"სასმელი წყალი" თბილისში _ გველებით, ბაყაყებით და ჭიებით...

მთავარი თემა

"სასმელი წყალი" თბილისში _ გველებით, ბაყაყებით და ჭიებით...

2013 ივლ 29 10:10:28

წინუბნის ზემო დასახლებაში მცხოვრებლების განმარტებით, ისინი წლებია წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და განცხადებითაც მიმართეს სამგორის რაიონის გამგეობას, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ" და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ აბაშიძეს.

წინუბანის დასახლებაში მისულებს ერთ-ერთმა ქალბატონმა მარლის დოლბანდით შეხვეული ხელი გვაჩვენა: "წყლის ზიდვისგან ხელზე-ფეხზე "მაზოლი" გამიჩნდა. ხელზე ოპერაცია გავიკეთე. "ტაჩკების" თრევისგან ხელისგული დამიჩირქდა და გამიჭრეს.   ფეხზეც იგივე მდგომარეობა მაქვს. ოჯახში 4 პატარა ბავშვი გვყავს. რძალიც ეზიდება წყალს, მაგრამ არ გვყოფნის. ოჯახში რამდენი წყალი გინდა?! ქვედა უბანს აქვს წყალი და ზედა უბანს არა. საპარლამენტო არჩევნებამდე პირადად ველაპარაკე სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს. გვითხრა ყველაფერს ვიღონებ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გექნებათ სასმელი წყალიო. მას შემდეგ რაც მაჟორიტარი გახდა, არ გვინახავს. სასმელ წყალს ბაყაყები და ჭიები მოჰყვება. წყალი ყველა დასახლებაშია მიყვანილი, მაგრამ  2 წელიწადია წყალი არ გვინახავს. არჩევნებამდე მიხეილ მაჭავარიანი იყო ამოსული, შეგვპირდა გზას აუცილებლად გაგიკეთებთო და დააგეს კიდეც. გზა გაგვიკეთეს. წყალზეც შეგვპირდა. მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერია. აბაშიძე არჩევნების შემდეგ, არც ამოსულა." - განაცხადა ქალბატონმა.

"სად სცალიათ ჩვენთვის. დასალევი წყლის სურვილით უნდა მოკვდე?! დასალევ წყალს კიდევ მოიტან. მაგრამ, დაბანა ხომ გვინდა? ცენტრალური მილის გაყვანის შემდეგ, დასახლებაში მაცხოვრებლების უმეტესობამ სასმელი წყალი თვითნებურად, საცხოვრებელ კორპუსებში  რეზინის "შლანგით" შეიყვანა. დღევანდელ პერიოდში "კანისტრით" მოტანილი წყლით შეიძლება ცხოვრება?  სად ვცხოვრობთ და სად ვართ. დასაბანი წყალი რომ არ იყო, ნაწვიმარი წყლით ვიბანდი თავს და თმები დაგვცვივდა. "- გვითხრა ქალბატონმა მზიამ.

"ქვედა უბნიდან ამოგვაქვს წყალი და რომ ვადუღებთ გამჭირვალე ჩაიდანში წყალი იჭრება, იკუწება. საშინელებაა. თეთრ ნადებს იდებს. აქ მამაოს ცოლ-შვილი ცხოვრობს, ბავშვები დაეწამლათ. გაიყიდა ქალი მთელი  კვირაა "ბაკურიანის" წყალს ყიდულობს და იმას ასმევს. ბავშვებს დეზინტერია დაემართათ.  საავადმყოფოშიც ჰყავდათ. წამალმა ვერ უმკურნალა აი ამ სასმელი წყლის ნასვამი. თბილისის ყურის ძირში ვართ. 15 წუთში ვართ თბილისში. არხში ტექნიკური წყალი მოდის გველებით სავსე. საშინელებაა."- შემოგვჩივლა მაღაზიის გამყიდველმა. დასახლების მცხოვრებლებმა "გურია ნიუსთან" განაცხადეს, რომ ოჯახებში სასმელი წყლის მილების  შეყვანისთვისთვის 20 ლარიდან 100 ლარამდე გადაიხადეს. თუმცა წყალი დღემდე არ უნახავთ.

სამგორის რაიონის ნორიოს დასახლების წინუბანში სასმელი წყლის პრობლემებზე "გურია ნიუსთან "სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს: "სასმელი წყლის პრობლემა უმოკლეს ვადებში მოგვარდება.  მარტო ის უბანი არ არის. იქ არის სოფელი ნაცაგური, პატარა ლილო და დიდი ლილო, რომელსაც ანალოგიური პრობლემები აქვს. ამ სოფლების წყლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. თქვენ იცით რომ რეალურად ეს "წყალკანალმა" უნდა გააკეთოს. სახელმწიფოს თანამონაწილეობა 2 მილიონი ლარით არ აღმოჩნდა საკმარისი.  ამ თანხის თითქმის 2-ჯერ გაზრდა მოგვიხდა. ეს არის მუნიციპალური ბიუჯეტი. ამ საკითხის მოგვარება და თანხებს მოიძიება მერიამ უნდა უზრუნველყოფს. მე, როგორც დეპუტატი, ვალდებული ვარ ეს პრობლემები  მივიტანო ადრესატამდე და დროულად გადაწყვიტონ პრობლემა.  წლებია ეს საკითხი პრობლემა იყო. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები და ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება."

"გურია ნიუსმა" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ" მიმართა საკითხის გასარკვევად. ჩვენი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: _ თბილისის, სამგორის რაიონის ნორიოს დასახლება წინუბანში, სადაც დაახლოებით 400 კომლი ცხოვრობს, წლებია მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. ადგილობრივების განცხადებით, წინუბნის ზემო დასახლებაში გაყვანილია სასმელი წყლის მილი და გაკეთებულია ონკანი, რომელშიც  ბოლო 2 წელია წყალი იშვიათად მოდის.  იგი დასალევად უვარგისია. არის დაბინძურებული. წყალს მოჰყვება ბაყაყები და ჭიები.  წინუბნის ზემო დასახლებაში მცხოვრებლების განმარტებით, ისინი წლებია წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და განცხადებითაც მიმართეს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს". გთხოვთ, განგვიმარტოთ, მოგმართათ თუ არა  თბილისის, სამგორის რაიონის ნორიოს დასახლების წინუბანში მცხოვრებლებმა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და როდის გეგმავს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებას?

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტში განგვიცხადეს: "სამგორის რაიონის ნორიოს დასახლება წინუბანი თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ტერიტორიაა. წინუბნის ზედა დასახლებაში, მსგავსად ზოგიერთი ახლად შემოერთებული სოფლებისა და კერძო დასახლებებისა, არ არის და არც არასდროს ყოფილა განვითარებული წყალსადენისა და წყალარინების (კანალიზაცია) ქსელები. არის შემთხვევები, როდესაც ქსელები იმდენად სტიქიურად და არა პროფესიონალურადაა გაყვანილი  მოსახლეობის მიერ, რომ ამით პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება.  შესაბამისად, მაცხოვრებელთა ეს კატეგორია არც არიან კომპანიის აბონენტები.  ასეთ შემთხვევაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვერც სასმელი წყლის ხარისხზე აგებს პასუხს. დედაქალაქის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში, სადაც კომპანიის პრივატიზებამდე არ იყო განვითარებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ არ გააჩნია  მათი განვითარების ან მოწყობის ვალდებულება. რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გაგვაჩნია ინფორმაცია, სამგორის გამგეობას უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა, რის განხორციელებაშიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს დახმარებას."

სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, შოთა გრიგოლია აცხადებს: "ოჯახებში სასმელი წყლის არარსებობის პრობლემა აწუხებს ჩვენი რაიონის შემადგენლობაში შემავალ 4 სოფელს (დიდი ლილო, ნასაგური, წინუბანი, პატარა ლილო). ამჟამად GWP რომელიც როგორც მოგეხსენებათ, არის კერძო კომპანია, მუშაობს პროექტზე. ბიუჯეტში არსებობს თანხები აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად და პროექტის დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, ოთხივე სოფელს მოუგვარდება სასმელი წყლის პრობლემა."

როგორც წინუბაში მცხოვრებლებმა გვითხრეს, რამდენიმე თვის განმავლობაში არხის წყალიც არ ჰქონდათ.

"ზამთარში სარეცხის, საჭმლის და სასმელი წყლისთვის ქვევით დავდიოდით. წყალი გვენატრებოდა. 6 თვის განმავლობაში არხის წყალიც არ გვქონდა. აგერ ამის მეუღლეს 20 ლიტრიანებით მარტო მოაქვს წყალი. აბა როგორი საქმეა? გამგეობასაც ვაწუხებთ. აქ იცით წყალი რატომ არ მოდის? იმიტომ რომ ქვედა უბანში ყველამ თვითნებურად გათხარა და წყალი "შლანგებით" სახლში შეიყვანა. წყალი ქვევიდან მოდის, იქ თუ მოშვებულია აქ არ ამოდის..."




 ახალი ამბები
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...