უბნის ექიმები გაფიცვისთვის ემზადებიან

მთავარი თემა

უბნის ექიმები გაფიცვისთვის ემზადებიან

2013 ივლ 25 12:44:47
როგორც გავარკვიეთ, კომპანია "ალფამ", რომელსაც გურიის ბაზრის 100% უკავია, უმწეოთა დაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდებოდა უბნის ექიმები და სასწრაფო დახმარების სამსახური, არარენტაბელურობის გამო დატოვა, რაც ხელფასების განახევრების მიზეზი გახდა.

_ "მედალფა", წინა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული, ჩართული იყო სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიას დავალებული ჰქონდა, ექირავებინა ფიზიკური პირი, ექიმი, დაედო ხელშეკრულება და განეხორციელებინა პროგრამა. ხარჯების 50%-ს იხდიდა სახელმწიფო, 50%-ს _ "მედალფა". იგივე სქემა იყო სასწრაფო დახმარების სამსახურზე. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, "მედალფა" ამ პროგრამიდან, 218-ე დადგენილებიდან გავიდა, რადგან ეს პროექტი მათთვის წამგებიანი იყო და შესაბამისად, ფულს აღარ იხდის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "ავერსის" კლინიკურმა დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში.

_ როგორც ვიცი, ამ ეტაპზე სამინისტროსა და კომპანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. არის საუბარი, რომ როცა მოლაპარაკება დასრულდება, თანხა, რომელიც ამ დრომდე მიუღებელი აქვთ ექიმებს, გადახდილი იქნება, მაგრამ დაზუსტებული არ არის, ვინ გადაიხდის _ სადაზღვევო კომპანია თუ სახელმწიფო. თუმცა, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული და როდის მიაღწევენ, ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ, _ გვითხრა მდინარაძემ.

კომპეტენტური პასუხის მიღება ამაოდ ვცადეთ ჯანდაცვის სამინისტროდან _ მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, სამინისტროს პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

არადა, ჯერ კიდევ მარტში, ლანჩხუთში ჩამოსული დავით სერგეენკო უბნის ექიმებს პრობლემების მოგვარების პირობას აძლევდა: "არ მეგონა თუ ამდენი პრობლემა დამხვდებოდა, განსაკუთრებით სოფლის ექიმის ინსტიტუტის ირგვლივ. ვეცდებით, ყველა იმ პრობლემას, რაც ამ შეხვედრაზე დაისვა, კომპლექსურად მივუდგეთ", _ აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებთან შეხვედრაზე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. როგორც ჩანს, მედიკოსთა პრობლემებით ჯერ არავინ დაინტერესებულა.

_ ჩვენც ადამიანები ვართ. გვესმის, რომ ჩვენი პროფესიის ხალხი, არ შეიძლება გავიფიცოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე ჩვენს ხელშია, მაგრამ ამის გამო არაფრად არ უნდა ჩაგვაგდონ?! ჯერ სამასი ლარი რა არის და იმასაც რომ გაგვინახევრებენ, ოჯახები რითი ვარჩინოთ? მთელი დღე ქუჩაში ვართ, ოჯახიდან ოჯახში დავდივართ, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ. გადაამოწმეთ, ჩვენ მიერ დასმული დიაგნოზები _ 90% მართლდება, თუმცა, როგორც ჩანს, მავანს ჩვენ პიროვნებებად არ მივაჩნივართ და მხოლოდ იმას გვეუბნებიან, ექიმები ხართ და გაფიცვის უფლება არ გაქვთო. იმის უფლება გვაქვს, რომ შვილები შიმშილით მოვკლათ? _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას უბნის ექიმები, რომლებიც ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ გაფიცვას აპირებენ.

ანალოგიურ სიტუაციაში არიან სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები. უფრო მეტიც, განახევრებული ხელფასის გამო, ამ დრომდე კურორტ ურეკში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანა არ დგას.

_ სასწრაფოს ექიმებმა ურეკში ყოფნაზე უარი თქვეს. ამდენ ხნას, სეზონის დაწყებიდან დასრულებამდე, ყოველთვის იდგა ერთი მორიგე მანქანა. ახლა არ მიდიან და ამბობენ, რომ თუ იქნება გამოძახება, წავლენ. მათი ხელფასი ახლა 180 ლარია. ეს ყველამ იცის _ გამგებელმა, მაჟორიტარმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დავით მდინარაძე.

_ "ვიცით", "გვესმის", "ყველაფერი მოგვარდება"... დავიღალეთ უკვე ამის მოსმენით. ვინმემ აგვიხსნას _ ექიმობაზე აუცილებელი და საჭირო პროფესია არის რომელიმე? გამგებელს 3 000 ლარი აქვს, დეპუტატს _ 5 000, მინისტრს _ 7 000. ჩვენ რომ 300 ლარი მაინც გვქონდეს, არ შეიძლება?! ათასებს ხომ არ ვითხოვთ?! არც კაბინეტი გვინდა და არც კომფორტული ავტომობილები. როცა ამ პროფესიაზე გავაკეთეთ არჩევანი, ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა და რას გავაკეთებდით. სახელმწიფოს ექიმების მიმართ ასეთი მონური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბრისას სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.

სტატია მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • “მორიგი სუპერ-ამბავი"-ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერ-ამბავი,“ - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში"_ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...
  • რა უჯდება ოზურგეთს საახალწლო მორთულობების დადგმაოზურგეთში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის დეკორაციას აწყობენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათება 27 ან 28 დეკემბერს მოხდება. ასევე ჩვენ დავინტერესდით რა ჯდება ნაძვის ხის და საახალწლოდ მორთულობების დადგმა. მერიის  პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 15 000 ათასი ლარია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს