გარემოვაჭრეები "შავი ორშაბათის" მოლოდინში

მთავარი თემა

გარემოვაჭრეები "შავი ორშაბათის" მოლოდინში

2011 მაი 23 10:45:45
თუ თვით ხელისუფლებაში გეგმავს ვინმე, მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე გავიქცეთ? რაღაცა, ამ საქმეს არ უდის კაი სუნი"...

ოზურგეთში ძველი და ახალი ბაზრის თემა მარადიული ბჭობის საგანია, როგორც გარემოვაჭრეთათვის, ისე ხელისუფლებისა და კერძო ბიზნესის მფლობელთათვის.

ახლო წარსულში "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა აგრარული ბაზრიდან ახალ, დახურული ტიპის ბაზარში გადასვლის თუ ხალხის გადაყვანის იძულებით ფორმებზე, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მოხდა ისე, რომ მოვაჭრეთა ნაწილი გადავიდა ახალ ბაზარში ან იძულებით გადაყვანის შემდეგ, ბედს შეეგუა და დარჩა იქ. მეორე ნაწილი კი, ვინც ძირითადად საკუთარი მოწეული პროდუქტით ვაჭრობს და "გადამყიდველის" სტატუსს არ ექვემდებარება, კვლავ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე საქმიანობს და იქედან ფეხის მოცვლას არ აპირებს. როგორც მათ შემოგვჩივლეს, 18 და 19 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ ჩამოუარა და გააფრთხილა, თუ აქედან ახლავე არ ადგებით, "ორშაბათიდან, ჯერ 1000-2000-ლარიან ჯარიმებს გამოგიწერთ, მერე კი მიგაბრძანებთო, ანუ ასე გამოდიოდა, პანღურით გაგყრითო"...

გარემოვაჭრეთა შეშფოთება გასაგებია. ეს არის ყველაზე დაუცველი ფენა, ვისაც ყოველდღე მართლაც არ აქვს გარანტირებული ლუკმა-პური და ხშირად აქ საღამომდე ისე ზის, შინ წასასვლელი სამგზავრო ფულიც საძებარი აქვს. მათი შეშფოთების ახალი ეტაპი, ახლებური შეტევით დაიწყო და, როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ეს შეტევა საიერიშო და საბოლოო იქნება, ანუ გაჯიუტებულ თუ გამწარებულ ადამიანებს მორიგი დაწიოკების "შავი ორშაბათი" ელოდებათ.

ბაზარში მოვაჭრეთა უმეტესობა საკუთარ გვარსა და სახელს არ ასახელებს:

_ რად გინდა ჩემი სახელი და გვარი, ჩემდა არ ვარგა, რაში გამომადგა, 32 წელი კონტროლიორად ვიმუშავე ამ ბაზარში და ისე უბოდიშოდ წამართვეს სამსახური, თითქოს არც ვარსებობდი. იმ ბაზარში ხომ არის კონტროლიორი? მე ვერ შევასრულებდი ვითომ მაგ საქმეს? მაშინ ეთქვათ, ან საყვედური გამოეცხადებინათ, რომ ვერ ვასრულებდი მონდობილ საქმეს. ვერ "ჩავაწყვე" და ეს არის. ახლა აგერ ვზივარ და წვრილმან რაღაცეებს ვყიდი, რომ 50 თეთრი დამრჩეს და წნევის წამალი ვიყიდო, უპურობას გავუძლებ და წნევას _ ვერა. ახლა არც აქ მაყენებენ, მამაზეციერმა არ დააყენა მაგენი ამ ქვეყანაზე...

_ საინტერესოა, ამ მიტინგების ჟამს რატომ დაგვერივნენ, რატომ ამთხვევენ ასე საეჭვოდ ჩვენს აწიოკებას 21 მაისის შემდგომ დღეებს, ვიღაცა განზრახ ხომ არ გვამხედრებს ხელისუფლების წინააღმდეგ? რას გაიგებ, ვინ რა თამაშს თამაშობს. ყველა წავალთ იმ მიტინგზე და თუ ხელისუფლება თანახმაა, რომ ჩვენ მიტინგ-მიტინგ ვირბინოთ, მაშინ ამ მთავრობას თვითონ ნდომებია საკუთარი თავის წინააღმდეგ რევოლუციის მოწყობა.

_ ჩამოიარა გაბრიჩიძემ და გადმოგვხედა ზევიდან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსია და ჰგონია, ჩვენც ზევიდან უნდა გვიყუროს. აფრიალებდა რაღაც ქაღალდებს, ორშაბათიდან ამაში ჯარიმებს ჩაგიწერთო, ჩაწეროს ერთი და ვნახოთ, რას გამოგვრჩება, წეიღოს აგი ლობიოს და ქინძის თესლი.

_ დადის გაბრიჩიძე და იძახის, კერძოობაა ახლა, აქ სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდესო. კერძოობა კი არა ბატონყმობაა, ვერ ხედავთ"?

ჟენია ჩომარიანი: გუშინ პური არ მქონდა სახლში, მშიერი დავწექი. ორლარნახევრად ნაყიდი კომბოსტო შემომალპა ხელში, ვარჩიე, ვარჩიე და დამრჩა "ხვიტი", ეს რამდენში გავყიდო? ან ვინ იყიდის?

_ დასდევენ ციგნებივით ხალხს, ლაბორატორიულად შეუმოწმებელია ეს ბოსტნეულიო, მოიყვანონ ერთი, სად ჰყავთ ეს ლაბორანტი და შეამოწმონ, თუ აქვს რაიმე "ზორი".

_ იმას ნერვიულობენ, სირაძის ახალ ბაზარში ვაჭრობა არაა და იმ კაცმა რაც ჩადო იმხელა შენობის აგებაში, ხომ უნდა ამოიღოსო. ვითომ სირაძის დარდი აქვთ, ერთად რომ მოგვიყრიან თავს, უფრო კარგად გაგვატყავებენ. ახლა ყველაფერს გვპირდებიან, მაგრამ გავიგეთ, რომ მერე 1 კვმ ფართობზე 5 ლარს დაგვიწესებენ გადასახადს. ამდენს ჩვენ ხან საერთოდ ვერ ვიღებთ დღეში.

_ რაღაც ჩვენც გაგვეგება კანონის. სისხლის სამართლის კოდექსის 195-ემუხლში პირდაპირ წერია, რომ მონოპოლია, ბაზრის გაყოფა დანაშაულია, თუმცა ამ ქვეყანაში რომელ კანონზე უნდა ილაპარაკო?

სოსო შაქარიშვილი: _ მე ამ ბაზარში თითქმის 30 წელი ვიმუშავე. მაშინ დირექტორი იყო ლადო თალაკვაძე. კომუნისტების დრო იყო, მაგრამ მაშინაც იყვნენ "სირაძეები". ჩამოვიდა ერთი მათგანი თბილისიდან და მოინდომა დახურული ბაზრის აშენება. ლადო თალაკვაძემ იყოჩაღა და დაუმტკიცა მათ, რომ ნახევრად ღია ტიპის აგრარული ბაზარი უნდა ყოფილიყო აქ და შეინარჩუნა კიდეც.

ის, რაც სირაძემ ააშენა, საკოლმეურნეო ბაზარი არ არის, გლეხს რაც სჭირდება, ეს არის და დაგვაყენონ აქ, რატომ გვახრჩობენ, რატომ გვაფარებენ პირზე ხელს, ჩვენზე უფრო იციან, რა გვიჭირს?

"გურია ნიუსი" ე.წ. ძველი ბაზრის ადმინისტრაციას ეწვია, სადაც გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე, სადაც ეს ბაზარი მდებარეობდა (და სპეციალურად მოტანილი მიწით ნაგავსაყრელად აქციეს. მ.ჩ.), სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს. თუმცა იქ აგრარული პროდუქტი არ გაიყიდება. ვინ აშენებს, ჯერჯერობით, არ იციან ან არ ამბობენ.

რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შუქრი გაბრიჩიძეს, მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს ნამდვილად მიმართა წინადადებით, სამუშაოდ ახალ ბაზარში გადავიდნენ.

_ ბატონო შუქრი, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები აღშფოთებულნი არიან ზეწოლის გამო, რაშიც ბრალს თქვენ გდებენ. მართლა დაწიოკებით და "შავი ორშაბათის" გათენებით დაემუქრეთ?

_ ჯერ გეტყვით, რომ ეს ტერიტორია ახლა სახელმწიფო მიწაა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ეს აღარ არის საკოლმეურნეო ბაზარი. აუცილებლად უნდა გადავიდნენ ახალ ბაზარში. ეს უკვე გადაწყვეტილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა დაეკისრებათ, რაც დოკუმენტურად გაფორმდება.

_ რატომ დაეკისრებათ ჯარიმა და მაინც რა რაოდენობის თანხას შეიცავს იგი?

_ ეს არის სახელმწიფო მიწა და მისი უნებართვოდ გამოყენება ითვალისწინებს ჯარიმას. საკმაოდ მაღალია ეს თანხა, 1000-დან 2000 ლარამდე. ამას ემატება 500-ლარიანი ჯარიმა უნებართვოდ დახლებისა თუ სხვადასხვა რაღაცეების განთავსებისთვის.

_ მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ოპოზიციური პარტიების მუქარის პერიოდში, მათ, ხელისუფლების შიგნიდან, ვიღაც სპეციალურად "აბუნტებს,"თქვენ რა აზრის ხართ?

_ ეს სასაცილოა. ვიმეორებ, საკრებულოს მიერ გადაწყვეტილია, რომ აქ აღარ არის საკოლმეურნეო ბაზარი. მომავალში აშენდება სავაჭრო ცენტრი, სადაც აგრარული ნაწარმი არ გაიყიდება.

_ ისინი მიტინგზე წასვლით იმუქრებიან.

_ ეს მათი ნებაა.

ასე რომ, მოსალოდნელი "შავი ორშაბათის" ზმანება ტყუილად არ მოჩვენებიათ ძველი ბაზრის მოვაჭრეებს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ჯარიმის ისეთ თანხას ასახელებს, არათუ გროშების მაძებარ გარემოვაჭრეებს, მისი გადახდა სერიოზული შემოსავლის მქონესაც გაუჭირდება. ისიც საეჭვოა, მიტინგზე წასვლის მუქარით, ვინმეს დანჯღრეულ სკამებზე დახლთან ჯდომა გაუხანგრძლივონ.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...