მიქაუტაძის საქმე _ მეგობარმა დანაშაული აღიარა, მეუღლემ კი პოლიციას ნდობა გამოუცხადა

მთავარი თემა

მიქაუტაძის საქმე _ მეგობარმა დანაშაული აღიარა, მეუღლემ კი პოლიციას ნდობა გამოუცხადა

17 ივლ. 2013, 17:02:49

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ საქმეში ძალიან ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად პროკურატურამ უნდა გასცეს.

"შს სამინისტროს მიერ შიდა მოკვლევის თუ გამოძიების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ დაუშვებლად არის მიჩნეული შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდეს საკუთარ უწყებაში ჩადენილ დანაშაულს, რაც, სავარაუდოდ, ამ უწყების მოხელეთა მიერ არის ჩადენილი. გირგვლიანის საქმეში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იძიებდა ის უწყება, რომლის მოხელეთა მიერ იყო დანაშაული ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მთავარ პროკურორს, რომელმაც იუსტიციის მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ საქმე გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიბრუნოს ეს საქმე და ყველა შეკითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი," _ ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

აღსანიშნავია, რომ მამუკა მიქაუტაძის საქმე საქართველოს შს სამინისტროს მთავარი პროკურორის მოადგილის დადგენილებით გადაეცა და მას ამ დრომდე სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.

"2013 წლის 05 ივლისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე არსებული ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გელა მანჯავიძე. იგი დაკავებისას შეეცადა თავიდან მოეშორებინა მის მიერ უკანონოდ შეძენილი 11,56 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რაც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა შეშელიძის ქუჩაზე არსებული ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. 2013 წლის 06 ივლისს, გელა მანჯავიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 05 ივლისს, გელა მანჯავიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი ნაცნობი, ავტოსადგომზე ხელოსნად მომუშავე აწ გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძე, რომელიც 2013 წლის 05 ივლისს (16:36-17:55 სთ), შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დაკითხული იქნა მოწმის სახით.

მამუკა მიქაუტაძე თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ გ. მანჯავიძემ მანქანიდან გადმოუსვლელად დაუწყო საუბარი, მოიკითხა და უთხრა, რომ მისთვის მოტანილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", რომელიც გახვეული იყო პოლიეთილენი პაკეტში და იმ მომენტისთვის გელა მანჯავიძეს ეჭირა ხელში. მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლების მისვლისას გელა მანჯავიძემ იხელთა დრო და საქარე მინიდან სწრაფად გადააგდო აღნიშნული პაკეტი, რომელშიც მისი განმარტებით იყო მარიხუანა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მამუკა მიქაუტაძეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა. მოწმის სახით დაკითხვისას და ნარკოლოგიური გამოკვლევის შემდგომ, იმავე დღეს დაახლოებით 23:00 საათზე, მამუკა მიქაუტაძე კერძო ტაქსით დაბრუნდა თავის სამსახურში.

რაც შეეხება მიქაუტაძის გვამის გამოკვლევის შედეგებს, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნით მამუკა მიქაუტაძის გვამს კისრის ზედა მესამედში, ფარისებრი ხრტილის ზემოთ აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი სტრანგულაციური ღარი და კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ნაჭდევი. რაც განვითარებულია სამარყუჟე მასალის ჩაჭერის შედეგად. სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან.

"გარდა თავის ჩამოხრჩობით მიღებული დაზიანებისა, გვამს გარეგნულად მექანიკური დაზიანების სხვა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება," _ ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.

მოწმის სახით დაკითხულმა გელა მანჯავიძემ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი ან მამუკა მიქაუტაძის მიმართ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესს, მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ისინი ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ საერთო ფლიგელში და მამუკა მიქაუტაძე დაკითხვის დროს იჯდა მის მოპირდაპირე მხარეს. გელა მანჯავიძის ჩვენებით მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესში, ამ უკანასკნელის მიმართ გამომძიებლის ან სხვა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

"დაახლოებით ერთი კვირით ადრე მანჯავიძე ამბობდა, რომ დაკავების დროს თავდაპირველად ის მიქაუტაძესთან ერთად იმყოფებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მიქაუტაძე გაიყვანეს და მხოლოდ 20 წუთის შემდეგ დააბრუნეს. უკან დაბრუნებულმა მამუკამ მას უთხრა, რომ ვერ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა, მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და თავადვე ეცდება ციხიდან მის გაყვანას," _ ამბობს გიორგი მშვენიერაძე. მისივე თქმით, დაუჯერებელია, რომ ბრალდებული და მთავარი მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას ერთ ფლიგელში დაეკითხათ, ისე რომ მათ ერთმანეთის დანახვის საშუალება ჰქონოდათ. ასევე უცნაურია მანჯავიძის მიერ ბრალის აღიარება იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიქაუტაძის ჩვენება მისი თვითმკვლელობის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა და მანჯავიძეს რეალურად მიეცა გამართლების შანსი.

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ გუშინ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულმა ვიდეო კადრებმა კიდევ უფრო გაამყარა მათი ვარაუდი მიქაუტაძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.

"მამუკა მიქაუტაძის უკანონო დაკავების ფაქტი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებითაც დასტურდება _ როდესაც მიქაუტაძე გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, მას გარკვეული პერიოდის მანძილზე აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლება, ხოლო შემდეგ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მიქაუტაძეს ხელები უკან უწყვია, როგორც შეყვანის, ასევე გამოყვანის მომენტში და მას თან ახლავს სამართლადამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეჭვს.

შს სამინისტროს ასევე არ უპასუხია კითხვაზე, 4 საათის განმავლობაში რატომ არ მისცეს მიქაუტაძეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება. ერთ-ერთი არგუმენტი რომელსაც შსს სამინისტრო იყენებს, არის სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნა. მინდა გითხრათ, რომ როგორც ამ დასკვნას, ისევე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას აქვს თანაბარი იურიდული ძალა და გაურკვეველია, როგორ ვერ მოახერხა სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ იმ დაზიანების იდენტიფიცირება, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის მიერ შეფასებულია, როგორც სიცოცხლის დროინდელი ტრავმა და ემთხვევა იმ შუალედს, როდესაც მიქაუტაძე იმყოფებოდა სამართლადამცავ უწყებაში," _ ამბობს მშვენიერაძე.

დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდა მამუკა მიქაუტაძის ქვრივიც, რომელმაც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნდობა გამოუცხადა. ზიზი ეძგვერაძე დაანონსებულ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა და მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა. ეძგვერაძე ამბობს, რომ ეჭვქვეშ არ აყენებს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც გარდაცვლილის სხეულზე სისხლნაჟღენთი დააფიქსირა, თუმცა, შესაძლოა, მისმა მეუღლემ ეს დაზიანება ხიდან ჩამოვარდნის დროს ან სხვა ვითარებაში მიიღო და არა პოლიციელთა მხრიდან გახორციელებული ზეწოლის შედეგად.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...