"საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ტყეების მასობრივი ჭრა დაიწყო"

მთავარი თემა

"საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ტყეების მასობრივი ჭრა დაიწყო"

2013 ივლ 18 20:08:57
რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ადვილად შეიძლება მისი გაკაფვა.

ახალი მთავრობა პრობლემების გადაჭრას კანონმდებლობის შეცვლით, ტყეების აღრიცხვით, ინვენტარიზაციით და კიდევ ბევრი სხვა ღონისძიებების გატარებით გეგმავს. შემუშავდა საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც განთავსდა სამინისტროს ვებ გვერდზე და 15 ივლისამდე ყველა დაინტერესებულ პირს მასზე საკუთარი მოსაზრების და რჩევის გამოთქმა შეეძლო.

სატყეო სექტორში არსებული პრობლემების შესახებ "გურია ნიუსს" ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების ცენტრის ყოფილი უფროსი მერაბ მაჭავარიანი ესაუბრა. მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტს. წლების მანძილზე მუშაობდა სატყეო დეპარტამენტში და ახალ მთავრობასაც ეხმარებოდა სატყეო კონცეფციის შემუშავებაში.

მაჭავარიანის თქმით, სატყეო სექტორის ძირითადი პრობლემა არის ის, რომ 90-იანი წლებიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ტყეების მასობრივი ჭრა დაიწყო. მოსახლეობის ერთადერთ შემოსავლად ტყე იქცა. ტყეს ორი დიდი დატვირთვა მიეცა: 1. ის იყო, მოსახლეობის არსებობის საშუალება (გამოჰქონდათ შეშა, სოკო, კენკრა, წაბლი) და 2. კომერციული მოგების მიღების გზა. ძირითადად, გაჰქონდათ თურქეთში, ტყის ექსპორტის სასტიკი აკრძალვის მიუხედავად.

მაჭავარიანი სატყეო სექტორში სპეციალისტების ნაკლებობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ სფეროში არაპროფესიონალები შეიყვანეს. გარდა ამისა, პერსონალის რაოდენობა შემცირდა, სატყეო უბნები გამსხვილდა და ერთი მეტყევე ვეღარ აკონტროლებს მისთვის ჩაბარებულ უზარმაზარ ტერიტორიებს.

დიდ პრობლემად რჩება გზების ინფრასტრუქტურის გაუმართაობა ტყეებში: " გზების არსებობა ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რამდენად განვითარებულია ქვეყანაში სატყეო მეურნეობა. ამბობენ, თუ გზებს შევიყვანთ, ხალხი უფრო შევა და კიდევ უფრო მეტად გაიჭრება ტყეები. ეს ასე არ არის. საჭიროა იგივე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ადვილად რომ მოხდეს რეაგირება", _ აცხადებს მაჭავარიანი.

გასარკვევია თბილისის შემოგარენში არსებული ტყეების ბედი.

"გასხვისებული ტყეები უკვე ამოირიცხა ტყის ფონდიდან. იგივე შეიძლება ითქვას თბილისის გარშემო მდებარე ტყეებზე. წავკისი, კოჯორი, რომელიც გადაეცა ქალაქ თბილისს, გადის მწვანე ნარგავების კატეგორიაში, მასზე სატყეო კანონმდებლობა არ ვრცელდება, ამოვარდნილია კონტექსტიდან. რეალურად, კი ეს არის ეკოსისტემა. არც გარემოს დაცვის სამინისტროს და არც სატყეო ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაში არ შედის". ეს კი მერაბ მაჭავარიანის თქმით, ძალიან სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან გარემოს დაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების შემთხვევაში ჩარევა არ შეუძლია. რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე სამშენებლო მიზნებისთვის ტყეების გაკაფვა დასაშვებია.

რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიციას, მინისტრი ხათუნა გოგალაძე უკანონო ჭრებთან დაკავშირებით ყველას აფრთხილებს, რომ ჯარიმები გამკაცრდა და ნუღარ ეცდებიან უკანონო ქმედებების ჩატარებას. რაც შეეხება კადრებს, სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ახალ თანამშრომლებს კონკურსის გზით არჩევენ.

გზების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით კი ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანი გვპასუხობს: "სატყეო გზები, სამწუხაროდ, არ კეთდება. 25 წელია, საქართველოში სატყეო გზები არც შეკეთებულა და არც ახალი გაყვანილა. რასაკვირველია, უნდა მოწესრიგდეს და გაკეთდეს, ამისთვის ვითხოვთ, მომავალი წლის ბიუჯეტში შევიდეს გარკვეული თანხა. საქართველოს ტერიტორიაზე ტყეკაფების გამოყოფის საშუალება არის, მაგრამ მოსახლეობამ იქამდე რომ შეძლოს მისვლა, ამისთვის საჭიროა გზები. მოსახლეობას არ აქვს საშუალება, თვითონ გაიყვანოს გზა და შესაბამისად, დატვირთვა მოდის იმ ტყეებზე, რომლებიც მოსახლეობასთან ახლოსაა და იქ სადაც ძველი გზებია."

სამინისტროს სამთვიანი ანგარიშის მიხედვით, თითქმის დასრულებულია მოსახლეობის სათბობ შეშაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოები. ზამთრის სეზონისთვის მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, დღეის მდგომარეობით, გამოყოფილია საჭირო მოცულობის 90%.

რაც შეეხება თბილისის გარშემო არსებული ტყეების საკითხს, ბიძინა გიორგობიანს არ აქვს პასუხი, თუ როდის მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა.

"აღნიშნული ტყეები საერეკრეაციო საბაბით ამოეწერა ტყის ფონდიდან და გადავიდა კერძო მფლობელობაში. ძირითადად, უფრო ბინათმშენებლობებისთვის. ამის შეცვლა და დაბრუნება სატყეო ფონდში... ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არ ვარ მზად, იმიტომ რომ, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ შემისწავლია. ჩვენთან სამინისტროში მოსული იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მათ გვთხოვეს, ამ ტერიტორიების ერთობლივი მონიტორინგის სისტემა ჩამოყალიბდეს. პრინციპში, მხარს გვიჭერენ, მაგრამ ეს საკითხი უფრო ღრმად არის შესასწავლი", _ ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ამ პრობლემის გადაჭრაში გამოსავალს ტყის განმარტების შეცვლაში ხედავს.

"ერთ-ერთი მოსაზრება გახლავთ ის, რომ შეიცვალოს თავად ტყის განმარტება. შესაბამისად, საკუთრების მიუხედავად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მასზე კონტროლი ექნება სახელმწიფოს და გარემოს დაცვის სამინისტროს," _ აცხადებს ხათუნა გოგალაძე.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს გადასცემს საჩუქრად8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ოზურგეთში საღამო-კონცერტია დაგეგმილი. როგორც ცნობილი ხდება, ამ დღეს 40 ქალი დაჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში. უკვე გამოცხადდა ტენდერი ღონისძიების ჩასატარებლად _ ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა). დანართი #2-ში მოცემულია საჩუქრის ვიზუალური მხარე _ მიქსერი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო ვადა _ არანაკლებ, 6 თვე. აღნიშნული საჩუქარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული და ინდივიდუალურად მოთავსებული ა2 ფორმატის ზომის, სასაჩუქრე ჩანთაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დასაჯილდოებელი 40 ქალბატონი შერჩეულები არიან სხვადასხვა სფეროდან: “როგორც ყოველწლიურად კეთდება, წელსაც ასე იქნება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით და ისინი გვაძლევენ კანდიდატების სიას. ამ სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, სამედიცინოს სფეროს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, იქნებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალები, დასახელდება საუკეთესო ბებია ქალი, საუკეთესო ბიზნესმენი ქალი და ა. შ.“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ შეირჩა საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი. “ვცდილობთ, რომ საჩუქარი იყოს საოჯახო ტექნიკა და ამ საჩუქრით, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი ოჯახისთვის“, _ აღნიშნა სატელეფონო საუბრის დროს მარინა ჯაფარიძემ. გასულ წელს 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 50 ქალი დაჯილდოვდა, საჩუქრად კი ყავის ელექტრო მადუღარა დაურიგდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მალე ... ...
  • საზეიმო წირვა მელექედურში _ სოფელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გაიხსნადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში  სოფლის მკვიდრ, ბიზნესმენ კახა ხინთიბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გიხსნა. საზეიმო წირვა შემოქმედელის მიტროპოლიტმა,  მეუფე იოსებმა აღავლინა. მან აქ  მრევლის წინაშე მეტად ემოციური ფრაზა წარმოთქვა: „რა უნდა გააკეთო იმაზე დიდი სიკეთე ადამიანმა, რომ ააგო ტაძარი და ხალხი ქრისტეს სისხლს და ხორცს აზიარო?“  თვით კახა ხინთიბიძემ, რომელიც სოფელ მელექედურის მკვიდრია და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, მოკრძალებული უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე. სამაგიეროდ აქტიურობდნენ მელექედურელები: ელისო ბენდელიანი, მელექედურის მკვიდრი:   ასეთი თავმდაბალი კაცია, საუცხოო საქმე გააკეთა. ეს ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო.  დღესასწაულია დღეს მელექედურელთათვის. მადლობა მინდა, ვუთხრა მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი კენჭი დადო მშენებლობის დროს. ლენა ქადეიშვილი, მლექედურის მცხოვრები: ბედნიერი დღეა მელექედურელთათვის. კახა ხინთიბიძე მთელი ოჯახით იყო ჩართული ამ საქმეში. 90-ან წლებში აქ დაშალეს ეკლესია, ქვები წაიღეს და ნასაკირალში საწყობი ააშენეს. მერე ახლგაზრდებმა უკან მოიტანეს და ამ ეკლესიის ეზოა შემოღობილი. გია ხმელიძე, მელექედურის მკვიდრი: ბედნიერი დღეა. უკეთესი რა უნდა,  გააკეთოს კაცმა. უდიდესი საქმეა. ახალგაზრდობისთვის  განსაკურებით კარგი საქმე გაკეთდა. შემოვლენ აქ, სულიერება ხომ აუცილებელია და უმთავრესი ადამიანისთვის. იოანე ნათლისმცემლის  სახელობის ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც ადრიდანვე იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. არის  ბაზილიკა. სწორკუთხედი, სამნავიანი.  შუა ნავი მაღალია, დარბაზი განიერი და  დარბაზში სინათლე კარგად ... ...
  • ცოტნე ანანიძე: საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეხმაურება. “არავის ციხეში ყოფნა არ მახარებს მაგრამ, ბევრი ჰქონდა ფიქრის დრო ივანე მერაბიშვილს სამარტოო საკანში... საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე (ასეულობით უდანაშაულო პატიმარზე) მისი მინისტრობის დროს? 7 და 8 ნოემბერზე(2007), 21 და 26 მაისზე(2011),“ _  წერს ფეისბუქზე ცოტნე ... ...
  • არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავეებად ცნესარასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ"  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში. ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ ქ.პ-მ  და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი  - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ. სამართალდამცველებმა ქ.პ და ა.პ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.    ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.   ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით,“_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...