მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და გუშინდელ განცხადებებზე განმარტებას აკეთებს

gurianews.com

მთავარი თემა

მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და გუშინდელ განცხადებებზე განმარტებას აკეთებს

2013 ივლ 18 17:51:28

"იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც გუშინდელი ჩემი ინტერვიუს შემდეგ სურვილი გაუჩნდა, ლავრენტი ბერიას თაყვანისმცემლად გამომიყვანონ: მე ვიზრდებოდი ქართული ინტელიგენციის მრავალთაობიან ოჯახში და, სხვებთან ერთად, მზრდიდნენ და ჩემს მსოფლმხედველობას აყალიბებდნენ ჩემი დიდი ბებია და ბაბუა. ბებიაჩემის, თამარ აბაშიძის, ძმა უშუალოდ ბერიას ბრძანებით დახვრიტეს 1937 წელს, ხოლო მამამისი, ჭიათურის საბადოების ყოფილი მფლობელი, მრავალი წლით გადაასახლეს და პრაქტიკულად ამ გადასახლებით გაანადგურეს, ვინაიდან დაბრუნებიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა.

ჩემი დიდი ბაბუა, ნიკოლოზ წერეთელი, ასევე პირადად ბერიას ბრძანებით გაუყენეს მისი ძმის, ალექსანდრე წერეთლის, კვალს და ათი წლით გაამწესეს ციმბირის ბანაკში მათ ბიძასთან, მიხაკო წერეთელთან კავშირის გამო, მე კი უნივერსიტეტის პირველ კურსზე დამაპატიმრა უკრაინის "კგბ"-მ და სტალინის და ბერიას დრო რომ ყოფილიყო, იგივე ბედი არ ამცდებოდა.

ამიტომ, ალბათ ხვდებით, რომ არ შეიძლება ბერიას მიმართ რამე თბილი ან თუნდაც პოზიტიური გრძნობები მამოძრავებდეს.

ამის მიუხედავად, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ ჯალათის ბრძანებით აშენდა თბილისის ახალი ცენტრი, გადაწყდა მეტროს მშენებლობა და ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან ერთად, ბოლო წლებში ჩვენ იმავე და უფრო დიდი მასშტაბის მშენებლობები წამოვიწყეთ, ნაწილი დავასრულეთ კიდეც, მაგრამ თბილისის ცენტრალური არტერიის პროექტი, რომელიც რკინიგზის გადატანით იქმნებოდა, სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ შეაჩერა. არადა, ეს არის ყველაზე პერსპექტიუი და მასშტაბური პროექტი, რომელიც ოდესმე განხორციელებულა თბილისში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაწყებულია. ამ პროექტის შუა გზაზე მიტოვება მავნებლობაა და სხვა არაფერი",- აღნიშნულია განცხადებაში.


ნახვა: 2733


 ახალი ამბები
  • ე.წ. მუხიანის აგარაკებზე 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მას შემდეგ რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არ არის გამორიცხული ის რამდენიმე დღის დაღუპული იყოს. სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე იკრძალება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ... ...
  • საზარელი ავარია თბილისში დაახლოებით, ერთი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. კინო საქართველოსთან, 25-წლამდე ბიჭს, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, "volksvagenis" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. "საშინელების შემსწრე გავხდი, შოკში ვარ, ერთიანად დაკეცილი იყო, ხელ-ფეხი მომტვრეული ჰქონდა", _ თქვა მან. მისივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე ... ...
  • შსს-მ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, გ.ზ.-მ მაღაზიის შესასვლელი კარის მინა დააზიანა და მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ზ. სოფლიდან რამდენიმე დღით გაუჩინარდა. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მხილებული პირი გამოკითხეს, რომელმაც სოფელ შემოქმედში, ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი აღიარა და ჩადენილის მოტივად ანგარიშსწორება დაასახელა. გ.ზ.-მ გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, აღნიშნული მაღაზიის მეპატრონის კუთვნილი სხვა ობიექტიდან დედამისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან მომხდარი ასეთი ფორმით გააპროტესტა. გამოძიება აფეთქებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარიაამ წუთებში, თბილისში,  ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი სახურავიდან გაჩნდა.  თბილისის სახანძრო სამსახურის უფროსის, ანდრო გუჯაბიძის თქმით, ხანძარი საავადმყოფოს უმოქმედო ნაწილში გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მისივე თქმით, დაშავებული არავინაა და ხანძარი რამდენიმე წუთში იქნება ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...