ევრორემონტიანი, გამოკეტილი საბავშვო ბაღები და "ციხედქცეული სკოლები"

მთავარი თემა

ევრორემონტიანი, გამოკეტილი საბავშვო ბაღები და "ციხედქცეული სკოლები"

2011 მაი 18 09:18:22
თემში შედის სოფელი ბაღდადიც და სულ 766 კომლი ცხოვრობს. ცხემლისხიდის რწმუნებულის ლევან ჭელიძის თქმით, სხვა სოფლების მსგავსად, ჩაისა და ციტრუსის ინდუსტრიის საფუძველზე, ეს სოფელიც ძლიერი იყო. სოფლის რწმუნებულის თქმით, დღეს მოსახლეობას ეკონომიკურად ძალიან უჭირს და ყველაზე დიდ პრობლემად დასაქმებას ასახელებს. აქ ერთადერთი შემოსავლის წყარო თხილია. სოფელს აქვს საექიმო ამბულატორია, ჰყავს ექიმი და ექთანი. მხოლოდ ერთი სავაჭრო მაღაზიაა. სოფელს არ აქვს კულტურის სახლი.

სოფელ ნაგომრის მსგავსად, შარშან, სოფლის დახმარების პროგრამით განსაზღვრული თანხით, ცხემლისხიდის საბავშვო ბაღს 30 000-ლარიანი ევრორემოტი ჩაუტარდა; ამ შენობას ჰყავს დარაჯი, რომელსაც ხელფასი ბიუჯეტიდან ეძლევა, ხოლო ევრორემონტიანი ბაღი, რომელიც სოფლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე მდებარეობს, არ ფუნქციონირებს, რაც სოფლის მცხოვრებლების აღშფოთებას იწვევს. ისინი ამბობენ, რომ სოფლებში არაფერი არ გაკეთებულა და საერთოდ არ იციან სოფლის პროგრამის შესახებ. მათი თქმით, სოფელზე ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზა გადის, რომელიც დანგრეულია, რასაც ხელისუფლების უყურადღებობას აბრალებენ. ისინი "გურია ნიუსთან" საუბარში იხსენებენ, რომ როცა საქართველოს პრეზიდენტი საშობაოდ სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახს სტუმრობდა, ეს გზა არ აჩვენეს და შემოვლითი გზით სოფელ შემოქმედიდან შემოიყვანეს, უკანაც იმავე გზით დააბრუნეს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ აუცილებლად დაიგებოდა ახალი გზა შემოქმედი-ცხემლისხიდის მიმართულებით. თუმცა, დაპირების მიუხედავად, უგზაოობა დღემდე ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. "გურია ნიუსთან" საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილიც ადასტურებდა, რომ პრეზიდენტის დანაპირები შესრულდებოდა, თუმცა, დაპირებიდან მეორე წელი გადის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ყოფნისას, პირველ რიგში, ცენტრში მდებარე საჯარო სკოლით დავინტერესდით, თუმცა, სკოლის დირექტორმა ლალი სიჭინავამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ოფიციალური მომართვა მოითხოვა. უფრო მეტიც, კანონი დაარღვია და ფოტოს გადაღება აგვიკრძალა! ეს იმას ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, სკოლის დირექტორებმა უამრავი გამოცდის და "ტესტების" ჩაბარების მიუხედავად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ იციან ან "უფროსებისგან" არიან ასე "დამოძღვრილი":

_ მე მინდა ოფიციალური მომართვა იმის შესახებ, რა გაინტერესებთ. ხვალ ან ზეგ აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას.

_ რამდენიმე კითხვა, თუ შეიძლება...

_ არა. მე კითხვებს თავს კი არ ვარიდებ, უბრალოდ, ვითხოვ ოფიციალურ მომართვას, რომ თქვენ გჭირდებათ საჯარო ინფორმაცია და და მე ვალდებული ვარ, გიპასუხოთ. ოღონდ ოფიციალური მომართვის შემდეგ.

_ ფოტოს გადაღებასაც ოფიციალური მომართვა სჭირდება?

_ ნუ, ესეც საჯაროა, მაგრამ, როცა ოფიციალურად მოგვმართავთ, ჩემი თავი გენაცვალოთ.

გურამ ლომინაძე, ბაღდადელი, 76 წლის: _ თუ არის ვინმე გამკითხავი, რა ხდება სოფელში?! ერთი კეკალი სიმინდი არ ჩამიგდია მიწაში, ზოგმა დაიწყო ხვნა, ზოგი თესავს და ზოგიც _ ვერა. ხედავთ, როგორი გზაა? ტელევიზორში გამოდიან, ასეთი და ისეთი გზები იგებაო, ამბობენ. მოვიდნენ და ნახონ, როგორი გზა გვაქვს. პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა საშობაოდ, ორი წლის წინ, ცხემლისხიდში, შემოქმედის გზით შემოიყვანეს. არ ანახეს აგი დანგრეული გზა. მე ვინ მიმიშვა იქამდე, რომ მეთქვა ჩვენი არჩეული პრეზიდენტისთვის სოფლის გასაჭირის შესახებ ან ამ კუთხიდან იყო ვინმე?! დაქცეულია ჩვენი სოფელი. ყველგან გაზია, ჩვენ გარდა. რწმუნებული არაფერს ითხოვს, მან არ უნდა მოითხოვოს, არ უნდა შეაწუხოს მუნიციპალიტეტის ხელისუფლება? რად უნდოდათ სტადიონი რომ გააკეთეს ცხემლისხიდის ცენტრში? გავსებულია საქონლით. სად არის საბავშვო ბაღი, იმდენი ფული რომ დაახარჯეს?

თემური გავაშელი მთავარ პრობლემად უგზოობას ასახელებს: _ ყველგან კარგი გზაა, ამ სოფლის გარდა. გარდა ამისა, საწვავის ფულიც არ აქვს ხალხს, ყანები დასახნავია, ზოგმა დახნა გაჭირვებით, მაგრამ საერთო ფართობი რომაა, იქ ჩამიჩუმი არ ისმის ჯერ. ძალიან უჭირს მოსახლეობას _ სახლიდან თუ რამეს გაყიდი, მხოლოდ ეგაა ჩვენი შემოსავალი.

ლამარა ლომინაძე, 69 წლის მარტოხელა პენსიონერია და "გურია ნიუსთან" საკუთარ უბედურებაზე საუბრობს: _ ერთი შვილი მყავდა და ისიც მომიკვდა. მალე მეუღლეც გარდამეცვალა. ვარ მძიმე ავადმყოფი, ბევრი ოპერაცია მაქვს გადატანილი. მხოლოდ პენსიის იმედად ვარ, რომ წამალი ვიყიდო. მომიხსნეს ის საარსებო შემწეობაც, რომელიც მქონდა და ახლა ვუცდი, როდის დამინიშნავენ. ჯერ არაფერი ჩანს.

_ სოფლის რწმუნებულს მიმართეთ?

_ რწმუნებულმა იცის ჩემი ამბავი, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ისეთია, არც გაწყენინებს და არც გაგიკეთებს რამეს. თქვენ, ჟურნალისტებს ბევრი რამ შეგიძლიათ, მიიტანეთ ხელისუფლებამდე ჩემი პრობლემა, ძალიან გთხოვთ.

ეთერი დუმბაძე, 78 წლის: _ ჩემი 90 ლარი არ მყოფნის. დახმარება მომიხსნეს, შვილები უმუშევრები მყავს; რა ვიყიდო 90 ლარით, როგორ ვარჩინო ოჯახი? ყანა ვერ დავთესეთ. ახლა ტყემალი შემოვა, გავაკეთებთ ახალ ტყემალს და ვჭამთ. სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. სოფელში გზა არ არის, წყალი არ გვაქვს... მეკითხებით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში რა გაკეთდა? არაფერიც არ გაუკეთებიათ.

კლარა თვარაძე, 70 წლის: _12 წელი ვიყავი საბერძნეთში, ვუვლიდი ჩემზე დიდი ასაკის და აღნაგობის ახლობელს, დავარდნილს და დაინვალიდებულს. 55 წლის ვიყავი იქედან რომ წამოვედი. ჩვენ რაღაცით გაგვაქვს თავი, მაგრამ იცით, რამდენი გაჭირვებულია? ნახევარზე მეტი შიმშილობს. ჩაის ფაბრიკები რომ მუშაობდა, ხალხი დასაქმებული იყო, ახლა მხოლოდ თხილზეა დამოკიდებული. ყანები ისე შორს გვაქვს, რომ ძალიან ძვირი ღირს დათესვა და ალბათ, ნახევარზე მეტი ვერც დათესავს. პირველ რიგში გზა არ უნდა გაკეთებულიყო? კი ხედავთ, რა გზაა. პრეზიდენტს ვთხოვთ, ნუ შემოატანინებს ვაჭრებს ამ ძვირიან საქონელს, ცოდვაა ხალხი. მოგმართავთ პრეზიდენტო, რომ სოფლის მშრომელი ღარიბი ხალხი ამ კრიზისიდან როგორმე ამოიყვანე! ოცკილოიანი ქატო რომ 14 ლარი ღირს, იქ შრომა და პირუტყვის ყოლა ღირს?

სოფლის რწმუნებული ლევან ჭელიძე "გურია ნიუსის" კითხვებს თავს არ არიდებს და ამბობს, რომ ადრე სოფელი ძლიერი იყო, ჰყვაოდა ჩაის კულტურა და ფუნქციონირებდა ჩაის ფაბრიკა.

_ ძირითადად, მაინც ასე ვიტყოდი, რომ სოფელს უჭირს. მოსახლეობის უბადრუკი ყოფა სახეზეა. ყველაზე დიდი პრობლემა სოფლისა, არის დასაქმება. დაუსაქმებელია სოფლის ახალგაზრდობა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ეძებენ სამუშაოს, წასულები არიან საქართველოდან, უმეტესად _ თურქეთში. ბათუმში, თბილისში... თვეობით მიდიან, რომ რაიმე შემოსავალი ჰქონდეთ. თხილის შემოსავალი კი ერთადერთია, რითაც წლიდან წლამდე თავი გააქვთ. სიმინდის მოსავალიც გარკვეულ როლს თამაშობს _ ესაა და ეს.

_ დაიწყო თუ არა საგაზაფხულო სამუშაოები?

_ კი, დაიწყო, ამინდებმა შეაფერხა მუშაობა, თორემ აქამდე დავიწყებდით. სოფელს ოთხი ტრაქტორი ემსახურება. ისე, ექვსი გვყავს, ეს არის კერძო ტრაქტორები. ამერიკულ სიმინდს "ჩალიანში" ვთესავთ. ჩვენთან მოთხოვნა არის ამ სიმინდზე, ეს არის პრობლემა, რომ მოსახლეობას უჭირს საწვავის ყიდვა. ითესება ორივე, ამერიკულიც და ქართულიც.

_ რამდენი შეჭირვებული გყავთ სოფელში?

_ ძალიან ბევრი; სოციალურ დახმარებას იღებდა 90 ოჯახი, ახლა მათი რიცხვი შემცირდა და როგორც ბოლო მონაცემებით ვიცი, 50-მდე ჩამოვიდა.

_ რატომ? ვითომ გამდიდრდნენ ეს ოჯახები?

_ მოხდა გადაფასება.

_ ბატონო ლევან, რამდენიმე ოჯახში ვიყავით, სადაც დემოგრაფიული ცვლილების გამო, ოჯახის ერთი წევრის სიკვდილის შემდეგ, საერთოდ მოეხსნათ დახმარება.

_ ნუ, ახლა ამის შესახებ შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოთ.

_ კი, მაგრამ ახლა კანონში პირდაპირ წერია, რომ სოფლის რწმუნებულს შეუძლია შუამდგომლობა გაუწიოს ოჯახებს, რომელიც ძალიან გაჭირვებულია.

_ კი, დაგეთანხმებით, მე წარვადგინე ასეთი ოჯახების სია და შუამდგომლობაც გავუწიე. ახლაც დავაყენე შუამდგომლობა დუშა ბაკურაძის ოჯახის თაობაზე.

_ მინდა, გკითხოთ ლამარა ლომინაძეზე. ფლობთ თუ არა ინფორმაციას ამ ქალბატონის შესახებ და ადასტურებთ თუ არა, რომ მას ძალიან უჭირს? როგორც ქალბატონი ლამარა ამბობს, არის მარტოხელა პენსიონერი, აქვს ორი უმძიმესი ოპერაცია გადანატანი, ქმარი და ერთადერთი შვილიც გარდაცვლილი ჰყავს და ძალიან უჭირს.

_ კი, კი, თავისთავად შემიძლია დაგიდასტუროთ ამ ქალბატონზე, რომ მას ძალიან უჭირს. დავაყენე კიდეც შუამდგომლობა მასზე. ვიცი, რომ ეს ოჯახი სოციალურ დახმარებას მიიღებს, გადამოწმებულია აგენტის მიერ და უახლოეს დღეებში დაენიშნება.

_ სოფელში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად უგზოობას ასახელებენ. რატომ ვერ გადაიჭრა ეს პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში?

_ წელს, მაისის თვიდან დაიწყება გზის რეაბილიტაცია. ეს ჩვენი სოფლის პროექტებიდან უმთავრესია. ოთხ სოფელს რომ ერთი გზა აკავშირებს, სწორედ ესაა. დვაბზუს, ცხემლისხიდს, ბაღდადს და ვაკიჯვარს მალე სრულყოფილი, გარემონტებული გზა დააკავშირებს. ესაა ერთიანი ძირითადი გზა. ამ თვის ბოლოს დაიწყება რეაბილიტაცია.

_ ერთი ფაქტი მინდა შეგახსენოთ: საქართველოს პრეზიდენტი საშობაოდ ამ გზაზე არ გაატარეს და შემოქმედის გზიდან წამოიყვანეს. ამბობდნენ, რომ მას დანგრეული გზის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს.

_ რა ვიცი. ეს ხომ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, რომელი გზით მოვიდოდა პრეზიდენტი. უბრალოდ, შემოქმედთან ახლოს იყო ის ოჯახი, სადაც პრეზიდენტი მიდიოდა სტუმრად...

_ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში რა გაკეთდა სოფელ ცხემლისხიდში ორი წლის განმავლობაში?

_ შარშანწინ გამოგვეყო 29 000 ლარი და გავაკეთეთ მინი-სტადიონი, ორ ადგილზე გაკეთდა მილხიდი და გაბიონი.

_ რა გააკეთეთ ბაღდადში? იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ არაფერი გაკეთებულა, მათ პროგრამის შესახებ არაფერი იციან...

_ კი, როგორ არა.. წყლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა თანხები, გაიწმინდა სათავე ნაგებობები, წყალი გამოიყვანეს. 15 წლის მანძილზე ონკანში წყალი არ მოდიოდა და ახლა რამდენიმე ოჯახს მიეწოდება. ასევე, დავამონტაჟეთ რამდენიმე ნათურა ქუჩის განათებისთვის. შარშან 57 000 ლარი იყო გამოყოფილი; ძირითადად, ბაღს დავახარჯეთ სოფელ ცხემლისხიდში _ 31 000 ლარი; ასევე, გავაკეთეთ ჭა ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც ბაღია განთავსებული. ბაღში გაკეთდა სრული ევრორემონტი. ისეთი ბაღი რაიონში არ იქნება, ჩვენ რომ გვაქვს.

_ ნაგომარზე უკეთესი?

_ ნაგომართან ვპაექრობთ; მითხრეს, ნაგომრის ბაღიც ძალიან კარგიაო, მაგრამ ჩვენი უკეთესია.

_ დარაჯიც გყავთ, ალბათ, რომელიც ხელფასს იღებს.

_ კი, კი, დარაჯი გვყავს!

_ მაგრამ, როგორც ნაგომარში, ბაღი არ ფუნქციონირებს... ანუ უბავშვებო ბაღზე საუბრობთ აღფრთოვანებით?

_ მართალია, ბაღი არ ფუნქციონირებს, არ გახსნილა(?) იმიტომ, რომ ბიუჯეტში სათანადო თანხები არ იყო. ამ წლიდან ვაპირებთ, რომ ბაღი გაიხსნას. ასევე, გვჭირდება ინვენტარი, პედაგოგების ხელფასი და ბავშვთა კვების ხარჯები. ეს ხომ თანხასთანაა დაკავშირებული.

_ სად იყავით მაშინ, როცა ბაღის გაკეთებაში საკმაო თანხა იხარჯებოდა? მაშინ არ იცოდით, რომ არ გაიხსნებოდა? საბედნიეროდ, ბავშვთაკონტიგენტი საკმაოდ დიდია თქვენს სოფელში. რატომ არ მოთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ევრორემონტიანი ბაღი ბავშვებისთვის გაეხსნა კიდეც?

_ შევინარჩუნეთ, რომ წელს სექტემბრისთვის გაიხსნას. თქვენ იცით, რომ მსგავს სიტუაციაში, მარტო ჩვენი სოფელი არაა...

_ როგორი კრიმინოგენური სიტუაციაა სოფელში?

_ ამ ეტაპზე _ ნორმალური, საგანგაშო არაფერია.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი თამარ მოსიაშვილი "გურია ნიუსის" კითხვაზე რამდენად კანონიერად მოიქცა ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი, როცა ჟურნალისტს კითხვებზე პასუხი არ გასცა და ფოტოს გადაღება აუკრძალა, განმარტავს, რომ დირექტორს პასუხის გაცემის ნორმალურ ქვეყანაში არ შეეშინდებოდა: _ სკოლის დირექტორს ოფიციალურად რომ მიმართო, კითხვაზე პასუხი გაგცეს, ეს ნიშნავს წერილი მისწერო?! კითხვის დასმა სრულიად კანონიერია, ხოლო დირექტორს პასუხის გაცემის ნორმალურ ქვეყანაში არ შეეშინდებოდა, მაგრამ ჩვენთან საქმის ვითარება ასეთია: თუ დირექტორს ჟურნალისტი კითხვით მიმართავს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს რესურსცენტრს, რესურსცენტრის წარმომადგენელი მიმართავს სამინისტროს პრესსამსახურს და ნებართვის შემთხვევაში, დირექტორი ჟურნალისტს პასუხს გასცემს! მოკლედ, ძალიან ცუდადაა საქმე და რამდენ ხანს შეინარჩუნებს ეს ქვეყანა 2300 ციხედქცეულ სკოლას, არ ვიცი! _ ამბობს თამარ მოსიაშვილი.




 ახალი ამბები
  • პატარკაციშვილის საქმე- დაკავებული კუდ-ის თანამშრომლები და ბრალდების დადგენილება ქარდავასპროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამოცემული განჩინების საფუძველზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ და ი.გ. დააკავეს, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ქარდავას მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებების შესახებ. პროკურატურის ინფორმაციაში ასევე საუბარია კონსტიტუციური უსაფრთხოების მაშინდელი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის შესახებაც. პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ. „2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე არკადი(ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს. ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალება მიეცა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან. ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენტანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის. აღნიშნული ქმედების გამო ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის – გ.დ.-ს ორგანიზებით შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები – ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ. გეგმის რეალიზაციის მიზნით დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა. ასევე დანაშაულის, კერძოდ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში, ჯემალ შამათავა ამხილა თ. წ.-მ. 2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაიბარეს ქ. ფოთის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე მივიდა ლ.ქ. ორ თანმხლებ პირთან ერთად. ლ. ქ.-მ იძულებით წამოიყვანა ჯემალ შამათავა და წარადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, სადაც იმავე დღეს, გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,დ“ და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით“,_წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების ... ...
  • საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვათბი­ლის­ში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ავტომობილი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ... ...
  • ემზარ კვიციანის ძმისშვილს ორი დღეა ეძებენ _ თბილისის ზღვაზე მოკლული მისი მეგობარიადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  ამის შესახებ მან "რუსთავი 2"- თან განაცხადა.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. "ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".  ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ... ...
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?