ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმე გაუხსნელია

მთავარი თემა

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმე გაუხსნელია

2013 აგვ 6 11:29:35

მოკლული გოჩა გუჯაბიძე, რამდენიმე თვეა, რაც ამნისტიით გათავისუფლდა. ის საკუთარ სახლთან დაუდგენელმა პირებმა ავტომატებით ჩაცხრილეს. როგორც მოკლულის ოჯახის ახლობლებმა "გურია ნიუსს" უთხრეს, გოჩა სახლიდან გამოიყვანეს და ესროლეს. ის პირველად მამამ, ვარდენ გუჯაბიძემ ნახა და, ფაქტობრივად, უკვე გარდაცვლილი, თავადვე მიიყვანა საავადმყოფოში. სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე გარდაცვლილის ახლობლები არ ფლობენ.

"არ ვიცით, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ახალგაზრდა კაცის ასე გამეტების მიზეზი," _ ამბობენ ოჯახის ახლობლები.

შპს "მედალფას" კლინიკური დირექტორი დავით მდინარაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ მოკლული მამამ მოიყვანა საავადმყოფოში და ის, ფაქტობრივად, უკვე გვამი იყო, რის შემდეგაც პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაიყვანა.

ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის მალხაზ სირაძის განცხადებით, აღნიშნული მკვლელობის დეტალებისა და მიზეზების შესახებ პროკურატურაში ინფორმაციას არ ფლობენ.

_ ჯერჯერობით, საქმე გაუხსნელია, მკვლელობის ფაქტი იყო, გამოძიება ს.ს.კ. 108-ე მუხლით მიმდინარეობს. უცნობია, რამდენი პირი იმყოფებოდა მკვლელობის დროს. დეტალებზე და მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჯერ არაფერი ვიცით, _ გვითხრა მალხაზ სირაძემ.

გოჩა გუჯაბიძის შესახებ, "გურია ნიუსის" ვებგვერდზე არა ერთი სტატია გამოქვეყნდა. ერთ-ერთი _ "პოლიციამ ახალგაზრდებს, პოლიტიკური ორიენტაციის გამო, ჯიბეში ნარკოტიკები ჩაუდო", 2012 წლის 26 ოქტომბერს გავრცელდა, სადაც გუჯაბიძის მამა ვარდენ გუჯაბიძე მისი შვილის დაკავების შესახებ დეტალებზე საუბრობდა .

"2011 წლის 19 მაისს, ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის #125-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შემდეგაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთში მცხოვრები გოჩა გუჯაბიძე და ზემოთ აღნიშნული კორპუსის მცხოვრები ივანე გობრონიძე დააპატიმრეს.

როგორც თვითმხილველები "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავდნენ, დაკავებულებს პოლიციამ ნარკოტიკები კორპუსის მცხოვრებლების თვალწინ ჩაუდო ჯიბეებში. დაკავებული გოჩა გუჯაბიძის მამა კი ამბობდა, რომ მისი შვილი უკანონოდ დაიჭირეს, რის მიზეზადაც გოჩას პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებდა.

ჯიბიდან ხელებს არ იღებდნენ, თან ყვიროდნენ, მოგვეხმარეთო. ვხედავდით, როგორ უტენიდნენ ჯიბეში ნარკოტიკს და ვერაფერს ვშველოდით. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხის წინაშე ჩაუდეს ნარკოტიკი ბავშვებს! ჯერ დაეკარგათ პოლიციელებს ეს ნარკოტიკი და დაიწყეს ჩხუბი, ეძებეს, აგინეს ერთმანეთს, მერე იპოვეს. რა სანახაობა იყო, ვერ აგიწერთ. ვეკამათეთ პოლიციის უფროსს. ის გვეუბნებოდა, აბა, არ უნდა დავიჭიროთ დამნაშავეო?!

_ თუ უნდოდათ, ამ ბიჭების აყვანა ხმაურის გარეშეც შეიძლებოდა. მაინც და მაინც ამდენი ხალხის თვალწინ, არაადამიანურად, 200 კაცის თვალწინ ჩაუდო ნარკოტიკი ბიჭებს, გაგიგიათ? პოლიციამ სწორედ ახალგაზრდების პოლიტიკური ორიენტაციის გამო გააკეთა ეს, _ ამბობენ თვითმხილველები."

გოჩა გუჯაბიძის მამა, ვარდენ გუჯაბიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავდა, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარი იყო და ახალ მთავრობას ამ საქმის ხელახლა გამოძიებას და სიმართლის დადგენას სთხოვდა. მისი განცხადებით, ოჯახზე ზეწოლა, წლებია მიდის, იმის გამო, რომ ის ყოველთვის ოპოზიციაშია და პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაა: _ ამის შემდეგ პროკურორთან მქონდა შეხვედრები, საუბრები, ჯერ ოთხწლიან პატიმრობაზე და საპროცესო გარიგებაზე იყო საუბარი. ჩატარდა ზუსტად 10 სასამართლო პროცესი, მეათე სასამართლო პროცესზე გამოუტანეს განაჩენი _ მიესაჯა რვაწლიანი პატიმრობა, _ამბობდა ვარდენ გუჯაბიძე "გურია ნიუსთან".




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay  არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Exmpress-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay -ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს. გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში. „საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,_განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.(R) ... ...
  • წინასაახალწლოდ კამპანია "ნუ მოჭრი- მორთე" დაიწყო „ნუ მოჭრი-მორთე,"_ ასე ჰქვია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიას, რომლის მიზანიც წიწვოვანი ხეების ჭრის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე“ ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.    კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა მედიის წარმომდგენლებს და გააცნო მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები და ასევე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები.  კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად ... ...
  • ქედის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და  ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს