო, ბიძინა ივანიშვილის ჯოხიც რომ დაეყენებინა, ისიც კი მიიღებდა ხმას.  ასეთი მიდგომა თავისთავად არასწორი იყო და იმაზე მეტყველებდა, რომ ჩვენ პოლიტიკურად ცუდი სიტუაცია გვაქვს საზოგადოებასა და ქვეყანაში. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ადამიანი გადაწყვეტილებას იღებდეს იმის მიხედვით, ვინ დაასახელებს ამა თუ იმ კანდიდატს. ანალიზი უნდა კეთდებოდეს თავად კანდიდატის კომპეტენციის და შესაძლებლობების მიხედვით.

_ თქვენი პროგნოზი როგორია თქვენსავე შანსებთან დაკავშირებით?

_ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ობიექტური და მეტნაკლებად თანასწორი პირობების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მიუხედავად.

ჩვენ არ ვებრძვით ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ ვამბობთ, რომ მოლოდინს, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა მისგან, ის აშკარად ვერ ასრულებს იმ გუნდის მხარდაჭერით,  რომელიც მას ჰყავს. ამისთვის მას გუნდში არ აქვს საკმარისი რესურსი არც კომპეტენციის, არც გამოცდილების და ხშირ შემთხვევაში, არც სურვილის თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეალური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელია იმ ამოცანების მიღწევა, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს.

ზოგჯერ მრჩება ისეთი შთაბეჭდილებაც, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ მიდის რეალური ინფორმაცია არც ხალხის განწყობასთან დაკავშირებით, არც ქვეყანაში არსებულ რეალურ ეკონომიკურ ვითარებაზე, არც იმ დანაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც "ქართული" ოცნების" მხრიდან არის გაცემული.

ასევე, ბატონ ივანიშვილთან არ მიაქვთ სწორი ინფორმაცია ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებთან დაკავშირებითაც.

_ რას გულისხმობთ ამ კონკრეტულ განცხადებაში?

_ არაფერი ისეთი არ მომხდარა ამ ორი დღის წინ მიუღებელი და გასაოცარი, მაგრამ ბატონი ბიძინას კომენტარით მე მივხვდი, რომ მას უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.  მან განაცხადა ასეთი რამ: არ უნდა წყინდეს ქალბატონ ბურჯანაძეს, როდესაც მე ვაქებ მარგველაშვილს და არ უნდა ამბობდეს, როგორ ვბედავ ჩემი კანდიდატის ქებასო. მსგავსი არაფერი მითქვამს და როგორ შეიძლებოდა მეთქვა? ჯერ ერთი, ჩემს ლექსიკონში არ შედის მსგავსი ტერმინოლოგია, როგორ ბედავს ადამიანი ვინმეს ქებას-თქო, ეგ რომ ვთქვა და მითუმეტეს არ ვიტყვი ამას ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც საკუთარ კანდიდატს აქებს. მეორეც, მე აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია რომ აქებს თავის კანდიდატს, მე უბრალოდ ვთქვი, რომ ივანიშვილის მხრიდან წამოსული მესიჯები ადგილობრივმა პოლიციამ, ადგილობრივმა გამგებლებმა არ უნდა მიიღონ როგორც დირექტივა, რომ პირველ ტურში, აუცილებლად და ნებისმიერ ფასად მარგველაშვილმა უნდა გაიმარჯვოს. ეს იყო და ეს, რაც მე ვთქვი.

იცით რაშია საქმე, მე ამას არ მივაქცევდი ყურადღებას, სხვა დროსაც რომ არ დამრჩენოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ობიექტური ინფორმაცია ყოველთვის  არ აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და მოვლენების შესახებ.  როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

მე დღეს ამას ხაზს ვუსვამ აბსოლუტურად შეგნებულად იმისთვის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს ამის წაკითხვის საშუალება ექნება, ვფიქრობ  რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

_ თქვენი განცხადებიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვქონია საქმე. სააკაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად სწორედ ვიწრო წრით შემოფარგლული კომუნიკაცია სახელდებოდა. როგორც ამბობენ, ის მთელს საქართველოს მხოლოდ 2-3 კაცის ნათქვამით ხედავდა და მეტწილად ამანაც მიიყვანა ქვეყანა იმ ჩიხამდე, რომელშიც აღმოვჩნდით.  ეს საფრთხე ისევ გვემუქრება?

_ ზოგადად, ყველა ხელისუფლების და ყველა ხელისუფლის პრობლემაა ობიექტური ინფორმაციის ფლობა, რადგან ძალიან ხშირად, ადამიანები, რომლებიც არიან კონკრეტული ლიდერის ირგვლივ, გარკვეულწილად, არაობიექტურ ინფორმაციას აწვდიან ქვეყნის პირველ პირებს. ამის ყველაზე კარგი წამალი არის დაბალანსებული ხელისუფლება, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში წარმოდგენილები არიან დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ ერთმანეთისთვის სიმართლის თქმა, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება.

მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რათა საქართველოში აღარასდროს არ იყოს ხელისუფლება მონოპოლიზირებული ერთი კონკრეტული  ძალის და ლიდერის მიერ.




 ახალი ამბები
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...
  • ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს, მანქანა აჩუქესბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, #ალუტეცჰGეორგია-მ და #ინნგროუპ-მა ავტომობილი აჩუქა, _ ამის შესახებ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია დოლიძე, ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებდა „კეთილ მანქანას“ აპურებდა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარებოდა. ტურნე საქართველოს მასშტაბით ნაქირავები ავტომობილით თბილისიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ გურიაში იმყოფებოდა, საიდანაც გეზი აჭარისკენ აიღო. თუმცა, "კეთილმა მანქანამ" გზად უმტყუნა და ქობულეთიდან დედაქალაქში დაბრუნება მოუწია. მიუხედავად ამისა,  მიუსაფარი ცხოველები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათთვის განკუთვნილი საკვები გაუგზავნა.  როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ზაქარიამ „გურია ნიუსთან“, ჩოხატაურში სტუმრობის დროს ... ...
  • პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის და კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს"საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს", _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს. „კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში (ირანი), პრაქტიკულად, ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ. საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.  ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...